უპროცენტო სესხი

დღესდღეობით უფრო და უფრო ხშირად გვესმის უპროცენტო სესხებზე. ბევრი ადამაინი ფიქრობს, რომ ეს რაღაც საეჭვო ან თუნდაც შეუძლებელია, რადგან უპროცენტო სესხის შემთხვევაში კრედიტორი არ იღებს მოგებას, შესაბამისად ეს სრულიად წამგებიანი შეთავაზებაა კრედიტორისთვის. ამ ეჭვების მიუხედავად უპროცნტო სესხები რეალობაა და აბსოლიტურად უფასოა, კრედიტორებმა შემოიმუშავეს სპეციალური სტრატეგია, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში უზრონველყოფს უფასო სესხების მომგებიანობას.

კომპანიამიღებისდროსუპროცენტოპირველად სესხიპირველი სესხის მაქსიმუმისესხის ვადააიღე სესხი
15 წუთში 50-250 ლარი650 ლარი
*94.3%
1-30 დღეაიღე სესხი
15 წუთში 50 – 500 ლარი1500 ლარი
*99.98%
5-30 დღეაიღე სესხი

* წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი

მიღებისდროს: 15 წუთში

უპროცენტო:

პირველად სესხი: 50-250 ლარი

პირველი სესხის მაქსიმუმი: 650 ლარი (*94.3%)

სესხის ვადა: 1-30 დღე

მიღებისდროს: 15 წუთში

უპროცენტო:

პირველად სესხი: 50 – 500 ლარი

პირველი სესხის მაქსიმუმი: 1500 ლარი (*99.98%)

სესხის ვადა: 5-30 დღე

* წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი

უპროცენტო სესხი სესხის ის სახეობაა, რომელსაც არ აქვს არანაირი პროცენტი ან საფასური, ანუ მსესხებელმა უნდა გადაიხადოს იგივე თანხის ოდენობა, რაც თავდაპირველად ისესხა, გარდა ამისა, უპროცენტო სესხი არ საჭიროებს არც გირაოს არც თავდებს. არსებობენ ასევე კრედიტორები, რომელთანაც ვადის გადაცილების შემთხვევაშიც კი არ არის დაწესებული საჯარიმო გადასახადი. უპროცენტო სესხებს, უმეტეს შემთხვევაში, სწრაფი სესხის კრედიტორები გვთავაზობენ, რომლის სესხებაც კონკრეტული კრედიტორისგან მხოლოდ ერთხელაა შესაძლებელი. უპროცენტო სესხი ჩვეულებრივ, გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მსესხებელი თანახმაა გამსესხებლის კონკრეტული გარიგების პირობებთან, თანხის ოდენობის, დაფარვის ვადის და სხვა ასპექტის შესახებ. უპროცენტო სესხებს ბევრი სხვადასხვა კრედიტორი გვთავაზობს.

ხშირ შემთხვევაში, უპროცენტო სესხის პირობები სწრაფი სესხის მსგავსია. ერთადერთი განსხვავება ის არის, რომ ეს სესხი კონკრეტული კრედიტორისგან უნდა იყოს პირველი. უმეტეს შემთხვევაში, მსესხებლისგან არ მოითხოვება დასაქმების ან შემოსავლის ცნობა. სხვადასხვა კრედიტორებს განსხვავებული პირობები აქვთ, მაგრამ ხშირად მსესხებელი უნდა იყოს ქვეყნის მოქალაქე, 18-დან 75 წლამდე, უნდა ჰქონდეს აქტიური საბანკო ანგარიში და ასევე დადებითი საკრედიტო ისტორია. თუ მსესხებელი აკმაყოფილებს აღნიშნულ პირობებს უპროცენტო სესხის განაცხადი დამტკიცდება. ასევე სესხების პროცედურა ჰგავს ნებისმიერ სხვა სესხის პროცებურას.

მიუხედავად იმისა, რომ სესხის ოდენობას კრედიტორი საზღვრავს, თანხა შეიძლება მერყეობდეს ათეულიდან რამოდენიმე ათასამდე. როგორც ვხედავთ კრედიტორი დიდად არ რისკავს ასეთი სესხის გაცემის დროს. ფულის სესხებამდე უნდა გაეცნოთ ყველა პირობას, მითუმეტეს, თუ ნასესხი ფული რამოდენიმე ასეულია. ეს აუცილებელია, რადგან ხელშეკრულება შესაძლოა გარკვეულ ფარულ პირობებს შეიცავდეს.

