იპოთეკური სესხი

იპოთეკური სესხი

ახალი ნივთის შეძენა ყოველთვის ბედნიერ და დადებით სიტუაციასთან არის დაკავშირებული. მობილური ტელეფონი, ახალი კომპიუტერი, პრინტერი ოფისისთვის, ახალი ავეჯი ოთახის გასალამაზებლად და სხვა. ეს ყველაფერი ყოველთვის გვიხარებს გულს და რაღაც სიახლეს შემოიტანს ხოლმე ჩვენს ცხოვრებაში. ყოველი ადამიანის ცხოვრებაში დგება მომენტი როდესაც იგი გააკეთებს რაიმე დიდ შენაძენს.

კომპანიამიღებისდროსუპროცენტოპირველად სესხიპირველი სესხის მაქსიმუმისესხის ვადააიღე სესხი
15 წუთში 50-250 ლარი650 ლარი
*94.3%
1-30 დღეაიღე სესხი
15 წუთში 30 – 500 ლარი900 ლარი
*100%
5-730 დღეაიღე სესხი
15 წუთში 50 – 500 ლარი1000 ლარი
*100%
5-30 დღეაიღე სესხი
15 წუთში 500-3000 ლარი3000 ლარი
*95.13%
3-24 თვემდეაიღე სესხი
15 წუთში 100-1000 ლარი1000 ლარი
*99.95%
1-12 თვემდეაიღე სესხი
15 წუთში 400 – 1500 ლარი4000 ლარი
*97.48%
3-36 თვემდეაიღე სესხი
15 წუთში 50 – 500 ლარი1500 ლარი
*99.98%
5-30 დღეაიღე სესხი
1 დღე 1550-50000 ლარი50000 ლარი
*ინდივიდუალური
12-36 თვემდეაიღე სესხი
1 დღე 500-20000 ლარი20000 ლარი
*ინდივიდუალური
3-36 თვემდეაიღე სესხი
5 წუთში 100-300 ლარი300 ლარი
*99.61%
1-20 დღეაიღე სესხი
15 წუთში 500-5000 ლარი5000 ლარი
*ინდივიდუალური
1-36 თვემდეაიღე სესხი
1 დღე 1000-30000 ლარი30000 ლარი
*ინდივიდუალური
3-72 თვემდეაიღე სესხი

* წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი

მიღებისდროს: 15 წუთში

უპროცენტო:

პირველად სესხი: 50-250 ლარი

პირველი სესხის მაქსიმუმი: 650 ლარი (*94.3%)

სესხის ვადა: 1-30 დღე

მიღებისდროს: 15 წუთში

უპროცენტო:

პირველად სესხი: 30 – 500 ლარი

პირველი სესხის მაქსიმუმი: 900 ლარი (*100%)

სესხის ვადა: 5-730 დღე

მიღებისდროს: 15 წუთში

უპროცენტო:

პირველად სესხი: 50 – 500 ლარი

პირველი სესხის მაქსიმუმი: 1000 ლარი (*100%)

სესხის ვადა: 5-30 დღე

მიღებისდროს: 15 წუთში

უპროცენტო:

პირველად სესხი: 500-3000 ლარი

პირველი სესხის მაქსიმუმი: 3000 ლარი (*95.13%)

სესხის ვადა: 3-24 თვემდე

მიღებისდროს: 15 წუთში

უპროცენტო:

პირველად სესხი: 100-1000 ლარი

პირველი სესხის მაქსიმუმი: 1000 ლარი (*99.95%)

სესხის ვადა: 1-12 თვემდე

მიღებისდროს: 15 წუთში

უპროცენტო:

პირველად სესხი: 400 – 1500 ლარი

პირველი სესხის მაქსიმუმი: 4000 ლარი (*97.48%)

სესხის ვადა: 3-36 თვემდე

მიღებისდროს: 15 წუთში

უპროცენტო:

