სესხი 19 წლიდან

სესხები 19 წლიდან

ასაკის მატებასთან ერთად, ადამიანს უჩნდება სხვადასხვა მოთხოვნილებები. იზრდება მისი აზროვნებისა და პრაქტიკული მოქმედების არეალი და რაზეც აქამდე მისი მშობლები ზრუნავდნენ, მისივე საზრუნავი ხდება. ერთ-ერთი ასეთი არეალი არის ფინანსური სფერო. ასაკი მატებასთან ერთად, უფრო მეტი პასუხისმგებლობა მოგვეთხოვება ფულთან მიმართებაში. მეტი სიფრთხილე გვმართებს რაიმე ნივთის შეძენისას, მითუმეტეს როდესაც ეს ნივთი საბანკო ან საფინანსო მომსახურებაა.

კომპანიამიღებისდროსუპროცენტოპირველად სესხიპირველი სესხის მაქსიმუმისესხის ვადააიღე სესხი
15 წუთში 50-250 ლარი650 ლარი
*94.3%
1-30 დღეაიღე სესხი
15 წუთში 30 – 500 ლარი900 ლარი
*100%
5-730 დღეაიღე სესხი
15 წუთში 50 – 500 ლარი1000 ლარი
*100%
5-30 დღეაიღე სესხი
15 წუთში 500-3000 ლარი3000 ლარი
*95.13%
3-24 თვემდეაიღე სესხი
15 წუთში 100-1000 ლარი1000 ლარი
*99.95%
1-12 თვემდეაიღე სესხი
15 წუთში 400 – 1500 ლარი4000 ლარი
*97.48%
3-36 თვემდეაიღე სესხი
15 წუთში 50 – 500 ლარი1500 ლარი
*99.98%
5-30 დღეაიღე სესხი
1 დღე 1550-50000 ლარი50000 ლარი
*ინდივიდუალური
12-36 თვემდეაიღე სესხი
1 დღე 500-20000 ლარი20000 ლარი
*ინდივიდუალური
3-36 თვემდეაიღე სესხი
5 წუთში 100-300 ლარი300 ლარი
*99.61%
1-20 დღეაიღე სესხი
15 წუთში 500-5000 ლარი5000 ლარი
*ინდივიდუალური
1-36 თვემდეაიღე სესხი
1 დღე 1000-30000 ლარი30000 ლარი
*ინდივიდუალური
3-72 თვემდეაიღე სესხი

* წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი

მიღებისდროს: 15 წუთში

უპროცენტო:

პირველად სესხი: 50-250 ლარი

პირველი სესხის მაქსიმუმი: 650 ლარი (*94.3%)

სესხის ვადა: 1-30 დღე

მიღებისდროს: 15 წუთში

უპროცენტო:

პირველად სესხი: 30 – 500 ლარი

პირველი სესხის მაქსიმუმი: 900 ლარი (*100%)

სესხის ვადა: 5-730 დღე

მიღებისდროს: 15 წუთში

უპროცენტო:

პირველად სესხი: 50 – 500 ლარი

პირველი სესხის მაქსიმუმი: 1000 ლარი (*100%)

სესხის ვადა: 5-30 დღე

მიღებისდროს: 15 წუთში

უპროცენტო:

პირველად სესხი: 500-3000 ლარი

პირველი სესხის მაქსიმუმი: 3000 ლარი (*95.13%)

სესხის ვადა: 3-24 თვემდე

მიღებისდროს: 15 წუთში

უპროცენტო:

პირველად სესხი: 100-1000 ლარი

პირველი სესხის მაქსიმუმი: 1000 ლარი (*99.95%)

სესხის ვადა: 1-12 თვემდე

მიღებისდროს: 15 წუთში

უპროცენტო:

პირველად სესხი: 400 – 1500 ლარი

პირველი სესხის მაქსიმუმი: 4000 ლარი (*97.48%)

სესხის ვადა: 3-36 თვემდე

მიღებისდროს: 15 წუთში

უპროცენტო:

პირველად სესხი: 50 – 500 ლარი

პირველი სესხის მაქსიმუმი: 1500 ლარი (*99.98%)

