დღიური

ყველაზე ძვირადღირებული ქვეყნები მსოფლიოში

ყოველწლიურად და ყოველდღიურად წარმოუდგენელი რაოდენობის კვლევას გვთავაზობენ შესაბამისი ორგანიზაციები. ადამიანების დაინტერესებს ამ ტიპის ინფორმაციის მიმართ იმდენად მაღალია, რომ ფაქტობრივად წარმოუდგენელიც კი არის კვლევის თემების მრავალეროვნება. კვლევა შესაძლოა იყოს კონკრეტული მარშრუტის, ან ტრანსპორტის შესახებ, იმ რაიონში გავრცელებულ სატრანსპორტო საშუალებებზე, ყველაზე მდიდარ ადამიანებსა და მათ ინტერესებზე და ასე შემდეგ.

რაოდენ გასაკვირიც არ უნად იყოს, სხვა ადამიანების ცხოვრება ყოველთვის ძალზე საინტერესოა მეორე ადამიანისთვის. შესაბამსიად, ბევრია ისეთი კატეგორიის ინფორმაციის მოთხოვნა, როგორიც მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანები, ან მანქანები, ან სულაც კურორტებია. ამჯერად მოდით თვალი გადავავლოთ ინფორმაციას, რომელიც მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ქვეყნების შესახებ მოიპოვე ინტერნეტ სივრცეში.

პირველი რაც თვალში მოგვხვდება კვლევები, რომლებიც ტურისტებისთვის ძვირადღირებულ ქვეყნებს შეეხება. თითქმის ყველა კვლევა თანხმდება იმაზე, რომ ერთ-ერთი უძვირესი ტურისტებისათვის ევროპაში ავსტრიაა, სადაც ღამის გათევა თითქმის ორ ასეულ ამერიკულ დოლარამდე მერყეობს. თუმცა მას დღეს უკვე კონკურენციას უწევენ და პირველობა ფაქტობრივად ჩამოართვეს ისეთმა ეგზოტიკურმა ქვეყნებმა, როგორიც კარიბის ბარბადოსი და არაბეთის გაერთიანებული ემირატებია. ამ ქვეყნებში მაღალი ფასების მიუხედავად, საქართველოში არაბეთის მონახულების მსურველთა რიცხვი, მაინც ყოველწლიურად იზრდება და ამას ხელს აღნიშნულ ქვეყანასთან არსებული გამარტივებული სავიზო პოლიტიკაც უწყობს ხელს. ადამიანები, რომლებიც სტაბილურ სამსახურში არიან დასაქმებული, ამჯობინებენ თუნდაც ისესხონ თანხა წლის კონკრეტულ პერიოდში და იყიდონ შესაბამისი საგზური ამ ეგზოტიკური და ტრადიციებით დახუნძლული ქვეყნის მოსანახულებლად. თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში აგროვებენ თანხას დაგეგმილი მოგზაურობის დასაფინანსებლად.

არანაკლებ ძვირადღირებულია ევროპის კიდევ ერთი ქვეყნის, ჩეხეთის მონახულება, რომელსაც ფეხდაფეხ მოყვება უკვე ნახსენებ ქვეყნებს. მის გვერდით კი უპრიანი იქნება ვახსენოთ ლუქსემბურგი და ამერიკის შეერთებული შტატები. ამ უკანასკნელის სიძვირე უმეტეს წილად იმის გამო ხვდება რეიტინგში, რომ გზა, რომლის გავლაც ევროპელ და/ან აზიელ ტურისტებს უწევთ მის მოსანახულებლად, საკმაოდ შორი და ძვირადღირებულია. მაგალითად, თუ ევროპაში სამოგზაუროდ საკმარისი იქნება რამოდენიმე, ორი ან სამი ასეული ევრო, ამერიკის შეერთებულ შტატებში მოგზაურობისას უნდა გაითვალისწინოთ, რომ აქ მხოლოდ მგზავრობისთვის შეიძლება რამოდენიმე ასეულ ევროზე მეტიც კი დაგჭირდეთ. ეს თანხა სრულებით ადეკვატურად შეიძლება მერყეობდეს 4, 5 ან გაცილებით უფრო მეტ ასეულსაც კი შეადგენდეს. აღარაფერს ვამბობთ დამატებით სასტუმროს მომსახურებაზე, რომელიც პირდაპირ პროპორციულად ემატება ნებისმიერ ქვეყანაში მოგზაურობისთვის საჭირო თანხას.

თუ კიდევ უფრო ჩავუღრმავდებით ჩვენ ჩამონათვალს და ინტერნეტ რესურსებს გადავავლებთ თვალს, მომდევნო საფეხურებზე შევხვდებით ისეთ დასახელებებს, როგორიც ნიდერლანდები და ჰონკონგია.

საკმაოდ ხელმისაწვდომია ბოლო წლების განმავლობასი მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური ინფორმაციის შემცველი მონაცემები მსოფლიოს ძვირადღირებულ ქვეყნებთან დაკავშირებით. თუ ამ რესურსს დავეყრდნობით, და ოცეულს გადავხედავთ აღმოვაჩნეთ საკმაოდ საიტნერესო ქვეყნებს. მაგალითად, ისეთებს როგორიც არის ფინეთი, ირლანდია, სიცილია, რომლებიც მართალია ვერ ლიდერობენ ჩამონათვალს, თუმცა ამ განსაკუთრებულ კატეგორიაში მაინც მოხვდნენ. მათ ფეხდაფეხ რაოდენ გასაკვირიაც არ უნდა იყოს მიყვება კანადა, ქვეყანა, რომლის შესახებაც სულ უფრო მეტი ახალი, საინტერესო ინფორმაცია გვეხვდება საინფორმაციო სივრცეში. ამ უკანასკნელის სიძვირეს ამერიკის შეერთებული შტატების მსგავსად, სატრანსპორტო საშუალებების სიძვირე განაპირობებს.

მომდევნო ადგილებს იყოფენ ისეთი წამყვანი ქვეყნები, როგორიც არის გერმანია, ჰონ კონგი, ისლანდია და ავსტრალია. ავსტრალიაში საკმაოდ კარგად არის განვითარებული სასტუმრო ინდუსტრია და მომხმარებელს ერთ-ერთ ყველაზე კომფორტულ მომსახურებას სწორედ აქ შეთავაზებენ, თუმცა საფასურიც შესაბამისად საკმადო შთამბეჭდავი იქნება.

ძალიან რომ არ გაგვიგრძელდეს ჩამონათვალი, სიის სათავეში მყოფ ძირითად ქვეყნებს გადავავლოთ თვალი. აქ აშკარა ლიდერი საფრანგეთია, ბრიტანეთთან და შვეიცარიასთან ერთად. საინტერესოა ის ფაქტი, რომ თითქმის ყველა კვლევითი ორგანიზაცია ერთხმად აღიარებს იმ ფაქტს, რომ შვეიცარია ყველაზე ძვირადღირებული ქვეყანაა ტურისტებისათვის, რასაც ამ ქვეყანაში მგზავრობის საკმაოდ მარალ ღირებულებასთან ერთად, სასტუმრო მომსახურების სიძვირეც პროპორციულად ემატება, რაც ჯამში გვაძლევს შედეგს, რომ შვეიცარია განიხილება როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ქვეყანა.