დღიური

როგორ გამოვავლინოთ ჩვენთვის საუკეთესო ონლაინ სესხი?

ონლაინ სესხების მოხმარების წესი პოპულარული გახდა დღეს საქართველოში და უხეში სტატისტიკური მონაცემების მიხედვით ყოველ მე-5 ადამიანს აქვს ან ოდესმე ჰქონია ურთიერთობა ისეთ საფინანსო დაწესებულებებთან რომლებიც გასცემენ სწრაფ სესხებს ონლაინ რეჟიმში.ზოგისთვის ასეთი მომსახურება ცუდია, ზოგი უარყოფითად არის განწყობილი და არასაიმედოდ უყურებს, ზოგისთვის კი იმედის მომცემი და სასარგებლო მომსახურებაა. შენი დამოკიდებულება ასეთი სასესხო მომსახურებების მიმართ არის განპირობებული იმით თუ რა იცი შენ ამ სერვისის შესახებ. როგორც წესი ონლაინ სესხი საზოგადოების თვალში დაკავშირებულია ვალთან, ზედმეტ დანახარჯებთან და უარყოფით შედეგებთან.თუმცა ელემენტარული ინფორმაციის მოძიება, სტატიებისა ან ბლოგების წაკითხვა ამ თემასთან დაკავშირებით მოგცემთ საკმარის საბაზისო ინფორმაციას იმისათვის რომ შეიცვალოთ აზრი და დაინახოთ ასეთი მომსახურების სარგებელი.

სწრაფი ონლაინ სესხი არის ჩვეულებრივი სამომხმარებლო სესხი რასაც ნებისმიერი კომერციული ბანკი გასცემს. განსხვავება მხოლოდ იმაშია რომ არ არის საჭირო ფიზიკურ ადგილას მისვლა და წინასწარ დადგენილი რეკვიზიტების წარდგენა, არ არის საჭირო თავდები პიროვნების მიყვანა. ყველაფერი ეს ხორციელდება ონლაინ რეჟიმში, სახლიდან გაუსვლელად და სულ რამდენიმე წუთში. მათთვის ვინც უკვე წლებია სარგებლობს ონლაინ სესხების გამცემი დაწესებულებების მომსახურებით, იცის როგორი სარგებელი მოაქვს ასეთი ტიპის სამომხმარებლო სესხის აღებას და გათვითცნობიერებულია მის თანმდევ რისკებში. მათთვის კი ვინც ახლა იწყებს ამ მომსახურებით სარგებლობას, მოდით შევადაროთ ტოპ 10 ონლაინ სესხი ერთამეთს:

