სესხი უზრუნველყოფის გარეშე

სესხი უზრუნველყოფის გარეშე

მცირე ბიზნესის მწარმოებლებსა და ნებისმიერი ფიზიკურ პირს, ცხოვრების განმავლობაში ექმნება სიტუაცია როდესაც ესაჭიროება სწრაფად გარკვეული თანხის მიღება. ამ მხრივ, ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი საუკეთსო ხელსაწყოა შექმნილი. სასესხო ვალდებულების გაცემა ჯერ კიდევ უძველესი დროიდან მოდის ჩვენამე და დიდი პოპულარობით სარგებლობს მთელ მსოფლიოში.

კომპანიამიღებისდროსუპროცენტოპირველად სესხიპირველი სესხის მაქსიმუმისესხის ვადააიღე სესხი
15 წუთში 50-250 ლარი650 ლარი
*94.3%
1-30 დღეაიღე სესხი
15 წუთში 30 – 500 ლარი900 ლარი
*100%
5-730 დღეაიღე სესხი
15 წუთში 50 – 500 ლარი1000 ლარი
*100%
5-30 დღეაიღე სესხი
15 წუთში 500-3000 ლარი3000 ლარი
*95.13%
3-24 თვემდეაიღე სესხი
15 წუთში 100-1000 ლარი1000 ლარი
*99.95%
1-12 თვემდეაიღე სესხი
15 წუთში 400 – 1500 ლარი4000 ლარი
*97.48%
3-36 თვემდეაიღე სესხი
15 წუთში 50 – 500 ლარი1500 ლარი
*99.98%
5-30 დღეაიღე სესხი
1 დღე 1550-50000 ლარი50000 ლარი
*ინდივიდუალური
12-36 თვემდეაიღე სესხი
1 დღე 500-20000 ლარი20000 ლარი
*ინდივიდუალური
3-36 თვემდეაიღე სესხი
5 წუთში 100-300 ლარი300 ლარი
*99.61%
1-20 დღეაიღე სესხი
15 წუთში 500-5000 ლარი5000 ლარი
*ინდივიდუალური
1-36 თვემდეაიღე სესხი
1 დღე 1000-30000 ლარი30000 ლარი
*ინდივიდუალური
3-72 თვემდეაიღე სესხი

* წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი

მიღებისდროს: 15 წუთში

უპროცენტო:

პირველად სესხი: 50-250 ლარი

პირველი სესხის მაქსიმუმი: 650 ლარი (*94.3%)

სესხის ვადა: 1-30 დღე

მიღებისდროს: 15 წუთში

უპროცენტო:

პირველად სესხი: 30 – 500 ლარი

პირველი სესხის მაქსიმუმი: 900 ლარი (*100%)

სესხის ვადა: 5-730 დღე

მიღებისდროს: 15 წუთში

უპროცენტო:

პირველად სესხი: 50 – 500 ლარი

პირველი სესხის მაქსიმუმი: 1000 ლარი (*100%)

სესხის ვადა: 5-30 დღე

მიღებისდროს: 15 წუთში

უპროცენტო:

პირველად სესხი: 500-3000 ლარი

პირველი სესხის მაქსიმუმი: 3000 ლარი (*95.13%)

სესხის ვადა: 3-24 თვემდე

მიღებისდროს: 15 წუთში

უპროცენტო:

პირველად სესხი: 100-1000 ლარი

პირველი სესხის მაქსიმუმი: 1000 ლარი (*99.95%)

სესხის ვადა: 1-12 თვემდე

მიღებისდროს: 15 წუთში

უპროცენტო:

პირველად სესხი: 400 – 1500 ლარი

პირველი სესხის მაქსიმუმი: 4000 ლარი (*97.48%)

სესხის ვადა: 3-36 თვემდე

მიღებისდროს: 15 წუთში

უპროცენტო:

პირველად სესხი: 50 – 500 ლარი

პირველი სესხის მაქსიმუმი: 1500 ლარი (*99.98%)

სესხის ვადა: 5-30 დღე

მიღებისდროს: 1 დღე

უპროცენტო:

პირველად სესხი: 1550-50000 ლარი

პირველი სესხის მაქსიმუმი: 50000 ლარი (*ინდივიდუალური)

სესხის ვადა: 12-36 თვემდე

მიღებისდროს: 1 დღე

უპროცენტო:

პირველად სესხი: 500-20000 ლარი

პირველი სესხის მაქსიმუმი: 20000 ლარი (*ინდივიდუალური)

სესხის ვადა: 3-36 თვემდე

მიღებისდროს: 5 წუთში

უპროცენტო:

პირველად სესხი: 100-300 ლარი

პირველი სესხის მაქსიმუმი: 300 ლარი (*99.61%)

