დღიური

სწრაფი სესხის დადებითი და უარყოფითი მხარეები

ყოველდღიურად სულ უფრო პოპულარული ხდება სწრაფი ონლაინ სესხები. ამას პირველ რიგში მათი ხელმისაწვდომობა და დროში მოქნილობა წარმოადგენს. ამასთანავე, მომხმარებელს არ ჭირდება კონკრეტულ ოფისში მისვლა, დოკუმენტების მოგროვება, წარდგენა და ასე შემდეგ.
ამ ტიპის სესხებს ბევრ დადებითთან ერთად, რათქმაუნდა უარყოფითი მხარეც საკმაოდ აქვს. შეგვიძლია მოკლედ გადავავლოთ თვალი ორივეს. დავიწყოთ პლუსებით.

პირველი რაც სწრაფ სესხს ანიჭებს უპირატესობას სხვა საბანკო და არასაბანკო სესხთან მიმართებით, მისი დროში მოქნილობაა. თუ სხვადასხვა ტიპის კრედიტის ასაღებად თქვენ გჭირდებათ შესაბამის ფინანსურ ინსტიტუტში მისვლა, საჭირო საბუთების მოგროვება და წარდგენა საკრედიტო ოფიცრისთვის, ლოდინი, სანამ თქვენი განაცხადის განხილვა მოხდება, სწრაფი სესხის შემთხვევაში საშუალება გაქვთ სახლიდან გაუსვლელად, ინტერნეტის საშუალებით გააკეთოთ განაცხადი. აღსანიშნავია, რომ ამ ტიპის სესხის მისაღებად, თქვენ არ გჭირდებათ არანაირი დოკუმენტის წარდგენა, მარტივად ავსებთ ონლაინ განაცხადს და ყველაზე მთავარი რაც მოგეთხოვებათ სტაბილური შემოსავალი და დადებითი საკრედიტო ისტორიაა.

სწრაფი სესხის მისაღებად თქვენ საშუალება გაქვთ აირჩიოთ არაერთი კომპანიიდან თქვენთვის ყველაზე მისაღები, ონლაინში შეავსოთ მარტივი სარეგისტრაციო ფორმა, გაიაროთ იდენტიფიკაცია ტელეფონისა და ელექტრონული ფოსტის საშუალებით, მოახდინოთ თქვენი საბანკო ანგარიშის ვერიფიკაცია (აღნიშნული ანგარიში დაგჭირდებათ თანხის მისაღებად) და მიიღოთ სასურველი თანხა უმოკლეს დროში. თუ თქვენთვის ეს პირველი სესხია, პასუხის მოლოდინის დრო შესაძლოა ერთი ან ცოტა მეტი საათი იყოს, თუმცა თუ თქვენ განმეორებითი სესხით სარგებლობთ, პასუხის მიღება რამოდენიმე წუთშია შესაძლებელი. დამეთანხმებით, რომ ასეთი სისწრაფე საბანკო სესხის შემთხვევაში გაქტობრივად გამორიცხულია. თუმცა, ბანკებმა კარგად გაიაზრეს ასეთი მომსახურების შეთავაზების პლუსი, და ძირითად პროდუქტებთან ერთად, ბოლო პერიოდში, უკვე მსგავს სწრაფ სესხებს თვითონაც თავაზობენ მომხმარებელს.

არ შეიძლება არ აღვნიშნოთ კიდევ ერთი დადებითი ფაქტორი. თუ თქვენ პირველად სარგებლობთ რომელიმე კომპანიის მომსახურებით, შესაძლებლობა გაქვთ პირველი სესხი ყოველგვარი საკომისიოს გარეშე მიიღოთ. ეს ნიშნავს იმას, რომ თუ თქვენ ისესხებთ, მაგალითად 300 ლარს ერთი თვის ვადით, ერთ თვეში დასაბრუნებელი გექნებათ კვლავ იგივე 300 ლარი და არცერთი თეთრი მეტი. პირველი 0%-იანი სესხი საკმაოდ მიმზიდველი პროდუქტია და ამ გზით ახერხებს ონლაინ სესხის გამცემი კომპანიების უმეტესობა მომხმარებელთა მოზიდვას.

გარდა პლუსებისა, რათქმაუნდა სწრაფ სესხებს მინუსებიც საკმაოდ აქვს. პირველ რიგში ეს სესხის ხანგრძლივობაა. სწრაფი სესხების უდიდესი ნაწილი, შეიძება ითქვას 99% მხოლოდ მოკლე პერიოდზეა გათვლილი. ეს გულისხმობს დროს არაუმეტეს 1 თვისა. მართალია არის ბაზარზე ისეთი სწრაფი სესხებიც, რომლებიც უფრო ხანგრძლივი პერიოდითაც გაიცემა, თუმცა მათი რიცხვი ძალზე მცირეა. 1 თვიანი ვადა არ გულისხმობს იმას, რომ თუ თქვენ ვერ ახერხებთ დათქმულ ერთ თვეში თანხის დაბრუნებას აუცილებლად გაგიფუჭდებათ საკრედიტო ისტორია, კომპანიები ყოველთვის იძლევიან სესხით სარგებლობის პერიოდის გახანგრძლივების საშუალებას, თუმცა ეს დამატებითი გადასახადის საფუძველზე ხდება მხოლოდ. ეს კიდევ ერთი მინუსია, რომელიც უნდა აგვეღნიშნა. მაგალითად, თუ თქვენ პირველი სესხი მიიღეთ უპროცენტოდ ერთი თვის ვადით და ვერ შეძელით ერთ თვეში მისი დაბრუნება, შეგიძლიათ გაახანგრძლივოთ კრედიტის ვადა და ამისათვის გადაიხადოთ მიღებული თანხის გარკვეული პროცენტი. ამ შემთხვევაში კი შესაძლოა თქვენი ვალდებულება საკმაოდ ძვირი გამოვიდეს.

სწრაფი სესხის მინუსებიდან კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი მასზე დარიცხული წლიური საპროცენტო სარგებელია. სანამ სწრაფ სესხს აიღებთ, აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ დარიცხული პროცენტი შესაძლოა იმდენად დიდი იყოს, რომ შემდგომში პრობლემა შეგექმნათ მიღებული თანხის დაბრუნებაზე. ონლაინ სესხების წლიური პროცენტი საშუალოდ 400-დან 700%-მდე მერყეობს. დამეთანხმებით, რომ ეს საკმაოდ დიდი თანხაა. მაგალითად, თუ თქვენ ისესხეთ 100 ლარი ერთი თვის ვადით, შესაძლოა დასაბრუნებელი გქონდეთ მინიმუმ 115 ლარი. თუ ამ ციფრს უფრო დიდ თანხაზე გავამრავლებთ, შედეგს თქვენთვითონ ნახავთ, რომ არც თუ ისე სახარბიელო იქნება. ამის საპირწონედ კი ბანკები სამომხმარებლო სესხს გვთავაზობენ, რომლის წლიური საპროცენტო განაკვეთი უმეტეს შემთხვევაში 17-18%-ს არ აღემატება.