სესხი საკრედიტო ისტორიის გარეშე

სესხი საკრედიტო ისტორიის გარეშე

საქართველოში დიდი პოპულარობით სარგებლობენ საფინანსო დაწესებულებები. თითქმის ყოველი მეორე ქართველი ფინანსურ ურთიერთობაშია რაიმე საბანკო ორგანიზაიციასთან. ახალგაზრდები ელოდებიან სრულწლოვნობის მიღწევას, რათა შეძლონ სესხის აღება. ზრდასრულები ელოდებიან სწორ მომენტს, რათა მიაკითხონ საფინანსო დაწესებულებას. ისინი, ვისაც უკვე აქვთ სესხი, ელოდებიან მის დაფარვას და ა.შ. მათ ყველას აერთიანებს ერთი რამ – ფიქრი საკუთარ საკრედიტო ისტორიაზე.

კომპანიამიღებისდროსუპროცენტოპირველად სესხიპირველი სესხის მაქსიმუმისესხის ვადააიღე სესხი
15 წუთში 50-250 ლარი650 ლარი
*94.3%
1-30 დღეაიღე სესხი
15 წუთში 30 – 500 ლარი900 ლარი
*100%
5-730 დღეაიღე სესხი
15 წუთში 50 – 500 ლარი1000 ლარი
*100%
5-30 დღეაიღე სესხი
15 წუთში 500-3000 ლარი3000 ლარი
*95.13%
3-24 თვემდეაიღე სესხი
15 წუთში 100-1000 ლარი1000 ლარი
*99.95%
1-12 თვემდეაიღე სესხი
15 წუთში 400 – 1500 ლარი4000 ლარი
*97.48%
3-36 თვემდეაიღე სესხი
15 წუთში 50 – 500 ლარი1500 ლარი
*99.98%
5-30 დღეაიღე სესხი
1 დღე 1550-50000 ლარი50000 ლარი
*ინდივიდუალური
12-36 თვემდეაიღე სესხი
1 დღე 500-20000 ლარი20000 ლარი
*ინდივიდუალური
3-36 თვემდეაიღე სესხი
5 წუთში 100-300 ლარი300 ლარი
*99.61%
1-20 დღეაიღე სესხი
15 წუთში 500-5000 ლარი5000 ლარი
*ინდივიდუალური
1-36 თვემდეაიღე სესხი
1 დღე 1000-30000 ლარი30000 ლარი
*ინდივიდუალური
3-72 თვემდეაიღე სესხი

* წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი

მიღებისდროს: 15 წუთში

უპროცენტო:

პირველად სესხი: 50-250 ლარი

პირველი სესხის მაქსიმუმი: 650 ლარი (*94.3%)

სესხის ვადა: 1-30 დღე

მიღებისდროს: 15 წუთში

უპროცენტო:

პირველად სესხი: 30 – 500 ლარი

პირველი სესხის მაქსიმუმი: 900 ლარი (*100%)

სესხის ვადა: 5-730 დღე

მიღებისდროს: 15 წუთში

უპროცენტო:

პირველად სესხი: 50 – 500 ლარი

პირველი სესხის მაქსიმუმი: 1000 ლარი (*100%)

სესხის ვადა: 5-30 დღე

მიღებისდროს: 15 წუთში

უპროცენტო:

პირველად სესხი: 500-3000 ლარი

პირველი სესხის მაქსიმუმი: 3000 ლარი (*95.13%)

სესხის ვადა: 3-24 თვემდე

მიღებისდროს: 15 წუთში

უპროცენტო:

პირველად სესხი: 100-1000 ლარი

პირველი სესხის მაქსიმუმი: 1000 ლარი (*99.95%)

სესხის ვადა: 1-12 თვემდე

მიღებისდროს: 15 წუთში

უპროცენტო:

პირველად სესხი: 400 – 1500 ლარი

პირველი სესხის მაქსიმუმი: 4000 ლარი (*97.48%)

სესხის ვადა: 3-36 თვემდე

მიღებისდროს: 15 წუთში

უპროცენტო:

პირველად სესხი: 50 – 500 ლარი

პირველი სესხის მაქსიმუმი: 1500 ლარი (*99.98%)

სესხის ვადა: 5-30 დღე

მიღებისდროს: 1 დღე

უპროცენტო:

პირველად სესხი: 1550-50000 ლარი

პირველი სესხის მაქსიმუმი: 50000 ლარი (*ინდივიდუალური)

სესხის ვადა: 12-36 თვემდე

მიღებისდროს: 1 დღე

უპროცენტო:

პირველად სესხი: 500-20000 ლარი

პირველი სესხის მაქსიმუმი: 20000 ლარი (*ინდივიდუალური)

