სწრაფი სესხები

სწრაფი სესხები არა ნაღდი ფულით სესხებაა, რომელიც არასაბანკო კრედიტორების მიერ გაიცემა. სწრაფი სესხები განკუთვნილია ისეთი სიტუაციებისთვის, როდესაც მცირე ფული გჭირდებათ, მაგრამ სრაფი სესხების მაქსიმალური ოდენობა შეიძლება რამოდენიმე ათასსაც აღწევდეს და ამავე დროს არც გირაოს არც გარანტორს საჭიროებდეს. სწრაფი სესხის აღება შეგიძლიათ სწრაფად და მარტივად სმს-ის გაგზავნით ან ინტერნეტის მეშვეობით. სესხის მოთხოვნის შემდეგ რამოდენიმე წუთში ფული მსესხებლის საბანკო ანგარიშზე გადაიგზავნება. სწრაფი სესხები ასეთი პოპულარულნი გახდნენ ხელმისაწვდომობის და სისწრაფის გამო. ბევრი ადამიანი იყენებს ამ სწრაფ სესხებს, ისეთ სიტუაციებში, როდესაც დროებითი ფინანსური პრობლემები აქვთ ან უბრალოდ რომელიმე პროდუქტის შეძენა ან შეკვეთა სურთ. მსესხებელი არაა ვალდებული კრედიტორს უთხრას, თუ რა მიზნით დაიხარჯება ფული. რა თქმა უნდა, თუ შევადარებთ სხვა ტიპის სესხებს, სწრაფ სესხებსაც უარყოფითი მხარეები აქვს. თუ გავითვალისწინებთ ფაქტს, რომ სწრაფი სესხები თითქმის ყველასთვისაა ხელმისაწვდომი, მივხდებით, რომ გამსესხებლები ძალიან მაღალ რისკზე მიდიან და ამას ინაზღაურებენ მაღალი საპროცენტო განაკვეთით.

კომპანიამიღებისდროსუპროცენტოპირველად სესხიპირველი სესხის მაქსიმუმისესხის ვადააიღე სესხი
15 წუთში 50-250 ლარი650 ლარი
*94.3%
1-30 დღეაიღე სესხი
15 წუთში 30 – 500 ლარი900 ლარი
*100%
5-730 დღეაიღე სესხი
15 წუთში 50 – 500 ლარი1000 ლარი
*100%
5-30 დღეაიღე სესხი
15 წუთში 500-3000 ლარი3000 ლარი
*95.13%
3-24 თვემდეაიღე სესხი
15 წუთში 100-1000 ლარი1000 ლარი
*99.95%
1-12 თვემდეაიღე სესხი
15 წუთში 400 – 1500 ლარი4000 ლარი
*97.48%
3-36 თვემდეაიღე სესხი
15 წუთში 50 – 500 ლარი1500 ლარი
*99.98%
5-30 დღეაიღე სესხი
1 დღე 1550-50000 ლარი50000 ლარი
*ინდივიდუალური
12-36 თვემდეაიღე სესხი
1 დღე 500-20000 ლარი20000 ლარი
*ინდივიდუალური
3-36 თვემდეაიღე სესხი
5 წუთში 100-300 ლარი300 ლარი
*99.61%
1-20 დღეაიღე სესხი
15 წუთში 500-5000 ლარი5000 ლარი
*ინდივიდუალური
1-36 თვემდეაიღე სესხი
1 დღე 1000-30000 ლარი30000 ლარი
*ინდივიდუალური
3-72 თვემდეაიღე სესხი

* წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი

მიღებისდროს: 15 წუთში

უპროცენტო:

პირველად სესხი: 50-250 ლარი

პირველი სესხის მაქსიმუმი: 650 ლარი (*94.3%)

სესხის ვადა: 1-30 დღე

მიღებისდროს: 15 წუთში

უპროცენტო:

პირველად სესხი: 30 – 500 ლარი

პირველი სესხის მაქსიმუმი: 900 ლარი (*100%)

სესხის ვადა: 5-730 დღე

მიღებისდროს: 15 წუთში

უპროცენტო:

პირველად სესხი: 50 – 500 ლარი

პირველი სესხის მაქსიმუმი: 1000 ლარი (*100%)

სესხის ვადა: 5-30 დღე

მიღებისდროს: 15 წუთში

უპროცენტო:

პირველად სესხი: 500-3000 ლარი

პირველი სესხის მაქსიმუმი: 3000 ლარი (*95.13%)

სესხის ვადა: 3-24 თვემდე

მიღებისდროს: 15 წუთში

უპროცენტო:

პირველად სესხი: 100-1000 ლარი

პირველი სესხის მაქსიმუმი: 1000 ლარი (*99.95%)

სესხის ვადა: 1-12 თვემდე

მიღებისდროს: 15 წუთში

უპროცენტო:

პირველად სესხი: 400 – 1500 ლარი

პირველი სესხის მაქსიმუმი: 4000 ლარი (*97.48%)

სესხის ვადა: 3-36 თვემდე

მიღებისდროს: 15 წუთში

უპროცენტო:

პირველად სესხი: 50 – 500 ლარი

პირველი სესხის მაქსიმუმი: 1500 ლარი (*99.98%)

სესხის ვადა: 5-30 დღე

მიღებისდროს: 1 დღე

უპროცენტო:

პირველად სესხი: 1550-50000 ლარი

პირველი სესხის მაქსიმუმი: 50000 ლარი (*ინდივიდუალური)

სესხის ვადა: 12-36 თვემდე

მიღებისდროს: 1 დღე

უპროცენტო:

პირველად სესხი: 500-20000 ლარი

პირველი სესხის მაქსიმუმი: 20000 ლარი (*ინდივიდუალური)

სესხის ვადა: 3-36 თვემდე

მიღებისდროს: 5 წუთში

უპროცენტო:

პირველად სესხი: 100-300 ლარი

პირველი სესხის მაქსიმუმი: 300 ლარი (*99.61%)

სესხის ვადა: 1-20 დღე

მიღებისდროს: 15 წუთში

უპროცენტო:

პირველად სესხი: 500-5000 ლარი

პირველი სესხის მაქსიმუმი: 5000 ლარი (*ინდივიდუალური)

სესხის ვადა: 1-36 თვემდე

მიღებისდროს: 1 დღე

უპროცენტო:

პირველად სესხი: 1000-30000 ლარი

პირველი სესხის მაქსიმუმი: 30000 ლარი (*ინდივიდუალური)

სესხის ვადა: 3-72 თვემდე

* წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი

რას ნიშნავს ზუსტად სწრაფი სესხი?

