სესხები 20 წლიდან

სესხები 20 წლიდან

ადამიანს თავისი ცხოვრების განმავლობაში ერთხელ მაინც უწევს საფინანსო დაწესებულებაში სესხის ასაღებად შესვლა. არ აქვს მნიშვნელობა ასაკს, სქესს თუ სხვა რაიმე მახასიათებელს, ჩვენ ერთხელ მაინც გვჭირდება ფულადი საშუალებების ვალად აღება. ხშირად მომისმენია შეკითხვები, შემიძლია თუ არა ავიღო სესხები 20 წლიდან? გაიცემა თუ არა სესხები 20 წლამდე პირებზე? და სხვა.

კომპანიამიღებისდროსუპროცენტოპირველად სესხიპირველი სესხის მაქსიმუმისესხის ვადააიღე სესხი
15 წუთში 50-250 ლარი650 ლარი
*94.3%
1-30 დღეაიღე სესხი
15 წუთში 30 – 500 ლარი900 ლარი
*100%
5-730 დღეაიღე სესხი
15 წუთში 50 – 500 ლარი1000 ლარი
*100%
5-30 დღეაიღე სესხი
15 წუთში 500-3000 ლარი3000 ლარი
*95.13%
3-24 თვემდეაიღე სესხი
15 წუთში 100-1000 ლარი1000 ლარი
*99.95%
1-12 თვემდეაიღე სესხი
15 წუთში 400 – 1500 ლარი4000 ლარი
*97.48%
3-36 თვემდეაიღე სესხი
15 წუთში 50 – 500 ლარი1500 ლარი
*99.98%
5-30 დღეაიღე სესხი
1 დღე 1550-50000 ლარი50000 ლარი
*ინდივიდუალური
12-36 თვემდეაიღე სესხი
1 დღე 500-20000 ლარი20000 ლარი
*ინდივიდუალური
3-36 თვემდეაიღე სესხი
5 წუთში 100-300 ლარი300 ლარი
*99.61%
1-20 დღეაიღე სესხი
15 წუთში 500-5000 ლარი5000 ლარი
*ინდივიდუალური
1-36 თვემდეაიღე სესხი
1 დღე 1000-30000 ლარი30000 ლარი
*ინდივიდუალური
3-72 თვემდეაიღე სესხი

* წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი

მიღებისდროს: 15 წუთში

უპროცენტო:

პირველად სესხი: 50-250 ლარი

პირველი სესხის მაქსიმუმი: 650 ლარი (*94.3%)

სესხის ვადა: 1-30 დღე

მიღებისდროს: 15 წუთში

უპროცენტო:

პირველად სესხი: 30 – 500 ლარი

პირველი სესხის მაქსიმუმი: 900 ლარი (*100%)

სესხის ვადა: 5-730 დღე

მიღებისდროს: 15 წუთში

უპროცენტო:

პირველად სესხი: 50 – 500 ლარი

პირველი სესხის მაქსიმუმი: 1000 ლარი (*100%)

სესხის ვადა: 5-30 დღე

მიღებისდროს: 15 წუთში

უპროცენტო:

პირველად სესხი: 500-3000 ლარი

პირველი სესხის მაქსიმუმი: 3000 ლარი (*95.13%)

სესხის ვადა: 3-24 თვემდე

მიღებისდროს: 15 წუთში

უპროცენტო:

პირველად სესხი: 100-1000 ლარი

პირველი სესხის მაქსიმუმი: 1000 ლარი (*99.95%)

სესხის ვადა: 1-12 თვემდე

მიღებისდროს: 15 წუთში

უპროცენტო:

პირველად სესხი: 400 – 1500 ლარი

პირველი სესხის მაქსიმუმი: 4000 ლარი (*97.48%)

სესხის ვადა: 3-36 თვემდე

მიღებისდროს: 15 წუთში

უპროცენტო:

პირველად სესხი: 50 – 500 ლარი

პირველი სესხის მაქსიმუმი: 1500 ლარი (*99.98%)

სესხის ვადა: 5-30 დღე

მიღებისდროს: 1 დღე

უპროცენტო:

პირველად სესხი: 1550-50000 ლარი

პირველი სესხის მაქსიმუმი: 50000 ლარი (*ინდივიდუალური)