სესხის ვადა: 1-20 დღე

მიღებისდროს: 15 წუთში

უპროცენტო:

პირველად სესხი: 500-5000 ლარი

პირველი სესხის მაქსიმუმი: 5000 ლარი (*ინდივიდუალური)

სესხის ვადა: 1-36 თვემდე

მიღებისდროს: 1 დღე

უპროცენტო:

პირველად სესხი: 1000-30000 ლარი

პირველი სესხის მაქსიმუმი: 30000 ლარი (*ინდივიდუალური)

სესხის ვადა: 3-72 თვემდე

* წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი

სესხის მიღება მარტივი პროცესია. მიდიხართ თქვენს მიერ არჩეულ ბანკში სადაც გყავთ თქვენი პირადი ბანკირი, კრედიტ ოფიცერი, ან სულაც შემთხვევით მოხვდებით კონსულტანტთან რომელიც გადაგამისამართებთ საკრედიტო დეპარტამენტში. სესხის მისაღებად აუცილებელია გარკვეული დოკუმენტაციის წარდგენა და დამატებითი დოკუმენტაციის შევსება. გარდა იმისა რომ აუცილებელია პირადობის მოწმობის წარდგენა და იმის დასასტურება რომ სრულწლოვანი ხართ, აუცილებლად მოწმდება თქვენი საკრედიტო ისტორია. თუმცა წინ კიდევ ბევრი რამ გელით. მას შემდეგ რაც ყველა რეკვიზიტი წესრიგში იქნება მოყვანილი, მოგთხოვენ უზრუნველყოფის წარდგენას.

საქმე იმაშია რომ, ზოგიერთი სესხი აუცილებლად საჭიროებს უზრუნველყოფას. მაგრამ, არსებობს ისეთი ფინანსური სერვისები, რომლებიც აუცილებლად მოგცემენ იმის საშუალებას რომ მარტივად და სწრაფად მიიღოთ სესხი უზრუნველყოფის გარეშე.

უზრუნველყოფის მნიშვნელობა

დავიწყოთ იმით თუ რა არის უზრუნველყოფა. ალბათ პირველად არ გესმით ეს სიტყვა და ზოგიერთისთვის დიდ პრობლემასაც კი წარმოადგენს. უზრუნველყოფა, იგივე კოლატერალი (როგორც მას უცხოური ტერმინოლოგიით ასახავენ), არის პირად მფლობელობაში არსებული ნივთი ან აქტივი, რომელსაც მსესხებელი სთავაზობს გამსესხებელს (ორგანიზაციას ან ფიზიკურ პირს) რათა დაიცვას სესხი. კოლატერალის წარდგენა ხდება იმისათვის რომ ბანკს ან საფინანსო ორგანიზაციას ნაკლები რისკი ჰქონდეს მსესხებლის მხრიდან არასასურველი ქმედების ჩადენისა.

თუ კი, მსესხებელი შეწყვეტს ყოველთვიურ (ან წინასწარ განსაზღვრული გრაფიკით) განპირობებულ გადახდებს, გამსესხებელი დააკავებს იმ კოლატერალს რომელიც მსესხებელმა უზრუნველყოფის სახით წარადგინა. უზრუნველყოფა არის ერთგვარი დაცვა და გარანტია გამსესხებლისთვის. თუ კი მსესხებელი ვერ შეძლებს, დაავიწყდება ან უარს იტყვის სესხის დაფარვაზე, უზრუნველყოფილი ქონება ან ნივთი გადადის მსესხებლის მფლობელობაში.

სესხები რომლებიც საჭიროებს უზრუნველყოფას

სამომხმარებლო სესხი

სამომხმარებლო სესხს იყენებს ყოველი ჩვენგანი. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მარტივი ფორმის სესხი რომელსაც ნებისმიერი საბანკო თუ საფინანსო დაწესებულება გასცემს. სამომხმარებლო სესხი გამოიყენება მრავალი დანიშნულებით. იგი შეიძლება გაცემული იქნას დიდი ვალის კონსოლიდირებისთვის, საკრედიტო ისტორიის შესაქმნელად ან სულაც ყოველდღიური და გაუთვალისწინებელი ხარჯების დასაფარად. ზოგიერთი მომხმარებელი მას საგანმანათლებლო ხარჯების დასაფარადაც იყენებს.