პირველად სესხი: 50 – 500 ლარი

პირველი სესხის მაქსიმუმი: 1500 ლარი (*99.98%)

სესხის ვადა: 5-30 დღე

მიღებისდროს: 1 დღე

უპროცენტო:

პირველად სესხი: 1550-50000 ლარი

პირველი სესხის მაქსიმუმი: 50000 ლარი (*ინდივიდუალური)

სესხის ვადა: 12-36 თვემდე

მიღებისდროს: 1 დღე

უპროცენტო:

პირველად სესხი: 500-20000 ლარი

პირველი სესხის მაქსიმუმი: 20000 ლარი (*ინდივიდუალური)

სესხის ვადა: 3-36 თვემდე

მიღებისდროს: 5 წუთში

უპროცენტო:

პირველად სესხი: 100-300 ლარი

პირველი სესხის მაქსიმუმი: 300 ლარი (*99.61%)

სესხის ვადა: 1-20 დღე

მიღებისდროს: 15 წუთში

უპროცენტო:

პირველად სესხი: 500-5000 ლარი

პირველი სესხის მაქსიმუმი: 5000 ლარი (*ინდივიდუალური)

სესხის ვადა: 1-36 თვემდე

მიღებისდროს: 1 დღე

უპროცენტო:

პირველად სესხი: 1000-30000 ლარი

პირველი სესხის მაქსიმუმი: 30000 ლარი (*ინდივიდუალური)

სესხის ვადა: 3-72 თვემდე

* წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი

ერთ-ერთი ყველაზე სასიხარულო და ბედნიერი შენაძენი არის უძრავი ქონება. ნებისმიერი ჩვენგანისთვის სასიხარულო და სიახლის მომტანი არის ბინის, მიწის ნაკვეთის ან მასთან გათანაბრებული ქონების შეძენა. შესაბამისად, საქართველოში ძალიან მომრავლდა ახლად მშენებარე კორპუსები. გავრცელდა ასევე ფინანსური მომსახურება, რომელიც წინასწარი შენატანებითა და გრძელვადიანი ვალდებულებებით გვაძლევს საშუალებას შევიძინოთ ბინა.

იპოთეკური სესხი არის სესხი, რომელიც დაცულია უძრავი ქონებით. სესხის სახით მიღებული დამატებითი თანხის ნაცვლად, მსესხებელი ან ქონების შემსყიდველი, ბანკს სესხის დაფარვის გარანტიად აძლევს ამ ან სხვა უძრავ ქონებას. იპოთეკური სესხი არის ერთგვარი ლეგალური შეთანხმება ბანკსა და მსესხებელს შორის. ეს შეთანხმება საშუალებას აძლევს ბანკს რომ ლეგალურად მოითხოვოს პოტენციურად დაკარგული სახსრების ანაზღაურება, იმ შემთხვევაში თუ კი მსესხებელი დააგვიანებს ან სულაც არ გადაიხდის თანხას. ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, მსესხებელს მფლობელობაში აქვს ის კონკრეტული უძრავი ქონება, რომლითაც იცავს იპოთეკურ სესხს, თუმცა სესხის გამცემი პირი არის რეალურად ამ ქონების მესაკუთრე, მანამ, სანამ ეს სესხი მთლიანად არ იქნება დაფარული.

იპოთეკური სესხი საქართველოში

საქართველოში გაიცემა კერძო იპოთეკური სესხები, სესხები ბანკებისგან და სხვა საფინანსო ორგანიზაციებისგან. როგორც წესი, იპოთეკური სესხი ლარში გაიცემა, თუმცა დოლარშიც არ არის შეზღუდვა.

საშუალოდ, იპოთეკური სესხის აღდგენის (დაბრუნების) პერიოდი არის 15 წელი. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქართული ბანკის მონაცემების მიხედვით, საშუალო საპროცენტო განაკვეთი იპოთეკურ სესხზე არის 7%. მინიმალური თანხა იპოთეკური სესხისთვის დოლარში არის 2,000 USD, ხოლო მაქსიმუმ 500,000 USD ოდენობის თანხა გაიცემა.

