დღიური

შეუძლია სესხის რეფინანსირებას დაგეხმაროთ დავალიანების დარეგულირებაში?

როდესაც ადამიანები სხვადასხვა ტიპის ფინანსურ ვალდებულებას იღებენ, არის შემთხვევები, როდესაც ვერ ახერხებენ არსებული რისკების სწორ შეფასებას და ხდება ისე, რომ სულ უფრო მეტად ეფლობიან გამოუვალ მდგომარეობაში. შედეგად, მიდიან იმ წერტილამდე, როდესაც თითქმის შეუძლებელი ხდება ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვნად შესრულება. როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ თავი დავაღწიოთ მსგავს სიტუაციებს, ან სულაც დროულად დავაიდენტიფიციროთ მოსალოდნელი რისკი? ამის გასაკეთებლად ბევრი გზა არსებობს. თუმცა, ხშირად საუკეთესო გამოსავალი არსებული სესხის ან სესხების რეფინანსირებაა.

პირველ რიგში გვარკვიოთ რას ნიშნავს თავად ეს ტერმინი, როგორ შეიძლება ამ მომსახურებით სარგებლობა და შეუძლია თუ არა მას დაგვეხმაროს არსებული ფინანსური დავალიანების დარეგულირებასა და აღმოფხვრაში. როგორც ფინანსური სფერო განგვიმარტავს, სესხის რეფინანსირება გულისხმობს კრედიტის არსებული პირობების (დაფარვის გრაფიკი, პროცენტი) ცვლილებას. როგორც წესი, ეს ცვლილებები ყოველთვის გაცილებით უფრო მომგებიანი და შეღავათიანია მომხმარებლისათვის, ვიდრე მისი წინამორბედი.

უფრო ადვილი გასაგები რომ გახდეს, რეფინანსირება ნიშნავს არსებული სესხის ან სესხების გაერთიანებას, მიმდინარე განრიგის ფარგლებში მეტი შეღავათის მიღებას და გაცილებთ უფრო ხელსაყრელ პირობებს დავალიანების დასაფარად. ამ მომსახურებას უმეტეს წილად მხოლოდ მაშინ მიმართავენ, როდესაც რთული ხდება ნაკისრი ვალდებულებების შესრულება და მომხმარებელს გააზრებული აქვს, რომ მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა დასაბრუნებელი თანხაც კი გაეზარდოს, მაგრამ პირობები ბევრად უფრო ლოიალური და ადვილად შესასრულებელი იყოს მისთვის.

უმეტეს წილად რეფინანსირებას საქართელოში ბანკები თავაზობენ მომხმარებელს. იმისათვის, რომ შეძლოთ ამ მომსახურებით სარგებლობა, თქვენ აუცილებლად უნდა იყოთ საქართველოს სრულწლოვანი მოქალაქე, გქონდეთ სტაბილური დადასტურებული შემოსავალი და რაც ყველაზე მთავარია დადებითი საკრედიტო ისტორია. თუმცა, არის შემთხვევები, როდესაც ნეგატიური საკრედიტო ისტორიის შემთხვევაშიც აძლევენ კრედიტორები საშუალებას მომხმარებელს ისარგებლოს სესხის რეფინანსირებით. ეს სწორი ნაბიჯია მათი მხრიდან, რადგან ამ გზით ისინი საშუალებას აძლევენ მომხმარებელთა იმ კატეგორიას, რომელსაც მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო შეექმნა ფინანსური პრობლემები და რაღაც პერიოდის განმავლობაში ვერ შეძლო ნაკისრი ვალდებულების შესრულება, გამოასწორონ თავისი საკრედიტო ისტორია და არსებული სესხიც კეთილსინდისიერად და მისთვის და კრედიტორისთვის თანაბრად მისაღებ პირობებში სრულად დაფაროს.

თუმცა, აუცილებელია აქვე აღვნოშნოთ ისიც, რომ სულ უფრო მეტია ისეთი მიკსროსაფინანსო ორგანიზაციების რიცხვი, რომლებიც მომხმარებელს თავის მომსახურებას თავაზობენ. არ დაგაბნიოთ იმ ფაქტორმა, რომ როგორც წესი, ასეთი ტიპის დაწესებულებები სესხს მხოლოდ მოკლევადიანი მიზნებისთვის გაცემენ.

ქართულ ფინანსურ ბაზარზე სულ უფრო მეტად იკიდებს უკვე ფესხს სწრაფი მიკრო სესხების ისეთი კატეგორია, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია არა მხოლოდ მოკლევადიანი მიზნებსი დასაკმაყოფილებლად და პრობლემის მოსაგვარებლად, არამედ შედარებით გრძელოვანი მიზნებისთვისაც.

არის შემთხვევები, როდესაც ადამიანები დაუფიქრებლად იღებენ სხვადასხვა მოკლევადიან ვალდებულებებს და თვლიან, რომ უპრობლმეოდ დაფარავენ მას. სამწუხაროდ ეს სწორედ ის კატეგორიაა, რომელი დაფიქრებისა და წინასწარი გაანალიზების გარეშე იღებს დამატებით ვალდებულეებებს თავის თავზე და ფაქტობრივად არც კი უფიქრდება მოსალოდნელ მძიმე და არასასიამოვნო შედეგს. ასეთ დროს, სულ უფრო მეტი კომპანია ცდილობს ადამიანთა იმ კატეგორიის დახმარებას, რომლებიც მოულოდნელად აღმოჩნდნენ ფინანსურ ლაბირინთში, თმცა სურვილი აქვთ დროულად მოძებნონ გამოსავალი. სწრაფ სესხებს, რომლებიც შედარებით გრძელვადიანად გაიცემა პლუსები და მინუსები თითქმის თანაბრად აქვს.

ამ ტიპის რეფინანსირებულ სესხს თ გამოვიყენებთ, ჩვენ შესაძლოა ძალიან მოკლე პერიოდში მოვაგვროთ წარმოქმნილი პრობლემა იმის გამო, რომ სესხის გასაცემად საჭირო პროცედურები მინიმუმამდეა დაყვანილი, თუმცა ის საპროცენტო სარგებელი, რაც ამ შემთხვევაში იქნება გადასახდელი საკმაოდ მაღალია. აუცილებელია ეს ფაქტორი აუცილებლად გასათვალისწინებელ უმნიშვნელოვანეს საკითხთა შორის განვიხილოთ ყოველთვის.

ზემოთ მოცემული სხვადასხვა ტიპის ინფორმაციის საფუძველზე, ვფიქრობ, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ თუ თქვენ რამოდენიმე ტიპის ფინანსური ვალდებულება გაქვთ, ყოველთვის გაცილებით უფრო კომფორტული და მომგებიანია სესხების ერთ, უფრო მსხვილ სესხად გარდაქმნა რეფინანსირების გზით, მითუმეტეს იმ შემთხვევაში, თუკი ასე საშუალება მოგვეცემა ნაკლები დანახარჯით მეტი სარგებელი მივიღოთ.