სწრაფ სესხებს არასაბანკო კრედიტორები გვთავაზობენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი სპეციალიზებულნი არიან ამ სფეროში და ჩვეულებრივ არ გვთავაზობენ სხვა ფინანსურ პროდუქტებს. დღესდღეობით არსებობს ბევრი სხვადასხვა არასაბანკო კრედიტორი, რომელიც სწრაფ სესხებს გვთავაზობს. სწრაფი სესხის აღებით მცირე თანხას ისესხებთ, მაგრამ ზოგიერთი არასაბანკო კრედიტორისგან შესაძლებელია ათასების სესხებაც. სწრაფი სესხის ოდენობა მერყეობს ათეულიდან რამდენიმე ათასამდე, მაგრამ თუ მსხვილი თანხის გამოტანა გსურთ, გაითვალისწინეთ, რომ სესხების პროცედურა უფრო რთული იქნება. ჩვეულებრივ, როდესაც პირველად სესხულობთ მხოლოდ რამოდენიმე ასეულის გამოტანა შეგიძლიათ, ხოლო წარმატებით დაფარვის შემდეგ, უფრო დიდი თანხის სესხების შესაძლებლობა მოგეცემათ. ეს სისტემა შემოიღეს მსესხებლის გადახდისუნარიანობის შეფასებისთვის. ეს აუცილებელია, რადგან როდესაც სესხი გაიცემა, კრედიტორი არ ითხოვს პოტენციური კლიენტისგან ფინანსური სიტუაციის დასტურს და არ ამოწმებს მის გადახდისუნარიანობას. თუკი მსესხებელს გაცილებით მეტი თანხის სესხება სურს, კრედიტორს შეუძლია მსესხებლის შემოსავლის დამადასტურებელ რაიმნე დოკუმენტაციის მოთხოვნა.

სესხის განაცხადის შევსება ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი, ხოლო კრედიტორები, რომლებიც სწრაფ სესხებს გვთავაზობენ დღის გარკვეული დროის განმავლობაში მუშაობენ, ანუ თუ სესხის განაცხადი არასამუშაო საათებში გაიგზავნება, იგი დამტკიცდება მეორე დღეს და თანხა მხოლოდ დამტკიცების შემდეგ დაგერიცხებათ. სწრაფი სესხების კრედიტორების უმრავლესობა დასვენების დღეებშიც კი მუშაობს და ზოგიერთი მათგანი მთელი ღამის განმავლობაშიც კი, მაგრამ უნდა იცოდეთ, რომ ღამის განმავლობაში თანხის სესხება იკრძალება. თუ ფული სასწრაფოდ გჭირდებათ, დარწმუნდით, რომ არჩეული კრედიტორი სესხის აპლიკაციის გაგზავნის დროს მუშაობს.

ინტერნეტით და სმს-ით სესხების პროცედურა განსხვავდება. ორივე შემთხვევაში პოტენციური კლიენტი უნდა დარეგისტრირდეს კრედიტორის ვებგვერდზე. პოტენციურმა კლიენტმა თავისი სახელი, გვარი, პირადი, ტელეფონის ნომერი და ელ. ფოსტის მისამართი უნდა ჩაწეროს. თუ კლიენტს ინტერნეტით სესხის აღება სურს, მან უნდა მიუთითოს, სასურველი სესხის ოდენობა და ასევე დაფარვის ვადა. განაცხადის დასამტკიცებლად მონაცემები გაიგზავნება კრედიტორის ელ-ფოსტაზე. გარდა ამისა, არსებობს უამრავი კრედიტორი, რომელიც მონაცემების გადასამოწმებლად მოითხოვს მინიმალური თანხის გაგზავნას და ამხრივ აფიქსირებს საბანკო ანგარიშს, რომელზეც შემდეგ გადარიცხავს თანხას. თუ მსესხებელს სმს-ით სურუს სესხის აღება, მაშინ რეგისტრაციის შემდეგ მობილურ ტელეფონზე მიღებული კოდი უნდა შეიყვანოს განკუთვნილ გრაფაში. ეს კოდი გამოიყენება სესხის მოთხოვნის დროს და ასევე ადასტურებს, რომ კონკრეტული მობილურის ნომერი მსესხებლისაა. არსებობენ კრედიტორები, რომლებიც მოითხოვენ პირადად ფილიალში მობრძანებას, მაგრამ ეს მოუხერხებელია და ამიტომ არაა პოპულარული.

სწრაფი სესხების წსგ საკმაოდ მაღალია. ეს სისწრაფის, ხელმისაწვდომობის და კრედიტორების მაღალი რისკის აღების შედეგია. თუ გავითვალისწინებთ, რომ კრედიტორი არ მოითხოვს გირაოს, თავდებს და მსესხებლის შემოსავლის დამადასტურებელ დოკუმენტებს, კრედიტორი არაა დარწმუნებული, დაფარავს თუ არა მსესხებელი ამ სესხს, ასე რომ გამსესხებლების მაღალი რისკი კომპენსირებულია მაღალი საპროცენტო განაკვეთით. ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი 8%-დან 11%-მდეა, რომელიც თითქოს არაა მაღალი, ხოლო თუ წსგ-ს გამოვთვლით, ვნახავთ განსხვავებას, რომელიც 100%-ზე მეტია. დაგვიანებული გადასახადებისთვის კი მაღალი საჯარიმო პროცენტები აქვთ დაწესებული. მსესხებლის დასაცავად ხელისუფლებამ კანონით დააწესა, რომ საჯარიმო საპროცენტო განაკვეთი არ უნდა აღემატებოდეს 100% ნასესხი თანხის ოდენობიდან გამომდინარე.

