დღიური

სწრაფი სესხების ალტერნატივა

საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში სულ უფრო მეტი პოპულარობით სარგებლობს სწრაფი სესხები, რომელთა აღებაც ფაქტობრივად ნებისმიერ მსურველს შეუძლია. იმისათვის, რომ ამ ტიპის სესხით ისარგებლოთ, მთავარია იყოთ საქართველოს სრულწლოვანი მოქალაქე, გქონდეთ სტაბილური შემოსავალი, საბანკო ანგარიში და ტელეფონის ნომერი. სწრაფი სესხის მისაღებად თქვენ დამტებით დაგჭირდებათ წვდომა ინტერნეტთან იმისათვის, რომ განაცხადი შეავსოთ. დრო, რომელიც ონლაინ სესხის ანგარიშზე მისაღებად შეიძლება დაგჭირდეთ, უმეტეს შემთხვევაში არ აღემატება ერთ საათს.

მიუხედავად იმისა, რომ სწრაფი სესხები ასე პოპულარულია, მაინც საკმაოდ ბევრია იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც გამოუვალ ფინანსურ მდგომარეობაში აღმოჩენისას სხვა ტიპის სესხს ამჯობინებე. უმეტესად ამის მიზეზი სესხზე დარიცხული საპროცენტო სარგებელი და მისი ხანგრძლივობაა. უნდა აღვნიშნოთ, რომ სწრაფი სესხების საპროცენტო განაკვეთი არც თუ ისე დაბალია და ისინი უმეტეს წილად ერთ თვემდე ვადით გაიცემა. რათქმაუნდა არის ისეთი სწრაფი სესხები, რომლებიც გაცილებით ხანგრძლივი დროით გაიცემა, თუმცა ძირითადი პრინციპი ონლაინ სესხების ის არის, რომ დაეხმარონ მომხმარებელს მოულოდნელად წარმოქმნილი მოკლევადიანი ფინანსური სიცარიელის შევსებაში.

ალბათ გაინტერესებთ რა ალტერნატივა შეიძლება ქონდეს სწრაფ სესხებს. რათქმაუნდა ქართულ ფინანსურ ბაზარზე საკმაოდ მრავალფეროვნად არის წარმოდგენილი სხვადასხვა ტიპის სესხები. მათი დიდი ნაწილის შემოთავაზება ბანკებს შეუძლიათ.

თუ თქვენ უმოკლეს დროში გესაჭიროებათ დამატებითი თანხა გაუთვალისწინებელი ხარჯებისთვის, შეგიძლიათ ისარგებლოთ სამომხმარებლო სესხით. მას ვისაც ხელფასი ამა თუ იმ ბანკში ერიცხება, სახელფასო სესხით სარგებლობა შეუძლია. ბანკები მზად არიან უმოკლეს დროში გასცენ თავის ერთგულ მომხმარებელზე ხელფასის რამოდენიმე ოდენობით სესხი. ეს რათქმაუნდა სამომხმარებლო სესხის კატეგორიას განეკუთვნება და მის მისაღებად თქვენ თითქმის არანაირი დოკუმენტის წარდგენა არ გჭირდებათ უმეტეს შემთხვევაში. ერთადერთი რაც შესაძლოა საკრედიტო ოფიცერმა მოგთხოვოთ, სახელფასო ცნობაა სამსახურიდან.

გარდა ზემოთხსენებულისა, ზოგადად უზრუნველყოფის გარეშე სამომხმარებლო სესხით სარგებლობაც არის შესაძლებელი. ესეც ერთ-ერთ ალტერნატვად შეგიძლიათ განიხილოთ. მართალია მის მისაღებად რამოდენიმე საათი საკმარისი არ იქნება, და შესაძლოა ორი ან რამდენიმე დღეც კი მოგიწიოთ ლოდინი, თუმცა სწრაფ სესხებთან შედარებით ის უპირატესობა აქვს, რომ მისი საპროცენტო სარგებელი გაცილებით დაბალია და დაფარვაც არა ერთ თვეში, არამედ შესაძლოა რამოდენიმე წელიწადშიც კი შეძლოთ თანაბარი გადახდებით.

არანაკლებ პოპულარულია საკრედიტო ბარათები. საქართველოში საკმაოდ ბევრი სტაბილურად დასაქმებული და არამხოლოდ ეს კატეგორია, სარგებლობს ასეთი ტიპის ბარათებით. უპირატესობა, რაც ამ ტიპის სესხს აქვს ის არის, რომ თუ თქვენ არ გჭირდებათ გარკვეული პერიოდის განმავლობაში თანხა, თქვენ არც არაფრის გადახდა არ მოგიწევთ ბანკისათვის. ამასთანავე, აუცილებელი სულაც არ არის, რომ სრულად ისარგებლოთ საკრედიტო ლიმიტით. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ მხოლოდ ის რაოდენობა, რაც კონკრეტულ მომენტში გჭირდებათ და შესაბამისად, გადაიხადოთ მხოლოდ გახარჯული თანხა და მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებელი. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ თუ გახარჯულ თანხას გარკვეულ დათქმულ პერიოდში დააბრუნებთ, არანაირი დამატებითი თანხა არ დაგერიცხებათ.

ჩვენ მიერ ჩამოთვლილი სესხების მისაღებად საჭირო პროცედურა თითქმის არ განსხვავდება ერთმანეთისგან. მას შემდეგ, რაც განსაზღვრავთ საჭირო თანხის ოდენობას, უნდა მიმართოთ შესაბამის სესხის გამცემ ორგანიზაციას, იქნება ეს ბანკი, თუ მიკროსაფინანსო დაწესებულება. ამის შემდეგ, საკრედიტო ოფიცერთან მოგიწევთ შეავსოთ სესხის განაცხადი, რომელიც განსახილველად რისკების განყოფილებას გადაეცემა, რომელის პასუხზეც არის დამოკიდებული დაგიმტკიცდებათ თუ არა სესხი. დადებითი პასუხის მიღების შემდეგ კი უმოკლეს დროში შეგეძლებათ მიიღოთ სასურველი თანხა.

სწრაფი სესხების ალტერნატივად ზოგჯერ სალომბარდე სესხიც შეგვიძლია განვიხილოთ. როგორც წესი, ამ ტიპის სესხის უზრუნველყოფისათვის უმეტესად ძვირფას ლითონებს განიხილავენ, თუმცა არის ისეთებიც, სადაც გარანტიად შეგიძლიათ ავტომობილი ან სხვა საყოფაცხოვრებო ტექნილა გამოიყენოთ. საკმაოდ ბევრია იმ ფინანსური დაწესებულებების რიცხვი გარდა ბანკებისა, რომლებიც ამ ტიპის სესხს თავაზობენ მომხმარებელს. სალომბარდე სესხის მიღება საკმაოდ მარტივი და ამისათვის თქვენ სულაც არ დაგწირდებათ სტაბილური სამსახური ან რაიმე ტიპის დამატებითი დოკუმენტები. თანხის მისაღებად საკმარისია წარადგინოთ უზრუნველყოფის საგანი, და მას შემდეგ რაც შესაბამისი ექსპერტი მოახდენს დასაგირავებელი ქონების შეფასებას, თუ თქვენთვის მისაღები იქნება თანხის ოდენობა, მიიღოთ ფული ნაღდი ანგარიშსწორების გზით.