სესხის ვადა: 5-30 დღე

მიღებისდროს: 1 დღე

უპროცენტო:

პირველად სესხი: 1550-50000 ლარი

პირველი სესხის მაქსიმუმი: 50000 ლარი (*ინდივიდუალური)

სესხის ვადა: 12-36 თვემდე

მიღებისდროს: 1 დღე

უპროცენტო:

პირველად სესხი: 500-20000 ლარი

პირველი სესხის მაქსიმუმი: 20000 ლარი (*ინდივიდუალური)

სესხის ვადა: 3-36 თვემდე

მიღებისდროს: 5 წუთში

უპროცენტო:

პირველად სესხი: 100-300 ლარი

პირველი სესხის მაქსიმუმი: 300 ლარი (*99.61%)

სესხის ვადა: 1-20 დღე

მიღებისდროს: 15 წუთში

უპროცენტო:

პირველად სესხი: 500-5000 ლარი

პირველი სესხის მაქსიმუმი: 5000 ლარი (*ინდივიდუალური)

სესხის ვადა: 1-36 თვემდე

მიღებისდროს: 1 დღე

უპროცენტო:

პირველად სესხი: 1000-30000 ლარი

პირველი სესხის მაქსიმუმი: 30000 ლარი (*ინდივიდუალური)

სესხის ვადა: 3-72 თვემდე

* წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი

სიფრთხილისა და პასუხისმგებლობის ზრდასთან ერთად, იზრდება ჩვენივე მოთხოვნილება ფულისადმი. ჩნდება სურვილი მივიღოთ სესხი 19 წლიდან და არა მხოლოდ 19 წლიდან. ჩნდება ინტერესი სწრაფი სესხებისა და ფულის მოპოვების მარტივი გზებისადმი. ეს ბუნებრივიც არის, ამიტომაცაა ეს თემა ამდენად საინტერესო ნებისმიერი ახალგაზრდისათვის.

ტელევიზიაში, ქუჩებში ბოლბორდებსა და სამგზავრო ავტომობილებზე, სოციალურ მედიასა და სრულიად ინტერნეტში გვხვდება დიდი რაოდენობით რეკლამები სესხის გამცემი ორგანიზაციების შესახებ. თითოეული მათგანი განსხვავდება სერვისებით, საზღვრების დაწესებით, კანონებით და სხვა. თუმცა, თითოეული მათგანი აწარმოებს ერთი ტიპის მომსახურებას, ისინი გასცემენ სესხებს მარტივად, ფართო საზოგადოებაზე.

მიუხედავად იმისა, რომ სესხის მიღება გავრცელებული ტრადიციაა საქართველოში, ასე მარტივად არ უნდა აღიქმებოდეს ეს პროცესი. ნებისმიერ პირს, მათ შორის ახალგაზრდებს, გაცნობიერებული უნდა ჰქონდეთ თუ რა მნიშვნელობას ატარებს სესხის აღება მათთვის და მათი ფინანსური მდგომარეობისთვის.

როგორია სესხები 19 წლიდან?

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, 18 წლის პირს უკვე მიღწეული აქვს სრულწლოვნობას. იგი აღიქმება ქმედუნარიან პირად და მას უკვე აქვს უფლება რომ აიღოს სასესხო ვალდებულება საკუთარ სახელზე. მიუხედავად იმისა, რომ 18 წლის ადამიანი უკვე სრულიად პასუხისმგებელია საკუთარ თავზე და 19 წლის პირი კი მითუმეტეს საკუთარ თავს აღიქვამს სრულიად ზრდასრულ ადამიანად, მათთვის მაინც არსებობს გარკვეული შეზღუდვები დაწესებული საფინანსო სფეროში.

არსებობს სესხები რომლებიც გაიცემა 19 წლის პირებზე და არსებობს ისეთი სესხები რომლთა ახალგაზრდებზე გაცემაზეც საფინანსო დაწესებულება იკავებს თავს.