კრტედიტორები ახალი კლიენტების მიზიდვისთვის, სთავაზობენ ხელსაყრელ და სარგებლიან შემოთავაზებებს. მათ შორის ყველაზე პოპულარულია უფროცენტო სესხები, თუ მსესხებელი დროულად დაფარავს სესხს, არ გადაიხდის არანაირ დამატებით საფასურს, ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ გადააცილებს, ჯარიმის პროცენტებს გადაიხდის. ახალი მომხმარებლის მიზიდვისთვის ზოგიერთი კრედიტორი სხვადასხვა საჩუქარს სთავაზობს. გარდა ამისა, თუ არსებულ კლიენტს ახალი მომხმარებელი მოყავს, მას ასაჩუქრებენ ან საბანკო ანგარიშზე დამატებით ფულს ურიცხავენ.

სწრაფი სესხების მთავარი უპირატესობა მათი ხელმისაწვდომობაა. მხოლოდ კომპიუტერი ან ტელეფონი გჭირდებათ ამისთვის. დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ გადაწყვეტთ სესხის მოთხოვნის გაგზავნას. როდესაც მოთხოვნას გააგზავნით, რამოდენიმე წუთი უნდა დაელოდოთ, სანამ ფული გადაირიცხება თქვენს საბანკო ანგარიშზე. როგორც ავღნიშნეთ, სწრაფი სესხის კრედიტორები არ ითხოვენ არც გირაოს არც თავდებს, ანუ სწრაფი სესხები ხელმისაწვდომია მათთვისაც, ვისაც არ აქვს ფასეულობები და უძრავი ქონება და ასევე არ არის საჭირო, სხვა ადამიანის ამ პროცესში ჩართვა.

სწრაფი სესხების ყველაზე დიდი ნაკლია მაღალი საპროცენტო განაკვეთი, ანუ ნებისმიერი სხვა სესხის აღების შემთხვევაში, მსესხებელი გაცილებით ნაკლებ თანხას გადაიხდის პროცენტებში, ვიდრე სწრაფი სესხების დროს. ხშირ შემთხვევაში სწრაფი სესხების ხელმისაწვდომობა ასევე ნაკლად მიიჩნევა, რადგან იგი გვიბიძგებს ფულის სესხებაზე გადახდისუნარიანობის შეფასების გარეშე. გარდა ამისა, გირაო და თავდები იცავს არა მხოლოდ კრედიტორს, არამედ მსესხებელსაც, რადგან სესხის დაფარვის არ შეძლების შემთხვევაში დაგეხბარებათ. სწორედ ამიტომ, სწრაფი სესხის მსესხებლებს ხშირად დიდი ვალები აქვთ, რაც ფსიქოლოგიურ და ფინანსურ პრობლემებს იწვევს.

ყველა სწრაფი სესხის კრედიტორს თავისი პირობები აქვს. ეს პირობები ეხება ფულის ოდენობას, დაფარვის ვადას, გრაფიკს, წინაპირობებს და ასევე სხვა ასპექტებს. აქედან გამომდინარე სესხის აღებამდე, შეადარეთ ყველა შემოთავაზება. ჩვეულებრივ, ყველა მათგანი განსხვავდება და ყველაზე მომგებიანი წინადადების ასარჩევად დროა საჭირო. არჩევანის გაკეთების შემდეგ ყურადღებით გაეცანით ხელშეკრულების პირობებს. რაიმე გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად ამ ინფორმაციის შესწავლა შეგიძლიათ კრედიტორის ვებგვერდებზე.

შესაძლოა რომ ვერ მივიღო სწრაფი სესხი ?

სწრაფი სესხი საკმაოდ ხელმისაწვდომი და პოპულარული ფინანსური საშუალებაა. თუმცა, იგი ყველასათვის და ყოველთვის არაა ხელმისაწვდომი. ზოგ შემთხვევაში, სესხის გამცემი ორგანიზაცია წყვეტს რომ არ გასცეს სესხი კონკრეტულ პირზე. ეს შესაძლოა მოხდეს სხვადასხვა პირობისა და კრიტერიუმების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში.

მიგიღიათ უარი როდესაც გსურდათ მიგეღოთ ონლაინ სესხი? ალბათ ფიქრობდით, ასეთი მარტივი და უდარდელი სერვისის გაცემას უარი რატომ შეიძლება მიგეღოთ? მიუხედავად იმისა რომ მიკრო საფინანსო ორგანიზაციები მაქსიმალურ კომფორტს უქნიან მომხმარებლებს, მათი მიკრო სესხები ზოგჯერ არც კი გაიცემა.

გადახედეთ ამ ჩამონათვალს. თუ კი იპოვით საკუთარ მდგომარეობასთან მიახლოებულ სიტუაციას, შეძლებთ რომ თქვენს კითხვას პასუხი გასცეთ:

დიდი რაოდენობით სწრაფი სესხები გაქვთ აღებული.

სესხის გამცემი დარწმუნებული უნდა იყოს რომ თქვენ შეძლებთ სესხის დაფარვას. ამისათვის იგი გადახედავს თქვენს საკრედიტო ისტორიას. მისი მიზანია გაანალიზოს ისტორია და აღმოაჩინოს ხარვეზები (თუ კი ისინი არსებობს), რათა თავიდან აიცილოს სესხის არ დაფარვის რისკი.

