სესხი სამუშაო ადგილის გარეშე

დღესდღეობით, ხშირ შემთხვევაში, როდესაც ოფიციალური კრედიტორისგან ფულის სესხება გსურთ, აუცილებელია გადახდისუნარიანობის დამტკიცება სახელმწიფო შემოსავლების სამსახურიდან, რაიმე ოფიციალური დაწესებულებიდან ან სამუშაო ადგილიდან ცნობა წარადგინოთ. ეს დაამტიკეცბს პოტენციური კლიენტის მუდმივ, საკმაოდ მაღალ შემოსავალს და ამმხრივ კრედიტორი დარწმუნდება მსესხებლის გადახდისუნარიანობაში გრძელვადიანი სესხის აღების შემთხვევაშიც კი. სესხის გაცემა იმ ადამიანებისთვის, ვისაც მუდმივი ან ოფიციალური სამსახური არ აქვთ იშვიათად ხდება. სამსახურის არ ქონის და ამავდროულად სესხის გაცემის შემთხვევაში, კრედიტორების მაღალი რისკის ასანაზღაურებლად დაწესებულია მაღალი საპროცენტო განკვეთები ან სხვა პირობები.

კომპანიამიღებისდროსუპროცენტოპირველად სესხიპირველი სესხის მაქსიმუმისესხის ვადააიღე სესხი
15 წუთში 50-250 ლარი650 ლარი
*94.3%
1-30 დღეაიღე სესხი
15 წუთში 30 – 500 ლარი900 ლარი
*100%
5-730 დღეაიღე სესხი
15 წუთში 50 – 500 ლარი1000 ლარი
*100%
5-30 დღეაიღე სესხი
15 წუთში 500-3000 ლარი3000 ლარი
*95.13%
3-24 თვემდეაიღე სესხი
15 წუთში 100-1000 ლარი1000 ლარი
*99.95%
1-12 თვემდეაიღე სესხი

* წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი

მიღებისდროს: 15 წუთში

უპროცენტო:

პირველად სესხი: 50-250 ლარი

პირველი სესხის მაქსიმუმი: 650 ლარი (*94.3%)

სესხის ვადა: 1-30 დღე

მიღებისდროს: 15 წუთში

უპროცენტო:

პირველად სესხი: 30 – 500 ლარი

პირველი სესხის მაქსიმუმი: 900 ლარი (*100%)

სესხის ვადა: 5-730 დღე

მიღებისდროს: 15 წუთში

უპროცენტო:

პირველად სესხი: 50 – 500 ლარი

პირველი სესხის მაქსიმუმი: 1000 ლარი (*100%)

სესხის ვადა: 5-30 დღე

მიღებისდროს: 15 წუთში

უპროცენტო:

პირველად სესხი: 500-3000 ლარი

პირველი სესხის მაქსიმუმი: 3000 ლარი (*95.13%)

სესხის ვადა: 3-24 თვემდე

მიღებისდროს: 15 წუთში

უპროცენტო:

პირველად სესხი: 100-1000 ლარი

პირველი სესხის მაქსიმუმი: 1000 ლარი (*99.95%)

სესხის ვადა: 1-12 თვემდე

* წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი

 

კანონის ცვლილებების გამო ფულის სესხება იმ ადამიანთათვის, ვისაც სტაბილური შემოსავალი არ გააჩნია, მინიმუმამდეა დაწეული, ანუ ოფიციალურ კრედიტორებს არ აქვთ დიდი თანხის გასესხების უფლება. დასაშვებია მცირე თანხის გასესხება გირაოთი, ხოლო გაიცემა თუ არა სესხი არასტაბილური შემოსავლის მქონე პირს, კრედიტორი თვითონ წყვეტს. ასეთ შემთხვევებში, კრედიტორების უმეტესობა უბრალოდ უარყოფს მოთხოვნებს. ადამიანს სტაბილური შემოსავლის გარეშე შეუძლია სესხის სხვა სახეობებით სარგებლობა, როგორიცაა მაგალითად, არასაბანკო კრედიტორების შემოთავაზებები, კერძოდ, სწრაფი სესხები ან ავტო ლომბარდი. ბანკიდან სესხის აღება სტაბილური შემოსავლის გარეშე თითქმის შეუძლებელია. ბანკი იზღვევს თავს და თავის მომხმარებლებს ოფიციალური დოკუმენტების მოთხოვნით. ბანკი სერიოზული მოთამაშეა ამ სფეროში, იგი გამორიცხავს უპასუხისმგებლო მსესხებლებს, რომლებიც შემდგომში ვერ დაფარავენ სესხებს.