სესხები, რომლებიც მარტივად გაიცემა 19 წლის პირებზე:

  • სამომხმარებლო სესხი – ყველაზე მოთხოვნადი ტიპის სესხი, რომელსაც მისაღებად სჭირდება მინიმალური რაოდენობის დოკუმენტები. ასეთი ტიპის სესხი გაიცემა ნებისმიერ საბანკო და საფინანსო დაწესებულებაში. ასეთი ტიპის სესხები განსაკუთრებით პოპულარულია ახალგაზრდებში. მის მისაღებად საკმარისია სრულწლოვნობის ასაკს (18 წელს) გადასცდეთ. რა თქმა უნდა ასაკობრივი ზღვარის გადაბიჯება არ გულისხმობს იმას რომ ათასობით ლარის ოდენობის თანხის გატანას შეძლებთ ბანკიდან. როგორც წესი, ასეთი ტიპის სესხის ზღვარი მერყეობს 0-1500 ლარამდე. 1500 ლარს იმ შემთხვევაში მიიღებს პირი თუ კი მას კარგი საკრედიტო ისტორია და საიმედო საშემოსავლო ისტორია აქვს. თუმცა ასეთი სესხი 19 წლიდან პირზე მცირე რაოდენობის თანხით საკმაოდ მარტივად გაიცემა.
  • ონლაინ სესხები – ეს არის სწრაფი სესხი, რომელიც გაიცემა დისტანციურად და არის ერთ-ერთი ყველაზე მოხერხებული და კომფორტული ფინანსური სერვისი. ონლაინ სესხები 19 წლიდან პირებისთვის მარტივად მისაღები ფინანსური მომსახურებაა. საქართველოში ასეთი ტიპის სესხის მიღება სირთულე სულაც არ არის არცერთი ასაკის პირისთვის, რადგანაც არსებობს სხვადასხვა წყარო და სხვადასხვა ორგანიზაცია. ამ სესხის მისაღებად საჭიროა პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან ნომრის წარდგენა, წინასწარ მოთხოვნილი ფორმალური პროცედურების გავლა საიტზე და სრულწლოვნობის დადასტურება. სწრაფი სესხები 19 წლიდან ძალიან პოპულარულია და ისიც იგივე პრინციპით გაიცემა როგორც ზემოთ ხსენებული ტიპის ვალდებულება. აქ აღსანიშნავია ისიც რომ, 18 წელს მიღწეულ პიროვნებს უკვე აქვს უფლება რომ მიიღოს ფინანსური მომსახურება სრულყოფილად, თუმცა ზოგიერთი კომპანია მინიმალურ ზღვარს ზოგჯერ უფრო მაღლა აწესებს ხოლმე, შესაბამისად, ზოგი კომპანიისგან შესაძლოა ვერ მიიღოთ მომსახურება თუ კი მათ ასაკობრივ ზღვარს ჯერ კიდევ ვერ სწვდებით.
  • წინასწარ დამტკიცებული სესხი – ასეთი სესხის ცალკე კატეგორიაში ჩათვლა არ შეიძლება, რადგანაც ისიც ჩვეულებრივი სამომხმარებლო სესხია. თუმცა, წინასწარ დამტკიცებული სესხების პოპულარობამ იმატა ბოლო პერიოდში და მისი ჩაწერაც აუცილებლად ჩავთვალე. როგორც კი 18 წელს გადააცილებთ და შექმნით პირველ ბარათს ბანკში, ან მიიღებთ რაიმე საბანკო მომსახურებას, საფინანსო სერვისს რომელიმე ფინანსური დაწესებულებისგან, მალევე მიიღებთ შეტყობინებებს წინასწარ დამტკიცებული სესხის შესახებ.
  • სტუდენტური სესხი – სტუდენტური სესხი სტუდენტებისთვისაა. რა თქმა უნდა, ეს არც ისე გასაკვირია. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში 19 წლის ახალგაზრდების უმეტესობა უნივერსიტეტში ან კოლეჯში სწავლობს და მინიჭებული აქვს სტუდენტის სტატუსი, ასეთი სესხიც შეიძლება შევიყვანოთ ამ ჩამონათვალში.

