დღიური

როგორ მივიღოთ გადაწყვეტილება სესხის აღებასთან დაკავშირებით?

ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში დგება ისეთი პერიოდი, როდესაც ის ფიქრობს დამატებითი შემოსავლის მიღებაზე. წარმოიქმნება ისეთი გაუთვალისწინებელი შემთხვევები, რომლის დროსაც შეუძლებელია სწრაფად იფიქრო და იშოვო ფული სწრაფი სამუშაოს შესრულებით. ხდება ისეც,რომ ადამიანს მომენტალურად ესაჭიროება ფულადი სახსრები და დამხმარე გარშემო არავინ ჰყავს. სწორედ ამ დროს არის ყველაზე გამოსადეგი სასესხო შეთავაზებები და მიკრო-საფინანსო ორგანიზაციები რომლებიც ასეთ მომსახურებას გასწევენ ხოლმე. თუმცა ასეთი გადაწყვეტილების მიღება მარტივი არ არის, სესხის აღება დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე,მათ შორის: ასაკზე,ადამიანის მდგომარეობაზე, შემოსავალსა და სხვა მახასიათებლებზე; თუმცა ყველაზე დიდი ფაქტორი რაც უნდა გავითვალისწინოთ სესხის აღების დროს, არის ჩვენივე დამოკიდებულება სესხის მიმართ და ის სიტუაცია რისთვისაც გვესაჭიროება თანხა. მოდით შევადაროთ სასესხები და გავარკვიოთ ვისთვის რომელი სახის სესხი იქნება საუკეთესო და რატომ.

სამომხმარებლო სესხი

პირველ რიგში, განვიხილოთ ყველაზე გავრცელებული და ხშირად მოხმარებადი სესხი – სამომხმარებლო სესხი. სამომხმარებლო სესხი არის მცირე რაოდენობით აღებული სესხი რომელიც შეიძლება მოხმარდეს ხანგრძლივი მოხმარების საქონლის ან მომსახურების ანაზღაურებას. ასეთი კრედიტის აღება ადამიანს აძლევს საშუალებას რომ იყიდოს სასურველი პროდუცქია, იქნება ეს ტანის სამოსი თუ უბრალოდ ყოველდღიური პროდუქტები; განაახლოს ავეჯი, საოჯახო ტექნიკა; გადაიხადოს კომუნალური გადასახადები; შეიძინოს სატრანსპორტო საშუალება ან შეაკეთოს უკვე არსებული; დააფნინანსოთ თქვენი განათლება ან გადაუხადოთ სხვას განათლების გადასახადი; წამოიწყოთ ან ხელი შეუწყოთ საკუთარი ბიზნესის განვითარებას; იმოგზაუროთ ან უბრალოდ დაისვენოთ სადმე. ასეთი მრავალფეროვანი გამოყენების გამო ეს კონკრეტული ტიპის სესხი საკმაოდ გავრცელებულია და სხვადასხვა სახით გაიცემა. იგი გაიცემა როგორც საბანკო დაწესებულებებში, ასევე მიკრო საფინანსო ორგანიზაციებში.ასეთი სესხი მოსარგები არის ყველასათვის, თუმცა გასათვალისწინებელია მისი უარყოფითი მხარეებიც. კონკრეტულად ის პროცესი რაც საჭიროა მის მისაღებად. მაგალითად, ფინანსური დაწესებულების ფიზიკურ ოფისში ვიზიტი, წინასწარ დადგენილი დოკუმენტების სიის წარდგენა, კონკრეტული საბანკო დაწესებულების თანამშრომლებთან (საკრედიტო ოფიცრებთან) გასაუბრება და სხვა დროის წამრთმევი პროცედურები. ამასთან, ხშირად ასეთი სესხის გაცემის დროს ითხოვენ თავდები პიროვნების დასტურსაც კი.