ამ მიზეზით, თქვენ შეიძლება უარი გითხრან სესხის მიღებაზე, თუ კი:

  • თქვენ გაქვთ სხვა სწრაფი მინი სესხი მიღებული და ამ მომენტისთვის მას ფარავთ.
  • თქვენ გაქვთ მიღებული ერთზე მეტი სწრაფი ონლაინ სესხი 90 დღის განმავლობაში.
  • თქვენ იყენებთ ერთ სწრაფ სესხს, იმისათვის რომ დაფაროთ მეორე სწრაფი სესხი.

ამ კრიტერიუმების გათვალისწინება დაწესებულებების სიმკაცრეზეა დამოკიდებული. ზოგიერთი მიკრო საფინანსო ორგანიზაციისთვის ესეც საკმარისია რომ უარი გითხრან სესხის მიღებაზე.

დაუსაქმებელი ხართ

სწრაფი სესხის ერთ-ერთი ხიბლი, ის არის რომ თქვენ არ გჭირდებათ დასაქმებულობის ცნობის წარდგენა და შემოსავლის ქონის ცნობის წარდგენა. თუმცა, რახან ვსაუბრობთ იმაზე თუ რატომ შეიძლება ვერ ავიღოთ სწრაფი ონლაინ სესხები, ესეც აღსანიშნავი საკითხია.

ხშირად, ამ მიზეზით უარს ეუბნებიან მათ ვისაც გრძელი ვადით, დიდი რაოდენობის თანხის მიღება სურს. ასეთ მომსახურებას, რეგულარული შემოსავლის არ მქონე პირი ვერ მიიღებს. მიუხედავად იმისა, რომ ინტერნეტ სესხები ხშირ შემთხვევაში გაიცემა უმუშევარ პირებზე, თქვენ შეიძლება მოხვდეთ ისეთ ორგანიზაციასთან, რომელიც ამ კრიტერიუმს დიდ ყურადღებას აქცევს.

თუ კი თქვენ ამ კატეგორიაში ვერ იპოვეთ საკუთარი თავი, გააგრძელეთ კითხვა.

უარყოფითი საკრედიტო ისტორია

როგორც ვიცით, ონალინ სესხები არა მხოლოდ სისწრაფით გამოირჩევიან, არამედ იმით რომ მისი მიღებისას არ არის საჭირო საკრედიტო ისტორიის გადამოწმება. ეს ხშირ შემთხვევაში ასეც არის. თუმცა, ზოგიერთი დაწესებულება ითვალისწინებს თქვენს წარსულ ფინანსურ ქმედებებს და მოითხოვს თქვენს საკრედიტო ისტორიას.

ლოგიკურია რომ, თუ კი თქვენ გაქვთ უარყოფითი საკრედიტო ისტორია, რაც გულისხმობს ვადაგადაცილებებს, ჯარიმებსა და სხვა ხარვეზებს, თქვენ შესაძლოა უარი მიიღოთ სესის მიღებაზე.

ხელფასს ხელზე იღებთ

დღევანდელ პერიოდში ხელფასის ხელზე გაცემა ძალიან იშვიათია. ყოველივე ჩვენგანს აქვს სახელფასო ბარათი გახსნილი და მასზე მიბმული საბანკო ანგარიში. იშვიათია ისეთი დასაქმებული პირი, რომელსაც ხელფასს ხელზე აძლევენ, შუამავალი საბანკო დაწესებულების გარეშე.

თუმცა, თუ კი თქვენ ამ უმცირესობას მიეკუთვნებით, შესაძლოა ამ მიზეზით გითხრან უარი სესხის მიღებაზე. გამსესხებელმა, საკუთარი თავის პოტენციური რისკებისგან დასაზღვევად, უნდა გადაამოწმოს თქვენი შემოსავლები. თუ კი ისინი არ აღირიცხება საბანკო დაწესებულებაში, და არ ჩანს თქვენს საბანკო ამონაწერში, გამსესხებელი ვერ შეძლებს თქვენი გადახისუნარიანობის დამტკიცებას, იგი უარს გეტყვით და თქვენ ვერ მოახერხებთ მიიღოთ გამიზნული ინტერნეტ სესხი.

თქვენი მონაცემები არ შეესაბამება მინიმალურ მოთხოვნებს

ასე მარტივად და ლაკონურად. თქვენ შეიძლება ფიქრობდეთ რომ ონლაინ სესხები მარტივად გაიცემა, თუმცა რეალურად არ აკმაყოფილებდეთ საჭირო მოთხოვნილებებს.

მიუხედავად იმისა, რომ სწრაფი სესხები ადვილად მტკიცდება, ყველასთვის არაა ხელმისაწვდომი. სწრაფ სესხებს, სხვა ნებისმიერი სესხის მსგავსად კონკრეტული პირობები აქვს. ყველა გამსესხებელს თავისი პირობა აქვს, მაგრამ ზოგადად პოტენციური კლიენტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს: ის უნდა იყოს ქვეყნის მოქალაქე, 18-75 წლამდე, უნდა ჰქონდეს აქტიური საბანკო ანგარიში, დადებითი საკრედიტო ისტორია, მობილურის ნომერი და არ უნდა ჰქონდეს სხვა კრედიტორებიდან გამოტანილი სესხები. სესხის განაცხადი მტკიცდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პოტენციური კლიენტი აღნიშნულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს.

მოთხოვნილებები განსხვავდება დაწესებულებების მიხედვით და შესაძლოა მკაცრდებოდეს ან მსუბუქდებოდეს სხვადასხვა შემთხვევაში. კარგად გადახედეთ საკრედიტო დაწესებულების მოთხოვნებს, გააცნობიერეთ რომ აკმაყოფილებთ მას და მხოლოდ ამის შემდეგ მოითხოვედ კრედიტი.