სესხები რომლებიც რთულად ან სრულიად არ გაიცემა 19 წლამდე პირებზე:

  • იპოთეკური სესხი – სესხი რომელიც ასევე დიდი პოპულარობით სარგებლობს საქართველოში. მიუხედავად იმისა რომ მშენებლობა ყოველ ორ ნაბიჯზე გვხვდება და ყოველი სამშენებლო კომპანია გვთავაზობს წინასწარ შენატანებს, განვადებასა და მარტივ იპოთეკურ სესხებს, 19 წლის პირებს ამ ბედნიერების მიღება მაინც გაუჭირდებათ. როგორც წესი, ასეთი სესხები 19 წელზე ზევით პირებზე უფრო გაიცემა, მეტიც, ხშირად 20-25 წლის პირებსაც კი არ სწყალობენ ხოლმე საფინანსო დაწესებულებები. ასეთი ტიპის ვალდებულების მისაღებად, აუცილებელია სამუშაოსა და რეგულარული შემოსავლის არსებობის დამტკიცება, ეს კი როგორც წესი 19 წლის პირისთვის საკმაოდ რთული და იშვიათია.
  • გრძელვადიანი სესხები – არსებობს მრავალი ტიპის სესხი ჩვენს საბანკო სისტემაში. მათი მთლიანად ჩამოთვლა არაფერს გვარგებს და უბრალოდ ერთ პირობაში მოვაქცევ. ამ კატეგორიას

მიეკუთვნება ყველა სესხი რომელთა დაფარვის პერიოდიც მოიცავს 3 ან მეტ წელს. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ჩვენს ახალგაზრდებს არ ექნებათ საშუალება რომ მიიღონ გრძელვადიანი სესხები. ამიტომაც დიდი პოპულარობით სარგებლობს მათში მარტივი, სწრაფი და ონლაინ სესხები.

აუცილებელია თუ არა რომ ვმუშაობდე იმისათვის რომ მომცენ სესხი?

რა თქმა უნდა ნებისმიერ ახალგაზრდა გაუჩნებოდა ეს კითხვა ამ სტატიას თუ გადაავლეს თვალი. უფრო სწორედ, ნებისმიერ პირს გაუჩნდებოდა ეს კითხვა თუ კი მათ სესხის აღებაზე დაიწყეს ფიქრი. მე მაქვს თქვენთვის სამწუხარო და საბედნიერო ამბავი.

საბედნიერო თქვენთვის ის არის, რომ შეგიძლიათ სესხის მიღება იმ შემთხვევაშიც კი, თუ კი სამუშაო და რეგულარული შემოსავალი არ გაქვთ. თუმცა, ეს საკმაოდ რთული იქნება და თანხაც შესაბამისად, მინიმალური რაოდენობის. ალბათ ხვდებით რომ უმუშევარ ადამიანს, ყველანაირი გარანტიის გარეშე, არავინ ანდობს კოლოსალურ თანხებს.

სამწუხარო ამბავიც იგივეა. უმუშევარ ახალგაზრდასაც კი, შეუძლია სესხის მიღება. სამწუხარო კი, ამ ფაქტში ის არის, რომ პირს, რომელიც არ იღებს რეგულარულ შემოსავალს, მომავალში გაუჭირდება მიღებული ვალის დაფარვა და შესაბამისად წარმოიქმნება დამატებითი ფინანსური პრობლემები.

რამდენად კარგია და ცუდი რომ საფინანსო დაწესებულება აწესებს საკუთარ ასაკობრივ ზღვარს?

დავიწყებ იქიდან, რომ საფინანსო დაწესებულების ასეთი ქმედება არის სრულიად კანონიერი. როგორც უკვე აღვნიშნე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 18 წლის პირს ქმედუნარიანად და სრულწლოვნად ცნობს. შესაბამისად, 18 წელს მიღწეულ პირებს უჩნდებათ შესაძლებლობა მიიღონ სესხი საბანკო და საფინანსო დაწესებულებებში.

საფინანსო დაწესებულებებიც ამ წესებს მისდევენ. მინიმალური ასაკობრივი ზღვარი შემოტანილია იმისათვის რომ მას არ ჩამოსცდნენ და სესხი არ იყოს გაცემული 17, 16 და უფრო მცირე ასაკის პირებზე. თუმცა, საფინანსო დაწესებულებებს აქვთ უფლება რომ გაზარდონ მინიმალური ზღვარი და 18 წლის ნაცვლად, გასცენ სესხები 20 წლიდან პირებზე, 21 ან სულაც 25 წლიდან ინდივიდებზე.