სესხის ვადა: 12-36 თვემდე

მიღებისდროს: 1 დღე

უპროცენტო:

პირველად სესხი: 500-20000 ლარი

პირველი სესხის მაქსიმუმი: 20000 ლარი (*ინდივიდუალური)

სესხის ვადა: 3-36 თვემდე

მიღებისდროს: 5 წუთში

უპროცენტო:

პირველად სესხი: 100-300 ლარი

პირველი სესხის მაქსიმუმი: 300 ლარი (*99.61%)

სესხის ვადა: 1-20 დღე

მიღებისდროს: 15 წუთში

უპროცენტო:

პირველად სესხი: 500-5000 ლარი

პირველი სესხის მაქსიმუმი: 5000 ლარი (*ინდივიდუალური)

სესხის ვადა: 1-36 თვემდე

მიღებისდროს: 1 დღე

უპროცენტო:

პირველად სესხი: 1000-30000 ლარი

პირველი სესხის მაქსიმუმი: 30000 ლარი (*ინდივიდუალური)

სესხის ვადა: 3-72 თვემდე

* წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი

ყველაზე ხშირად, ახალგაზრდებს სჭირდებათ ფულადი საშუალებების სესხება. ეს არც არის გასაკვირი, ახალგაზრდები ხომ უმეტეს წილად დაუსაქმებლები არიან. მათ სურთ დამატებითი ფულადი სახსრების მიღება და ისინი ხშირად მიმართავენ ონლაინ სესხებს. მაგრამ გაიცემა თუ არა ონლაინ სესხები 20 წლიდან ან 20 წლამდე?

ბევრი მიკრო საფინანსო დაწესებულება და ონლაინ სესხების მიმწოდებელი კომპანია თავს იმით იწონებს, რომ ისინი ახალგაზრდებს არ ზღუდავენ. უმეტესობა ასეთი დაწესებულებებისა, გასცემენ სესხს ახალგაზრდებზე. რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ხდება კანონის ფარგლებში. კანონის ფარგლებში კი იგულისხმება რომ სასესხო ვალდებულება არ გაიცემა არასრულწლოვან პირზე. შესაბამისად, 20 წლამდე ახალგაზრდა შეძლებს აიღოს სესხი მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ კი მას 18 წელი უკვე შეუსრულდა.

როგორი სესხის აღება შეუძლიათ 20 წლის პირებს?

საქართველო, როგორც სხვა მრავალი ქვეყანა, მრავლობს სხვადასხვა ტიპის სესხებით. ქუჩები გადატვირთულია საბანკო, მიკრო-საფინანსო და სასესხო ორგანიზაციებით. არ მოიძებნება ადამიანი რომელსაც არ სმენია სწრაფი სესხებისა და ონლაინ სესხების შესახებ. არ მოიძებნება საიტი, სადაც არ შეგხვდებათ რეკლამა რომელიმე ონლაინ სესხის გამცემი კომპანიის შესახებ. ამ ყველაფერს იმიტომ ავღნიშნავ, რომ ხაზი გავუსვათ იმას თუ რამხელა დიაპაზონზეა სასესხო ვალდებულების გამცემი ორგანიზაციები გავრცელებული. შესაბამისად, არ არის რთული მოიძებნოს სესხები 20 წლიდან პირებისთვის.

როგორც კომერციული საქმის მწარმოებელ კომპანიებს, სესხის გამცემ ორგანიზაციებს აწყობთ რომ მათი სერვისი მორგებული იყოს ყოველივე მსურველზე. შესაბამისად, ახალგაზრდებს შეუძლიათ სესხის აღება თუ კი ისინი უკვე სრულწლოვანნი არიან. ამიტომაც კარგი ამბავი გვაქვს თქვენთვის 20 წლის პირებო, თქვენ შეგიძლიათ სხვადასხვა ტიპის სესხის აღება. მაგალითად:

