დღიური

ფულის მენეჯმენტის ძირითადი პრინციპები

ფული და ფინანსური სახსრები ყველა ადამიანის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანეს ადგილს იკავებს. ყველასათვის ცნობილია რომ სამსახურის გარეშე, ძირითადი ან დამატებითი ფინანსური შემოსავლის გარეშე ცხოვრება შეუძლებელია და წარმოუდგენელიც კი. ფული საჭიროა ყოველდღიური ცხოვრებისთვის, საკვების შესაძენად, კომუნალური გადასახადების საწარმოებლად, ტანის სამოსისა და ფეხსაცმლის შესაძენად, სხვა დამატებითი დანახარჯების გასაწევად და სხვა. ეს ყველაფერი ისედაც ცნობილია ყველასათვის ვინც უკვე შევიდა ზრდასრულ ცხოვრებაში და ვინც განიცადა ფულის აუცილებლობა. ის რაც ადამიანების უმრავლესობამ არ იცის, არის ის თუ როგორ უნდა ვმართოთ ჩვენი ფინანსური შემოსავალი – ფული.

რთულია იცხოვრო 500 ლარიან შემოსავალზე დღევანდელ რეალობაში. ალბათ ბევრისგან მოგისმენიათ რომ მათი ხელფასი ჩვეულებრივ ცხოვრებასაც კი არ ჰყოფნის, არა თუ დამატებითი სიამოვნების მიღებას გაუთვალისწინებელი ხარჯების გაწევით. გაგიკვირდებათ და ისინიც კი წუწუნებენ მსგავს საკითხზე ვისაც 1000 ლარი აქვს ხელფასი ან უფრო მეტიც. ამ გაურკვევლობის ამბავი როგორც წესი არის ფულის მენეჯმენტის პრინციპების არცოდნა. რა თქმა უნდა დაბალი ხელფასი არანაირად არ არის შეღავათი დღევანდელი მოსახლეობისთვის, თუმცა ფულის მართვის ძირითადი პრინციპების გათვალისწინების დახმარებით შესაძლებელია ადამიანმა მინიმალურ გასამრჯელოზე იცხოვროს და მიიღწვოდეს უფრო მეტისკენ, ვინაიდან ფულის მართვის პრინციპები არა მხოლოდ იმას გვასწავლის თუ როგორ დავთვალოთ ჩვენი ფული, შემოსავლები და დანახარჯები, არამედ ავითარებს ჩვენში ანალიტიკური აზროვნების უნარებს და ბუღალტერიის ელემენტარულ პრინციპებთან გვაკავშირებს.

ეს სტატია მათთვის არის საინტერესო ვისაც სტაბულური სამუშაო აქვს და შესაბამისად ხელფასიც ყოველთვიურად ერიცხებათ თავიანთ საბანკო ანგარიშზე, თუმცა არანაკლებ საინტერესო უნდა იყოს მათთვის ვინც მუდმივ ძიებაშია და ესაჭიროება სამუშაო, ხელფასი ან რაიმე სახის დამატებითი ფინანსური შემოსავალი. პირველ რიგში, ყოველივე ჩვენგანმა უნდა გაითვალისწინოს ძირითადი პრინციპები რაც მოჰყვება ფულის განკარგვას, ესენია:

დააორგანიზე შენი ფინანსური სახსრები

ფინანსური სახსრების ორგანიზება ერთ-ერთი პირველი ნაბიჯია სიმდიდრის და მშვიდი, სტაბილური ფინანსური ცხოვრების მოსაპოვებლად. საკრედიტო ბარათები, საბანკო ანგარიშები, სამომხმარებლო სესხები, საბროკერო ანგარიშები, იპოთეკური სესხები, საავტომობილო სესხები და საპენსიო ფონდები საჭიროებენ მუდმივ კონტროლს და გამიჯვნას ერთმანეთისგან. არ შეიძლება მიზნობრივი დაგროვებითი ანგარიშებისა და მაგალითად, საპენსიო ფონდების ერთმანეთში არევა. ყოველივე მათგანს აქვს თავისი კონკრეტული მიზანი და გამოყენების პერიოდი ადამიანის ცხოვრებაში. არსებობს ათასობით სისტემა რომელიც ეხმარება ადამიანს და აწვდის საბიუჯეტო და საფინანსო მომსახურებას, არსებობს პროგრამები რომლებშიც ერთხელ არის საჭირო დაფიქსირდეს თქვენი მონაცემები, საბანკო ან საპენსიო ანგარიშები, საკრედიტო ისტორია და სხვა მსგავსი ინფორმაცია თქვენს შესახებ და სამომავლოდ თქვენ დიდი ხელშეწყობა გექნებათ თქვენივე საფინანსო სახსრების გაკონტროლებაში.სამწუხაროდ საქართველოში მსგავსი ტექნოლოგიური ინოვაციები ნელა შემოდის სხვა ქვეყნებთან შედარებით, თუმცა რაც უფრო მეტი ადამიანი აითვისებს ამ ტექნოლოგიებს, მით უფრო სწრაფად მოხდება მათი განვითრება ჩვენს ქვეყანაში.

