დღიური

როგორ დავზოგოთ ფული პენსიისთვის

ნებისმიერი ადამიანი, რომელიც დასაქმებულია ამა თუ იმ სფეროში, აუცილებლად ფიქრობს იმაზე, რომ საკუთარი შრომის შედეგად შეიქმნას პირველ რიგში უზრუნველი და კომფორტული მომავალი და პარალელურად ადრეული პერიოდიდანვე დაიწყოს ზრუნვა საპენსიო ასაკის მიღწევის შემდგომ შესაბამისი სტაბილური პენსიის მისაღებად.

ბუნებრივია, არსებობს სახელმწიფო პოლიტიკა, რომელიც კანონის საფუძველზე არეგულირებს როგორც საპენსიო ასაკს, ასევე, საპენსიო თანხის ოდენობასა და პერიოდულობას. დღეს საქართველოში განსაზღვრულია ქალებისთვის 60 წელი, ხოლო მამაკაცებისთვის 65 წლის ასაკი. ამ ნიშნულის მიღწევის შემდეგ სახელმწიფოს მხრიდან ხდება შესაბამისი ყოველთვიური პენსიის დანიშვნა პირისათვის.

ბევრ ქვეყანაში, დღეისათვის უკვე საკმაოდ აპრობირებული ხერხია ცხოვრების განმავლობაში გარკვეული საპენსიო ფონდის შექმნა. ადამიანები, რომლებიც მუშაობენ, თვის ან წლის განმავლობაში სტაბილურად რიცხავენ გარკვეულ თანხას საკუთარ საპენსიო ფონდში. ეს პრაქტიკა საქართველოშიც იკიდებს ნელ-ნელა ფეხს და სულ უფრო პოპულარული ხდება მომხმარებელთა შორის.

მოკლედ გადავავლოთ თვალი რა საშუალებები არსებობს საპენსიო ასაკისათვის უზრუნველყოფილი დღეების შესაქმნელად და რას გვთავაზობენ საქართველოში მოქმედი ორგანიზაციები, რომელებიც ამ მიმართულებით ემსახურებიან ადამიანებს.

პირველ რიგში, დღეისათვის სულ უფრო მეტი დაწესებულება უზრუნველყოფს საპენსიო ფონდს დასაქმებულებისათვის. ალბათ ზოგ თქვენგანს გაუცნდება კითხვა ეს რას გულისხმობს. სურვილის შემთხვევაში დასაქმებულს საშუალება აქვს ყოველთვიურად გარკვეული თანხა გადარიცხოს თავის საპენსიო ფონდში.

გარდა ზემოთხსენებულისა, ყველაზე უფრო პოპულარული სადაზღვევო კომპანიების მიერ შემოთავაზებული მომსახურებაა საპენსიო ფონდის სახით. შევეცდები მოკლედ მოგაწოდოთ ინფორმაცია საქართველოში მოქმედი დამზღვევების შემოთავაზების შესახებ.

თუ თქვენ ხართ ახალგაზრდა, სტაბილურ სამუშაოზე დასაქმებული ადამიანი, შესაძლებლობა გაქვთ ფინანსურად საკმაოდ უზრუნველყოფილ სიბერეზე წინასწარ იფიქროთ. ზოგი სადაზღვევო კომპანიის საპენსიო სისტემაში გაწევრიანების შემთხვევაში, თქვენ საშუალება გეძლევათ, ფაქტობრივად ყოველდღიურად იზრუნოთ საპენსიო ფონდის შექმნაზე. თანხა კი, რომელსაც კონკრეტული ოდენობით შეიტანთ ასევე კონკრეტულ თარიღში, მხოლოდ კი არ დაგროვდება, არამედ დაერიცხება სარგებელი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თქვენ საპენსიო თანხაზე იზრუნებთ არამხოლოდ თქვენ, არამედ კომპანიაც სადაც დაზღვეული ხართ.

საპენსიო ფონდის შექმნა ან საპენსიო ასაკის მიღწევის შედეგად სახელმწიფო პროგრამით სარგებლობა ერთადერთი გამოსავალი ნამდვილად არ არის პენსიისთვის ფულის დასაზოგად. არანაკლებ მომგებიანი ამ შემთხვევაში ანაბრით სარგებლობაა, რომელსაც საქართველოში არსებული ყველა ბანკი შემოგთავაზებთ.

თუ თქვენთვის ეს ახალი ინფორმაციაა, არც ამაზე დაგზარდებით და შევეცდებით მოკლედ მოგაწოდოთ ყველაზე საჭირო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია ანაბრების შესახებ. ადამიანების დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ ანაბარი უმეტეს წილად შვილების მომავლის უზრუნველსაყოფად ან მოკლევადიანი მიზნებისთვის შეიძლება იქნას გამოყენებული, თუმცა ეს სინამდვილისგან საკმაოდ შორს არის. თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ისარგებლოთ ისეთი პროდუქტებით, როგორიც შემნახველი, მოთხოვნამდე ან ვადიანი ანაბარია.

შემნახველი ანაბრის პირობებში, თქვენ საშუალება გეძლევათ დააგროვოთ თანხა ყოველდღიურად და ამავე სიხშირით დაგერიცხებათ შესაბამისი სარგებელი არსებულ თანხაზე.

მოთხოვნამდე ანაბრის შემთხვევაში, თქვენ შეგიძლიათ თავად განსაზღვროთ ის თარიღი, როდის გსურთ მოგროვებული თანხით სარგებლობა. ამის გათვალისწინებით, სარგებელს, რომელიც არსებულ თანხას შეიძლება დაერიცხოს, სწორედ მოთხოვნის პერიოდის შესაბამისად მიიღებთ. ამ ტიპის ანაბარსაც ყოველდღიურად ერიცხება სარგებელი. თუმცა ამ შემთხვევაში ბანკების თითქმის სრულ უმეტესობას, განსაზღვრული მინიმალური თანხა აქვს პირველი შენატანისათვის და ის 1000 ლარით განისაზღვრება. რაც შეეხება ხანგრძლივობას, ის როგორც უკვე არვნიშნეთ, თქვენზეა დამოკიდებული და ერთი დღიდან განუსაზღვრელ ვადამდე პერიოდს შეიძლება მოიცავდეს.

კიდევ ერთი საკმაოდ პოპულარული სერვისი ვადიანი ანაბარია. ამ შემთხვევაში, წინამორბედისგან განსხვავებით, ანაბრის ვადა ზუსტად არის გაწერილი და სარგებელიც სწორედ ამ პერიოდზე ერიცხება დაგროვებულ თანხას.

სხვაობაა მინიმალურ პირველ შენატანშიც. ვადიანი ანაბრის გახსანა 50 ლარითაც არის შესაძლებელი. ასეთი ტიპის თანხის მოგროვებისას, არავინ შეგეკითხვებათ მიზნობრიობას, შგიძლიათ ყოველგვარი ზედმეტი კითხვის გარეშე მოაგროვოთ იმდენი, რამდენიც გნებავთ და იმ ვადით რაც ხელსაყრელლია თქვენთვის. ამ გზით მოგროვებულ თანხას უზრუნველი სიბერისთვის დამატებით ის პლუსიც შეიძლება ქონდეს, რომ მოგროვების პერიოდის განმავლობაში, თუ დაგჭირდებათ რაიმე ოდენობის თანხა სასეხებლად, თქვენ მას სხვებთან შედარებით გაცილებით ხელსაყრელი პირობებით მიიღებთ.