დღიური

სესხი უზრუნველყოფის გარეშე

რა არის სესხი უზრუნველყოფის გარეშე?

სესხი უზრუნველყოფის გარეშე არის სესხი რომელიც გაცემულია და მხოლოდ მსესხებლის გადახდისუნარიანობას ეყრდნობა და არა რაიმე გარანტიას. სესხი უზრუნველოფის გარეშე იგივე არასაიმედო სესხი ისაა, რომელიც არ არის დაცული თავდები პირით ან კერძო საკუთრებით, მას ხანდახან მოიხსენიებენ, როგორც ხელმოწერილ ან პერსონალურ სესხს. არასაიმედო სესხის მისაღებად მსესხებელს ძირითადად მაღალი დონის საკრედიტო ისტორია უნდა ჰქონდეს. ვინაიდან ამ ტიპის სესხი გარანტირებული არ არის რაიმე კერძო საკუთრებით, ეს სესხები უფრო დიდ რისკს წარმოადგენს კრედიტორებისთვის, შესაბამისად ამ სესხის საპროცენტო განაკვეთი დაცული სესხების (მაგალითად ავტო სესხები) საპროცენტო განაკვეთზე მაღალია. კრეტორები რომლებიც გასცემენ სესხს უზრუნველყოფის გარეშე დაცულ სესხებთან შედარებით უფრო მცირე თანხას გვთავაზობენ.

რა არის არასაიმედო სესხის მაგალითი?

არასაიმედო სესხები მოიცავს საკრედიტო ბარათებს, სტუდენტურ სესხებს და პერსონალურ სესხებს და ისინი მბრუნავი ან ვადიანია. მბრუნავი ნიშნავს, რომ საკრედიტო ლიმიტი შეიძლება დაიხარჯოს, მაგრამ მისი დაფარვის შემდეგ ისევ შეიძლება მისი დახარჯვა. მბრუნავი სესხების მაგალითებია საკრედიტო ბარათები და საკრედიტო ხაზი.

ვადიანი სესხი კონტრასტულად ნიშნავს, რომ მსესხებელი ნასესხებ თანხას ფარავს კონტრაქტით დადგენილი ვადის ამოწურვამდე. ასეთი ტიპის სესხები ძირითადად არის დაცული სესხები, მაგალითად ავტო სესხი, მაგრამ არის ვადიანი არასაიმედო სესხებიც. საკრედიტო ბარათები ითვლება არასაიმედო სესხად.

ალტერნატიული კრედიტორები და სესხები უზრუნველყოფის გარეშე

ალტერნატიული კრედიტორები როგორებიც არიან სწრაფი სესხების გამცემი კრედიტორები ან კომპანიები, რომლებიც გვთავაზობენ ნაღდი ფულის ავანსებს არ გვთავაზობენ საიმედო სესხებს. მათი სესხები არ არის დაცული გარანტიით, როგორიცაა თავდები პირი ან კერძო საკუთრება. კრედიტორები მაინც აღწევენ ამ სესხების ამოღების ზომებს.

ხშირად კრედიტორები მსესხებლებს უთანხმდებიან მსესხებლის საბანკო ანგარიშიდან სესხის ოდენობის თანხის ავტომატურ გადარიცხვაზე. ბევრი არა მაგრამ კრედიტორების ნაწილი ითხოვს მსესხებლისგან, რომ მისი შემოსავლებიდან პროცენტი გადაიხადოს ონლაინ საფულით როგორიცაა PayPal. PayPal-ის მოხმარება საქართველოში პოპულარობით ჯერ არ სარგებლობს ვინაიდან ამ ონლაინ საფულის ინტეგრაცია ჩვენს ქვეყანაში სრული არ არის.

ვალდებულებების შეუსრულებლობა უზრუნველყოფის გარეშე სესხზე

თუ მსესხებელი დაცულ სესზე ნაკისრ ვალდებულებებს არ შეასრულებს , კრედიტორი პასუსმგებლობას გადასცემს თავდებ პირს ან უფლებას მოიპოვებს მსესხებლის კერძო საკუთრებაზე. ამის საპირისპიროდ, თუ კრედიტორი გასცემს სესხს უზრუნველყოფის გარეშრ მას არ შეუძლია მსესხებლის კერძო საკუთრების მოთხოვნა. და მაინც კრედიტორს შეუძლია სხვა ზომების მიღება, როგორიცაა სასამართლოსთვის მიმართვა ან სესხების ამოღების სააგენტოსთვის მიმართვა. თუ სასამართლო დაიჭერს კრედიტორის მხარეს შეიძლება მსესხებლის ქონება დაყადაღდეს მის მიერ სესხის დაფარვამდე.