რამდენად კარგია ეს ფაქტი? ეს საკმაოდ სადავო საკითხია და აზრთა სხვადასხვაობა არ მოგვცემს იმის საშუალებას რომ მივიდეთ საბოლოო დასკვნამდე. ვფიქრობ ასაკობრივი ზღვარი კარგი არის, გამომდინარე იქიდან რომ პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა ახალგაზრდებში იშვიათი მოვლენაა და ხშირად დამატებით ფინანსურ პრობლემებს აწყდებიან 18-19 წლის პირები. იმის ნაცვლად რომ სესხით მიღებული თანხა მოიხმარონ სარგებლიანად, საკუთარ მდგომარეობასაც კი აფუჭებენ ხოლმე. თუმცა ეს მოსაზრდება განზოგადებულია და საზოგადოდ მიმინარე მოვლენების მიხედვით არის დაწერილი. რა თქმა უნდა არსებობენ ისეთი ახალგაზრდებიც რომლებიც სრულ პასუხისმგებლობას იღებენ საკუთარ თავებზე და მზად არიან დაფარონ ნებისმიერი ტიპის სესხი. მათ მომავალში ექმნებათ კარგი საკრედიტო ისტორია და შესაბამისად სამომავლო გრძელ თუ მოკლევადიანი სესხების გაცემაც პრობლემა არ არის.

რისკები, რომლებსაც თავი უნდა აარიდოთ

ფინანსები თავისი გაგებით ძალიან სარისკო სფეროა და შესაბამისად სიფრთხილე გვმართებს როდესაც სესხის აღებასთან დაკავშირებით ვიღებთ გადაწყვეტილებას.

  • ვადაგადაცილების რისკი. სესხი 19 წლიდან მარტივად მისაღებია, თუმცა საჭიროა მისი ყოველთვიური დაფარვა და უზრუნველყოფა. ვადაგადაცილების შემთხვევაში, საბანკო დაწესებულებათა უმრავლესობას აქვს დამატებითი გადასახადი ჯარიმის სახით. გარდა იმისა რომ თქვენ მოგიწევთ მთლიანი სესხის დაფარვა, ასევე მოგიწევთ ჯარიმის თანხის დაბრუნებაც.
  • ცუდი საკრედიტო ისტორია. ამას განსაკუთრებით უნდა უფრთხილდეთ თუ კი სამომავლოდ გეგმავთ რომ აქტიურად იქნებით ჩართული საკრედიტო საქმიანობაში. სესხი ყოველთვის არის გამოსადგომი და არასოდეს იცით როდის დაგჭირდებათ ბანკისთვის მიმართვა. იმ შემთხვევაში თუ კი თქვენ საკრედიტო ისტორიას გაიფუჭებთ, მომავალში სესხის აღება საკმაოდ გაგიჭირდებათ.
  • დამატებითი გადასახადები და საკომისიოები. სწრაფი სესხები 19 წლიდან პირებისთვის საკმაოდ მიმზიდველი მომსახურებაა, თუმცა სიფრთხილეს თავი არ სტკივა. ის რაც ერთი შეხედვით ჩანს, შესაძლოა შენიღბული იყოს და რეალურად მოგიწიოთ დამატებითი გადასახადებისა და საპროცენტო, საკომისიო დანამატების გადახდა იმისათვის რომ მიიღოთ საბოლოო თანხა.
  • ფინანსური მდგომარეობის გაუარესება. სესხს იმისთვის ვიღებთ რომ გავაუმჯობესოთ ჩვენი ფინანსური მდგომარეობა, თუმცა ზოგჯერ ხდება ისეც რომ ადამიანი იძირება დიდი რაოდენობით სესხებში და უარესდება მათი ფინანსური მდგომარეობა.
  • თაღლითობა. დღევანდელი საბანკო და საკრედიტო სისტემა მკაცრად კონტროლდება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ. კანონები დღითიდღე მკაცრდება და იცვლება სესხის გაცემის პირობები. მაქსიმალურად აღმოიფხვრა თაღლითური კომპანიები ბოლო 15-20 წლიდან მოყოლებული, თუმცა მათი რაოდენობა ნოლამდე ჯერ კიდევ არ ჩასულა. ამიტომაც, დიდი სიფრთხილე გმართებთ როდესაც უცნობ ორგანიზაციასთან იჭერთ კავშირს.