  • ონლაინ სესხი – ყველაზე მარტივი და მოსახერხებელი. სახლიდან გასვლის გარეშე. წინასწარ მოთხოვნილი დოკუმენტების წარდგენის საფუძველზე, ვინაობისა და სრულწლოვნობის დადასტურების შედეგად გაიცემა ეს სესხი. თანხის რაოდენობის შეზღუდვა ასაკის გამო არ არსებობს.
  • სწრაფი სესხი – დღეს, ქართული ბანკები, მაქსიმალურ კომფორტს სთავაზობენ მომხმარებლებს. ხშირად გინახავთ ალბათ ტექსტური შეტყობინებები იმის დასტურით რომ თქვენ წინასწარ დაგიმტიცდათ სესხი. ასეთი შემოთავაზება საკმაოდ ხელსაყრელია. წინასწარ შესაძლოა დამტკიცდეს 1500 ლარამდე სესხი რაც გაძლევს საშუალებას რომ ნებისმიერ დროს, როდესაც ეს საჭიროა, საკრედიტო ბარათის გახსნის გარეშე აიღო თანხა. ასე რომ, არ არის რთული მოიძებნოს სწრაფი სესხები 20 წლამდე პირებისთვის.
  • სტუდენტური სესხი – ეს ტიპის სესხი გაიცემა 20 წლამდე და 20 წლის პირებზე, თუმცა აქ არის ერთი მაგრამ. ეს პიროვნება აუცილებლად უნდა იყოს სტუდენტი. უმეტესობა ქართველი ახალგაზრდებისა მიდის უმაღლეს სასწავლებელში. შესაბამისად, უმეტესობას აქვს შანსი რომ მიიღოს სრული დაფინანსება საკუთარი სწავლა-განათლების გადასახადის დასაფარად. სესხის დაბრუნება როგორც წესი კომფორტულად არის მორგებული პირის სახელფასო შემოსავალსა და მის ზოგად ფინანსურ მდგომარეობაზე. ეს სიტუაცია რა თქმა უნდა განსხვავდება საფინანსო დაწესებულებების მიხედვით.

როგორი სესხის აღება არ შეუძლიათ 20 წლის პირებს?

მიუხედავად იმისა რომ ახალგაზრდებს საქართველოში აქვთ ფინანსური დამოუკიდებლობა, გარკვეული შეზღუდვები რა თქმა უნდა არსებობს მათ მიმართ. ეს ყველაფერი გამომდინარეობს მათი ასაკიდან, ფინანსური მდგომარეობისა და საბანკო ისტორიიდან. როგორც წესი, ახალგაზრდებზე არ გაიცემა გრძელვადიანი სესხები. მაგალითად:

  • იპოთეკური სესხი – ეს არის ყველაზე გრძელვადიანი სესხი, რომელსაც განხილვისთვის დიდი პერიოდი სჭირდება. ასეთი სასესხო ვალდებულების გაცემისთვის საჭიროა ფინანსური შეძლებადობის, გადამხდელუნარიანობის და კარგი საკრედიტო ისტორიის დადასტურება. ამასთან, ხშირ შემთხვევაში, იპოთეკური სესხის დამტკიცება მოითხოვს გირაოს, რაიმე ნივთის სახით.
  • წინა სახელფასო სესხი – ამას უცხოეთში უწოდებენ payday სესხს. ეს არის ყველაზე ნაკლებად გავრცელებული ტიპის სესხი საქართველოში, თუმცა იგი გარკვეულ წილად წააგავს სწრაფ და ონლაინ სამომხმარებლო სესხებს. საქმე იმაშია რომ, წინა სახელფასო სესხის ასაღებად, საჭიროა უკვე არსებობდეს ხელფასი. შესაბამისად, დაუსაქმებელ პირზე არ გასცემენ ასეთი ტიპის სესხს. დასაქმების შემთხვევაში კი, პირმა უნდა წარადგინოს თავისი დასაქმებისა და ხელფასის გაცემის ისტორია, რომელზეც გარკვეული დროითი მოთხოვნებია დაწესებული.

რას გვპირდებიან ონლაინ სესხები 20 წლიდან ახალგაზრდებისთვის ?