თითოეული კრედიტორი აწესებს საკუთარ დაფარვის ვადებს, მაგრამ ზოგადად ეს პირობები 1-დან 30 დღემდეა. გაითვალისწინეთ, რომ უპროცენტო სესხებს როგორც წესი არ აქვთ საჯარიმო გადასახადები, ამიტომ ბევრი მსესხებელი იგნორირებს დაფარვის პერიოდს, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს, რომ ვადაგადაცილების შემთხვევაში უპროცენტო სესხი გარდაიქმნება ჩვეულებრივ სესხად მაღალი საპროცენტო განაკვეთით. ესეიგი, მიუხედავად იმისა, რომ უპროცენტო სესხებს ჯარიმები არ აქვთ, ისინი დროულად უნდა დაფაროთ.

უპროცენტო სესხების გარკვეული გაუგებრობის და ხელმისაწვდომობის გამო ბევრ მსესხებელს ეჭვი აქვს. უპროცენტო სესხების ვადაგადაცილების შემთხვევაში მსესხებელი უსიამოვნო და სერიოზული პრობლემების წინაშე დგება. თუ დაფარვის დროს პრობლემები შეგექმნათ, დაუკავშირდით თქვენს კრედიტორს და მოელაპარაკეთ გარკვეული პირობების შეცვლის შესაძლებლობაზე. თუ უპროცენტო სესხით სარგებლობთ, შეგიძლიათ მოითხოვოთ საშეღავათო პერიოდი, ჩვეულებრივ ამ მოთხოვნას უარყოფენ, მაგრამ სერიოზული მიზეზის შემთხვევაში, როგორიცაა მაგალითად, სამსახურის დაკარგვა, შესაძლოა დადებითი პასუხიც მიიღოთ. თუ დიდი ხნის განმავლობაში უპროცენტო სესხი არ დაგიფარავთ, კრედიტორს შეუძლია პრობლემური სესხის ოფიცრის გამოძახება და თუ ამ შემთხვევაშიც მსესხებელი დააიგნორებს გადახდებს, სასამართლოში აღმოჩნდება. ხშირ შემთხვევაში სასამართლო სესხის დაფარვას იძულებით მოითხოვს ან მსესხებლის უძრავ ქონებას ართმევს, რათა აანაზღაუროს კრედიტორის დანაკარგები. კრედიტორს ასევე უფლება აქვს მსესხებლის დამსაქმებლისგან მოითხოვოს მისი ხელფასის ნაწილის კრედიტორის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვა.

თუ მსესხებელი უპროცენტო სესხს წინასწარ განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში ფარავს, კრედიტორი არაფერს იგებს, ამიტომ ბევრისთვის გაუგებარია, თუ რატომ სთავაზობენ ასეთ სესხებს. პასუხი ძალზედ მარტივია – ეს ახალი კლიენტების მიზიდვის ხერხია.

სწორედ ამიტომაა, რომ უპროცენტო სესხის აღება მხოლოდ პირველადაა შესაძლებელი. თუ კლიენტმა ერთხელ უკვე ისარგებლა უპროცენტო სესხით, სავარაუდოდ კიდევ ერთხელ გამოიყენებს. კრედიტორების ყველაზე დიდი პრობლემა იმაშია, რომ თითქმის ყველა სრაფი სესხის კრედიტორი სთავაზობს უპროცენტო სესხებს, ამიტომ მომხმარებელს ყოველთვის შეუძლია სხვადასხვა კრედიტორისგან პირველად სესხება. სწორედ ამიტომ, კონკურენციისთვის შემოიმუშავეს სხვადასხვა საჩუქრები ან სესხის აღების შემთხვევაში დამატებითი ფულის ჩარიცხვა.