არსებობს სესხები, რომლებიც გაიცემა ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად და საკმაოდ სწრაფად. თუმცა, იპოთეკური სესხი ასეთი სესხების ტიპს არ მიეკუთვნება. ლოგიკურია რომ ასეთი გრძელვადიანი სესხის მისაღებად საჭიროა ბანკის რომელიმე ფილიალში მისვლა.

რა განსხვავებაა იპოთეკურ სესხსა და სხვა საკრედიტო სერვისებში?

რა ტიპის სესხები იცით გარდა იპოთეკური სესხისა?

  • ონლაინ სესხი – ეს არის მარტივი სამომხმარებლო სესხი, რომელიც გაიცემა სახლიდან გაუსვლელად. კომფორტული და მოსახერხებელი მეთოდი იმისათვის რომ სრულიად მოკლე დროსა და მცირე ძალისხმევის მეშვეობით მიიღოთ გარკვეული რაოდენობის თანხა. ონლაინ სესხი არის მოკლევადიანი სესხი, და როგორც წესი მისი გაცემის ვადა არ აღემატება 1,5 წელს.
  • სწრაფი სესხი – სწრაფი სესხი, ასევე შესაძლოა ონლაინ სესხადაც მოვიხსენიოთ. სწრაფი სესხები გაიცემა არა მხოლოდ ონლაინ პლატფორმებზე, არამედ ბანკებშიც კი შემოვიდა ეს პოპულარული ფინანსური მომსახურეობა. ახლა უკვე შესაძლებელია ბანკის ნებისმიერ ფილიალში მოითხოვოთ სწრაფი სესხი, რომლის მიღებასაც 15 წუთზე მეტიც კი არ სჭირდება. როგორც ონლაინ სესხი, სწრაფი სესხიც მოკლევადიანია. ძირითდად, მისი დაფარვის ვადა წარმოადგენს 1 წელს. მაქსიმალური რაოდენობის თანხა კი რაც გაიცემა მერყეობს 1500 – 3000 ლარს შორის. ეს დამოკიდებულია იმ საკრედიტო დაწესებულებაზე რომელიც გასცემს სწრაფ სესხს.
  • წინასწარ დამტკიცებული სესხი – დიდი პოპულარობით სარგებლობს ასეთი ტიპის სესხი დღეს საქართველოში. განსაკუთრებით იმის გამო, რომ ისიც საკმაოდ სწრაფი ტიპის სესხია და სულაც არ საჭიროებს არანაირ რიგში ჩადგომას ბანკში. კონსულტანტთან საუბარს და იმის მოლოდინში ყოფნას, დაგიმტკიცებენ თუ არა სესხს. საქმე იმაშია, რომ, თქვენ მოგდით შეტყობინება თქვენი პარტნიორი ბანკისგან, იმის შესახებ, რომ დაგიმტკიცდათ წინასწარი მეთოდი გარკვეული რაოდენობის თანხა სესხის სახით. ეს თანხა არ აღემატება 1500 ლარს. თქვენ თავისუფლად შეგიძლიათ მიხვიდეთ ბანკში და მათი ATM ან სხვა სალარო აპარატების დახმარებით გამოიტანოთ თანხა.
  • სტუდენტური სესხი – ამ სესხის დანიშნულება ისედაც თვალსაჩინოა. ეს არის მარტივი მოკლევადიანი სამომხმარებლო სესხი, რომლის დანიშნულებაცაა პირის საგანმანათლებლო დანახარჯების დაფარვა.
  • მცირე ბიზნეს სესხი – ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო ფინანსური მომსახურება. მცირე ბიზნეს სესხი ეხმარება ახლად წამოწყებულ ბიზნესებს განვითარებაში. ამ სესხს როგორც წესი კომპანიის კაპიტალბრუნვის ხელშეწყობისთვის იყენებენ, ზოგჯერ ხელფასების გადასახდელადაც კი.