ონლაინ სესხები უკვე წლებია დიდი პოპულარობით სარგებლობს ქართულ საზოგადოებაში. მისი გონივრულად და დანიშნულების მიერ მოხმარება კი დიდ სარგებელსა და დახმარებას წარმოადგენს ნებისმიერი ჩვენგანისთვის.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ბოლო სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ყველაზე ხშირად, ონლაინ სესხების გამცემ კომპანიათა სერვისებს მიმართავენ ახალგაზრდები 18-29 წლამდე. ეს ყველაფერი განპირობებულია ბევრი მიზეზის გამო. საქართველოში უმუშევრობა განსაკუთრებით მაღალია ყველაზე ძლიერ სამუშაო ძალით კატეგორიაში, 21-29 წლის ასაკის პირებში. ასევე, საშუალო ხელფასიც საკმაოდ დაბალია ამ ასაკში და ხალხი ხშირად მიმართავს დამატებითი ფულადი სახსრების მიღებას.

გარდა გამოუვალი სიტუაციებისა, ონლაინ სესხები 20 წლიდან პირებისთვის მიმზიდველია მათი სხვადასხვა მახასიათებლის გამო:

  • ონლაინ სესხის მეშვეობით შეგიძლია 100-დან 1500 ლარამდე თანხა მიიღო. ეს დიაპაზონი ყველაზე ხშირია ქართული სწრაფი სამომხმარებლო სესხის გამცემ ორგანიზაციებში. თუმცა, რაღა თქმა უნდა, მოიძებნება ისეთი დაწესებულებებიც, რომლებიც ზედა ზღვარს 3000 ლარამდეც კი ზრდიან. როგორც წესი, 20 წლამდე და 20-დან 25 წლამდე პირებს 1500 ლარამდე თანხის მიღება შეუძლიათ ასეთი ტიპის სესხების მეშვეობით.
  • ონლაინ სესხების გამცემი კომპანიები აწესებენ ასაკობრივ ზღვარს არა მხოლოდ კანონის გათვალისწინებით, არამედ მორალურობით და ასაკობრივად დაბალი ზღვარის ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ბევრ ახალგაზრდას ეს მოწონს. იმ შემთხვევაში თუ კი ისინი შეძლებდნენ დიდი რაოდენობის თანხის აღებას, ყველანაირი კონტროლისა და დაცვის გარეშე, ისინი ვერ შეძლებდნენ ამ თანხის დაფარვას. შესაბამისად, ბევრი თვლის რომ ასაკობრივი შეზღუდვები ასეთ სესხებზე ლოგიკური და აუცილებელიც კია.

რისთვის არის საჭირო ასაკობრივი ზღვარი სესხის გაცემისას?

ბევრი ვისაუბრეთ იმაზე რომ აუცილებელია სრულწლოვნებას იყოს პირი მისული რათა თავისუფალი ფინანსური აქტივობა დაიწყოს. და კიდევ ერთხელ, ხაზს ვუსვამთ იმ ფაქტორს, რომ ასაკი მნიშვნელოვანია საფინანსო დაწესებულებებსა და მოქალაქეების ურთიერთობაში.

საქართველოს კანონი მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის, საქართველოს კანონი საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების შესახებ განაპირობებს იმას რომ არასრულწლოვან პირზე სესხი არ გაიცემა. არცერთ დაწესებულებას არ აქვს უფლება გასცეს სესხი 18 წლამდე პირზე. იქნება ეს სწრაფი, მოკლევადიანი, გრძელვადიანი, მინიმალური თანხით თუ კოლოსალური რაოდენობით. 18 წლამდე პირზე არ გაიცემა სასესხო ვალდებულება. მეტიც, მათი საბანკო და საფინანსო ურთიერთობები ხშირ შემთხვევაში კონტრლდება მშობლის ან პასუხისმგებელი პირის მიერ. ვალუტის გადამცვლელ დაწესებულებებშიც კი, 18 წლამდე პირებს არ აძლევენ უფლებას რომ იყიდონ ან გაყიდონ ვალუტა.