უპროცენტო სესხები იდეალურია იმათთვის, ვისაც დროული ფინანსური პრობლემები აქვთ ან სასწრაფოდ ფული ესაჭიროებათ. აი თუ როგორ უნდა ისესხოთ ფული დამატებითი პროცენტების გადახდის გარეშე. თუ ეს შესაძლებელია, რეკომენდირებულია სხვა ხერხებს მიმართოთ – მიუხედავად იმისა, რომ დროულად დაფარვის შემთხვევაში დამატებითი ხარჯები არ გექნებათ, ჯობია უაზროდ არ დახარჯოთ ეს შესაძლებლობა. შესაძლოა ისეთ სიტუაციაში აღმოჩნდეთ, როდესაც ნამდვილად დაგჭირდებათ ფული და თუ უპროცენტო სესხები უკვე აღებული გაქნებათ, მაშინ მოგიწევთ მაღალი საპროცენტო განაკვეთის გადახდა.

მიუეხედავად ამდენი დაურწმუნებლობისა და ეჭვისა, უპროცენტო სესხი მაინც დიდი პოპულარობით სარგებლობს დღევანდელ ქართულ საკრედიტო სამყაროში. ახალგაზრდები, ასაკიანები, დასაქმებულები და დაუსაქმებელი დიდი მონდომებითა და ხალისით მიდიან საკრედიტო დაწესებულებებში რათა თავიანთი სასურველი თანხა აიღონ სრულიად უფასოდ და უპროცენტოდ.

ბევრგან შეგხვდებათ რეკლამა სხვადასხვა საფინანსო ორგანიზაციებისგან. უპროცენტო სესხები და მათი თანამოძმე საკრედიტო მომსახურებები ფაქტიურად ყველგან არის საითაც არ უნდა გავიხედოთ. ეს ყველაფერი გამოწვეულია საკრედიტო მომსახურების მიმართ კლიენტებისგან მაღალი მოთხოვნით.

უპროცენტო, უფასო, უპრობლემო და სხვა, ასეთი სიტყვები გვხიბლავს მაშინ როდესაც სესხის აღებაზე ვფიქრობთ და მივდივართ სწორედაც იქ, სადაც გასცემენ ასეთ უპრობლემო სესხს. ქვეყანაში განსხვავდება შეხედულებები ასეთი ვალდებულებების მიმართ და რა თქმა უნდა მომხრეებიც ჰყავს და მოძულეებიც.

რას ნიშნავს სესხის პროცენტი/განაკვეთი?

მანამ სანამ დავიწყებდეთ კონკრეტულ თემატიკებზე ჩაღრმავებას, ჯობს რომ განვიხილოთ თუ რა არის საპროცენტო განაკვეთი, იგივე სესხის პროცენტი.

ზოგიერთი საპროცენტო განაკვეთს არასწორად აღიქვამს, ზოგიც ყურადღებას არ აქცევს. ბევრი მომხმარებელი შიშით და სიფრთხილით ეკიდება ამ სიტყვებს და სულაც თავს არიდებს სესხის აღებას. არსებობს საპროცენტო განაკვეთები, საკომისიოები და სხვა გადასახადები საფინანსო ორგანიზაციასთან. თითოეული მათგანი ფრიად მნიშვნელოვანია და უნდა ვიცოდეთ რასთან გვაქვს საქმე.

წლიური საპროცენტო განაკვეთი არის ის მაჩვენებელი, რომელიც მოიცავს სესხის გაცემა მიღებასთან დაკავშირებულ ყველა ფინანსურ ხარჯს. ეს არის ერთგვარი გარანტია გამსესხებლისთვის. საპროცენტო განაკვეთი არის მომსახურების ფასი. მომსახურება არის სესხის გაცემა. მომსახურების განმახორციელებელი არის ბანკი, ონლაინ საფინანსო ორგანიზაცია, ან სხვა საკრედიტო დაწესებულებები.

საპროცენტო განაკვეთი არის გაწლიურებული საპროცენტო განაკვეთი. ეს თანხა წლის ბოლოს ერიცხება სესხს ან დეპოზიტს. როგორც წესი, დარიცხვა ხდება წელიწადის ბოლოს, სესხის ვადის გასვლის ბოლოს, ან გარკვეული პერიოდის (წინასწარ დადგეინილი) განმავლობაში.

საფინანსო ორგანიზაციები კლიენტებს და დაინტერესებულ პირებს წინასწარ აცნობენ წლიურ საპროცენტო განაკვეთს. ეს მოთხოვნილია კანონის მიერ და თითოეული საკრედიტო დაწესებულება ვალდებულია გააშუქოს თავისი საპროცენტო პირობები. ეს მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ კლიენტმა წინასწარ იცოდეს რა პირობებში უწევს მას ამ ფინანსური მომსახურების მიღება. ამასთან, აუცილებლად უნდა გამოიჩინოთ სიფრთხილე და შეადაროთ სხვადასხვა დაწესებულებების საპროცენტო განაკვეთები და მხოლოდ დეტალური ანალიზის შემდეგ მიიღოთ გადაწყვეტილება.

