დღიური

5 მინიშნება სახლის შესაძენად

ადამიანები, რომლებიც დასაქმებული არიან ამა თუ იმ სფეროში, ყოველთვის ცდილობენ საკუთარი შრომის შედეგად მიღებული ანაზრაურება რაციონალურად გამოიყენონ. არიან ადამიანები, რომლებიც თანხას სამოგზაუროდ, განათლების ან სხვა მიზნებისთვის აგროვებენ. ამასტანავე, არიან ისეთებიც, რომლებიც მიზნად ისახავენ, რომ ქონდეთ საკუთარი უძრავი ქონება და ამ მიზნის მისაღწევად აქტიურად იღწვიან.

იმისათვის, რომ შევძლოთ ჩვენი ოცნების სახლის შეძენა, საკმაოდ ბევრი გზა არსებობს, თუმცა გთავაზობთ თვალი გადავავლოთ 5 ყველაზე მნიშვნელოვან და საინტერესო ფაქტორს, რომელიც ამ უდიდესი მიზნის მიღწევაში დაგვეხმარება.

პირველ რიგში, აუცილებელი და მთავარია სწორად განვსაზღვროთ რა ტიპის სახლის სეძენა გვსურს. რამდენად შეესაბამება ჩვენი სურვილები და მოთხოვნები არსებულ რეალობას. ეს გულისხმობს, როგორც გარემო პირობების, ასევე, ჩვენი შემოსავლისა და სამომავლოდ დაგეგმილი ცვლილებებისა თუ მოლოდინების ზუსტ განსაზღვრას. მაგალითად, თუ თქვენ ხართ მარტოხელა, თუმცა უმოკლეს პერიოდში გეგმავთ დაოჯახებას, აუცილებელია გაითვალისწინოთ შესაძენი სახლის ზომა. ამის გათვალისწინებით, ბუნებრივია, რომ თუ გაიზრდება მოთხოვნა ფართზე, პროპორციულად გაიზრდება მისი ღირებულებაც და ჩვენი მოლოდინიც, რა ოდენობის თანხა დაგვჭირდება ოცნების სახლის შესაძენად.

მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი დროის განსაზღვრაა. რა დრო შეგვიძლია დავხარჯოთ მიზნის მისაღწევად. სახლის შეძენა ჩვენთვის აუცილებელია ექსტრემალურად მოკლე დროში, თუ შესაძლებლობა გვაქვს რამოდენიმე წლის განმავლობაში მშვიდად მოვაგროვოთ თანხა ბინისათვის? ეს კიდევ ერთი საშუალება იქნება განვსაზღვროთ იქნება თუ არა საკმარისი ჩვენ ხელთ არსებული ფინანსური რესურსები მიზნის მისაღწევად, თუ გარკვეულ ეტაპზე დაგვჭირდება დამატებითი თანხის მოძიება თუნდაც სესხის სახით.

მესამე ფაქტორი, რაც შეგვიძლია განვიხილოთ არის ის მეთოდი, რომელიც ჩვენთვის ყველაზე ხელსაყრელი იქნება, რომ ბინის შეძენისას გაწეული ხარჯი, მძიმე ვალდებულებად არ დააწვეს ჩვენ ჯიბეს. უმჯობესი იქნება, თუ ამის განსასაზღვრად რჩევას შესაბამის პროფესიონალებს დავეკითხებით და ისე დავგეგმავთ მომავალ ნაბიჯებს.

მეოთხე ფაქტორი გასათვალისწინებელია იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს ბინის საკუთარი სახსრებით შეძენა. ეს გულისხმობს იმას, რომ ჩვენ მოვაგროვოთ შესაბამისი თანხა გარკვეული პერიოდის განმავლობაში, და მხოლოდ ამის შემდეგ შევიძინოთ სასურველი სახლი. ამ ეტაპზე აუცილებლად უნდა მივაქციოთ ყურადრება იმ გზას, თუ როგორ შევძლოთ არც თუ ისე მცირე ფინანსური რესურსის მოგროვება. თანამედროვე ფინანსურ სამყაროში მრავალი საშუალება არსებობს ამ მიზნის მისაღწევად. ყველაზე ფართოდ გავრცელებული დღეისათვის ანაბრების სისტემაა. ადამიანებს საშუალება აქვთ აირჩიონ სხვადასხვა ტიპის დაგროვების სისტემა, იქნება ეს ვადიანი თუ მოთხოვნამდე, თქვენი საჭიროებიდან და პრიორიტეტებიდან გამომდინარე და თქვენივე გადაწყვეტილების შესაბამისად დააგროვოთ თანხა ყოვედღიურად, ყოველკვირეულად თუ ყოველთვიურად. აღნიშნულის განხორციელება იმ ვადით შეგიძლიათ რასაც მიზნად დაისახავთ.

მეხუთე და ვფიქრობ ყველაზე პოპულარული მინიშნება, რაც იმ დროს გამოგადგებათ თუ მაქსიმალურად მოკლე დროში გსურთ სასურველი უძრავი ქონების შეძენა, სესხია. საქართველოში საკამოდ დიდია იმ ფინანსური ისნტიტუტების რიცხვი, რომლებიც თავის მომხმარებელს სხვადასხვა ტიპის სესხს თავაზობენ სასურველი მიზნის მისაღწევად. იმის გათვალისწინებით, თუ რა ოდენობის თანხა გჭირდებათ დამატებით ბინის შესაძენად, შეგიძლიათ აირჩიოთ ჩვეულებრივი, უზრუნველყოფის გარეშე სამომხმარებლო სესხი, უზრუნველყოფილი სესხი, იპოთეკური სესხი თუ რაიმე სხვა ვარიანი. ჩამოთვლილთაგან, ბინის შესაძენად მომხმარებლები ყველაზე აქტიურად იპოთეკურ სესხს იყენებენ. ამ კატეგორიის სესხის უპირატესობას პირველ რიგში დაბალი საპროცენტო სარგებელი განაპირობებს.

თქვენ საშუალება გაქვთ უზრუნველყოფის საგნად გამოიყენოთ შესაძენი უძრავი ქონება და თანხა დაფაროთ ეტაპობრივად, თქვენთვის მისაღები და კომფორტული განრიგის შესაბამისად. ყველაზე ხშირად მომხმარებლები ამ ტიპის სესხის მისაღებად ბანკებს მიმართავენ. იპოთეკური სესხისათვის თქვენ დაგწირდებათ უზრუნველყოფის საგნის შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენა საკრედიტო ოფიცრისათვის. ასევე, დამატებით, აუცილებლად დაგწირდებათ სტაბილური ფინანსური შემოსავალი, რომელის დადასტურებასაც ბანკი აუცილებლად მოგთხოვთ და ყველაზე მთავარი, დადებითი საკრედიტო ისტორია, რომლის გარესეც ფატობრივად წარმოუდგენელიც კი არის რაიმე სახის სესხის მიღება. ეს შეეხება როგორც საბანკო სექტორს, ასევე ზოგადად ნებისმიერ ფინანსურ დაწესებულებას, რომელიც თანახამაა საკმაოდ დიდი ოდენობის თანხა გასცეს თქვენი მიზნებისა და მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.