დღიური

უდიდესი ქართული ბანკები

საქართველოში არაერთი ადგილობრივი თუ საერთაშორისო ბანკი მოქმედებს. რათქმაუნდა ისინი სამომხმარებლო პორფელით ზოგ შემთხვევაში რადიკალურადაც კი განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. მათ შორის არც თუ ისე ძნელია ლიდერი და დომინატი ბანკების განსაზღვრა. შევეცდებით მოკლედ მოგაწოდოთ ინფორმაცია ორი უმსხვილესი ქართული ბანკის შესახებ.

საქართველოს ბანკი

ეს არის ბანკი, რომელიც დღეისათვის 2 მილიონზე მეტი მომხმარებლის ანგარიშს ემსახურება და საქართველოში სერვიცენტრების რაოდენობის მხრივ ერთ-ერთი ყველაზე ფართო ქსელის მფლობელია. დღეისათვის მას 273 სერვისცენტრი აქვს ქვეყნის მასშტაბით. ასევე, აღსანიშნავია, რომ ბანკომატების რაოდენობაც საკმაოდ დიდია, ისევე როგორც თვითმომსახურების ტერმინალებისა, რომლებიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს განახორციელონ საბანკო ოპერაციების საკმაოდ დიდი ნაწილი სხვადასხვა ელექტრონულ მომსახურებებთან ერთად (კომუნალური, სატელეფონო, სამგზავრო, ამანათების და სხვა მრავალი სახეობის გადასახადები). ბუნებრივია, რომ კომპანიას გააჩნია 24 საათიანი სატელეფონო ცენტრი, სადაც ყოველთვის მზად არიან გაგიწიონ დახმარება საიდანაც არ უნდა უკავშირდებოდეთ მათ, მსოფლიოს რომელ წერტილშიც არ უნდა იმყოფებოდეთ.
როდესაც საქართველოს ბანკზე ვსაუბრობთ, არ შეიძლება არ აღვნიშნოთ, რომ ის ერთაერთი კომპანიაა საქართველოში, რომელსაც არსებული სამი გლობალური სარეიტინგო სააგენტოდან, სამივეს რეიტინგი აქვს მინიჭებული. ესენი არიან: Standard & Poor’s: “BB-/B”, Moody’s: “B1/NP” (FC) & “Ba3/NP” (LC) და Fitch Ratings: “BB-/B”.

ბანკი მომხმარებელს თავაზობს მომსახურებას შემდეგი მიმართულებებით:

  • საცალო საბანკო მომსახურება – ეს მოიცავს ისეთი პროდუქტებს, როგორიცაა: მიმდინარე და შემნახველი ანგარიშები, ანაბრები, ფულადი გზავნილები, იპოთეკური სესხები, სამომხმარებლო სესხები, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნეს სესხები, განვადება, ავტოსესხი, საკრედიტო ბარათები, სალომბარდე მომსახურება და სხვა;
  • SOLO – ეს არის ახალი სიტყვა პრემიალური საბანკო მომსახურების სეგმენტში. აღნიშნული კონცეფციის მთავარ იდეას წარმოადგენს ის, რომ ყველაფერი, რასაც ბანკი შექმნის, იქნება ეს მომსახურება თუ დამოკიდებულება, აწყობილი იქნება SOLO მომხმარებლის მოლოდინების გარშემო. ასეთი ტიპის მომხმარებელი არის ყველა მოვლენის ცენტრში, სარგებლობს პრივილეგირებული საბანკო მომსახურებითა და სერვისებით. იმისათვის რომ მოგენიჭოთ ეს სტატუსი და გახდეთ SOLO კლიენტი, საჭიროა თქვენი ყოველთვიური შემოსავალი შეადგენდეს მინიმუმ 3000 ლარს ან გახსნილი გქონეთ ვადიანი ანაბარი საქართველოს ბანკში მინიმუმ 20 000 ლარის ოდენობით;
  • Express Bank – რომლის მიზანია მომხმარებლისთვის ბანკთან ურთიერთობის გამარტივება. ექსპრეს ბანკში გთავაზობენ ყველაზე სწრაფ მომსახურებას და მხოლოდ ძირითად, აუცილებელ და ნაცნობ საბანკო პროდუქტებს.

თიბისი ბანკი

თიბისი ბანკი ქართულ ბაზარზე 1992 წლიდან საქმიანობს. 1993 წლიდან კი მას მიენიჭა საერთაშორისო ოპერაციების წარმოების ლიცენზია. 1996 წლის დეკემბრიდან დაიწყო მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსება და გაიხსნა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პირველი საკრედიტო ხაზი, რომლის მოცულობაც 3 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა. მომდევნო წლიდან კი ბანკმა პირველი სადებეტო ბარათის გამოშვება დააანონსა.

წლების განმავლობაში ბანკი სტაბილურად აგრძელებდა განვითარებას და 2001 წლის სექტემბერში საერთაშორისო რეიტინგიც მიენიჭა Thomson Financial Bankwatch-ის მიერ.

არ შეიძლება არ აღინიშნოს თიბისი ბანკის საზოგადოებრივი საქმიანობაც, რაც 2004 წელს ლიტერატურული პრემია „საბა“-ს დაარსებით დაიწყო და დღემდე გრძელდება.

2016 წელს თიბისი ბანკმა „ბანკი რესპუბლიკის“ აქციები შეისყიდა და ამ გარიგების შედეგად თამამად შეიძლება ითქვას რომ პირველი ბანკი გახდა ქართულ ბაზარზე დეპოზიტებისა და სესხების მიხედვით.

ბანკის მიერ მომხმარებლისათვის შეთავაზებული მომსახურებების ჩამონათვალი კი ასე გამოიყურება:

  • საცალო საბანკო მომსახურება – რომელის სხვა ბანკების მსგავსად მოიცავს მიმდინარე და შემნახველი ანგარიშებს, ანაბრებს, ფულად გზავნილებს, იპოთეკურ სესხებს, სამომხმარებლო სესხებს, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნეს სესხებს, განვადებას, ავტოსესხს, საკრედიტო ბარათებს, სალომბარდე მომსახურებას და სხვა;
  • TBC Status – როდესაც მისი მომხმარებელი ხდებით, თქვენ ავრომატურად ხდებით პერსონალური საბანკო მომსახურების კლიენტი. აქ პროფერიონალთა გუნდი მაქსიმალურად მობილიზებულია, რომ გაგიუმჯობესოთ ფინანსური მდგომარეობა. თქვენ გიმარტივდებათ ურთიერთობა ბანკთან, როგორც ყოველდღიურ რეჟიში, ასევე სხვადასხვა ტიპის საბანკო თუ ფინანსური ოპერაციების განხორციელებისას. პერსონალური ბანკირი თქვენი პირადი კონტაქტი ხდება ბანკთან ურთიერთიობაში და ხელმისაწვდომია 24/7 რეჟიმში.