სტაბილური შემოსავლის გარეშე შესაძლებელია სხვადასხვა სწრაფი სესხის აღება, მაგრამ ამ შემთხვევაში მსესხებელს დადებითი საკრედიტო ისტორია უნდა ჰქონდეს. სწრაფი სესხი არასაბანკო კრედიტორების მიერ გასესხებული არასაბანკო და არანაღდი ფულია. არასტაბილური შემოსავლის მქონე პირებს სწრაფი სესხის აღებით, მცირე თანხის სესხება შეუძლიათ, რომელიც არაუმეტეს რამოდენიმე ასეულისაა. კრეიტორების უმრავლესობა უფრო დიდ თანხებს გვთავაზობს, მაგრამ ამ შემთხვევაშიც დაგჭიდებათ შემოსავლის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა. სწრაფი სესხის აღება ძალიან ადვილია და ამან განაპირობა პოპულარობა. სესხის მოთხოვნის შემდეგ რამოდენიმე წუთში ფული მსესხებლის საბანკო ანგარიშზე გადაირიცხება და სულაც არ არის საჭირო სესხის მიზნის მითითება. სწრაფი სესხების ყველაზე დიდი მინუსია მაღალი საპროცენტო განაკვეთი, რომელსაც კრედიტორების მაღალი რისკი განაპირობებს.

შემდეგი პოპულარული სესხი არასტაბილური შემოსავლის მქონე პირთათვის მანქანის ლომბარდია. ამ სესხით სარგებლობის შემთხვევაში, მსესხებელი ალომბარდებს თავის მანქანას. ანუ სესხის დაფარვის დროს პრობლემების შექმნის შემთხვევაში, მანქანა კრედიტორის მფლობელობაში გადადის და თანხის უმეტესი ნაწილი მსესხებლის მანქანიდან დაიფარება. ასე რომ, ორივე, კრედიტორიც და მსესხებელიც ნაკლებ რისკზე მიდიან, ვიდრე გირაოს გარეშე სესხების დროს. ავტო ლომბარდის შემთხვევაში, კრედიტორი ჩვეულებრივ ასესხებს მანქანის საბაზრო ღირებულების 90%. როგორც წესი, ეს გაცილებით მეტია, ვიდრე სხვა ხელმისაწვდომი სესხების შემთხვევაში. ასევე ავტო სესხებს სწრაფ სესხებთან შედარებით საკმაოდ დაბალი საპროცენტო განაკვეთი აქვთ, მაგრამ არც ისე გავრცელებულნი არიან, რადგან არასტაბილური შემოსავლის მქონე პირებს იშვიათად ჰყავთ მანქანები.

ზოგადად სასესხო პირობები არარეგულარული შემოსავლის მქონე პირთათვის საკმაოდ გავრცელებულია, ეს ხალხის ის კატეგორიაა, რომელსაც ხშირად სასწრაფოდ ფული სჭირდება. რეგულარული შემოსავლის გარეშე შეუძლებელია სესხის დაფარვა და ჩვეულებრივ იგი მთავრდება უფრო სერიოზული პრობლემებით, როგორიცაა ჯარიმის პროცენტები, სესხის ოფიცრები და სასამართლო. სესხის დაფარვა მაინც მოგიწევთ, მაშინაც კი, თუ არ გაქვთ არც უძრავი ქონება არც შემოსავალი. სასამართლო მოძებმნის გზებს, თუ როგორ დაუბრუნოს ვალი კრედიტორს.

თუმცა, არის შემთხვევებიც, როდესაც სესხის აღება მისაღებია და ასევე სასურველი. მაგალითად, თუ ადამიანმა სამსახური დაკარგა და ახალი სამსახურის საძიებლად გარკვეული თანხა სჭირდება. იმ შემთხვევაში, თუ სესხება მომავალში სტაბილურ შემოსავალს მოგიტანთ, მაშინ სასურველია ასე მოიქცეთ, რადგან სავარაუდოდ შეძლებთ სესხის დაფრვას. ეს ასევე ეხება სხვა ინვესტიციებს, რომელიც მომავალში გარანტირებულ სარგებელს მოგიტანთ. სესხება მისაღებია მაშინაც, როცა ეს გადარჩენის ბოლო ვარიანტია და როცა დარწმუნებული ხართ, რომ მომავალში გარკვეული შემოსავლი გექნებათ. რა თქმა უნდა, ეს ძალიან სარისკოა და თუ მსესხებელი არაა დარწმუნებული მომავალ ფინანსურ მდგომარეობაში, მაშინ ჯობია სხვა გზები მოძებნოს. თუ ფიქრობთ, რომ ვერ შეძლებთ სესხის დაფარვას, მაშინ ნურც სესხულობთ, წინააღმდეგ შემთხვევაში გაიუარესებთ ფინანსურ სიტუაციას.

სრულიად გასხვავებული სიტუაციაა, როდესაც ადამიანს არაოფიციალური შემოსავალი აქვს. ეს ნიშნავს, რომ მას შეიძლება ჰქონდეს დიდი და სტაბილური შემოსავალი, მაგრამ ოფიციალურად არსად ფიქსირდება. ამ შემთხვევაში, სავარაუდოა, რომ ადამიანი შეძლებს სესხის დაფარვას მაგრამ ოფიციალურად ვერ გამოიტანს სესხს. ძალზედ სარისკოა ფულის სესხება, თუ სამსახური და სტაბილური შემოსავალი არ გაქვთ. შეძლებისდაგვარად თავიდან აიცილეთ ასეთი სიტუაციები. ზოგადად სესხები განკუთვნილია ისეთი ადამიანებისთვის, ვისაც სტაბილური შემოსავალი აქვს და ვინც დარწმუნებულია, რომ შეძლებს ყოველთვიური გადასახადების დაფარვას.