ესე იგი, გავიგეთ რომ კანონით დაწესებული მინიმალური ზღვარი არის 18 წელი. მაგრამ ხდება ისეც, რომ თვითონ საფინანსო ორგანიზაცია წყვეტს თუ რას დააწესებს მინიმალურ ზღვრად, თუ კი ეს ზღვარი არ ჩამოსცდენა სახელმწიფოს მიერ დაწესებულ ზღვარს. ესე იგი, თუ კი საფინანსო დაწესებულება გადაწყვეტს რომ მას სურს არ გასცეს სასესხო ვალდებულება 21 წლამდე პირებზე, იგი მინიმალურ ზღვარს დააწესებს 21 წელს და ამ დაწესებულებაში სესხები 20 წლამდე ახალგაზრდებზე არ გაიცემა. თუ კი დაწესებულებას მოუნდება რომ გასცეს სესხი 16 წლის პირებზე, იგი წავა კანონის საწინააღმდეგოდ. მის უფლებებში არ შედის სახელმწიფოს მიერ დაწესებული ზღვარის ქვემოთ საკუთარი მინიმალური ზღვარის დაწევა.

შესაბამისად, ნებისმიერ საფინანსო დაწესებულებას შეუძლია უთხრას უარი 20 წლის პირს, თუ კი სესხის გაცემის ზღვარი ამ პირის ასაკს აჭარბებს.

რატომ ხდება რომ ასაკობრივი ზღვარი ხშირად პრობლემაა? ეს ბევრი მიზეზით არის განპირობებული. 18 წლის პირს ეწოდება სრულწლოვანი პირი. მას უკვე შეუძლია მართვის მოწმობის თავისუფლად აღება და ხმარება. იგი იღებს გადაწყვეტილებას იმის შესახებ თუ რა პროფესიით უნდა სწავლის გაგრძელება. მას ანდობენ სხვადასხვა პროცესების წარმოებას და ა.შ. ზოგიერთ ქვეყანაში, სრულწლოვნობა აყვანილია 21 და 23 წლამდე. ეს ყველაფერი განპირობებულია იმით რომ 18 წლის ადამიანი ხშირად არ არის ჩამოყალიბებული და ჯერ კიდევ ბავშვად აღიქმება.

რატომ აწესებენ ასაკობრივ ზღვარს:

  • 18 წლის პირი, ხშირ შემთხვევაში, ახალი სკოლადამთავრებულია და მას არ მოეპოვება არანაირი შემოსავალი. იგი სრულიად დამოკიდებულია მშობლებზე, ან აქვს მინიმალური შემოსავალი რითიც იგი ვერ უზრუნველყოფს თავისი ვალდებულებების დაფარვას. შესაბამისად, საფინანსო დაწესებულებები ფრთხილობენ როდესაც საქმე ახალგაზრდა პირს ეხება.
  • სიფრთხილე და წინდახედულობა არა მხოლოდ ადამიანს მართებს, არამედ მთლიან ორგანიზაციასაც. საფინანსო დაწესებულებები ზრუნავენ არა მხოლოდ ადამიანის შესაძლებლობაზე, არამედ თავიანთ მდგომარეობაზეც. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია რომ ისინი დაცულნი იყვნენ არსასურველი და სარისკო კლიენტებისგან.
  • გარდა იმისა რომ კლიენტებსა და თავიანთ ფინანსურ მდგომარეობაზე ზრუნავენ საფინანსო დაწესებულებები. ისინი ასევე ფიქრობენ თავიანთ რეპუტაციაზეც. საფინანსო ორგანიზაცია, რომელიც სესხს გასცემს ახალგაზრდა პირებზე, ხშირად აღიქმება საეჭვოდ. შესაბამისად, შესაძლოა დაიბადოს კითხვა. ნამდვილად სანდოა თუ არა ამ დაწესებულების სერვისები?

სიფრთხილე მართებს არა მხოლოდ გამსესხებელს, არამედ მსესხებელსაც

დღეისათვის, მაქსიმალურად კომფორტული და გამარტივებულია საქართველოში სესხის აღება. რა თქმა უნდა ბევრს ეს მოსწონს. ჩვენ ვერ შევძლებდით ახალი ტელეფონების, ტელევიზორების, საოჯახო ტექნიკისა და სხვა ჩვენი ყოველდღიური ცხოვრებისთვის აუცილებელი ნივთების შეძენას სესხის გარეშე. ბევრი მიმართავს სწრაფ სესხს, ბევრიც განვადებას და შესაბამისად ვამრავალფეროვნებთ ჩვენს ყოველდღიურ ყოფას. საფინანსო დაწესებულებებსა და პროდუქციის გამყიდველ კომპანიებსაც აწყობთ ასეთი მდგომარეობა. დღეში ასობით და ათასობით ტექნიკა იყიდება ტექნიკის მაღაზიებში და მათი უმრავლესობა ნასესხები თანხით. სესხის გაცემის შეზღუდვით, ბევრი პრობლემა წარმოიშობა და ეს ყველაფერი ქვეყნის ეკონომიკაზეც მოახდენს გავლენას.