მოთამაშე ხართ

იმისათვის რომ აიღოთ სესხი ონლაინ, სულაც არ არის საჭირო დიდი რაოდენობის დოკუმენტებისა და რეკვიზიტების წარდგენა. თუმცა, გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილება ნამდვილად სავალდებულოა. ხშირად, ამაზე არის დამოკიდებული თქვენ მიიღებთ თუ არა სესხს საფინანსო ორგანიზაციისგან.

ონლაინ სესხის აღება გაგიჭირდებათ თუ კი თქვენ მოთამაშე ხართ. აქ იგულისხმება პათოლოგიური მოთამაშეები, რომელთა საბანკო ან საფინანსო ამონაწერში აღინიშნება სათამაშო პლატფორმებზე თანხის გადარიცხვა. ეს პირველ რიგში ქმნის საშიშროებას გამსესხებლისთვის და მაღალი რისკის მატარებელ კლიენტად ჩაგთვლიან.

რა უნდა ქნათ თუ კი არ დაგიმტკიცდათ სესხი?

თუ კი მაინც ვერ იპოვეთ საკუთარი ზემოთა ჩამონათვალში, ან დაზუსტებით გსურთ იცოდეთ თუ რის გამო ვერ მიიღეთ სესხი, თამამად შეგიძლიათ დაეკონტაქტოთ გამსესხებელს, და ჰკითხოთ კონკრეტულად რა კრიტერიუმის გამო თქვეს თქვენზე სესხის გაცემაზე უარი.

ზოგიერთი კრედიტორი მზად არის მაქსიმალურად ითანამშრომლოს კლიენტთან და ყველა საჭირო ინფორმაცია მიაწოდოს მას. კრედიტორისთვისაც და კლიენტისთვისაც მნიშვნელოვანია ყველანაირი ხარვეზისა და პრობლემის აღმოფხვრა.

  • სცადეთ დაეკონტაქტოთ კრედიტორს და ჰკითხოთ თუ რატომ არ დაგიმტკიცდათ სესხი. ზოგი კრედიტორი გეტყვით რომ თქვენ ვერ შეძელით მათი კრიტერიუმების დაკმაყოფილება და ამით დამთავრდება თქვენი ურთიერთობა. ზოგიერთიც კი, ეცდება გაგიზიაროთ ხარვეზები და ერთად აღმოფხვრათ ყველა პრობლემა.
  • შეამოწმეთ თქვენი საკრედიტო ისტორია და ნახეთ ხომ არ გაქვთ ვადაგადაცილებული სესხები, გადაუხდელი სესხები და სხვა ჯარიმები.
  • გააუმჯობესეთ თქვენი საკრედიტო ისტორია. ეცადეთ დაფაროთ ყველა ვადაგადაცილებული სესხი.
  • შეამოწმეთ გაქვთ თუ არა სხვა მიკრო სესხები და როგორია მათი დაფარვის გრაფიკი. ეცადეთ დროულად ამოწუროთ ისინი და თავიდან სცადეთ განაცხადის შეტანა, რათა ხელახლა მიიღოთ მინი სესხები.

როდის არის მიკრო სესხები ყველაზე მიმზიდველი

მიკრო სესხები ყოველთვის მიმზიდველია. ამისი მიზეზი მათი მოხერხებულობა, დროში მოქნილობა და მიღების სიმარტივეა. რომელ ჩვენგანს არ უნდა მიიღოს სესხი 15 წუთში, უმარტივესი პირობებით? რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მაშინ როდესაც სესხის აღება გარდაუვალია. ყველაზე ხშირად კი, ამ მიზეზებით გაიცემა სწრაფი სესხი:

გადაუდებელი დანახარჯებისა და გადასახადების დასაფარად

ზოგჯერ გადაუდებელი ხარჯები, გადასახადების ქვითრები და დამატებითი დავალიანებების შეტყობინებები მოულოდნელად მოდის. მაგალითად, ძალიან მალე მოგადგათ კარს გრაფიკით გათვალისწინებული სესხის დაფარვის თარიღი. ან კიდევ, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევისთვის საფასური გაქვთ გადასახდელი.

ამ ყველაფრის მშველელი არის სწრაფი სესხი. ონლაინ სესხები 2000 ლარამდე ან უფრო მეტი რაოდენობის თანხის მიღების შესაძლებლობას გაძლევთ. ეს თანხა სრულიად საკმარისია იმისათვის რომ მცირე რაოდენობით გაუთვალისწინებელი და გადაუდებელი ხარჯები დაფაროთ.

სახელფასო დანარიცხამე რამდენიმე დღით ან კვირით ადრე

ხშირად ხდება ისე, რომ ხელფასის მიღების დღიდან, სულ ცოტა დროში გვეხარჯება იგი და ფაქტიურად ფულადი სახსრები აღარ გვაქვს. ხელფასამდე სესხის აღება არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიზეზი, იმისა თუ საერთოდ რატომ მიმართავს მოსახლეობა ონლაინ და სწრაფ სესხებს.

ასეთი მეთოდით მიღებული თანხა შეიძლება გამოყენებული იყოს კომუნალური გადასახადების დასაფარად. საკვები და ტანსაცმელი ნივთების შესაძენად. ასევე, სხვა საყოფაცხოვრებო და აუცილებელი ხარჯების დასაფარად.

სადღესასწაულო სუფრა და საჩუქრები

საქართველოში, მოგეხსენებათ, დღესასწაულებს დიდ პატივს სცემენ და დიდი სერიოზულობით ეკიდებიან სადღესასწაულო სუფრას. სტატისტიკის მიხედვით, საკმაოდ დიდი რაოდენობით სესხი არის გაცემული ელემენტარული გართობის და რაიმეს აღნიშვნის მიზნით.