  1. Vivus.ge – პირველი კომპანია რაც ადამიანს ახსენდება ონლაინ სესხის გაგონებისას არის ვივუსი. ვივუს.ჯი არის საერთაშორისო კომპანია, რომელიც წლებია მუშაობს საფინანსო სფეროში და აღჭურვილია ნდობით თავისი მომხმარებლებისგან. იგი ნამდვილად იმსახურებს პირველ ადგილს ტოპ 10 ონლაინ სესხის შედარებისას. ვივუსიდან ონლაინ სესხის მიღებას სჭირდება სულ რაღაც 15 წუთი და არ აქვს საპროცენტო დანარიცხი. მინიმალური თანხა პირველი სესხისთვის შემოიფარგლება 50-დან 250 ლარამდე და ვადა შეადგენს 1-დან 30 დღემდე.
  2. Lendo.ge – ტოპ 10 ონლაინ სესხის შედარებისას მეორე ადგილს ხელი წამოკრა ლენდომ. ლენდოს მინიმუმი პირველი სესხის აღებისას შეადგენს 30-500 ლარს და სესხის გაცემის ვადა არის 5-730 დღე. რაც შეეხება სესხის გაცემის დროს, აქაც მხოლოდ 15 წუთია საჭირო.
  3. Net Credit – ნეტ კრედიტი ეს არის მცირე ზომის ონლაინ საფულე, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს აიღოს ონლაინ სესხი 15 წუთში, 50-დან 500 ლარის ფარგლებში და დაფაროს 5-დან 30 დღეში.
  4. Amica – სიაში შემდეგი არის ამიკა, რომლის პირობებიც საგრძნობლად განსხვავდება პირველი ონლაინ მსესხებლის პირობებისგან. სესხის გაცემა აქაც 15 წუთში ხდება, თუმცა ამ შემთხვევაში მინიმალური თანხა შეადგენს 100-დან 1000 ლარამდე და დაფარვის ვადა კი შემოიფარგლება 1-დან 12 თვემდე.
  5. Kimbi – ვაგრძელებთ ტოპ 10 ონლაინ სესხის შედარებას და მივედით მე-5 კანდიდატამდე. როგორც უკვე შეატყეთ საუკეთესო არჩევანი დაიწყო მცირე თანხებითა და ვადებით, და რაც უფრო ქვევით მივდივართ თანხაც და დაფარვის დროც ნელ-ნელა იზრდება. კიმბი თავის მომხმარებელს სთავაზობს ონლაინ სესხს სულ რაღაც 15 წუთში, 500-დან 3000 ლარამდე, რომლის დაფარვაც მას შეეძლება 3-დან 24 თვემდე. თავისი არჩევანისა და მიზნების მიხედვით შესაძლებელია საკუთარი კომფორტული პირობების არჩევა და ონლაინ სესხის სწრაფად მიღება.
  6. Credia – კრედია არის შემდეგი ჩვენს ტოპ ათეულში და ისიც არ განსხვავდება სესხის გაცემის დროით დანარჩენებისგან. თუმცა ამ შემთხვევაში თანხების ფარგლები ცოტათი შემცირდა. კრედია პირველად სესხს გასცემს 400 ლარიდან 1500 ლარამდე, 3-დან 36 თვემდე ვადით.
  7. Solva – მე-7 ადგილს ჩვენს ათეულში იკავებს სოლვა და გვთავაზობს უკვე ნაცნობ პირობებს სესხის გაცემის დროსთან დაკავშირებით, 500-დან 3000 ლარამდე პირველად სესხს რომლის დაფარვაც შესაძლეველია 3-დან 24 თვემდე ვადაში.
  8. მასესხე – ეს ონლაინ სესხების გამცემი დაწესებულება ცოტატი განსხვავდება ზევით ჩამოთვლილთაგან, გამომდინარე იქიდან რომ სესხის დამტკიცება საჭიროებს უფრო მეტ დროს. რა თქმა უნდა სულ 10 წუთით მეტია ვიდრე ზევით ნახსენები ორგანიზაციები გასცემენ, თუმცა მაინც საკმაოდ დიდ დროს წარმოადგენს მათთვის ვისაც მომენტალურად ესაჭიროება თანხა საკუთარ ანარიშზე. მასესხეს პირობები ასეთია, პირველადი სესხის დროს მომხმარებელს შეუძლია მხოლოდ 300-დან 1500 ლარამდე თანხის აღება, იმ პირობით რომ 15-დან 35 დღეში დაფარავს ამ სასესხო ვალდებულებას.
  9. eLoan – ალბათ ყველაზე განსხვავებული ზემოთ ჩამოთვლილთაგან ეს სერვისი იქნება, რადგანაც ონლაინ სესხის გაცემა საჭიროებს 1 დღეს და სულაც არ გადის სწრაფი სესხების კატეგორიაში. თუმცა მაინც იკავებს ადგილს ჩენს ტოპ 10 ონლაინ სესხების შედარებაში და ამასაც აქვს თავისი მიზეზები. eLoan საკმაოდ პასუხისმგებლიანად ეკიდება საკუთარ სასესხო პოლიტიკას და პირველად თანხად გასცემს მხოლოდ 50-დან 750 ლარამდე და ისიც იმ პირობით თუ ეს თანხა დაფარული იქნება 20-დან 30 დღემდე. მის გარდა კიდევ არსებობს სხვა დაწესებულებები რომლებიც ითხოვენ 1 დღეს სესხის დამტკიცებაზე. როგორც წესი ასეთი სესხის გაცემის წყაროს უფრო სანდოდ აღიქვამს საზოგადოება ვიდრე მათ ვინც უმოკლეს დროში ამტკიცებს სესხს.
  10. Crediton.ge – ჩვენი ათეულის ბოლო დაიკავა კრედიტონმა, რომელიც სტანდარტულ დროს უთმობს სესხის გაცემას და მისი პირველად სესხიც სტანდარტულ 50-500 ლარიან ფარგლებს მოიცავს.

