დღიური

როგორ მოვიქცეთ თუ სესხის გაცემაზე უარი გვითხრეს?

ფინანსური სამყარო ძალიან ვრცელი და ამოუცნობია. უამრავი ადამიანია სხვადასხვა დონეზე ჩართული ამ ქსელში და ხშირად საკმაოდ ძნელია იპოვო პასუხები გარკვეულ სიტუაციასა თუ ქმედებაზე. ასეთი ამოუცნობი რეალობის წინაშე შეიძლება დავდგეთ როგორც საბანკო, ასევე ნებისმიერ იმ ფინანსურ ინსტიტუტთან ურთიერთობისას, რომელიც სესხს გაცემს.

ზოგიერთ თქვენგანს ალბათ ქონია სიტუაცია, როდესაც თითქოს ყველაფერი რიგზეა სესხის განაცხადის შევსებისას, არანაირი დამაბრკოლებელი გარემოება არ არსებობს, მაგრამ რატომღაც მაინც უარს ვღებულობთ. ბუნებრივია ასეთ დროს ჩნდება კითხვა რატომ? და შესაბამისად იწყება ალტერნატიული გამოსავალის ძებნა.

კითხვაზე რატომ? პასუხი, უმეტეს შემთხვევაში, არ აქვთ სესხის გამცემი ორგანიზაციების წარმომადგენლებს. თქვენ შესაძლოა გქონდეთ სოლიდური სტაბილური შემოსავალი, დადებითი საკრედიტო ისტორია, ერთი შეხედვით ყველაფერი იმისათვის, რომ მიიღოთ თანხმობა სესხის განაცხადზე, თუმცა, რისკების განყოფილება უარს აგზავნის და პასუხიც ხშირად არავინ იცის რატომ. რათქმაუნდა, გადაწყვეტილების მიმღები პირი ყველაფერს აგიხსნიდათ, თუმცა მომხმარებლისათვის მათთან ურთიერთობა ხელმისაწვდომი არ არის ფინანსური ინსტიტუტების რეგულაციების შესაბამისად.

თუ თქვენ უარი მიიღეთ სესხის განაცხადზე, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ უპირობოდ უნდა დანებდეთ და არ შეეცადოთ სასურველი შედეგის მიღებას. კარგი იქნება თუ ამ დროს თქვენ საკრედიტო ოფიცერს თხოვთ, იქნებ გაარკვიოს,ხომ არ არის რაიმე დამატებითი პირობა ან მოთხოვნა, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც შესაძლებელი იქნება თქვენთვის დადებითი პასუხის მიღება. არის შემთხვევები, როდესაც რისკების განყოფილება დამატებით დოკუმენტაციას, ან თავდებ პირს ან სულაც რაიმე უზრუნველყოფის საგანს ითხოვს და პრობლემაც გვარდება. აღნიშნულის წარდგენის შემდეგ თქვენ საშუალება გეძლევათ მიიღოთ სასურველი თანხა. შესაძლოა არანაირი დამატებითი პირობა არ მოითხოვონ თქვენგან, მაგრამ სამაგიეროდ შემოგთავაზონ მოთხოვნილზე ნაკლები თანხა, რომელიც ზოგ შემთხვევაში შეიძლება საკმარისი იყოს თქვენთვის.

არის კიდევ ერთი გარემოება. თუ თქვენ სესხი სასწრაფოდ გესაჭიროებათ, თანხაც არ არის დიდი და ბანკებმა უარი გითხრეს, შეგიძლიათ სცადოთ სწრაფი სესხის გამცემი კომპანიების მომსახურება. უმეტეს შემთხვევაში, თუ თქვენ დადებითი საკრედიტო ისტორია და სტაბილური ფინანსური შემოსავალი გაქვთ, ასეთი ტიპის ორგანიზაციები ბანკზე ბევრად სწრაფად დაგიმტკიცებენ სესხს და ჩაგირიცხავენ თქვენ საბანკო ანგარიშზე ისე, რომ სახლიდან გასვლაც კი არ დაგჭირდებათ. ამასთანავე, ასეთი სესხის უპირატესობაც არ უნდა გამოგვრჩეს. თუ თქვენ არასოდეს გისარგებლიათ სწრაფი სესხით, გაითვალისწინეთ, რომ კომპანიების უმეტესობა პირვე სესხს სრულიად უპროცენტოდ გთავაზობთ. ეს ნიშნავს იმას, რომ თუ თქვენ დათქმულ ვადაში (ეს ვადა როგორც წესი არ აღემატება 30 კალენდარულ დღეს) შეძლებთ ნასესხები თანხის დაბრუნებას, არანაირი სესხით სარგებლობის საკომისიო არ დაგერიცხებათ, დააბრუნებთ ზუსტად იმდენს რამდენიც ისესხეთ. ეს კი საკმაოდ დიდი უპირატესობაა საბანკო სესხთან შედარებით.
მაგრამ, როგორ მოვიქცეთ თუ ყველა ფინანსურმა ინსტიტუმა ფაქტობრივად მოგვიჭრა გზა და გვითხრა უარი სესხზე? რა გამოსავალი შეიძლება რომ არსებობდეს ასეთ დროს? უმეტეს შემთხვევაში ეს გამოსავალი ჩვენ ოჯახის წევრებში, ახლობლებსა და მეგობრებში შეიძლება ვიპოვოთ. შეგიძლიათ ცადოთ და დახმარებისათვის სწორედ მათ მიმართოთ. გასაკვირი არ არის, რომ ხშირად არ გვსურს მათი ჩარევა ჩვენ პირად ცხოვრებაში, თუმცა მიუხედავად ამისა, არის წუთები, როცა ეს გარდაუვალია.

ეს არ არის ერთადერთი გამოსავალი წარმოქმნილი ფინანსური სირთულისა თუ უბრალოდ საჭიროების აღმოსაფხვრელად. რათქმაუნდა არსებობს კიდევ ალტერნატიული საშუალება, დამატებითი თანხის მოსაძიებლად. თქვენ შეგიძლიათ ამისათვის თქვენ საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების გამოყენება. ეს საუკეთესო გამოსავალი ვერ იქნება, თუმცა ერთ-ერთ ალტერნატიულ გზად შეიძლება განიხილოთ.

ქართულ ფინანსურ ბაზარზე ბევრი ისეთი კომპანიაა, რომელიც სალომბარდე მომსახურებას გთავაზობთ. თქვენ შეგიძლიათ უზრუნველყოფის საგნად გამოიყენოთ ძვირფასი ლითონები, თვლები, საოჯახო ტექნიკა, ავტომობილი და თუ უფრო სოლიდური თანხა გჭირდებათ უძრავი ქონების უზრუნველყოფითაც არის შესაძლებელი სესხის მიღება. თუმცა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, რომ ამ ტიპის სესხის შემთხვევაში რისკი საკმაოდ მაღალია. თუ თქვენ რაიმე მიზეზით ვერ შეძლებთ ნაკისრი ვალდებულების შესრულებას, დაკარგავთ უზრუნველყოფის საგნად გამოყენებულ ნებისმიერ ქონებას.