ონლაინ სესხი ასევე პოპულარულია მათთვის, ვისაც სურს სადღესასწაულო საჩუქრის გაკეთება. სწრაფი სესხები მარტივი სამომხმარებლო ვალდებულებებია და შესაბამისად მათ მიღებაში შეზღუდვა არ არის. ასე რომ, შეგიძლიათ გამოიყენოთ თანხა ნებისმიერი სამომხმარებლო მიზნით.

განათლების ხარჯის დაფარვა

სწრაფი ონლაინ სესხი ძალიან კომფორტული ფინანსური მომსახურებაა სტუდენტებისათვის. რთულია სწავლის საფასურის გადახდა. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც არ გაქვთ სახელმწიფო ან საუნისვერსიტეტო, შიდა დაფინანსება. ამ შემთხვევაში, სტუდენტი მიმართავს რეგულარული შემოსავლის წყაროს, ან იღებს გადაწყვეტილებას სესხის მიღების შესახებ.

გამომდინარე იქიდან რომ ონლაინ სესხი მარტივად მიღებადია, ეს ყველაზე ეფექტური გამოსავალია სტუდენტისთვის. შესაბამისად, ერთ-ერთი პოპულარული მიზეზი, სესხის აღებისა არის სწავლა-განათლების საფასურის გადახდა.

როგორ გავემზადოთ ონლაინ სესხის ასაღებად?

ონლაინ სესხები სხვადასხვა ტიპისებია და გაიცემა სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციებისგან. თუმცა, მათი უმეტესობა იზიარებს იმ ძირითად მოთხოვნებს რაც მათ დამტკიცებაზე მოქმედებს.

თუ კი თქვენ პირველად ცდილობთ ონლაინ სესხის მიღებას, მაშინ თქვენთვის კარგი ამბავი გვაქვს. სწრაფი სესხის გამცემი ორგანიზაციების უმეტესობა, ახალბედა კლიენტებს სთავაზობს პირველად უპროცენტო სესხს. უპროცენტო სესხის მიღება ერთ დაწესებულებაში ერთხელ შეგიძლია. უპროცენტო სესხი გულისხმობს დამატებითი პროცენტებისა და საკომისიოების გარეშე, მოკლე ვადით (როგორც წესი 0-30 დღის ჩათვლით) შეგიძლიათ მიიღოთ თანხა ვალდებულების სახით. უპროცენტო სესხი არის ერთგვარი მარკეტინგული სვლა საფინანსო კომპანიებისგან.

უპროცენტო სესხის ხიბლი იმაშია რომ თქვენ დაახლოებით 1 თვის განმავლობაში შეგიძლიათ ისარგებლოთ თანხით და თვის ბოლოს დააბრუნებთ მას ზუსტად იმ რაოდენობით რამდენიც ისესხეთ. არანაირი ზედმეტი დანამატი და დანახარჯი არის საჭირო.

უპროცენტო სესხის მიღებისთვის უნდა გაემზადოთ შემდეგნაირად:

  • დარწმუნდით რომ არ გაქვთ ამ კონკრეტულ ორგანიზაციასთან აღებული სესხი.
  • გადაამოწმეთ საკუთარი საკრედიტო ისტორია და დარწმუნდით რომ არ წარმოადგენთ საშიშ და სარისკო კლიენტს კრედიტორის თვალში.
  • გაამზადეთ თქვენი პირადობა და პირადი ნომერი. ეს იმისთვის არის საჭირო რომ გაიაროთ იდენტიფიკაცია, დაამტკიცოთ თქვენი ვინაობა და სრულწლოვნობა.
  • ახლოს იქონიეთ მობილური ტელეფონი. მას შემდეგ რაც თქვენ მოთხვოვნას გაუშვებთ სესხზე, შესაძლოა ორგანიზაციის წარმომადგენელი დაგიკავშირდეთ, დამატებითი კითხვებისა
  • ან მაფრთხილებელი ინფორმაციის გადმოსაცემად.
  • დარწმუნდით რომ მაღალი გადამხდელუნარიანობა გაქვთ. გამომდინარე იქიდან რომ ეს სესხი ძალიან მოკლევადიანია, შესაძლოა შესაბამისი დასაფარი თანხა ვერ მოაგროვოთ მცირე
  • პერიოდში. ასეთი სესხის გადაუხდელობა, ან ვადაგადაცილება კი იწვევს ჯარიმებს, პროცენტის დამატებასაც და სხვა არასასიამოვნო პროცედურებს.
  • დარწმუნდით რომ გადაუდებელი და აუცილებელი პირობა (მიზეზი) გაქვთ იმისათვის რომ აიღოთ კრედიტი.

მას შემდეგ რაც უკვე ითანამშრომლეთ კომპანიასთან და გაქვთ გამოცდილება მათი უპროცენტო სესხების აღებაში, თქვენ შეგიძლიათ უფრო გრძელვადიანი და ამ ჯერად პროცენტიანი სესხით ისარგებლოთ.

კომპანია არ მოგცემთ შანსს რომ ისარგებლოთ მეორე უპროცენტო სესხით. რადგანაც ეს მის ხარჯებთან არის დაკავშირებული. უპროცენტო სესხი არის კარგი საშუალება რომ გატესტოთ კომპანია და ნახოთ როგორი სერვისები აქვს მათ. მას შემდეგ რაც დარწმუნდებით რომ სანდო კომპანიასთან თანამშრომლობთ და მათი მომსახურებაც თქვენს გემოვნებას ერგება, შეგიძლიათ მომავალში, საჭიროებისამებრ გამოიყენოთ მათი სერვისები.