დახარჯე იმაზე ნაკლები რამდენსაც შოულობ

გაგვიმართლა რომ დღეისათვის თითქმის ყოველ მოქალაქეს აქვს შეხება ინტერნეტ ბანკთან, ან მობილურ ბანკთან. გაგვიმართლა რომ დღეს საქართველოში ბანკები გვაწვდიან ისეთ მომსახურებას როგორიც არის ჩვენი შემოსავლების და დანახარჯების სტატისტიკური მონაცემები. ასეთი ფუნქცია ეხმარება ადამიანს გაარკვიოს საკუთრი დანახარჯების სტრუქტურა და ხასიათი. ვინაიდან და რადგანაც ყოველივე ჩვენგანს არ აქვს დრო და არც ნერვები ან შესაბამისი განათლება იმისა რომ მუდმივად აკონტროლოს და იცოდეს როგორ განკარგოს საკუთარი ხარჯები, როგორ დააჯგუფოს ისინი და როგორ გააკეთოს მომავალი თვის ხარჯების პროგნოზი, საკმაოდ გამოსადეგი ფუნქციად ითვლება ბანკების ინტერნეტ სერვისები და მათი სტატისტიკური ანალიზის მიმწოდებელი ხელსაწყოები. “დახარჯე იმაზე ნაკლები რამდენსაც შოულობ” არის კონცეფცია რომელმაც რამდენიმე საუკუნეს გაუძლო და სიახლედ სულაც არ ითვლება. შესაბამისად, სჯობს დავუჯეროთ ჩვენს წინაპრებს და გავითვალისწინოთ მათი რჩევა.

აამუშავე საკუთარი ფინანსური შემოსავალი

ფული ჩვენ ბევრ რამეში გვეხარჯება, იქნება ეს საჭმელი, ტანის სამოსი თუ უბრალოდ გაუთვალისწინებელი დანახარჯები, ისინი უგზოუკვლოდ იკარგება და ვნახულობთ მხოლოდ საკვების ან ტანსაცმლის სახით,რასაც დიდი მომავალი მაინც არ უწერია. რას ნიშვანს აამუშავო საკუთარი ფული? ეს ნიშნავს იმას რომ გაწიო დანახარჯი რაიმე აზრიანსა და მოგების მომტანზე, ანუ ფულით იშოვო უფრო მეტი ფული. მათთვის ვისაც ტრეიდინგი ჩვეულებრივ ამბად მიაჩნია იოლია რაიმეს თქმა, ის ვინც ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობს და იცის რაში დააბანდოს თავისი ფული ფაქტიურად გამარტივებულია ცხოვრება, თუმცა არსებობს ადამიანების ის კატეგორია რომელსაც არ აქვს შესაბამისი განათლება ამ მხრივ და უბრალოდ არ იციან როგორ იშოვონ მეტი ფული. ამ შემთხვევაში ყველაზე ნაკლებ სარისკო გადაწყვეტილება იქნებოდა ფულის შენახვა დაგროვებით ანგარიშზე. ეს ტრეიდინგზე ნაკლებ მომგებიანი, თუმცა 100%-ით ნაკლებ რისკიანი და გარანტირებული მოგებაა.

შეამცირეთ სასესხო ვალდებულებები

ადამიანის ცხოვრება მოულოდნელობებით აღსავსეა და არასოდეს იცი როდის გადაეყრები ისეთ სიტუაციას როდესაც სტაბილური შემოსავალი აღარ გყოფნის, ან გარკვეულ სიტუაციაში აღმოჩნდი და გესაჭიროება დამატებითი ფინანსური სახსრები. ასეთი შემთხვევა შეიძლება იყოს მოულოდნელი სამედიცინო დახმარების აუცილებლობა, ან გადამეტებული დანახარჯების გაწევის აუცილებლობა კომუნალურ გადასახადებზე, მცირე ბიზნეს სესხის აღების აუცილებლობა. ასეთ შემთხვევაში ბევრი ფიქრობს რომ არ არსებობს მარტივი გამოსავალი, თუმცა საქართველოს გააჩნია მრავალი სასესხო შემოთავაზება. მეტიც, არსებობს მრავლობით ვებ-გვერდები, რომლებიც ინფორმაციას გვაძლევენ საქართველოს სასესხო შემოთავაზებების შესახებ. ასეთი ვებ-გვერდები როგორც წესი იძლევიან ინფორმაციას სხვადასხვა მიკროსაფინანსო დაწესებულებებისა და ონლაინ სესხების გამცემი ორგანიზაციების შესახებ. არსებობს სტატისტიკური მონაცემები, შედარებითი მონაცემები, თანხის ზომა, საპროცენტო განაკვეთი, თანხის გაცემის დრო და ა.შ. ეს ინფორმაცია იმისათვის არის საჭირო რომ ადამიანმა გაზომოს, აწონ-დაწონოს და გააცნობიეროს თავისი ნაბიჯები. სასესხო ვალდებულების აღება, ვალის დადება და ფულის გამორთმევა არ არის ისეთი მარტივი ნაბიჯი როგორის პირველად ჩანს. შესაბამისად საჭიროა პირველად ინფორმაცია მოკრიბოს ადამიანმა და გაარკვიოს თუ რა უპირატესობები სდევს თან სხვადასხვა ქართულ სასესხო შემოთავაზებას.