და მთლიანობაში ალბათ ჩანს კიდეც თუ რა განასხვავებს ამ სესხებს იპოთეკური სესხისგან. მთავარი განმასხვავებელი ნიშანი არის ვადიანობა და თანხის ოდენობა. იპოთეკური სესხი (ipotekuri sesxi) არის ყველაზე გრძელვადიანი და კომპლექსური სესხი. სწორედ ამით განსხვავდება ის სხვა დანარჩენი სესხებისგან.

გარდა ვადიანობისა და თანხის სიდიდის განსხვავებისა, იპოთეკური სესხი განსხვავდება მიღების სირთულით და საჭირო დოკუმენტების ნუსხით. ამ დეტალებსაც აუცილებლად განვიხილავთ ამავე სტატიაში. იპოთეკური სესხი ლარში გაიცემა, თუმცა დოლარშიც არ არის სეზღუდვა. ზემოთ ჩამოთვლილი სესხები კი, გარდა მცირე ბიზნეს სესხისა, ყველა აუცილებლად გაიცემა ლარში.

საჭირო პირობები იმისათვის რომ მივიღოთ იპოთეკური სესხი

იპოთეკური სესხის აღებაზე განაცხადის შეტანა საკმაოდ სტრესული პროცესია. პირველ რიგში, ბანკში წასვლამდე, თქვენი საკრედიტო ისტორიის წერილობითი ასლი უნდა გქონდეთ ხელში. ზოგიერთ ბანკში (მითუმეტეს დღეს) არსებობს ციფრული ბაზები, სადაც ასახულია თქვენი საკრედიტო ისტორია, თუმცა წინასწარ მომზადებაც არ იქნებოდა ცუდი. საკრედიტო ისტორიის გადამოწმება არა მხოლოდ ბანკის ვალია, არამედ თქვენიც. წინასწარვე უნდა შეამოწმოთ თუ კი რაიმე ხარვეზი ან დაგვიანება გაქვთ. შესაძლოა ისტორიაში შეცდომაც კი იყოს. შესაბამისად, ჭკვიანური იქნება, თუ კი წინასწარ აღმოფხვრით ასეთ ხარვეზებს და მზად მიხვალთ საკრედიტო ოფიცერთან.

მსესხებელმა უნდა იცოდეს, თუ როგორი ტიპის სახლი/ქონება არის მოთხოვნილი. უნდა იცოდეთ ასევე ის თუ როგორ ფასდება თქვენი ქონება და რა კრიტერიუმებს ესაბამება. ეს ყველაფერი განაპირობებს იპოთეკური სესხის ტიპს და ვადას.

ქონების შეფასებისთვის, ბანკის წარმომადგენელი, ატარებს ექსპერტიზას. ეს ექსპერტიზა განსაზღვრავს ქონების საბაზრო ფასს, რაც პირდაპირ აისახება სესხით გაცემული თანხის რაოდენობაზე. ექსპერტიზის ჩასატარებლად მსესხებელი პირი იხდის მცირე რაოდენობის გადასახადს.

როდესაც იპოთეკური სესხის მიღების შესახებ განაცხადის წერა და განთავსება დასრულებულია, მსესხებელს მოსთხოვენ გარკვეული ტიპის ინფორმაციას. სწორედ ეს ინფორმაციაა საჭირო იმისათვის რომ მომზადებული მიხვიდეთ ბანკში:

