დღიური

როგორ გამოვიმუშაოთ ფული სახლიდან გაუსვლელად

ყველა ადამიანს ცხოვრებაში აქვს მიზნები და ოცნებები, რომელთა მისაღწევად და ასასრულებლად მხოლოდ სურვილი საკმარისი არ არის და ხშირ შემთხვევაში მატერიალურ მხარდაჭერასაც საჭიროებს.

არც თუ ისე ცოტაა იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებსაც სტაბილური საოფისე სამუშაოს ქონას, ურჩევნიათ ისეთი სამუშაო იპოვონ, რომელიც მათგან არ მოითხოვს გადაადგილებას და შესაძლებლობას მისცემთ სახლიდან გაუსვლელად გამოიმუშაონ ფული.

გასაკვირი არ იქნება თუ ბევრი ადამიანისთვის წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება ამ გზით სტაბილური შემოსავლის ქონა და თან იმ ოდენობით, რომ დააკმაყოფილოს ჩვენი ყველა მოთხოვნა, თუმცა ეს ძალზე მცდარი აზრია.

ტექნოლოგიებისა და ინტერნეტის განვითარებამ ოცდამეერთე საუკუნეში, ძალიან ბევრ ადამიანს მისცა საშუალება სამუშაო დისტანციურად, სახლიდან გაუსვლელად შეასრულოს და ამასთანავე ქონდეს სტაბილური შემოსავალი. ბევრი თქვენგანი შეიძლება გათვითცნობიერებულია როგორ ხდება ეს ყველაფერი, თუმცა იქნებიან ისეთებიც, რომელთათვისაც ეს ჯერ კიდევ წარმოუდგენელია და დამატებითი ინფორმაცია შესაძლოა ძალზე მნიშვნელოვანი და ხელისშემწყობი გახდეს მათთვის.

სად ვიმუშაოდ სახლიდან?

პირველ რიგში გავარკვიოთ სად შეიძლება მოვიძიოთ ასეთი ტიპის სამუშაო. ამის გარკვევაში დაგეხმარებათ ის საკმაოდ დიდი ინტერნეტ რესურსი, რომელიც შეგიძლიათ ნახოთ სხვადასხვა საძიებო სისტემების დახმარებით. უმეტეს შემთხვევაში ასეთი ტიპის ვებ-გვერდები და ინფორმაცია ინგლიურენოვანია, თუმცა ეს არ გამორიცხავს იმას, რომ ვერ სეძლებთ სხვა ენებზეც მსგავსი ტიპის ინფორმაციის ნახვა.

მას შემდეგ, რაც მოძებნით სასურველ გვერდს და გაარკვევთ რა მიმართულებით გსურთ მუშაობა, შეგიძლიათ შეუდგეთ დამსაქმებლის ძებნას.

რა ტიპის სამუშაოს შესრულება შეიძლება სახლიდან?

ბუნებრივია, ვისთვისაც ასეთი ტიპის დასაქმება ახალია, გაუჩნდება კითხვა რა ტიპის სამუშაოს შესრულებაა შესაძლებელი სახლიდან გაუსვლელად. ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია და ის შეიძლება იწყებოდეს ელემენტარული მცირე ზომის ტექსტის აკრეფიდან, რაიმე კონკრეტულ ფორმატში, რთული ალგორითმებითა და კომპიუტერული პროგრამების შექმნით დამთავრებული. შესაძლოა იპოვოთ საოფისე საქმეც. მაგალითად: არიან დამსაქმებლები, რომლებსაც ესაჭიროებათ ადამიანი, რომელიც დღის განმავლობაში შეძლებს ტელეფონით დაუკავშირდეს მოქალაქეთა გარკვეულ კატეგორიას და გადასცეს ან შეაგროვოს სხვადასხვა ტიპის მონაცემები, აწარმოოს კვლევა, ჩაატაროს დისტანციური გასაუბრებები და სხვა მსგავსი ტიპის საქმიანობა. ასევე, შეიძლება ნახოთ არაერთი დამსაქმებლის განცხადება, რომლებიც ეძებენ სხვადასხვა ენის თარჯიმნებს. ეს შეიძლება იყოს როგორც ტექნიკური ასევე, ლიტერატურული თარგმანი. არიან ადამიანები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ გარკვეულ საკითხებში და მზად არიან ამისთვის გადაგიხადონ თანხა. ეს ძირითადად ახალგაზრდა და გამოუცდელ პირებს ესაჭიროებათ. ამ ტიპის სამუშაოდ შეგვიძლია განვიხილოთ განცხადება ავტობიოგრაფიის შექმნაში ან განახლებაში, ან რაიმე ვაკანსიისათვის საჭირო სამოტივაციო წერილის განახლებაში დახმარების შესახებ.

ალბათ უკვე დარწმუნდით, რომ ძალიან ბევრი მიმართულებით არის შესაძლებელი დასაქმება ისე, რომ არც კი მოგიწიოთ სახლიდან გასვლა და ამავდროულად შესაძლებლობა გქონდეთ გამოიმუშაოთ გარკვეული თანხა.
როგორ დავსაქმდეთ სახლიდან გაუსვლელად?

მიუხედავად იმისა, რომ თქვენ მოიძიეთ შესაბამისი ვებ-გვერდი და მიაგენით სასურველ სამუშაოსაც, კიდევ გრჩებათ ერთი და ყველაზე მთავარი ნაბიჯი რომ დამსაქმებელმა განიხილოს თქვენი კანდიდატურა.

აუცილებელია დარეგისტრირდეთ შესაბამის ვებ-გვერდზე, ამისათვის სპეციალურად განკუთვნილი კითხვარისა და სააპლიკაციო ფორმის დახმარებით. აქ თქვენ დაგჭირდებათ თქვენ შესახებ მაქსიმალურად ამომწურავად ისეთი ტიპის ინფორმაციის მიწოდება, რაც დაარწმუნებს ნებისმიერ დამსაქმებელს, რომ არჩევანი სწორედ თქვენზე შეაჩეროს. გარდა პირადი მონაცემების მითითებისა, შეეცადეთ სრულყოფილად და საინტერესოდ ჩამოაყალიბოთ თქვენი შესაძლებლობები, რაც მოიცავს ინფორმაციას განათლების, სამუშაო გამოცდილების, სასერთიფიკატო კურსებისა და პიროვნული თვისებების შესახებ. მნიშვნელოვანია ეს ინფორმაცია ჩამოაყალიბოთ შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალურად ლაკონურად და გასაგებად, რომ გრძელი და არაფრისმთქმელი ტექსტის კითხვით არ დაღალოთ დაინტერესებული ადამიანები.

და ბოლოს, როგორც ყოველთვის და ყველგან, ყველაზე მთავარი თქვენი მოტივაციაა. ეს ყველაფერი კი რათქმაუნდა სამოტივაციო წერილში მკაფიოდ და ზუსტად უნდა გქონდეთ ასახული. დამსაქმებელი უნდა მიხვდეს, რომ თქვენ მაქსიმალური სერიოზულობით ეკიდებით იმ სამუშაოს, რომელზეც აკეთებთ განაცხადს და თქვენი შესაძლებლობები და უნარები სრულ თუ არა თითქმის იდეალურ თანხვედრაშია დამსაქმებლის მოთხოვნებთან.