როგორ ავიღოთ სესხი უზრუნველყოფის გარეშე?

სესხს უზრუნველყოფის გარეშე გვთავაზობენ მიკრო საფინანსო ორგანიზაციები როგორებიცაა მაგალითად Vivus, Netcedit. ამ ტიპის სესხებს სწრაფი სესხები ეწოდებათ. სწრაფი სესხები ფინანსურ ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტია არა მხოლოდ საქართველოში არამედ მთელ მსოფლიოში. ასეთი დიდი პოპოლარობის გამო სწრაფ სესხებს მიკრო საფინანსო ორგანიზაციების გარდა გვთავაზობს ბანკების ნაწილიც. სწრაფი სესხი არის სესხი უზრუნველყოფის გარეშე, სესხის ლიმიტი ძირითადად 100-იდან 2000 ლარამდე მერყეობს, დაფარვის ვადა კი 30 დღეა. მიკრო საფინანსო ორგანიზაციების არჩევანი საქართველოს მსგავს პატარა ქვეყანაშიც კი დიდია მისი მოთხოვნადობის გამო, ბევრი მათგანი პირველ სესხს უპროცენტოდად გვთავაზობს, რაც ნიშნავს რომ ზუსტად აღებული თანხის ოდენობის გადახდა მოგიწევთ პროცენტის გარეშე. ინტერნეტსივრცეში არის საიტები, რომლებიც არიან სრულიად დამოუკიდებლები კრედიტორებისგან და გთავაზობენ შედარების ცხრილებს, სადაც მოცემულია სესხის ოდენობა, ვადა, ასაკობრივი ზღვარი (ძირითადად 21-65 წელი), ეს დაგეხმარებათ თქვენთვის ხელსაყრელი კრედიტორის უფრო სწრაფად პოვნაში. დამატებითი დეტალებისთვის რა თქმა უნდა უნდა შეხვიდეთ თავად კონკრეტული კრედიტორის ვებ გვერძე.

სწრაფი სესხის ასაღებად არ არის აუცილებელი გქონდეთ მუდმივი შემოსავალი, მაგრამ რა თქმა უნდა სასურველია. მისი აღება შეგიძლიათ ძალიან მარტივად, სახლიდან გაუსვლელად ინტერნეტთან წვდომის მქონე კომპიუტერით ან მობილურით. ხელსაყრელი კრედიტორის არჩევის შემდეგ უნდა დარეგისტრირდეთ მის ვებ გვერძე, აირჩიოთ სესხის ოდენობა ლიმიტის ფარგლებში და მისი დაფარვის ვადა (მაქსიმუმ 30 დღე). აუცილებელია გქონდეთ მოქმედი საბანკო ანგარიში საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ ბანკში, საიდანაც კრედიტორის ანგარიშზე თქვენი საბანკო ანგარიშის იდენტფიცირებისთვის უნდა გადარიცხოთ ძალიან მცირე თანხა ( ძირითადად ერთი თეთრი). კრედიტორი თქვენს მოთხოვნას განიხილავს სამუშაო დღეების სამუშაო საათებში და სესხის დამტკიცების შემთხვევაში, თქვენს მიერ მოთხოვნილი თანხა საბანკო ანგარიშზე დაახლოებით 15 წუთში დაგერიცხებათ.

როგორც ზემოთ ვახსენეთ კერძო მიკრო საფინანსო ორგანიზაციების გარდა სწრაფ სესხებს ბანკებიც ანალოგიურად ონლაინ გასცემენ. პირობები მსგავსია, მაგრამ ბანკის საპროცენტო განაკვეთი კერძო კრედიტორებთან შედარებიტ დაბალია, თუმცა ისეც გასათვალისწინებელია, რომ კერძო კრედიტორებისგან სესხის აღება უფრო მარტივია. თუ მაგალითად სესხის აღების მსურველს უარყოფითი საკრედიტო ისტორია აქვს ბოლო ორი წლის განმავლობაში ნაკლები შანსია იმისა, რომ ბანკი თუნდაც მცირე სესხის მიცემაზე დათანხმდება. კერძო კრედიტორთან უფრო მეტი შანსი აქვს ასეთ პიროვნებას თუ საკრედიტო ისტორია ძალიან უარყოფითი არ არის.

