დღიური

როგორ დავფაროთ სესხი დროულად

როდესაც ადამიანები ფინანსური სირუთულის წინაშე აღმოჩნდებიან და უწევთ დამატებითი სახსრების მოძიება, უმეტეს წილად ისინი სხვადასხვა ფინანსურ ინსტიტუტებს მიმართავენ სესხის მისაღებად. საქართველოში საკმაოდ ბევრი იმ დაწესებულებების რიცხვი, რომელთაც თქვენი დახმარება შეუძლიათ ასეთ დროს და არ აქვს მნიშვნელობა იქნება ეს გრზელვადიანი ფინანსური საჭიროების აღმოსაფხვრელად, თუ თქვენი ჯიბის მოკლევადიანი სიცარიელის შესავსებად.

გრძელვადიანი სესხის შემთხვევაში, როგორც წესი, ადამიანები ბევრად უფრო დაფიქრებულად მოქმედებენ და წინასწარ ახდენენ სიტუაციის შეფასებასა და რისკების განსაზღვრას, თუმცა როდესაც საქმე მოკლევადიან ვალდებულებას ეხლება, რომელიც მოულოდნელად წარმოიქმნება სხვადასხვა გარემოებათა გამო, ხშირად ბევრი დაუფიქრებელ ნაბიჯს დგამს საკმაოდ მაღალ პროცენტიანი სესხის აღებით. თავისთავად ეს პრობლემა არ იქნება, თუკი თქვენი შემოსავალი საკმარისია იმისათვის, რომ უპრობლემოდ დაფაროთ ნაკისრი ვალდებულება, თუმცა ისეთი შემთხვევებიც მრავლად არის, როდესაც მიუხედავად იმისა, რომ სესხი მოკლე ვადით და არც თუ ისე დიდი ოდენობით გაქვთ აღებული, პრობლემური ხდება მისი დროულად დაბრუნება.

ბუნებრივია გაჩნდეს კითხვა, რა შეიძლება მოვიმოქმედოთ იმისათვის, რომ კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში არ აღმოვჩნდეთ და დროულად შევძლოთ სესხის სახით მიღებული თანხის დაბრუნება. შეგვიძლია რამოდენიმე ვარიანტი განვიხილოთ.

პირველ რიგში, ყველაზე მთავარია, სესხზე განაცხადის შევსებამდე სრულყოფილად გაეცნოთ იმ კომპანიისა თუ ბანკის შემოთავაზებას, რომლისგანაც გადაწყვეტილი გაქვთ თანხის სესხება. ეს გულისხმობს სესხზე დარიცხულ საპროცენტო სარგებელს, სესხის ხანგრძლივობას, დაფარვის შესაძლო გზებს და რათქმაუნდა ჯარიმას იმ შემთხვევაში, თუ თქვენ დროულად ვერ შეძლებთ თანხის დაბრუნებას.

დღეს საკმაოდ ბევრი ორგანიზაციაა, რომელიც მიმზიდველი პირობებით ცდილობს მომხმარებელთა ყურადღების მიპყრობას და ზრდის თავის მომხმარებელთა რაოდენობას, თუმცა როდესაც ასეთ სარეკლამო კამპანიაში ჩაებმებით, სესხის განაცხადზე თანხმობის გაგზავნამდე გირჩევთ, კარგად გაეცნოთ იმ პირობებს, რომლებსაც ეს კომპანიები თანხის დაბრუნებისათვის გთავაზობენ.

პირველ რიგში, აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ სანამ სესხს აიღებთ, სწორად გქონდეთ დათვლილი თქვენი შემოსავალი, რომელიც მომდევნო თვეში ან თვეებში გექნებათ და იქნება თუ არა ის საკმარისი იმისათვის, რომ დამატებით ვალდებულებას გაუმკლავდეთ. თუ თქვენი შემოსავალი სრულებით საკმარისია და თქვენ ეს მომავალში პრობლემას არ შეგიქმნით, შეგიძლიათ თამამად გააკეთოთ განაცხადი.

გარდა ამისა, გრძელვადიანი სესხის აღებისას, საკმაოდ კარგი საშუალებაა პარალელურად რაიმე ტიპის ანაბრითაც ისარგებლოთ. პირველ რიგში, ეს საშუალებას მოგცემთ დააგროვოთ გამოთავისუფლებული თანხა ისე, რომ შესაძლოა ეს ვერც კი შეამჩნიოთ. ამასთანავე, ფინანსური დაწესებულებების დიდი ნაწილი (უმეტესად ეს შეეხება ბანკებს), მომხმარებელს ანაბრით უზრუნველყოფილ სესხს თავაზობენ, რომლის საპროცენტო განაკვეთი ჩვეულებრივ სამომხმარებლო სესხზე გაციელბით დაბალია და ამასთანავე ის ერთგვარ გარანტიადაც კი შეგიძლიათ გამოიყენოთ. ან სულაც, უბრალოდ დააგროვოთ ანაბარზე გარკვეული თანხა, რომელმაც შესაძლებელია უმოკლეს დროში სესხის სრული დაფარვის საშუალებაც მოგცეთ წინსწრებით და თქვენ აღარ მოგიწიოთ დამატებითი თვეებით ან წლებით სესხის სარგებლობისათვის დარიცხული საპროცენტო სარგებლის გადახდა.

არანაკლებ მნიშვნელოვანი, სესხის დროულად დაფარვისათვის, შესაბამისი ვადისა და გრაფიკის შერჩევაა. მოკლევადინი სესხის შემთხვევაში, თუ საქმე სწრაფ ონლაინ სესხს ეხება, უმჯობესი იქნება კარგად დათვალოთ სესხით სარგებლობის დღეების რაოდენობა, და არ აიღოთ იმაზე ხანგრძლივი დროით ვალდებულება, ვიდრე ეს გჭირდებათ და შეგიძლიათ, რომ დაფაროთ ნასესხები თანხა. გაითვალისწინეთ, რომ ყოველი დამატებითი დღე, დამატებითი ხარჯია, რომელიც ისევ თქვენი დასაბრუნებელი იქნება. რათქმაუნდა აქ არ იგულისხმება ის შემთხვევა, როდესაც პირველად სესხულობთ თანხას და თქვენ მას სწრაფი სესხის გამცემი კრედიტორები სრულიად უსასყიდლოდ, ყველანაირი პროცენტის დარიცხვის გარეშე გადმოგცემენ მაქსიმუმ 1 თვის ვადით. სწორი ვადის განსაზღვრა მნიშვნელოვანი იმ მიზეზის გამო, რომ თუ თქვენ მაგალითად ისესხებთ თანხას 20 დღით, ხოლო თქვენი ხელფასის ჩარიცხვის ვადა, სესხის მიღებიდან 25 დღეშია, ფაქტობრივად თქვენ 5 დღით ადრე კვლავ შეიძლება მოსაძიებელი გქონდეთ ფინანსები უკვე აღებული ვალდებულების დროულად დასაფარად. იმ შემთხვევაში კი, თუ წინასწარ კარგად გათვლით ყველა ნაბიჯსა და რისკს, ბევრ შესაძლო სირთულეს აიცილებთ თავიდან.