დღიური

როგორ შევადგინოთ სესხის გადახდის გეგმა

როდესაც დგება ისეთი პერიოდი ჩვენ ცხოვრებაში, როდესაც ჩვენი შემოსავალი საკმარისი არ არის და სხვადასხვა მიზეზების გამო საჭიროა დამატებითი თანხის მოძიება, უმეტეს შემთხვევაში ამა თუ იმ ტიპის სესხს მივმართავთ საბანკო იქნება ეს თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში.

შეიძლება გაცილებით მარტივია საჭირო თანხის ოჯახის წევრებისა და ნაცნობ-მეგობრებისათვის თხოვნა, თუმცა თუ ეს თანხა არც თუ ისე მცირეა ან უბრალოდ არ გვინდა რაიმე უხერხულობა შევუქმნათ ჩვენ გარშემო მყოფ ადამინებს, მაინც ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს მივმართავთ ხოლმე. მიუხდავად იმისა, რა გზით ვიშოვნით დამატებით ფინანსებს, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ და განვსაზღვროთ წინასწარ როგორ დავაბრუნებთ მიღებულ თანხას.

სწრაფი სესხი და მისი დაფარვის გზები

თუ ჩვენ გაუთვალისწინებლად წარმოქმნილი ფინანსური კრიზისი მოგვარება გვსურს, ყველაზე მოხერხებული, ხშირ შემთხვევაში, სწრაფი ონლაინ სესხებია. ამ ტიპის სესხის გამცემი კომპანიები თანხის გაცემამდე, განაცხადის შევსებისას, წინასწარ გვაძლევენ საშუალებას განვსაზღვროთ ის პერიოდი, რა ვადაშიც შევძლებთ ნაკისრი ვალდებულების დაფარვას. უმეტესწილად, ეს დრო არ აღემატება 30 კალენდარულ დღეს. შესაბამისად, ასეთი ტიპის სესხით სარგებლობისას, აუცილებელია კარგად აწონ-დაწონოთ შეძლებთ თუ არა მომდევნო თვეში თქვენი არსებული შემოსავლიდან ამ ხარჯის გაწევას, რამე პრობლემას ხომ არ შეგიქმნით ნაკისრი ვალდებულება და უფრო დიდი დილემის წინაშე ხომ არ აღმოჩნდებით. სწრაფი სესხების მიმზიდველობა საკმაოდ დიდია, იმის გათვალისწინებით, რომ ამ გზით თანხის მისაღებად მინიმალური ვადა და დოკუმენტებია საჭირო, თუმცა ასეთი ტიპის სესხზე დარიცხული საპროცენტო განაკვეთი იმდენად მაღალია, რომ უმჯობესია განაცხადის გაკეთებამდე არსებული ფინანსური რისკები სწორად შეაფასოდ.

მიუხედავად იმისა, რომ სწრაფი სესხის გამცემი კომპანიების უმეტესობა მხოლოდ ერთთვიან ვადას გვთავაზობს, არის ისეთი კომპანიებიც, რომლებიც გაცილებით მეტი დროით გაცემენ სესხებს. ასეთ შემთხვევაში კი თქვენ უფრო მეტი საშუალება გაქვთ გადაანაწილოთ და ეტაპობრივად დაფაროთ კრედიტი. არც ერთ თვიანი სესხით სარგებლობისას ხართ შეზღუდული ეგრეთ წოდებული სესხის გადავადების საშუალებით. თუ თქვენ ვერ შეძლებთ წინასწარ დათქმულ ვადაში თანხის დაბრუნებას, სწრაფი სესხის გამცემი კომპანიები საშუალებას გაძლევენ თქვენთვის სასურველი პერიოდით გადაავადოთ ეს თარიღი გარკვეული დამატებითი თანხის გადახდის საფუძველზე. აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ ამ შემოთავაზებით სარგებლობის შემთხვევაში, თქვენი დანახარჯი კიდევ უფრო იზრდება და ძვირდება თქვენ მიერ სესხად აღებული ვალდებულების ღირებულება.

თუ მაინც აღმოჩნდებით ისეთ გამოუვალ მდგომარეობაში, რომ სრულად ვერ ფარავთ სესხს, შეგიძლიათ სესხის ვადის გახანგრძლივებასთან ერთად გარკვეული, თუნდაც მცირე თანხა გადაიხადოთ დამატებით, ასე შეგიმცირდებათ ძირითადი სესხის ოდენობა და მომდევნო პერიოდში უფრო მარტივი იქნება ამ ფინანსური ვალდებულებისგან გათავისუფლება.

საბანკო სესხი და მისი დაფარვის ვადები

გარდა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა, რათქმაუნდა არსებობს ისეთი ძველი და ტრადიციული გზა ფინანსური დანაკლისის შევსებისა, როგორიც საბანკო სესხია. თუმცა, გასათვალისწინებელია ის ფაქტორი, რომ თუ სწრაფი სესხის შემთხვევაში, სესხის დაფარვის ვადა აბსოლუტურად თქვენზეა დამოკიდებული, ბანკი მინიმალურად გაძლევთ ასეთ საშუალებას. საბანკო სესხების უმეტესობა კონკრეტულ ვადაზეა გათვლილი თქვენი ყოველთვიური სტაბილური შემოსავლის გათვალისწინებით. ამას განაპირობებს ის, რომ არსებობს საბანკო საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობა, რომელიც საშუალებას არ აძლევს ბანკებს სესხის დაფარვისათვის მოითხოვოს მსესხებლისგან ყოველთვიურად მისი შემოსავლის გარკეულ პროცენტზე მეტი.

მიუხედავად ზემოთხსენებული საკანონმდებლო რეგულაციისა, რათქმაუნდა ბანკშიც ითვალისწინებენ თქვენ სურვილებს. სესხის განაცხადის შევსებისას რათქმაუნდა შეგიძლიათ შეთავაზოთ საკრედიტო ოფიცერს თქვენთვის მისაღები გადახდის განრიგი,რომელსაც შესაბამისი განყოფილება განიხილავს მთლიან განაცხადთან ერთად და გაქვთ შანსი, რომ თქვენი შეთავაზებული სესხის დაფარვის განრიგი დაკმაყოფილდეს. მაგრამ, უმჯობესია წინასწარ განეწყოთ იმისთვის, რომ ბანკის წარმოამდგენლები მაინც მათთვის მისაღებ განრიგს შემოგთავაზებენ. აქ კი უკვე თქვენი გადასაწყვეტია მხოლოდ დათანხმდეთ თუ არა შემოთავაზებულ პირობებს, თუ მოძებნოთ რაიმე სხვა გამოსავალი წარმოქმნილი სიტუაციიდან.

ჩვენ შევეცადეთ დაგვენახებინა თქვენთვის ყველა შესაძლო გზა, როგორ დაფაროთ ნაკისრი ფინანსური ვალდებულება ამა თუ იმ შემთხვევაში. არჩევანი კი თქვენთვის მოგვინდია როგორი ტიპის სესხით და რა ვადით გადაწყვეტთ სარგებლობას.