სწრაფი სესხები

ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემებისგან გასათავისუფლებლად შესაძლოა მივმართოთ სწრაფი სესხის გამცემი ორგანიზაციების მომსახურებას. რადგანაც ვსაუბრობთ სესხების შედარებაზე აუცილებლად უნდა ვახსენოთ ეს მომსახურებაც, რადგანაც ბოლო წლებში სწრაფმა ონლაინ სესხებმა მოიპოვეს დიდი პოპულარობა. კერძოდ, ეს განპირობებულია იმით რომ სესხი გაიცემა სწრაფად და მარტივად, სახლიდან გაუსვლელად, თავდების გარეშე და არ არის საჭირო უამრავი რეკვიზიტის წარდგენა ფიზიკურ ოფისში. სესხის დამტკიცების შემთხვევაში, მომხმარებელი მომენტალურად იღებს თანხას თავის საბანკო ანგარიშზე და ამით იწყება ფინანსური ურთიერთობები მომხმარებელსა და სესხის გამცემს შორის. ასეთი სესხები, როგორც წესი გაიცემა 400 ლარიდან 4000 ლარამდე ფარგლებში და დამოკიდებულია ორგანიზაციების რეგულაციაზე.სესხის გაცემის ვადა, როგორც წესი შეადგენს 1-დან 12 თვემდე და რაღა თქმა უნდა მისი გაცემა ხდება მხოლოდ სრულწლოვანება მიღწეულ პიროვნებაზე, რომელიც დაამტკიცებს საკუთრ გადახდის უნარიანობას. მსგავსი სესხების შედარება შეგიძლიათ მრავალ საიტზე, სადაც გაძლევენ ინფორმაციას ყოველ კონკრეტულ სხვაობაზე სხვადასხვა დაწესებულებებს შორის. არის უამრავი საინფორმაციო წყარო რომელიც გვაწვდის დეტალურ ინფორმაციას ონლაინ სესხების შესახებ, სწრაფი სესხების მიმწოდებლების სპეციალურ შეთავაზებებსა და მათ პირობებზე.

სტუდენტური სესხი

თავისივე დასახელებიდან გამომდინარე, მარტივია მივხვდეთ რომ ეს სესხი განკუთვნილი არის სტუდენტებისთვის. თითქოს არც არის ამ სესხის განმარტების აუცილებლობა, თუმცა ჩვენ ვადარებთ სესხებს და როგორც უკვე ვახსენეთ, ყოველივე სესხის აღებას თავისი მიზანი აქვს, არ შეიძლება ადამიანმა არასწორად გამოიყენოს სასესხო ვალებულება და სხვა მიზნისთვის აიღოს სესხი. მაგალითად, სტუდენტისთვის, რომელსაც ოთხი წელი უწევს სწავლა, სრულიად არახელსაყრელი იქნებოდა უბრალო სამომხმარბლო ან სწრაფი სესხის აღება, გამომდინარე იქიდან რომ იმხელა თანხა არ გაიცემა რომელიც საჭიროა სწავლის საფასურის დასაფარად, და რაც მთავარია ოთხ წელზე ასეთი მრავალ მიზობრივად მოხმარებადი სესხი არ გაიცემა. როგორც ზოგიერთი ლიტერალურად ამბობს, სტუდენტური სესხიც სამომხმარებლო სესხია, თუმცა ზოგ შემთხვევაში დიდ დროზე იწელება ხოლმე. სტუდენტური სესხი, მარტივად რომ ვთქვათ არის განათლების მიღების დაფინანსების ერთ-ერთი საუკეთსო ხერხი. ასეთი სესხის მიღება განსხვავებულია სხვადასხვა დაწესებულებებში, საჭირო რეკვიზიტები და აუცილებელი მოთხოვნები შესასწავლია თითოეული ორგანიზაციის ფარგლებში. მაგალითად, როგორც წესი კომერციული ბანკები ითხოვენ ფიზიკურ ოფისში მისვლას, სტუდენტის სტატუსის დამტკიცებასა და თანმდები პირის მიყვანას, რეკვიზიტები კი განსხვავებულია მათშიც კი. როგორც წესი ასეთი სესხი მტკიცდება სულ რაღაც 10 წუთში და ხშირ შემთხვევაში მოიცავს 12 თვეს, რომლის გაგრძელებაც სამომავლოდ შესაძლებელია. აუცილებელ მოთხოვნებში არის მინიმალური შემოსავალი 200 ლარი და სესხის გაცემას თან ახლავს თავისივე საკომისიო.

იპოთეკური სესხი

არ შეიძლება არ ვისაუბროთ იპოთეკურ სესხზე როდესაც ერთმანეთს ვადარებთ სხვადასხვა ტიპის სესხებს. იპოთეკური სესხი, როგორც წესი გამოიყენება უძრავი ქონების (სახლის, ბინის, აგარაკისა და მიწის ნაკვეთის) შესაძენად ან გასარემონტებლად. იპოთეკური სესხების გაცემის მომსახურებას საქართველოში მრავალი კომპანია სთააზობს მომხმარებელს. თითქმის ყველა საფინანსო დაწესებულება წარმოიჩენს თავს ასეთი მომსახურების გაწევით და აწესებს საკუთარ განსხვავებულ პირობებს. როგორც წესი იპოთეკური სესხის მიახლოებითი არეალი მოიცავს 4000 – 400 000ლარს და გაიცემა ყველა ვალუტაში (თანხის არეალი განსხვავებულია ვალუტების მიხედვით). სესხის მიღების შესაძლებლობა დამოკიდებული არის მომხმარებლის შემოსავალსა და საკრედიტო ისტორიაზე. რა თქმა უნდა დიდ გავლენას ახდენს ასევე ქონების ღირებულება და მისი ფართი. ამ მონაცემების მეშვეობით გამოიანგარიშება გარკვეული ფარდობა და მიიღება გადაწყვეტილება. იპოთეკური სესხი, ყველაზე ხშირად გაიცემა 1-დან 20 წლამდე ვადით, თუმცა იშვიათია 10 წელზე მეტი ვადით მისი გაცემა. საპროცენტო განაკვეთი კი დამოკიდებულია სესხის გამცემ ორგანიზაციასა და გარკვეულ სარისკო ფაქტორებზე რომლებიც მოქმედებენ გარედან.