სამომხმარებლო სესხის ორი ტიპი არსებობს დღევანდელ ქართულ საფინანსო ბაზარზე: დაცული და დაუცველი. ლოგიკურია მიხვდებით რომ დაცული სამომხმარებლო სესხი არის ის რომელიც საჭიროებს უზრუნველყოფას. დაუცველი კი არა. იმის გამო რომ დაცული სამომხმარებლო სესხის გარანტი არის კოლატერალი, მისი საპროცენტო განაკვეთიც უფრო დაბალია და შესაბამისად, უფრო სარგებლიანიც არის მომხმარებლისთვის რომელიც წესების მიხედვით სარგებლობს ფინანსური ინსტრუმენტებით. დაუცველი სამომხმარებლო სესხის საპროცენტო განაკვეთი კი მაღალია, რადგანაც ბანკმა სხვა გზით აანაზღაუროს პოტენციურად დაკარგული თანხა.

გარდა ისეთი ფიზიკური აქტივებისა, როგორიცაა სახლი, ტრანსპორტირების საშუალებები და მიწა, კოლატერალის როლში ასევე გამოიყენება მონეტარული აქტივები, ინვესტიციები და ფიუჩერსები.

მცირე ბიზნეს სესხები

მათი პოპულარულობა საქართველოში საკმაოდ მაღალია და ეს რა თქმა უნდა დადებითად აისახება ქვეყნის განვითარებაზე. ბიზნეს სესხი, როგორც წესი, გამოიყენება კომპანიის განვითარებისთვის, სხვადასხვა ტიპის კორპორატიული საქმიანობის შესასრულებლად და ზოგჯერ ხელფასების გადასახდელადაც კი. ასეთი ტიპის სესხს ხშირ შემთხვევაში ესაჭიროება უზრუნველყოფა.

იპოთეკური და ავტო სესხები

ეს არის ყველაზე პოპულარული გრძელვადიანი სესხები. როგორც წესი, გრძელვადიანი სესხი უზრუნველყოფის გარეშე არ გაიცემა. შესაბამისად, ეს ორი ტიპის სესხი აუცილებლად საჭიროებს რაიმე აქტივის თავდებში ჩასმას.

სესხები რომლებიც არ საჭიროებს უზრუნველყოფას

რა თქმა უდნა არსებობს სესხები, რომლებიც არ საჭიროებენ უზრუნველყოფას, გამომდინარე მათი ვადიანობის და თანხის სიდიდისა.

ონლაინ სესხი

თუ კი გნებავთ სესხი უზრუნველყოფის გარეშე, თამამად შეგიძლიათ მიაკითხოთ ნებისმიერ პლატფორმას, რომელიც მუშაობს ონლაინ სესხების გაცემაზე. საქართველოში დიდი რაოდენობით არის მომრავლებული ასეთი ორგანიზაციები. იმისათვის რომ მათი დახმარებით მიიღოთ დამატებითი თანხა, საჭიროა მხოლოდ მცირე რაოდენობის დოკუმენტების წარდგენა (როგორც წესი, პირადობის მოწმობა, რათა სრულწლოვნობა დამტკიცდეს). თქვენ საშუალება გეძლევათ მიიღოთ სესხი 15 წუთში ყველანაირი დამატებითი, არაკომფორტული პროცედურების გარეშე.

ასეთ სესხს გამოიყენებს ნებისმიერი ინდივიდი და კომპანია. ხშირად მიმართავენ ონლაინ სესხებს ისინიც კი ვინც ცდილობენ რომ განავითარონ საკუთარი ბიზნესი, თუმცა სესხი უზრუნველყოფის გარეშე ვერ მიიღეს ბანკსა და მიკრო-საფინანსო ორგანიზაციებში.

სამომხმარებლო სესხი

ონლაინ სესხიც სამომხმარებლო სესხია, თუმცა ზევით უკვე ვახსენეთ დაცული სამომხმარებლო სესხი და ვფიქრობ მნიშვნელოვანია განვიხილოთ დაუცველი სამომხმარებლო სესხიც.

როგორც უკვე ვთქვით, დაუცველი სამომხმარებლო სესხი არ საჭიროებს უზრუნველყოფის წარდგენას, თუმცა მისი საპროცენტო განაკვეთი საკმაოდ მაღალია და იმის სანაცვლოდ რომ წარვადგინოთ რაიმე აქტივი, ჩვენ გვიწევს დამატებითი თანხის გადახდა. თუმცა, საბედნიერო ის არის რომ არ ვართ შეზღუდულები არჩევანში და შეგვიძლია მარტივად გადავწყვიტოთ რომელი ტიპის სესხი გვჭირდება.

წინასწარ დამტკიცებული სესხი

ბოლო პერიოდის საბანკო სენსაცია. განსაკუთრებულად საყვარელი სესხი მათთვის ვინც გადარბენაზეა და არ აქვს იმისი დრო რომ მუდმივად ბანკის რომელიმე ფილიალში იაროს, იდგეს რიგში და ელოდებოდეს პასუხს. რა თქმა უნდა ასეთივე სესხი არის ონლაინ სესხი, თუმცა ზოგიერთი მომხმარებელი ბანკის ერთგული რჩება და მისგან ამჯობინებს სესხის მიღებას.