ასეთი ტიპის შედარებას, რომელიც მოიცავს ტოპ 10 ონლაინ სესხს უამრავ ვებ-გვერდზე წააწყდებით და შესაძლოა ბევრი მსგავსებაც კი იპოვით, გამომდინარე იქიდან რომ ეს არის საუკეთესო ათეული იმ ონლაინ სესხების მიმწოდებელი დაწესებულებებისა რომლებიც მოღვაწეობენ საქართველოში. მნიშვნელოვანია ყველანაირი საჭირო ინფორმაციის მოძიება ამ კომპანიების შესახებ და იმის გაცნობიერება თუ რა მნიშვნელობა აქვს ასეთი ტიპის ფინანსურ მომსახურებას ნებისმიერი ჩვენგანის ცხოვრებაში.

ინფორმაციის მოძიება და საფინანსო დაწესებულებების რეგულაციებში გარკვევა არის პირველი ნაბიჯი იმისაკენ რომ მივიღოთ დამატებითი ფულადი სახსრები ონლაინ რეჟიმში. კონკრეტულად კი საჭიროა იმის გაგება თუ რა მინიმალურ მოთხოვნებს უყენებენ ორგანიზაციები თავიანთ პოტენციურ კლიენტებს. მაგალითად, ასაკი – უპირველესყოვლისა, ასაკია მნიშვნელოვანი ფაქტორი სასესხო ვალდებულების გაცემისას. პირი რომელსაც სურს სასესხო ვალდებულების აღების განაცხადის შევსება უნა იყოს 20-დან 75 წლამდე (როგორც ორგანიზაციების უმრავლესობა ითხოვს). ასეთი ზღვარი დაწესებულია მათთვის ვისაც არ მიუღწევია სრულწლოვნებას და იმ ასაკს გადაცდენილი პირებისთვის რომლებიც კანონის და ლოგიკური აზროვნების მიხედვით ვერ შეძლებენ საკუთარი ფულადი სახსრების შრომით მოპოვებას.

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პირობაა მოქალაქეობა. პირი რომელსაც სურს ონლაინ სესხის მიღებაზე განაცხადის შეტანა, აუცილებლად უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე და უნდა ჰქონდეს რეგისტრირებული საბანკო ანგარიში საკუთარ სახელზე, რათა საკრედიტო ორგანიზაციამ სესხის დამტკიცების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ გაგზავნოს ფულადი სახსრები მიმღების ანგარიშზე. ამასთან, მომხმარებელს უნდა გააჩნდეს პირადი საკონტაქტო ნომერი, რაც დღეისათვის წარმოუდგენელია რომ არ ჰქონდეს ადამიანს, თუმცა რა თქმა უნდა ყველანაირი შემთხვევა გვხდება პრაქტიკაში და ესეც გასათვალისწინებელია. აუცილებელია მომხმარებლისთვის პირადი საკონტაქტო ნომრის ქონა, რათა სამომავლოდ მოხდეს კონტაქტი კლიენტსა და საკრედიტო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შორის, იმ შემთხვევაში თუ კი რაიმე ცვლილება განხორციელდა და ინფორმაცია არის მისაწოდებელი მომხმარებლისთვის, ან თუ კი მომხმარებელმა თანხის გადახდის ვადას გადააცილა, ან თუ კი პრობლემურ მსესხებელთან არის საქმე და საჭიროა მასთან მუდმივად კავშირში ყოფნა.

გარდა ამისა, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი რასაც ყოველი საკრედიტო ორგანიზაცია აქცევს ყურადღებას, მოხვდა თუ არა ის ჩვენს ტოპ 10 ონლაინ სესხის შედარებაში არის საკრედიტო ისტორია. ნებისმიერ კანდიდატს, რომელსაც სურს სასურველი თანხის რაოდენობის ონლაინ სესხის დამტკიცება, უნდა გააჩნდეს არა მხოლოდ სრულწლოვნების დამადასტურებელი საბუთი, საქართველოს მოქალაქეობა, საბანკო ანგარიში და ტელეფონის ნომერი, არამედ ყველაზე მნიშვნელოვანი -კარგი საკრედიტო ისტორია.ეს განაპირობებს კლიენტის გადახდისუნარიანობას, მის სანდოობას და სამომავლო თანამშრომლობას მას და საკრედიტო ორგანიზაციას შორის. ამიტომ, გაითვალისწინეთ ყოველი ზემოთ ჩამოთვლილი პირობა რაც განაპირობებს იდეალურ მომხმარებელს საკრედიტო დაწესებულებებისთვის. მიუხედავად იმისა რომელ ადგილზეა ტოპ ათეულში თქვენს მიერ არჩეული კომპანია, ეს პირობები უცვლელი რჩება. ამ პირობებით კომპანია გირჩევთ თქვენ, ხოლო მათი პირობებით – თქვენ ირჩევთ კომპანიას.