შესაბამისად, არ არის მაინც და მაინც ცუდი ამბავი სესხის ასე მარტივად აღების ფაქტი. თუმცა, რა თქმა უნდა დიდი სიფრთხილე მართებს ნებისმიერ ჩვენგანს. განსაკუთრებით კი ახალგაზრდებს. სესხები 20 წლიდან პირებზე დღესდღეობით ძალიან მარტივად გაიცემა, თუმცა არ არის შესაბამისი მაფრთხილებელი ორგანოები და მიმართვები ახალგაზრდებისადმი, სიფრთხილის დაჭერის შესახებ.

დაიკავეთ დისტანცია და სიფრთხილე:

  • სესხის ხშირად და დიდი რაოდენობით აღება საშიშია. იგი საშიშია თქვენი ფინანსური მდგომარეობისთვის (დიდი რაოდენობით სესხი სხვადასხვა დაწესებულებებლისგან იწვევს გაუგებრობას და რთული ხდება მათი დაფარვა) და საკრედიტო ისტორიისთვის (იმ შემთხვევაში, თუ კი თქვენ გაგიჭირდებათ ამ ვალდებულებების გადაფარვა, თქვენი საკრედიტო ისტორია დაზარალდება).
  • სესხი ძალიან კარგი საშუალებაა გამოუვალი მდგომარეობიდან გამოსასვლელად, თუმცა იგი არ უნდა იყოს სისტემატიურად მოხმარებადი. ყოველი პრობლემის წარმოქმნისას არ უნდა გავრბოდეთ ბანკსა და საფინანსო დაწესებულებებში იმისათვის რომ ვისესხოთ რაიმე თანხა. კი, სესხები 20 წლიდან შეგვიძლია ავიღოთ, თუმცა აუცილებელია პასუხისმგებლობის გრძნობაც გამოვიმუშავოთ და ჩვენთვითონ ვიმუშავოთ პრობლემების მოგვარებაზე.
  • არიდეთ თავი საეჭვო კომპანიებს. მიუხედავად იმისა რომ საქართველოში საფინანსო ინდუსტრია მაქსიმალურად მკაცრად კონტროლდება, მაინც არსებობენ თაღლითი კომპანიები, რასაც ყველამ თავი უნდა არიდოს.
  • დაკვირვებით წაიკითხეთ წესები და მოუსმინეთ საკრედიტო ოფიცერს. ხშირია როდესაც წინდაუხედავობის გამო, უარეს პრობლემაში გაყოფენ ხოლმე ახალგაზრდები თავს. წესების უგულებელყფოა დღევანდელ თაობაში პოპულარულია. მეც ვარ დამნაშავე ამ ქმედებაში და ბევრი ჩვენგანი ამოიცნობს საკუთარ თავს ამ გაფრთხილებაში. ასეთი მიდგომით სესხის აღება დამღუპველია. ხშირია შემთხვევები რომ ადამიანს ეჩქარება თანხის მიღება. თვლის რომ იცის ძირითადი წესები და დაუფიქრებლად ეთანხმება ყველაფერს, იმისათვის რომ მიიღოს თანხა რაც შეიძლება მალე.

სესხები 20 წლიდან პირებისთვის მრავლად არის საქართველოში და მათი გაცემაც ხშირ შემთხვევაში არ წარმოადგენს დიდ პრობლემას. თუმცა რა თქმა უნდა მთლიანი პროცესის და წესების გათვალისიწნება არის საჭირო, მანამ სანამ გადადგავთ სარისკო ნაბიჯს. ფინანსური მომსახურება ყველა ჩვენგანისთვის მოიძებნება, თუმცა ყველას ასაკისა და ფინანსური მდგომარეობისთვის გათვალისწინებით. ამასთან, თქვენც უნდა აუწყოთ ფეხი და გონება ამ კანონებს რათა მაქსიმალური სარგებელი მიიღოთ მინიმალური დანაკარგებით.