სესხის ვადა: 3-36 თვემდე

მიღებისდროს: 5 წუთში

უპროცენტო:

პირველად სესხი: 100-300 ლარი

პირველი სესხის მაქსიმუმი: 300 ლარი (*99.61%)

სესხის ვადა: 1-20 დღე

მიღებისდროს: 15 წუთში

უპროცენტო:

პირველად სესხი: 500-5000 ლარი

პირველი სესხის მაქსიმუმი: 5000 ლარი (*ინდივიდუალური)

სესხის ვადა: 1-36 თვემდე

მიღებისდროს: 1 დღე

უპროცენტო:

პირველად სესხი: 1000-30000 ლარი

პირველი სესხის მაქსიმუმი: 30000 ლარი (*ინდივიდუალური)

სესხის ვადა: 3-72 თვემდე

* წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი

საკრედიტო ისტორია

საკრედიტო ისტორია გააჩნია თითოეული იმ ადამიანს, ვისაც ოდესმე უსარგებლია სასესხო ვალდებულებით. ყოველ მომხმარებელს, რომელსაც მიღებული აქვს ბანკიდან, მიკრო-საფინანსო ორგანიზაციიდან ან სხვა საფინანსო ინსტიტუტიდან სესხი, აქვს საკრედიტო ისტორია.

საკრედიტო ისტორია ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია, როდესაც ჩვენ გვინდა გრძელვადიანი სესხის მიღება. გრძელვადიანი სესხი საკრედიტო ისტორიის გარეშე, არ გაიცემა.

პოზიტიური და ნეგატიური საკრედიტო ისტორია

საკრედიტო ისტორიის მნიშვნელოვა იმაში გამოიხატება, რომ იგი აფასებს პიროვნების გადამხდელუნარიანობას. საბოლოოდ ორი ტიპის შეფასება არსებობს: პოზიტიური და ნეგატიური.

პოზიტიური საკრედიტო ისტორია გააჩნია იმ მომხმარებელს, რომელსაც თავისი საკრედიტო ისტორიის მანძილზე არ აღენიშნება დარღვევა, ვადაგადაცილება და მსგავსი შეფერხებები. ასეთი მომხმარებელი აღიქმება იდეალურად ნებისმიერი დაწესებულებისთვის. შესაბამისად, მისთვის სესხის გაცემა არა თუ სარისკო, არამედ მომგებიანიც არის. პოზიტიური საკრედიტო ისტორიის მქონე პირისთვის ნებისმიერი სახის სესხის მიღება უპრობლემოდ წარმოებს მომავალშიც.

ნეგატიური საკრედიტო ისტორია კი ექნება იმ პირს, რომელიც ყოველივე ზემოთ აღნიშნულს არ შეასრულებს. მათ ხშირად აქვთ ვადაგადაცილებები და არ წარმოადგენენ იდეალურ მომხმარებელს. შესაბამისად, საფინანსო დაწესებულებების უმრავლესობა ასეთი კანდიდატისთვის ფულადი სახსრების გასესხებაზე დაფიქრდება რამდენიმეჯერ.

თუმცა, ნეგატიური საკრედიტო ისტორია არ ნიშნავს იმას რომ სრულიად შავ სიაშია ხართ მოქცეული და ვერასოდეს მიიღებთ გრძელვადიან სესხს. ნეგატიური სესხის ჩაწერის ორი ტიპი არსებობს: “არის ნეგატიური” და “იყო ნეგატიური”. იმ შემთხვევაში თუ, ვადაგადაცილებული სესხი დაფარეთ, თქვენს საკრედიტო ისტორიას მიენიჭება “იყო ნეგატიური” სტატუსი. ხოლო, ისეთი პირის საკრედიტო ისტორიას, რომელმაც არ დაფარა ვადაგადაცილებული სესხი და დავალიანება უფიქსირდება, მიენიჭება “არის ნეგატიური” სტატუსი.

რატომ ამოწმებენ კომპანიები საკრედიტო ისტორიას

ნებისმიერი ბანკი, საკრედიტო ისტორიის გადამოწმების წინ, აწესებს თავის კრიტერიუმებს. ის ამოწმებს: საანკეტო მონაცემებს, კლიენტის ყოველთვიურ შემოსავალს, საპასპორტო მონაცემებს, წარსულ სასესხო ვალდებულებებს, პირად მფლობელობაში არსებულ ნივთებს და სხვა. ამ ინფორმაციის ჩამონათვალი იზრდება და მცირდება სესხის გრძელვადიანობის და თანხის რაოდენობის მიხედვით.