განვასხვავოთ უპროცენტო და პროცენტიანი სესხები

საპროცენტო განაკვეთის ცოდნა საშუალებას მოგცემთ რომ იცოდეთ თუ რა ხარჯებთან გექნებათ შეხება. ეს ყველაფერი ძალიან საინტერესოა, თუმცა ჩვენ ახლა უპროცენტო სესხებსა და მათ ბუნებაზე ვსაუბრობთ. იმისათვის, რომ გავიგოთ რატომ ამჯობინებს უმრავლესობა უპროცენტო სესხებს, უნდა გავიგოთ თუ რითი განსხვავდება მათგან პროცენტიანი სესხები.

პროცენტიანი სესხები:

  • აქვთ წლიური საპროცენტო განაკვეთი, რომელიც ერიცხება ნასესხებ თანხას ან დეპოზიტს
  • მისაღებად საჭიროა დიდი რაოდენობით რეკვიზიტების წარდგენა
  • მისაღებად საჭიროა მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა
  • აქვს დაფარვის უფრო დიდი ვადა და დროში მოქნილია
  • გაიცემა განუსაზღვრელი რაოდენობით

უპროცენტო სესხები:

  • არ აქვთ წლიური საპროცენტო განაკვეთი და გაიცემა უფასოდ
  • არ გიწევთ მის მიღებაში მომსახურების გადასახადის გადახდა
  • მოკლევადიანია (როგორც უკვე ვახსენეთ 1-დან 30 დღემდე პერიოდში ექცევა)
  • ვადაგადაცილებისას გერიცხებათ ჯარიმა და შესაძლოა პროცენტიან სესხში გადავიდეს
  • მისი მიღება ერთხელ არის შესაძლებელი ერთი და იგივე დაწესებულებაში
  • არ მოითხოვს დიდი რაოდენობით რეკვიზიტებს
  • შეგიძლიათ მარტივად მიიღოთ ონლაინ

ამ და სხვა განმასხვავებელი ნიშნების გამო, მომხმარებელი ხშირად ამჯობინებს უპროცენტო სესხის მიღებას.

რატომ უნდა გაგიჩნდეთ სურვილი რომ მიიღოთ უპროცენტო სესხი?

უცნაური იქნება თუ კი ამ კითხვას მაინც დასვამს ვინმე. თუ კი ვიმსჯელებთ იმით რომ თქვენ სრულიად და ყურადღებით წაიკითხეთ ზემოთ მოყვანილი ინფორმაცია უპროცენტო სესხების შესახებ, მაშინ თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ რომ სურვილი გაგიჩნდებათ მიიღოთ ასეთი ტიპის ვალდებულება.

თუმცა, ყველაფერი ასე როდი არის? მოსახლეობის გარკვეული ნაწილი მაინც ვერ ენდობა უპროცენტო სესხებს. ისინი ფიქრობენ რომ ამ სახელის უკან, რაიმე მახე მაინც იმალება. ზოგიერთი თვლის რომ იგი ებმება რაიმე ფინანსურ ლაბირინთში, საიდანაც ამოსვლა რთულია, ჩაძირვა კი მარტივი.

სინამდვილეში, უპროცენტო სესხები სრულიად არ არიან საშიშები და სანერვიულოები. მაშინ როდესაც თქვენ გაქვთ ამ სფეროში მინიმალური ცოდნა მიღებული, იცით თანხის დაფარვის პირობები და გრაფიკი, სანერვიულო ნამდვილად არაფერი გაქვთ. პირიქით, თქვენთვის ერთ-ერთი ყველაზე მოხერხებული და მორგებული სესხიც კი შეიძლება აღმოჩნდეს უპროცენტო სესხი.

წარმოიდგინეთ, გეძლევათ საშუალება, მიიღოთ სესხი სრულიად უფასოდ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი პირველ ჯერზე. როგორც უკვე ვახსენეთ, ზოგიერთი კომპანიაში, მარკეტინგული სტრატეგიის წარმართვის მიზნით პირველი სესხი უპროცენტო არის. ამით თქვენ საშუალება გეძლევათ მიიღოთ გამოცდილება ამ კომპანიასთან ურთიერთობის. ერთგვარი სატესტო ვარიანტი გეძლევათ.