პროცენტიანი სესხის მიღებისთვის უნდა გაემზადოთ შემდეგნაირად:

  • დარწმუნდით რომ თქვენი საკრედიტო ისტორია წარმოგაჩენთ სამაგალითო კლიენტად. თუ კი საკრედიტო ისტორიაში გაქვთ ისეთი ხარვეზი, ვადაგადაცილება ან ჯარიმა, რომელიც აუცილებლად იმოქმედებს კრედიტორის გადაწყვეტილებაზე, ჯობს გამოასწოროთ ეს პრობლემა, ან არ დახარჯოთ დრო ახალი სესხის მოთხოვნაზე.
  • დარწმუნდით რომ ყველა საჭირო დოკუმენტი მზად გაქვთ. იქონიეთ ყველაფერი ახლოს, მათ შორის მობილური ტელეფონიც.
  • ბევრჯერ გადაამოწმეთ თქვენს მიერ სისტემაში შეყვანილი მონაცემები. ამ მონაცემების მართებულობაზე მხოლოდ თქვენ აგებთ პასუხს. შეცდომის დაფიქსირების შემთხვევაში ცვლილება რთული იქნება.
  • დარწმუნდით რომ გაქვთ რეგულარული შემოსავალი. შეიძლება ეს არ იყოს სამსახურიდან მიღებული საშემოსავლო თანხა, მაგრამ აუცილებლად უნდა გქონდეთ ის ყოველთვიური შემოსავალი, რომლის ნაწილითაც დაფარავთ სესხს.
  • დარწმუნდით რომ მხოლოდ ყოველთვიური შემოსავლის იმედზე არ ხართ. არ არის აუეცილებელი დამატებითი შემოსავლის წყაროს ქონდა, მაგრამ სასურველი იქნებოდა თუ კი მხოლოდ ყოველდღიური ფულის იმედზე არ იქნებოდით.
  • დარწმუნდით რომ დადგენილი გრაფიკი, ან თქვენს მიერ არჩეული გადახდის თარიღი ძალიან ახლოს არ არის ხელფასის დღესთან. გაითვალისწინეთ რომ გადახდის დღე დაახლოებით 7-10 დღით მაინც უნდა სცილდებოდეს ხელფასის დარიცხვის დღეს. ზოგჯერ ხდება ისეც, რომ ხელფასი რამდენიმე დღით, ზოგჯერ კი, ერთი კვირითაც იგვიანებს ხოლმე. არ ჩაიგდოთ თავი დამატებით პრობლემებში, სწორად მოზომეთ ვადები.

სესხის აღებამდე, აუცილებლად უნდა გადახედოთ ამ ჩამონათვალს და დარწმუნდეთ იმაში რომ ყველა კატეგორიას და მოთხოვნას აკმაყოფილებთ. თქვენი შეცდომა თქვენს კისერზე იქნება, ხოლო კრედიტორისგან წამოსული ხარვეზის შემთხვევაში მათ მოეთხოვებათ პასუხი. კრედიტორი ყოველთვის იზრუნებს საკუთარი კლიენტის მოთხოვნების დაკმაყოფილებას და არ შეიყვანს მას შეცდომაში. ასევე, თქვენც უნდა დარწმუნდეთ იმაში რომ სესხის გამცემ ორგანიზაციას დამატებით პრობლემებსა და სამუშაოს არ უქმნით.

როგორ ამოვიდეთ სწრაფი სესხებით აკიდებული ვალებისგან?

სამწუხაროდ არსებობს მომხმარებლების ისეთი კატეგორია, რომელიც ვერ საზღვრავს საკუთარ შესაძლებლობებს. საქართველოში დაბალი საკრედიტო კულტურაა და ჩვენი ძალისხმევაც სწორედ იმაში მიდის რომ ქართველმა ხალხმა, და არა მარტო, ისწავლოს სესხის მოხმარების სწორი მეთოდები.

მიუხედავად იმისა, რომ არსებობს უამრავი მასალა ინტერნეტში. გვაქვს სხვისი გამოცდილება ნანახი და გაგონილი. შეგვიძლია მეგობრებსა და მშობლებს ვკითხოთ რჩევა, ჩვენ მაინც ვდგავთ არასწორ ნაბიჯებს. ამ ნაბიჯების ჯაჭვი როდესაც არ წყდება, ადამიანი საკუთარ თავს პრობლემაში აღმოაჩენს და ჩაიფლება ვალებში.

საკმაოდ პოპულარული და საჭირბოროტო კითხვაა, როგორ ამოვიდე ვალებიდან? სესხის აღება ძალიან მარტივია, და უდარდელად მიაჩნია ყველას. მაგრამ სესხის დაფარვა პრობლემას წარმოადგენს. არის კონკრეტული მეთოდები, რისი მეშვეობითაც შესაძლოა ვალებიდან ამოსვლა და სწრაფი ონლაინ სესხების დაფარვა.

მოლაპარაკება

ხშირად, ადამიანი მაშინ ეფლობა ვალებში, როდესაც მას რამდენიმე სესხი ერთდროულად აქვს აღებული და თავს ვეღარ აბავს ამდენ თარიღს, გადასახადსა და პრობლემას. ბევრი დეპრესიაში ვარდება, ბევრიც კი თავს არიდებს სესხის დაფარვას. ამან შეიძლება გამოიწვიოს დამატებითი ჯარიმების, პროცენტებისა და სხვა გადასახდელების დამატება.

ეცადეთ თავი აარიდოთ ვადაგადაცილებას, და ყოველთვის იზრუნეთ იმაზე რომ გადაიხადოთ სესხის თანხა. დაიმახსოვრეთ, გვიანი არასოდეს არის!

მოლაპარაკება არის ის მეთოდი, რომელიც ყველა დაწესებულებასთან არ ამართლებს, თუმცა საკმაოდ პრაქტიკულია. იმ შემთხვევაში, თუ კი ატყობთ რომ გიჭირთ სესხის დაფარვა, ყოველთვიური შენატანი ბევრია ან უბრალოდ არ გაქვთ რეგულარული შემოსავალი, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კრედიტორს და მასთან გაარჩიოთ ეს ამბავი. ზოგიერთი ორგანიზაცია კლიენტს თანხმდება ვადის გაზრდასა და ყოველთვიური შენატანების შემცირებაზე.