სწრაფი სესხის გაცემისას, ბანკი ამ მონაცემებიდან ზოგიერთს არ ამოწმებს. სწრაფი სესხი გულისხმობ მოკლე ვადით მცირე რაოდენობის თანხის გაცემას. ანუ, თანხის დაკარგვის, თანხის გადაუხდელობის რისკი კლიენტის მხრიდან დაბალია და ბანკი არ ხარჯავს დროს დამატებითი მონაცემების გადამუშავებაში. იმ შემთხვევაში თუ გაიცემა იპოთეკური ან სხვა გრძელვადიანი სესხი, ეს მონაცემები რჩება ან ითვალისწინებს სხვა დამატებითი მონაცემების გადამუშავებასაც. რაც უფრო გრძელვადიანია სესხი და რაც უფრო დიდი რაოდენობის თანხა გაიცემა, მით უფრო იზრდება კლიენტის საკრედიტო ისტორიის გადამოწმების დრო და აუცილებელი მონაცემები.

შესაბამისად, ბანკები, საფინანსო დაწესებულებები და სხვა საბანკო ორგანიზაციები, ამოწმებენ საკრედიტო ისტორიას რისკის თავიდან ასაცილებლად.

გაგიგიათ ალბათ, რომ გრძელვადიანი სესხი საკრედიტო ისტორიის გარეშე არ გაიცემა. ამისი მიზეზი ზუსტად ზემოთ აღნიშნული რისკების თავიდან ასაცილებლად ხდება.

როგორ შეიძლება დავაზიანოთ ჩვენი საკრედიტო ისტორია

საკრედიტო ისტორიის დაზიანება საკმაოდ მარტივი საქმეა. რა თქმა უნდა არა საამაყო და კეთილშობილი, თუმცა მისი დაზიანება მარტივად ხდება, ხოლო გამოსწორება რთულად.

მინდა მოვიტანო რამდენიმე მაგალითი იმისა თუ როგორ შეიძლება დააზიანოთ თქვენი საკრედიტო ისტორია. ეს ყველაფერი იმისთვისაა საჭირო რომ თქვენ თავი აარიდოთ ამ შეცდომების დაშვებას და შეინარჩუნოთ დადებითი (პოზიტიური) საკრედიტო ისტორია.

ყოველთვიური გადასახადის დაგვიანება/გადაუხდელობა

რა თქმა უნდა პირველივე და ყველაზე ლოგიკური მეთოდი საკრედიტო ისტორიის დაზიანებისა, არის გადასახადის დაგვიანება. მიუხედავად იმისა რომ ეს საკმაოდ თვალსაჩინოა, საკმაოდ ბევრი უშვებს ამ შეცდომას. ზოგჯერ დაუდევრობით, ზოგჯერ კი გამოუვალი მდგომარეობის გამო. გარდა იმისა რომ ვადაგადაცილებისას კლიენტი ისჯება გარკვეული რაოდენობის დამატებითი გადასახადით, ეს ვადაგადაცილება აისახება მის საკრედიტო ისტორიაზეც. ერთი ორი გადაცილებული გადასახადი და უკვე საეჭვო კლიენტობის გზას დაადგებით.

საკრედიტო ლიმიტის გადაჭარბება – მათთვის, ვისაც საკრედიტო ბარათი აქვს, ცნობილი თუ რა მარტივია გაერთო კრედიტით მიღებული ფულის ხარჯვით და გადააჭარმო საკრედიტო ლიმიტს. თუ კი საკრედიტო ლიმიტს გადააჭარბებთ 50%-ით, ეს იწყებს თქვენს საკრედიტო ისტორიაზე ასახვას. რჩევა იქნება, რომ თქვენი საკრედიტო ლიმიტის გადაცილებები არ გადააჭარბოთ 10-30%-ს.

ახალი საკრედიტო ბარათების აღება ხშირად

ლოგიკურიცაა, რაც უფრო დიდი რაოდენობით საკრედიტო ბარათის მოთხოვნა შეგაქვთ ბანკში, მით უფრო მეტი მონაცემი იწერება თქვენს საკრედიტო ისტორიაში, და მით უფრო საეჭვო კლიენტად ჩანხართ ბანკის თვალში. დიდი რაოდენობით საკრედიტო ბარათების მოთხოვნა პირდაპირ მიუთითებს იმაზე რომ თქვენ ხართ პრობლემური კლიენტი. რომ ძველ ბარათების მოხმარებაში გქონდათ რაიმე პრობლემა, ან ხარვეზი.

სრული გადაუხდელობა

ამისი თქმა ჩემგან არ გჭირდებათ. ლოგიკურია, რომ სრული გადაუხდელობის შემთხვევაში თქვენ არა თუ პრობლემური კლიენტების სიაში მოხვდებით, არამედ შესაძლოა შავ სიაშიც ამოყოთ თავი და სრულიად გადახაზოთ თქვნთვის სესხის მიღების შესაძლებლობები.