წარმოიდგინეთ, ინტერნეტში ყიდულობთ რაიმე სერვისს, რომლის შესახებაც არაფერი გსმენიათ. რთულია იმაში ფულის დახარჯვა რასაც ვერ ენდობით. ამიტომ, უმეტესობა ასეთი კომპანიებისა სთავაზობს მომხმარებელს უფასო სინჯს (სატესტო ვარიანტს). უფასო სინჯის ვადის გასვლის შემდეგ თქვენ გეძლევათ საშუალება გააგრძელოთ ამ მომსახურებით სარგებლობა, ან შეაჩეროთ იგი. ზუსტად ამ პრინციპით გაიცემა უპროცენტო სესხები . პირველი სესხი უფასოდ გაიცემა და თქვენს კმაყოფილი რჩებით.

არსებობს თუ არა უპროცენტო ონლაინ სესხები?

ალბათ გაგიჩნდებოდათ კითხვა, შეგიძლიათ თუ არა ასეთი მომსახურება მიიღოთ ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად? რა თქმა უნდა შეიძლება. საკრედიტო ორგანიზაციები მაქსიმალურად ცდილობენ მოერგონ მომხმარებელთა სურვილებს და შეუქმნან კომფორტული გარემო.

ფიზიკური დაწესებულებების მსგავსად, ისინიც გაძლევენ საშუალებას გატესტო მათი მომსახურება და მიიღო დარწმუნებული გადაწყვეტილება, ითანამშრომლებ მათთან მომავალში თუ არა? უპროცენტო ონლაინ სესხები ქართულ სესხებს შორის ყველაზე პოპულარულია. უმეტესწილად ახალგაზრდები აპყრობენ ასეთი სესხის აღებას დიდ ყურადღებას.

რას უნდა ვუფრთხილდეთ?

არის თუ არა უპროცენტო სესხების გაცემაში რაიმე ხაფანგი ჩამალული? ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი კითხვა რაც ქართულ საკრედიტო ბაზარს გააჩნია. პასუხი არაერთგვაროვანია. გააჩნია რომელ მხარეს ჰკითხავ. უპროცენტო სესხების მომხრეს თუ მათ მოწინააღმდეგეს. თუმცა, გვინდა დაგარწმუნოთ რომ საკრედიტო მომსახურების შესახებ საკმარისი ცოდნის ქონით, თქვენ ვერცერთ ხაფანგში ვერ წამოეგებით და პირიქით, სარგებლიანად მოიხმართ თქვენს საფინანსო სერვისს.

იმისათვის რომ არანაირი შეცდომა არ დაუშვათ, უნდა იცოდეთ თუ რას მიაქციოთ ყურადღება და რას აარიდოთ თავი.

ყურადღება მიაქციეთ:

  • სესხის დაფარვის ვადიანობას – ვადაგადაცილება უპროცენტო სესხის აღებისას სახუმარო საქმე არ არის. ჯარიმა და დამატებითი პირობები საკმაოდ რთული ასანაზღაურებელი ხდება. ასევე უნდა უფრთხილდეთ ვადაგადაცილებას, რათა შეინარჩუნოთ დადებითი საკრედიტო ისტორია.
  • სესხის დაფარვის გრაფიკს – გრაფიკი არის ის ცხრილი და ერთგვარი გზამკვლევი, რომელიც გეხმარებათ თავი აარიდოთ დაგვიანებულ და წინდაუხედავ ნაბიჯებს. მაქსიმალურად ყურადღებით მოეკიდეთ სესხის დაფარვის გრაფიკში ასახულ დეტალებს.
  • სესხის მიღების პირობებს – დღევანდელ მოსახლეობას კითხვა და დეტალებში ჩაძიება ეზარება. მათი აზრით, რთულია სესხის მიღების 2 გვერდიანი პირობის წაკითხვა. ჩვენ არ გთხოვთ მთლიანი კანონმდებლობის ცოდნას (თუმცა, არც ეს იქნებოდა ურიგო). მთავარია გადახედოთ მთავარ პირობებსა და მოთხოვნებს. იცოდეთ ჯარიმის რაოდენობა და მისი დაფარვის პირობები; ვადაგადაცილების შემდეგ მოლაპარაკების წარმართვის პირობები და სხვა.