რა შეიძლება გამოვიყენოთ უზრუნველყოფის სახით

უზრუნველყოფის საგნად შესაძლოა გამოყენებული იქნას უძრავი ან მოძრავი ქონება. უძრავ ქონებაში იგულისხმება სახლი, ბინა, მიწა და მასთან გათანაბრებული აქტივები. მოძრავი ქონება კი არის სატრანსპორტო საშუალებები, ძვირადღიებული სამკაული და სხვა.

ბოლო დროს, სესხის უზრუნველოფა ტექნიკითაც გახდა შესაძლებელი. გამომდინარე იქიდან რომ თითოეულ ჩვენგანს ჩანთაში თუ ჯიბეში საკმაოდ ფასეული სმარტფონები აქვს, მათი მეშვეობითაც არის შესაძლებელი დღეს სესხის უზრუნველყოფა.

გარდა ფიზიკური აქტივებისა, შეგიძლიათ კოლატერალად წარადგინოთ აქციები, ფასიანი ქაღალდები, ფიუჩერსები და სხვა არამატერიალური აქტივები.

კოლატერალის ხიბლი იმაშია რომ იგი სესხის სახით მიღებული თანხის რაოდენობას უთანაბრდება და არის გარანტი ბანკისთვის იმისა რომ არ დაკარგავს თანხას.

რატომ ვამჯობინებთ უზრუნველყოფის გარეშე სესხებს?

დადებითი თვისებები:

  • დროში მოხერხებულობა – იმისათვის, რომ მივიღოთ სესხი უზრუნველყოფის გარეშე არ არის საჭირო გავატაროთ დღეები დადებითი პასუხის მოლოდინში. ყველაზე მეტად, ეს არის მიმხიბვლელი ასეთი ტიპის სესხებში. იქნება სესხის გამცემი ბანკი, ფიზიკური პირი თუ ონლაინ სერვისების პროვაიდერი, კოლატერალის წარდგენაზე დახარჯული დრო უგულებელყოფილია და ნებისმიერ შემთხვევაში სწრაფ სესხს იღებთ.
  • კომფორტულობა – თქვენ არ გიწევთ თქვენს პირად მფლობელობაში არსებული აქტივების წარდგენა. არ ირღვევა თქვენი კონფიდენციალობა და მხოლოდ მინიმალური რაოდენობის დოკუმენტაციას გთხოვთ ბანკი.
  • არანაირი შიში ქონების დაკარგვისა – თქვენ მშვიდად სარგებლობთ თქვენი სესხით. არ შიშობთ რომ დაგვიანების ან გადაუხდელობის შემთხვევაში ჩამოგართმევენ ძვირფას აქტივებს. მსგავსი ხარვეზის დაფიქსირებისას, გეკისრებათ დამატებითი გადასახადი და სულ ესაა.

უარყოფითი თვისებები:

  • მაღალი საპროცენტო განაკვეთი – როგორც უკვე აღვნიშნეთ, დაცულ სესხებს აქვთ დაბალი საპროცენტო განაკვეთი, რადგანაც ისინი გარანტიას იძლევიან კოლატერალის სახით. დაუცველი სესხი კი ამ რისკს ბანკისთვის ანაზღაურებს უფრო მაღალი საპროცენტო განაკვეთით.

ბევრი ჩვენგანი ამჯობინებს სესხებს უზრუნველყოფის გარეშე და ზევით ჩამოთვლილი თვისებებიდან გამომდინარე, მარტივია წარმოვიდგინოთ თუ რატომ ხდება ასე.

თქვენი მოთხოვნილებებისა და სურვილების გათვალისწინებით ასობით ფინანსური ინსტრუმენტი არსებობს დღევანდელ საბანკო სექტორში. ნებისმიერი გემოვნებისთვის მოიძებნება სესხი. ყოველი სიტუაცია, მდგომარეობა და ფინანსური დეფიციტი შესაძლოა იქნეს გამოსწორებული მცირედი საკრედიტო განათლებითა და ინტერესით.

მნიშვნელოვანია ის რომ უნდა გაითვალისწინოთ სესხთან ასოცირებული რისკებიც. რა თქმა უნდა, დადებითი და სარგებლიანი ბევრი თვისებაც გააჩნია უზრუნველყოფის გარეშე გაცემულ სესხებს, თუმცა რისკებიც მრავლად არის. შესაბამისად, აუცილებელია საკრედიტო კულტურის გაღრმავება და სესხის მიზნობრივად, სარგებლიანად მოხმარება.