  • პირადი ინფორმაცია: სახელი გვარი, პირადი საიდენტიფიკაციო ნომერი, იურიდიული მისამართი, და სხვა.
  • დასაქმებულობის დამადასტურებელი საბუთი და მინიმუმ 2 წლის სახელფასო (რეგულარული) შემოსავლის ამონაწერი.
  • თვითდასაქმებულთათვის, პერსონალური ანგარიშის ამონაწერი (მიღებული შემოსავლების გასაანალიზებლად) და გადასახადების ამონაწერი.
  • მიმდინარე ვალის არსებობის შემთხვევაში, ინფორმაცია და დეტალები გამცემი კომპანიის შესახებ. ვალის რაოდენობა და დაბრუნების ვადა.
  • საქართველოს მოქალაქეობის (ბინადრობის) დამადასტურებელი საბუთი.
  • უძრავი ქონების ამონაწერი საჯარო რეესტრიდან

აუცილებელი მოთხოვნილებები, რომლებიც უნდა დააკმაყოფილოთ რომ მოგცენ იპოთეკური სესხი:

  • მინიმალური ყოველთვიური შემოსავალი (საშუალოდ) 1000 ლარი.
  • მინიმუმ 6 თვიანი მუშაობის გამოცდილება (როგორც წესი, მოთხოვნა უფრო მაღალია ხოლმე, თუმცა ასეთ დროსაც გაიცემა იპოთეკური სესხი.
  • შემოსავალი უნდა ირიცხებოდეს საქართველოში რეგისტრირებულ და მოქმედ ნებისმიერ ბანკში.
  • ასაკობრივი შეზღუდვა (როგორც წესი მინიმალური ზღვარი არის 23-26 წელი).

მას შემდეგ რაც განცხადება სრულიად არის შევსებული და ქონების ფასიც განსაზღვრულია, სესხის მოთხოვნის პროცესი დამთავრდება. თქვენ დაგრჩენიათ მხოლოდ პასუხისთვის ლოდინი. უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, ეცადეთ გაიგოთ თუ რატომ თქვეს თქვენს აპლიკაციაზე უარი. ხოლო დადებითი პასუხის შემთხვევაში, მოუსმინეთ თქვენი საკრედიტო ოფიცერის რჩევებს.

კერძო იპოთეკური სესხები დაახლოებით მსგავსი პირობებით გაიცემა. ამ შემთხვევაში, გამცემ ორგანიზაციას ან პირს გააჩნია და მის მიერ წაყენებულ პირობებს. როგორც წესი, როდესაც ხელშეკრულება დგება ორ ფიზიკურ პირს შორის, საქმეში შუამავლად შემოდის ნოტარიუსი. ნოტარიუსი უზრუნველყოფს ხელშეკრულების ლეგალურობას და კანონიერ დამოწმებას.

თანხის დაბრუნება კი ხდება წინასწარ განსაზღვრული გრაფიკით. როგორც წესი, აქ იგულისხმება ყოველთვიური ფულადი შენატანები ბანკში. საბოლოოდ გადასახადი თანხა წინასწარ არის განსაზღვრული. ამ თანხას ემატება საპროცენტო განაკვეთი, რომელსაც იხდით ბანკის მომსახურების ფასის ასანაზღაურებლად. საბოლოო თანხა, იყოფა იმ პერიოდზე რა ვადაზეც გაქვთ სესხი აღებული და ნაწილდება 12 თვეზე.

იპოთეკური სესხი საკმაოდ სასარგებლო და ინოვაციური საკრედიტო პროდუქტია, რომელიც წლების განმავლობაში ერთ-ერთ პირველ ადგილს იკავებს საკრედიტო სტატისტიკაში. იპოთეკური სესხის მიღება საკმაოდ დიდი და სტრესული პროცესია, თუმცა საბოლოოდ ბედნიერი შენაძენის ან ცვლილების გაკეთების საშუალება გეძლევათ. იცოდეთ მისი რისკიანობა და რა დონის სიფრთხილე უნდა დაიცვათ მაშინ როდესაც ასეთი ტიპის სესხთან გაქვთ კავშირი. ეცადეთ აიმაღლოთ თქვენი სასესხო კულტურა და განათლება, რათა სამომავლოდ მაქსიმალურად მომგებიანი ურთიერთობა გქონდეთ საბანკო დაწესებულებებთან.