თავი აარიდეთ:

  • ვადაგადაცილებას – ლოგიკურია. ვადაგადაცილების შემთხვევაში თქვენ გიზიანდებათ საკრედიტო ისტორია, გეკისრებათ ჯარიმა და შესაძლოა პროცენტიან სესხში გადავიდეს თქვენი უპროცენტო სესხი.
  • გადავადებას – ზოგიერთი ორგანიზაცია მომხმარებელს გადავადების პირობას სთავაზობს, თუმცა ეს ყველაფერი უფასოდ არ ხდება. თავი აარიდეთ გადავადებას და ეცადეთ, რომ სამაგალითო კლიენტს როგორც შეეფერება, წინასწარ განსაზღვრულ ვადებში ჩაეტიოთ.
  • ერთდროულად რამდენიმე უპროცენტო სესხის აღებას სხვადასხვა ორგანიზაციებიდან – ხშირად, მომხმარებელი ვერ ზომავს თავის შესაძლებლობებს და მეტი ფულის უფასოდ მიღების მიზნით სხვადასხვა კომპანიისგან იღებს უპროცენტო სესხებს. იცის რა, მომხმარებელმა, რომ პირველი სესხი უფასოდ გაიცემა, აღარ ცდილობს ძველ კომპანიასთან მიბრუნებას. ეს არის ნომერ პირველი შეცდომა, რასაც ხარბი მომხმარებელი უშვებს. თავი აარიდეთ ასეთ საქციელს და მოზომეთ თქვენი ფინანსური შესაძლებლობები.
  • არასანდო კომპანიასთან ურთიერთობასუპროცენტო ონლაინ სესხები ყველას ძალიან გვიყვარს. თუმცა ჯობს ასეთი მომსახურება მიიღოთ კომპანიისგან, რომელიც ნაცნობია თქვენთვის ან თქვენი სანაცნობო წრისთვის. სიფრთხილე ყველგან და ყოველთვის გმართებთ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე თქვენს ფინანსურ მდგომარეობას ეხება.

ბანკი და ონლაინ სერვისები

ქართული მოსახლეობის უმრავლესობას საფინანსო ურთიერთობები ცნობილ ქართულ ბანკებთან აქვთ. შესაბამისად, დაებადებათ სურვილი რომ ბანკთან ითანამშრომლონ როდესაც საქმე უპროცენტო სესხებს ეხება.

მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ საქართველოში ბანკები არ გასცემენ წმინდად უპროცენტო სესხებს. თუმცა არსებობს მომსახურება, რომელსაც ზოგიერთი ბანკი უწოდებს უპროცენტოს. კერძოდ კი, ასე გამოიყურება ბანკის უპროცენტო სესხი:

  • სესხი გაიცემა 0-1500 ლარის ფარგლებში.
  • ასეთი ტიპის სესხები წინასწარ დამტკიცებადია და ხშირად მოგვდის შეტყობინებები ბანკისგან, იმის შესახებ, რომ წინასწარ დაგვიმტკიცდა უპროცენტო სესხი.
  • სესხი მოკლევადიანია, თუმცა არა ისეთი მოკლევადიანი, როგორიც კლასიკური გაგების უპროცენტო სესხია. მისი ვადიანობა შემოიფარგლება 3-დან 12 თვემდე. ხოლო, უპროცენტო სესხი, რომელსაც მცირე საფინანსო დაწესებულებები გასცემენ, გაიცემა 0-30 დღის ვადით.
  • მის დასაფარად წინასწარი გრაფიკია შედგენილი ბანკის მიერ.
  • შესაძლებელია წინასწარ დაფარვა, თუმცა ამასაც დამატებითი პირობები აქვს.
  • სესხის მიღება უფასო სრულიადაც არ არის. პროცენტის ნაცვლად, გიწევთ საკომისიოების გადახდა. საკომისიოს თანხის სიდიდე დამოკიდებულია სესხის სახით მიღებული თანხის სიდიდეზე.
  • სავალდებულოა წარადგინოთ მცირე სახის შემოსავალი მაინც.
  • სესხის თანხას განსაზღვრავს თვითონ ბანკი.
  • ეს არის სწრაფი სესხი, რომლის მიღებაც ძალიან მარტივია და ხშირ შემთხვევაში უპრობლემო.