მხოლოდ საკრედიტო ბარათებისა და სესხების ქონა ბანკში – ბოლოს, და არა საბოლოოდ, თუ კი თქვენი ურთიერთობა საბანკო დაწესებულებასთან მხოლოდ სესხისა და საკრედიტო ბარათების არსებობით შემოიფარგლება, ესეც უარყოფითად აისახება თქვენს საკრედიტო ისტორიაზე. ეცადეთ რომ ბანკში აწარმოოთ სხვა ტრანზაქციები, ოპერაციები და ისარგებლოთ სხვა ტიპის მომსახურებებითაც.

როგორი სესხის აღებაა შესაძლებელი საკრედიტო ისტორიის ქონის გარეშე/გადამოწმების გარეშე

როგორც უკვე აღვნიშნე, სესხი საკრედიტო ისტორიის გარეშე გაიცემა, თუმცა მაინც დიდი სიფრთხილით. საკრედიტო ისტორიას არ ამოწმებენ მხოლოდ ზოგიერთი ტიპის სესხის გაცემის შემთხვევაში:

ონლაინ სესხები

ერთ-ერთი ყვლაზე მოსახერხებელი და პოპულარული საფინანსო მომსახურება საქართველოში. ონლაინ სესხები გაიცემა საკრედიტო ისტორიის გადამოწმების გარეშე, რაც დიდი რაოდენობით მომხმარებლის ინტერესს იზიდავს.

რა არის დადებითი ონლაინ სესხში?

  • სისწრაფე – წარმოუდგენელ დროში, 15 წუთში, მიღებული გარკვეული რაოდენობის თანხა.
  • კომფორტი – სახლიდან გაუსვლელად მიღებული თანხა. საჭიროა მხოლოდ ინტერნეტთან კავშირი და ელექტრონული მოწყობილობა (ნოუთბუქი, კომპიუტერი, მობილური ტელეფონი, სმარტფონი, პლანშეტი, სხვა).
  • მოქნილობა – თანხას იღებთ დამატებითი მოთხოვნებისა და ათობით დოკუმენტის წარდგენის გარეშე.

ონლაინ სესხი არის მოკლევადიანი სესხი და შესაბამისად მისი გაცემისას არ არის დიდი რაოდენობით მონაცემების დამუშავება საჭირო. მოკლევადიანი სესხი წარმოადგენს ნაკლებ რისკს საკრედიტო დაწესებულებისთვის. შესაბამისად, შეგიძლიათ სესხის ასაღებად მიმართოთ ასეთ მომსახურებას თუ კი არ ხართ დარწმუნებული რომ იდეალური საკრედიტო ისტორია გაქვთ.

წინასწარ დამტკიცებული სესხები – ბოლო პერიოდში საკმაოდ გავრცელდა მცირე რაოდენობის თანხის წინასწარ სესხად დამტკიცება. თანამშრომელი ბანკისგან მიგიღიათ კიდეც ალბათ მობილური შეტყობინება იმის შესახებ რომ თქვენ დაგიმტკიცდათ 500, 700 ან სულაც 1500 ლარამდე სესხი წინასწარ, თქვენი მოთხოვნის გარეშე.

წინასწარ დამტკიცებული, უკვე ნიშნავს იმას რომ თქვენ მაინცდამაინც არ გიწვალიათ იმაზე რომ მისულიყავით ბანკში და გეთხოვათ სესხის მიღება. თქვენი საკრედიტო ისტორიის გადამოწმების გარეშეც იღებთ გარკვეულ თანხას.

რა არის დადებითი წინასწარ დამტკიცებულ სესხებში?

  • სისწრაფე – როგორც ონლაინ სესხის შემთხვევაში, მისი მიღება ძალიან სწრაფად და მარტივად ხდება.
  • კომფორტი – სახლიდან გასვლა აუცილებელია ასეთი სესხის მისაღებად, თუმცა არ გჭირდებათ დიდი რაოდენობით დოკუმენტების წარდგენა და თავდებში მყოფი პირის მიყვანა. საჭიროა მხოლოდ პირადობა და თქვენი საბანკო ანგარიშის ბარათი.

გაითვალისწინეთ რომ სესხი არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საფინანსო მომსახურება ჩვენს ცხოვრებაში. მისი მეშვეობით შესაძლებელია ცხოვრების გამარტივება, თუმცა მარტივია მისი გაუარესებაც. იცოდეთ როგორ უნდა მოეპყროთ თქვენს საკრედიტო ისტორიას და როგორ დააღწიოთ თავი შავ სიას.