თუ კი მოგეცემათ ასეთი შანსი, არ გაუშვათ იგი ხელიდან. და მოეკიდეთ მას პასუხისმგებლობით.

სესხის კონსოლიდაცია

სესხის კონსოლიდაცია გულისხმობს დიდი რაოდენობით მცირე (თანხაში მცირე) სესხების გაერთიანებას ერთი დიდი სესხის ფარგლებში.

სესხის კონსოლიდაცია განსაკუთრებით მომგებიანი და სასარგებლოა მაშინ როდესაც სხვადასხვა ორგანიზაციასთან გაქვთ აღებული წვრილი სესხები და ვერ ასწრებთ ყველას დაფარვას. ეს მეთოდი მაშინაც სასარგებლოა როდესაც გადახდის პრობლემა არ გაქვთ, უბრალოდ ბევრ სესხსა და პრობლემაზე ერთდროულად ვერ ფიქრობთ და შესაბამისად გესაჭიროებათ რაიმე სახის მენეჯმენტის სისტემა.

მიმართეთ რომელიმე სხვა დაწესებულებას ან უახლოეს პარტნიორ ბანკს. აიღეთ სესხი, რომელსაც გამოიყენებთ დანარჩენი სესხების კოსნოლიდაციისთვის. ამით თქვენ თავს დაიხსნით სწრაფი სესხების ვალებისგან და დაგრჩებათ გადასახდელი მხოლოდ ერთ სესხი. შესაბამისად, მხოლოდ ერთ კომპანიასთან გექნებათ ურთიერთობა.

საკონსოლიდაციო სესხი არის გრძელვადიანი ფინანსური მომსახურება. შესაბამისად, გრაფიკიც და გადახიდს პერიოდიც სწრაფ სესხებთან შედარებით უფრო დიდ ვადაზეა გათვალისწინებული და მორგებული. ამ სესხის მორგება თქვენს ფინანსურ მდგომარეობასა და შემოსავალზეცაა შესაძლებელი.

იმის გამო რომ თქვენ ყოველთვიურად გეძლევათ თანხის ნაწილის შეტანის შესაძლებლობა, ყოველთვიური შენატანის რაოდენობა შემცირდება, თუმცა შესაძლოა პროცენტი გაიზარდოს. ამის გამო, ეცადეთ შეარჩიოთ ისეთი დაწესებულება, რომელიც გთავაზობთ ყველაზე მცირე წლიურ საპროცენტო განაკვეთს.

ამ და სხვა მეთოდების მეშვეობით, თქვენ შეგიძლიათ ამოხვიდეთ ვალებიდან. თუმცა რა თქმა უნდა ასეთი მეთოდები არ უნდა გესაჭიროებოდეთ. კონსოლიდაციას და მოლაპარაკების მეთოდს ყოველთვის ვერ მიმართავთ.

მნიშვნელოვანია გახსოვდეთ რომ ის ხელშეკრულება, რომელსაც ხელი მოაწერეთ სესხის აღებისას, არ შეიცვლება. თქვენ ვალდებული ხართ გადაიხადოთ ნასესხები თანხა, იმის და მიუხედავად თუ რამდენად ცუდი ფინანსური მდგომარეობა შეიძლება გქონდეთ. გაითვალისწინეთ, რომ დიდი ყურადღება უნდა დაუთმოთ სესხის გაცემისას მიღებულ ხელშეკრულებას. ამ ხელშეკრულებაზე აისახება თქვენი ხელმოწერა, რასაც ვერ შეცვლით და უკან ვერ დააბრუნებთ.

სწრაფი სესხის ვალებიდან ამოსვლა ნამდვილად არ არის ადვილი საქმე. ეს დიდ პრობლემებთან და თანხებთან არის დაკავშირებული. არ ვსაუბრობთ უკვე ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ, რომლებიც ქრონიკულმა უსახსრობამ შეიძლება გამოიწვიოს. ამ ყველაფრის თავიდან აცილების მიზნით, გაითვალისწინეთ ყოველი ზემოთ მოყვანილი რჩევა, და არასოდეს ისესხოთ იმაზე მეტი თანხა, ვიდრე გჭირდებათ.

თუ მსესხებელს არ შეუძლია დროულად სესხის დაფარვა და პრობლემური სესხის ოფიცრებთან სირთულეები აქვს ჯობია დროულად შეატყობინოს კრედიტორს ფინანსური პრობლემების შესახებ და გადაავადოს ან შეცვალოს სესხის დაფარვის გრაფიკი. ეს მომსახურებაც ფასიანია, რაც ნიშნავს, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში უფრო მეტ პროცენტებს გადაიხდით. იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია გრაფიკის შეცვლა ან შეცვლამ შედეგი არ მოიტანა, მსესხებელი გამოთვლის საჯარიმო პროცენტს და თქვენი საქმე სავარაუდოთ პრობლემური სესხის ოფიცრებს გადაეცემა. კრედიტორი ვალდებულია აცნობოს მსესხებელს ვალების შესახებ და სიტუაციის შეფასების შემდეგ შეეცადოს ვალის დაფარვის სხვა ვადების შეთავაზება. თუ მსესხებელი ვალებს უგულებელყოფს, რისკავს აღმოჩნდეს სასამართლოს წინაშე. როგორც წესი, სასამართლოს შემდეგ, უძრავი ქონება ჩამოირთმევა, ხოლო თუ ეს არასაკმარისია, მსესხებელი ვალდებულია განაგრძოს დარჩენილი თანხის დაფარვა. თუ მსესხებელი ისევ იგნორირებს ვალის დაფარვას, კრედიტორს უფელბა აქვს მსესხებლის ხელფასიდან ფული ჩამოჭრას.