განუწყვეტლივ მიიღე ფინანსური განათლება

დამატებითი განათლება და ინფორმაცია არასოდეს არის ზედმეტი და პირიქით, შესაძლოა დიდი შეცდომაც კი აარიდოს ადამიანს თავიდან. ამიტომ არის უკიდურესად მნიშვნელოვანი საკითხი განათლების მიღება ამ სფეროში. დამატებითი წყაროებიდან როგორიც არის ინტერნეტი, ან საბანკო-საფინანსო საკონსულტაციო მომსახურება უშუალოდ ფინანსური დაწესებულებებიდან. წაიკითხე ყველა სტატია, ბლოგი, ბუკლეტი და საგაზეთო ნაშრომი რაც კი შეგხვდება ფულთან და დამატებით ფინანსებთან, ან საფინანსო სახსრების მართვასთან დაკავშირებით.

გაითვალისწინე მოულოდნელი შემთხვევები

როგორც უკვე ავღნიშნეთ, ადამიანის სტაბილური მდგომარეობა მუდმივი არ არის და შესაძლოა რაღაც შემთხვევაში დაირღვეს კიდეც ეს სტაბილურობა.შენი ძალისხმევის მიუხედავად, შესაძლოა ისეთ სიტუაციაში აღმოჩნდე რასაც ვერასოდეს წარმოიდგენდი. ახლა ალბათ დაიიმედებ თავს რომ არსებობს უამრავი სასესხო შემოთავაზება საქართველოში და შესაბამისად არც ის წარმოადგენს პრობლემა რომ მიხვიდე რომელიმე საბანკო დაწესებულებაში და უცბათ, სულ რამდენიმე წუთში მოგცემენ სესხს. რა თქმა უნდა ასე ბედნიერად ეს პროცესი არასოდეს სრულდება, შესაძლებელია მოხდეს რაიმე პრობლემა, სესხი არ დამტკიცდეს, გაიწელოს სესხის დამტკიცების პროცესი ან სულაც აღმოჩნდეს ტექნიკური ხარვეზი, რასაც წინასწარ ვერ განსაზღვრავთ. ჭკვიანურია წინდახედულობა და სწორედაც წინდახედული ადამიანები ითვალისწინებენ ასეთ შემთხვევებს და ერთვებიან შემნახველი ანგარიშების მომსახურებაში. ყოველივე ადამიანს უნდა ჰქონდეს შენახული საკმარისი თანხა იმისათვის რომ რაიმე გარკვეულ მოულოდნელ შემთხვევას გაუმკლავდეს. ამას გარდა, უნდა დაიზღვიოს თავი, მოულოდნელი ჯანმრთელობის პრობლემები შეიძლება გადაწყვიტოს სადაზღვევო კომპანიამ. ან კიდევ, კერძო ქონება დაგიზიანდათ, ბუნებრივმა მოვლენებმა დააზიანა თქვენი სახლი, ან სულაც საავარიო შემთხვევაში მოჰყევით და თქვენი ავტომობილი ძლიერ არის დაზიანებული, ასეთ შემთხვევებში ძალიან გამოსაეგია სადაზღვევო მომსახურება. საკმაოდ ლოგიკურია ის ფაქტი რომ ადამიანი მზად უნდა იყოს მსგავსი გაუთვალისწინებელი მოვლენებისათვის, თუმცა გამომდინარე იქიდან რომ ყოველივე ჩვენგანი ასეთ რამეზე ვერ იფიქრებს ყოველ დღე და ყოველ წამს, ამ საქმეს ჩვენთვის აკეთებენ ის ორგანიზაციები რომლებიც ამდენი წელია ასე გვეხმარებიან ფინანსურ პრობლემებთან გამკლავებაში. ეს ორგანიზაციები არიან საბანკო, საფინანსო და სადაზღვევო დაწესებულებები – გაუთვალისწინებელი სიტუაციების განსაზღვრისა და შემსუბუქების ექსპერტები.