ავტო სესხი

ავტო მოყვარულებისთვის კარგი ამბავია ის რომ სესხების შედარების დროს გავითვალისწინეთ ასეთი სესხიც. ასეთი ფინანსური მომსახურება გამოიყენება იმ შემთხვევაში როდესაც ადამიანს სურს ახალი ან მეორადი სატრანსპორტო საშუალების შეძენა და არ ჰყოფნის თანხა, ან უბრალოდ მოცემული მომენტისთვის არ გააჩნია საკმარისი ფინანსური სახსრები. საბანკო დაწესებულებები გასცემენ ავტო სესხებს მომხმარებელზე მორგებული პირობებითა და წინასწარ განსაზღვრული წესებით. ავტო სესხის მიღების პროცესი მოიცავს საბანკო დაწესებულების ფიზიკურ ოფისში მისვლასა და წინასწარ მოთხოვნილი რეკვიზიტების წარდგენას. როგორც წესი, საკრედიტო ოფიცერი ითხოვს მომხმარებლისთვის სასურველი ავტომობილის წარდგენას, შემდგომ ხდება ამ ავტომობილის შეფასება და იმის დადგენა შეესაბამება თუ არა მოთხოვნილი თანხის რაოდენობა ამ ავტომობილის საბაზრო ფასს. ავტო სესხი ყველაზე ხშირად გაიცემა დოლარსა და ლარში. ვალუტის მიხედვით განსხვავებულია მისი გაცემის მინიმალური და მაქსიმალური თანხებიც. სესხის გაცემის მინიმალური ვადა კი წარმოადგენს 3 თვეს. ზოგიერთ კომერციულ ბანკში ასეთი სესხის მიღების მოთხოვნა ონლაინ რეჯიმშიც კი არის შესაძლებელი.

ბიზნეს სესხი

და ბოლოს განვიხილოთ ბიზნეს სესხი. როგორც უმრავლესობა ზემოთ ჩამოთვლილთაგან, ამ სესხის დასახელებაც მიგვითითებს იმისკენ რომ ეს კონკრეტული სასესხო ვალდებულება არის განკუთვნილი ბიზნესის წამოწყებისთვის ან მისი სამომავლოდ განვითარებისთვის. ასეთი სესხი განკუთვნილია იმ იურიდიული პირებისთვის რომლებიც ითვლებიან ეკონომიურად აქტიურად და ინდივიდუალური მეწარმეებისთვის. წინა სესხებიდან განსხვავებით, ბიზნეს სესხებს აქვთ მიმართულებები რომლებიც დაყოფილია მიზნობრივად. ბიზნეს სესხი გაიცემა ერთ შემთხვევაში საბრუნავი კაპიტალის დასაფინანსებლად და ბიზნესის გაფართოების დასაფინანსებლად. საბრუნავი კაპიტალის დაფინანსება მოიცავს ნედლეულისა და მარაგების შევსებას პროდუქტის რეალიზაციამდე, ხოლო ბიზნესის გაფართოება გულისხმობს ფიქსირებული აქტივების შეძენასა და გაუმჯობესებას სასესხო ვალდებულების აღებით.

როგორც უკვე ავღნიშნეთ, სესხის აღება დამოკიდებულია მიზნობრობასა და იმაზე თუ ვინ არის და რას წარმოადგენს მომხმარებელი. რა თქმა უნდა ნებისმიერი სესხის აღების სურვილი შეიძლება გაუჩნდეს ნებისმიერ ადამიანს, თუმცა არ იქნებოდა ურიგო სხვადასხვა ტიპის სესხების შედარება და საბოლოო დასკვნის გამოტანა იმის შესახებ თუ რომელი სესხი ავიღოთ. სწორი გადაწყვეტილების მიღებაზეა დამოკიდებული მომხმარებლის სამომავლო ფინანსური წარმატება და მიღებული საკრედიტო ვალდებულების გადახდისუნარიანობა.