დღიური

როგორ შეიძლება დაგეხმაროთ სესხი ახალი სამსახურის მოძებნაში?

როდესაც ადამიანები გარკვეულ ვალდებულებას იღებენ, უმეტესწილად ამას გამოუვალი მდგომარეობის ან გაუთვალისწინებელი ფინანსური დანახარჯების შესავსებად აკეთებენ. ან სულაც რაიმე ქონების შესაძენად იქნება ეს უძრავი თუ მოძრავი ქონება. ცოტა ადამიანი თუ დაფიქრებულა იმაზე, შესაძლებელია თუ არა სესხი სხვა სიტუაციების მოგვარებაშიც დაგეხმაროთ? მაგალითად ისეთის როგორიც ახალი სამსახურის მოძიებაა?
დარწმუნებული ვარ ბევრისთვის ძალიან სასაცილოდ და დაუჯერებლად ჟღერს ეს ყველაფერი, შესაძლოა აბსურდულადაც კი, თუმცა მოდით თვალი გადავავლოთ რა ვარიანტები არსებობს და გავარკვიოთ არის თუ არა ეს შესაძლებელი და თუ შესაძლებელია, როგორ უნდა მოვიქცეთ იმისათვის, რომ სასურველი შედეგი მივიღოთ.

რათქმაუნდა შესაძლებელია რომ სესხი, თქვენი ახალი სამსახურის პოვნის საფუძველი გახდეს.

დასაქმების სფერო სულ უფრო მომთხოვნი ხდება პოტენციური სამსახურის მაძიებლების მიმართ. ტექნოლოგიებისა და ევოლუციის ეპოქაში სულ უფრო მატულობს კონკურენცია თითქმის ყველა სფეროში. თუ თქვენ გინდათ, რომ მწვერვალს მიაღწიოთ და იპოვოთ ოცნების სამსახური, აუცილებლად დაგჭირდებათ რამოდენიმე მნიშვნელოვანი ეტაპის გავლა.

პირველ რიგში ეს არის შესაბამისი განათლება. ხარისხიანი განათლების მიღება 21-ე საუკუნეში საკმაოდ ადვილი, მაგრამ არცთუისე იაფი გახდა. მთავარია ჩამოყალიბდეთ რა მიმართულებით გსურთ განავითაროთ თქვენი ცოდნა და უნარები, შეარჩიოთ შესაბამისი ინსტიტუტი და მოიპოვოთ სწავლის უფლება. თუმცა, ხშირია შემთხვევები, როდესაც მიუხედავად იმისა, რომ ყველა წინასწარ ეტაპს გადავლახავთ, დასტურსაც მივიღებთ უმაღლესი სასწავლო დაწესებულებისგან, რომ შეგვიძლია სწავლა განვაგრძოთ, აღმოვაჩენთ, რომ საკმარისი ფინანსები არ გვაქვს.

თანამედროვე სამყაროში განათლება ძვირადღირებული კაპიტალია. ამიტომ, სასწავლო დაწესებულებები შესაბამისად აფასებენ გაწეულ შრომას. პრესტიჟული უმაღლესი სასწავლებლები თავის მომსახურებას საკმაოდ ძვირად, ათეულობით ათასად ყიდიან. სამწუხაროდ ყველას არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ დააფინანსოს საკუთარი განათლება. მაშინ როგორ უნდა მოვიქცეთ? შეგიძლიათ დახმარება პირველ რიგში ოჯახის წევრებს თხოვოთ, მაგრამ თუ ისინიც ვერ შეძლებენ ფინანსურად გვერდში დგომას, რათქმაუნდა არსებობს ძალიან ბევრი გრანტის გამცემი ორგანიზაცია, სახელმწიფო პროგრამები საერთაშორისო პროგრამებთან ერთად, რომლებიც წარჩინებულ სტუდენტებსა და ახალგაზრდა პროფესიონალებს სწავლის დაფინანსებაში ეხმარებიან. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ ამ ტიპის გრანტის მოპოვება საკმაოდ რთულია და მცდელობა ყოველთვის არ მთავრდება დადებითი შედეგით. პირველ რიგში ამას განაპირობებს ლიმიტი, რომელიც ამ ორგანიზაციებს აქვთ განსაზღვრული. ამასთანავე, შესაძლოა მიიღოთ დასტური სწავლის დაფინანსებაზე, თუმცა თითქმის არ არსებობს ისეთი გრანტი, რომელიც სწავლას სრულად დაგიფინანსებთ. სწორედ ასეთ შემთხვევაშია შესაძლებელი თქვენთვის საუკეთესო გამოსავალი სესხი გახდეს.

ყოველწლიურად სულ უფრო მეტი ფინანსური ინსტიტუტი თანხმდება ახალგაზრდებზე სასწავლო მიზნებისთვის სესხის გაცემაზე. უმეტეს შემთხვევაში ამ ტიპის სესხის დაფარვა მსესხებელს გარკვეული პერიოდის შემდეგ შეუძლია. მაგალითად, თუ თქვენ აიღეთ სასწავლო სესხი დღეს, შესაძლოა მისი გადახდა დაიწყოთ სწავლის დასრულების შემდეგ, ან სესხის გაცემიდან ერთი წლის შემდეგ.

ალბათ გაგიჩნდათ კითხვა, რა შუაშია სასწავლო სესხის მიღება ახალ სამსახურთან. თუმცა, თუ დაფიქრდებით მიხვდებით, რომ თუ თქვენ შესაძლებლობა მოგეცემათ აიმაღლოთ კვალიფიკაცია დამატებითი განათლების მიღების გზით, გაიუმჯობესოთ კომპეტენცია კონკრეტულ სფეროში, გაეცნოთ სხვადასხვა ქვეყნებისა და ინსტიტუტების გამოცდილებას, შანსი იმის, რომ შეძლოთ ახალი, გაცილებით მაღალანაზღაურებადი და პრესტიჟული სამსახურის პოვნა საგრძნობლად მოიმატებს.

აუცილებელი არ არის თქვენ პირველ ნაბიჯებს დგამდეთ საკარიერო კიბეზე, შესაძლებელია თქვენ უკვე საკმაო გამოცდილებაც გქონდეთ და სტაბილური სამსახურიც. თუმცა, ადამიანი ყოველთვის უკეთესისკენ მიილტვის. მიუხედავად იმისა, რომ სტაბილური შემოსავალი შეიძლება გქონდეთ, დასაქმებულთა უმეტესობას, საკუთარი ფინანსები თვიდან-თვემდე სრულად განაწილებული აქვს და ის საკმარისი არ იქნება ახალი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. სწორედ ასეთ დროს არის მიზანშეწონილი ფინანსური ისნტიტუტებისთვის დახმარების სათხოვნელად მიმართვა.

განათლება ფასდაუდებელი კაპიტალია. ადამიანები სულ უფრო და უფრო ხშირად რწმუნდებიან ამაში. ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ უმჯობესია დღეს აიღონ გარკვეული ვალდებულება სესხის სახით, თუმცა დარწმუნებულები არიან, რომ ხვალ სანაცვლოდ აუცილებლად შეძლებენ ათჯერ და შესაძლოა ასჯერ მეტი სარგებელის მიღებასაც კი. ეს იმ იშვიათ შემთხვევად შეიძლება ჩაითვალოს, როდესაც გაწეული ფინანსური რისკები, უმეტესწილად ამართლებს საშუალებას და დგება დადებითი, თქვენთვის სასურველი შედეგი ახალი სამსახურის სახით.