უცხოეთის გამოცდილება: შეგიძლიათ თუ არა აიღოთ 19 წლიდან სესხები?

სესხები 19 წლიდან პირებზე სხვა ქვეყანაშიც დიდი რაოდენობით გაიცემა. ასევე დიდი პოპულარობით სარგებლობს ონლაინ სესხები 19 წლიდან ახალგაზრდებში. რუსეთი, ესტონეთი, დიდი ბრიტანეთი და ცენტრალური ევროპის ქვეყნები გამოირჩევიან ახალგაზრდების აქტიურობით საფინანსო სექტორში.

საქართველოსთან შედარებით, ევროპულ ქვეყნებში სესხის მიღების კულტურა უფრო მაღალ დონეზე არის. ეს იმას გულისხმობს, რომ სესხის გაცემის სიმკაცრეც უფრო მაღალია და სესხის აღების მიზეზებიც უფრო ადეკვატური.

უცხოეთის გამოცდილება განსაკუთრებით საყურადღებოა, გამომდინარე იქიდან რომ ჩვენი მთავრობა და საქართველოს ეროვნული ბანკი, ფინანსურ ინიციატივასა და სიახლეებს ევროპული ქვეყნების მსგავსად წარადგენენ. ფინანსური სიახლეების იმპლემენტაცია ხდება შვეიცარიის, გერმანიის და სხვა ფინანსურად განვითარებული ქვეყნების მაგალითზე.

დასავლეთის ქვეყნებისთვისაც დამახასიათებელია დიდი რაოდენობით სესხის მიღება. თუმცა ახალგაზრდებისთვის გამკაცრებულია ეს პროცესი და თაღლითობის აღმოფხვრის მიზნით ონლაინ სესხების გამცემი ორგანიზაციები მკაცრად კონტროლდება. მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში (ყოველ შტატში განსხვავებული სიტუაციაა) დამატებითი კანონები არსებობს ასეთი ორგანიზაციებისათვის. სესხის გაცემა საკმაოდ რთული პროცესია და შესაძლოა ყოველმა მოქალაქემ ვერ დაიმსახუროს სესხის მიღება. განსაკუთრებით ახალგაზრდა პირებმა. შესაბამისად, თუ კი 19 წლის ხარ და შეერთებულ შტატებში გსურს სესხის მიღება, დიდხანს მოგიწევს ისეთი ორგანიზაციის ძიება რომელიც დაგთანხმდება თანხის სესხებაზე.

გარდა ამისა, უცხოეთში არსებობს კანონი რეზიდენტ და არარეზიდენტ პირებზე სესხის გაცემასთან დაკავშირებით. საქართველოში, უცხოური ქვეყნების მაგალითებთან შედარებით უფრო მარტივია სესხის მიღება თუ კი საქართველოს მოქალაქე არ ხარ. შეერთებულ შტატებში კი რთული, გრძელვადიანი და დოკუმენტებით სავსე პროცესის გავლა მოგიწევს იმისათვის რომ სანდო საბანკო დაწესებულებამ სესხი გასცეს შენს სახელზე.

ფინანსური ნაბიჯების გადადგმა საკმაოდ სარისკო საქმეა და ყოველ ნაბიჯს სიფრთხილე სჭირდება. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ახალგაზრდა ხარ. ჩვენს ქვეყანაში კომფორტული გარემო აქვთ ახალგაზრდებს და შეუძლიათ გარკვეული რაოდენობის სესხის მიღება, თუმცა დაბალია სესხის აღების კულტურა და რისკების ცნობადობა. ჩემი რჩევა იქნებოდა, გაგეანალიზებინათ თითოეული თქვენი ნაბიჯი, ენდეთ მხოლოდ გამოცდილ და სტაჟიან კომპანიებს და აუცილებლად გაეცანით მათ სამომხმარებლო ხელშეკრულებასა და წესებს, რათა რაიმე დამატებითი პირობა არ გამოგეპაროთ.