სესხი უზრუნველყოფის გარეშე მოიცავს საკრედიტო ბარატებს, რომლებიც მხოლოდ ბანკების მიერ გაიცემა. საკრეიტო ბარათი არის ბანკის პროდუქტი, რომელზეც ბანკის მიერ დაშვებულია განსაზღვრული საკრედიტო ლიმიტი და ბარათიდან თანხის აღება შესაძლებელია მრავალჯერადად საკრედიტო ბარათის მოქმედების ვადის ამოწურვამდე. იგი მბრუნავი სესხია, ანუ მაქსიმალური თანხა რისი აღებაც შეგვიძლია ლიმიტითაა განსაზღვრული და მისი ამოწურვის შემდეგ თანხა პროცენტთან ერთად უნდა დავაბრუნოთ, მაგრამ დაფარვის შემდეგ კვლავ შეგვიძლია ბარათის ლიმიტით სარგებლობა.

უზრუნველყოფის გარეშე სესხის კიდევ ერთი და პოპულარული სახეა სტუდენტური სესი, რომელსაც ახალგაზრდები ძირითადად სწავლის საფასურის გადასახდელად მიმართავენ. სტუდენტური სესხების ლიდერ ბანკად ალბათ შეგვიძლია მოვიხსენიოთ საქართველოს ბანკი, ვინაიდან ის არის საქართველოში სტუდენტური ბარათის ერთადერთი მწარმოებელი. თუმცა სტუდენტუს სესხებს რა თქმა უნდა სხვა ბანკებიც გასცემენ. სესხის მაქსიმალურ ვადას ძირითადად ერთი წელი წარმოადგენს. ამ სესხისთვის სტუდენტს ესაჭიროება ცნობა სასწავლებლიდან და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

სად და როდის გამოვიყენოთ სესხი უზრუნველყოფის გარეშე?

ხანდახან არის შემთხვევა, როდესაც სასწრაფოდ გვესაჭიროება მცირე ოდენობის თანხა და არ შეგვიძლია დახმარებისთვის ოჯახის წევრებს ან მეგობრებს მივმართოთ ან ამის სურვილი არ გვაქვს. ასეთი სასწრაფო საჭირება შეიძლება იყოს სამედიცინო ხარჯები, კომუნალური გადასახადები, მანქანის შეკეთების, სამოგზაურო ხარჯები, როდესაც ხელფასის აღებამდე კიდევ დიდი დროა დარჩენილი. ასეთ შემთხვევაში საუკეთესო ვარიანტია უპროცენტო სესხის აღება, მაგრამ ამისთვის წარსულში ამ კრედიტორის სერვისი გამოყენებული არ უნდა გქონდეთ. სწრაფი სესხების მომწოდებელი კრედიტორების რიცხვი დიდია, ასე რომ უპროცენტო სესხის მოძიება პრობლემას არ წარმოადგენს. იმ შემთხვევაშიც თუ იმაზ მეტი თანხა გჭირდებათ ვიდრე პირველი სესხის ლიმიტი გაძლევთ აღების საშუალებას, შეგიძლიათ ისარგებლოთ რამდენიმე კრედიტორის უპროცენტო სესხით ერთდროულად.

გაითვალისწინეთ, რომ სესხი უზრუნველყოფის გარეშე ისევე, როგორც დაცული სესხები რაც არ უნდა მოკლე ვადიანი იყოს და მცირე ოდენობის აისახება თქვენს საკრედიტო ისტორიაში. თუ ნაკისრი ვალდებულების შესრულებას ვერ მოახერხებთ საკრედიტო ისტორიის პრობლემა გაგიჩნდებათ, რაც მომავალში სესხით სარგებლობის შანს საგრძნობლად შეგიმცირეთ. ამიტომ სანამ თუნდაც ამ ტიპის სესხის აღების შემთხვევამდე კარგად გაიაზრეთ თქვენი მიმდინარე ფინანსური მდგომარეობა, დარწმუნდით, რომ სესხის დაფარვას დროულად შეძლებთ. თუ სესხის დაფარვას დააგვიანებტ კრედიტორი ჯარიმას დაგაკისრებთ, თუ სესხის გადავადების სერვისით ისარგებლებთ (მაგალითად 1 კვირით ან 2-ით გადავადება) ეს რა თქმა უნდა დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული და სესხის ოდენობას და სესხის პროცენტს გადავადების საფასური ან ჯარიმის საფასურიც დამეტება.

ბევრმა არ იცის, რომ გადავადების და ჯარიმის გადასახადი ჩნდება უპროცენტო სესხის სემთხვევაშიც. ასე რომ, სესხის დროულად დაფარვას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. თუ ეჭვი გაქვთ, რომ სესხის დასაფარი თანხა დროულად არ გექნებათ სცადეთ სხვა გამოსავლის მოძებნა, მაგრამ თუ დარწმუნებული ხართ დაფარვის შესაძლებლობაში შეგიძლიათ თქვენთვის ხელსაყრელი გარიგების ძებნა დაიწყოთ.