დიახ, ასეთი ტიპის უპროცენტო სესხები არსებობს, თუმცა ისინი საბოლოოდ უფასოდ მაინც არ გაიცემა. უფასოდ მისი აღება, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეგეძლებათ, თუ კი გრაფიკში მითითებული, პირველი გადახდის ვადამდე ადრე მთლიანად დაფარავთ თანხას. ამ შემთხვევაში დამატებითი ხარჯებისგან აიცილებთ თავს. ხოლო, თუ კი გადაწყვეტთ რომ სესხი 1 წელზე ან რამდენიმე თვეზე გადაანაწილოთ, მაშინ მომსახურების საკომისიოს გადახდაც მოგიწევთ.

ბანკისა და მცირე საფინანსო ორგანიზაციების უპროცენტო სესხები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება. თუმცა, პატარა მოხერხებითა და გარკვეული დეტალების ცოდნით, შეძლებთ რომ ორივე დაწესებულების მომსახურება ჭკვიანურად და სარგებლიანად მოიხმაროთ.

რჩევები, როგორც დავფაროთ უპროცენტო სესხი?

გადაწყვიტეთ და მაინც გადადგით ეს ნაბიჯი. თქვენ ახლა გაქვთ აღებული უპროცენტო სესხი და დაფარვის დრო 1 თვეში მოვა. ამ პერიოდის განმავლობაში თქვენ შეგიძლიათ თავისუფლად ისარგებლოთ თქვენი თანხით, თუმცა უნდა გაითვალისწინოთ, რომ სესხის დაფარვის 30 დღე მალე გავა და წინასწარ უნდა დაიჭიროთ თადარიგი.

საუკეთესო ვარიანტი, თუ რატომ და როდის შეიძლება აიღოთ უპროცენტო სესხები, არის ის დრო, როდესაც ხელფასადმე ჯერ კიდევ დიდი ხანია დარჩენილი. ყველაზე კომფორტულად თავს მაშინ იგრძნობთ, როდესაც იცით რომ თქვენს მიერ მიღებული ვალდებულების დაფარვას შეძლებთ მალე, თქვენივე ხელფასიდან.

იმისათვის რომ დაფაროთ სესხი:

  • ეცადეთ მაშინ აიღოთ სესხი, როდესაც ხელფასამდე დროა დარჩენილი და ფული შემოგაკლდათ. ხელფასის ჩარიცხვის დღესვე გადაიხადეთ ვალდებულება და მოიშორეთ საფიქრალი თავიდან. დარწმუნდით, რომ ყველა თანხა დაფარულია და დამატებით არაფერი დაგრჩენიათ.
  • გადაუხდელობის შემთხვევაში მიმართეთ სესხების კონსოლიდაციას. თუ კი გაქვთ მცირე რაოდენობის სესხები, შეგიძლიათ განახორციელოთ მათი დივერსიფიცირება. აიღეთ ერთი მთლიანი სესხი მათ დასაფარად, და დაფარეთ დიდი ზომის სესხი ნელ-ნელა და პერიოდული გადახდებით. გაითვალისწინეთ, რომ ასეთ მეთოდს ესაჭიროება მუდმივი შემოსავალი. მისი გამოყენება შესაძლებელია ერთჯერადად, ან უკიდურეს შემთხვევებში. მან არ უნდა მიიღოს ქრონიკული ხასიათი. ერთადერთი ფინანსური შემოსავალი, რასაც უნდა ექვემდებარებოდეთ თქვენი ხელფასი უნდა იყოს და არა გარე წყაროებიდან მიღებული ფული.

უპროცენტო სესხი კომფორტული და სარგებლიანი ფინანსური მომსახურებაა ნებისმიერი ჩვენგანისთვის. სარგებელი როგორც მომხარებელს, ასევე კომპანიას მისდის მარტივი მარკეტინგული კამპანიით. მთავარია წინდახედულობა და სიფრთხილე. შეგიძლიათ თავისუფლად გამოიყენოთ საპროცენტო განაკვეთის გარეშე მიღებული სესხით. ყოევლდღიური ხარჯების, კომუნალური გადასახადების და სხვა საფინანსო მომსაურების გაწევის მიზნით, ასეთი სესხი საუკეთესო საშუალებაა.