დღიური

რატომ უნდა ეძებოთ უპროცენტო სესხი?

საქართველოში, ყოვედღიურად მზარდი პოპულარობის ფონზე, სულ უფრო მეტი საკრედიტო ორგანიზაცია თავაზობს თავის მომსახურებას მომხმარებელს. დიდია იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც მიუხედავად იმისა, რომ სწრაფი სესხის გამცემი ორგანიზაციების უმეტესობა საკმაოდ მიმზიდველ პირობებს გვთავაზობს, უპირატესობას მაინც საბანკო სესხს ანიჭებენ. ბუნებრივია არგუმენტი საკმაოდ მყარი აქვთ ასეთ კატეგორიას. პირველ რიგში ეს ადამიანები საბანკო სესხს გაცილებით უფრო სანდოდ და სტაბილურად მიიჩნევენ. ამაში გასაკვირი არაფერია, თუმცა არის ბევრი ფაქტორი, რომლის ყურადღების მიქცევისა და გაანალიზების შემდეგ ამ კატეგორიასაც შეიძლება შეეცვალოს აზრი სწრაფ სესხებთან მიმართებით.

ყველაზე მთავარი, რაც შეიძლება რომ გამოდგეს სწრაფი სესხის უპირატესობის არგუმენტად, პირველი სესხის სრულიად უპროცენტოდ მიღების საშუალებაა. რათქმაუნდა ყველასთვის საუკეთესო შემოთავაზებაა ასეთი პირობით თანხის შოვნა. მითუმეტეს ისეთ დროს, როდესაც გამოუვალი ფინანსური სირთულის წინაშე აღმოჩნდებით და უმოკლეს დროში იქნება საჭირო პრობლემის აღმოფხვრა.

თუ თვალს გადავავლებთ ქართულ ბაზარზე არსებულ ფინანსურ ინსტიტუტებს, რომლებიც სამომხმარებლო სესხს გასცემენ, ვნახავთ, რომ საკმაოდ დიდია უკვე ისეთი ორგანიზაციების რაოდენობა, რომლებიც ახალ მომხმარებელს პირველ სესხს ყოველგვარი საპროცენტო სარგებლის გარეშე თავაზობენ. თუმცა, აქვე უპრიანი იქნება აღვნიშოთ, რომ ამ ტიპის სესხების ვადა საკმაოდ მცირეა. როგორც წესი, სწრაფი, ონლაინ სესხები 30 დღემდე ვადით გაიცემა და მხოლოდ რამოდენიმე შემთხვევაში შეგიძლიათ ნახოთ გამონაკლისები. ეს გამონაკლისები, კი სამწუხაროდ არ ეხება უპროცენტო სესხს.

ზოგი ადამიანისთვის, იმ დროს როდესაც უმოკლეს პერიოდში ჭირდება დამატებითი თანხის მოძიება, სამწუხაროდ არც თუ ისე მისაღებია ინტერნეტში სხვადასხვა ვებ-გვერდების დათვალიერება და უპროცენტო სესხის მოძებნა. თუმცა, თუ დაუფიქრდებით რამდენი პლუსი აქვს უპროცენტოდ მიღებულ დამატებით თანხას, დარწმუნებული ვარ აუცილებლად გამონახავთ რამოდენიმე წუთს ხელსაყრელი ვარიანტის მოსაძებნად. ბუნებრივია, ის, რომ სწრაფი სესხები მცირე დროით გაიცემა, შესაძლოა მინუსი იყოს ბევრისათვის, თუმცა კომპანიები ყოველთვის აძლევენ მომხმარებელს იმის საშუალებას, რომ გაახანგრძლივონ სესხით სარგებლობის პერიოდი. ასეთ შემთხვევაში თქვენ მხოლოდ დამატებითი დღეებით სარგებლობისათვის დაწესებული საფასურის გადახდა მოგიწევთ, ხოლო ძირითადი თანხა კვლავ უცვლელი დარჩება და მას არც ამ შემთხვევაში დაერიცხება რაიმე საპროცენტო სარგებელი.

რათქმაუნდა სხვა გზაც არსებობს იმისათვის, რომ ისესხოთ თანხა ყოველგვარი პროცენტის გარეშე. თუ თქვენ მოულოდნელად დაგჭირდათ თანხა, რომელიც მიმდინარე ხარჯებშ გათვალისწინებული არ გქონდათ, შეგიძლიათ დახმარებისათვის ოჯახის წევრებს, ახლობლებს ან მეგობრებს მიმართოთ. რათქმაუნდა ეს უმეტეს წილად იმ შემთხვევაში გამოგადგებათ, თუ თანხა ადეკვატურია შესაძლებლობებთან მიმართებით. იმის განმარტება, რომ ამ გზით მიღებული დამატებითი რესურსი ბევრად უფრო მომგებიანია თქვენთვის ვფიქრობ საჭირო არ უნდა იყოს, თუმცა ზოგად პრიორიტეტებს მაინც გადავავლოთ თვალი. პირვლი და ყველაზე მთავარი ის არის, რომ თქვენ შეგიძლიათ თანხა ითხოვოთ არა ლიმიტირებული ვადით, არამედ იმ გონივრული პერიოდით, რომელშიც უპრობლემოდ შეძლებთ ნაკისრი ვალდებულების შესრულებას, და მის დასაფარად დამატებითი თანხის მოძიება არ დაგჭირდებათ. გარდა ამისა, სესხის დაბრუნებისას, თქვენ არ გექნებათ საზრუნავი დამატებითი თანხის მოძიება, რაც მოგიწევთ იმ შემთხვევაში, თუ გარკვეული საპროცენტო სარგებლით ისესხებთ სადმე თანხას. ამასთანავე, იმ შემთხვევაში, თუ რაიმე ობიექტური მიზეზის გამო, მოხდება ისე, რომ თქვენ დათქმულ ვადაში ვერ შეძლებთ თანხის დაბრუნებას, ამის გამო არ მოგიწევთ პირგასამტეხლოს ან რაიმე სხვა ტიპის დამატებითი სარგებლის გადახდა. ასევე, აღსანიშნავია ის ფაქტორიც, რომ შესაძლებლობა გაქვთ თანხა ნელ-ნელა, ეტაპობრივად დაფაროთ არა კონკრეტული განრიგის, არამედ არსებული მდგომარეობის შესაბამისად. მაგალითად, თუ თქვენ ახლობლისგან ისესხებთ 500 ლარს იმ პირობით, რომ 3 თვის ვადაში დაუბრუნებთ თანხას სრულად, და პირველ თვეს ვერ შეძლებთ ვერანაირი თანხის დაბრუნებას, მეორე თვეში 200 ლარს დაუბრუნებთ და დარჩენილ სესხს მომდევნო თვეში, ამის გამო არანაირი პრობლემა არ შეგექმნებათ.

ხშირად, ადამიანები უარს ამბობენ ოჯახის წევრების, ახლობლებისა და მეგობრებისაგან ფინანსური დახმარების მიღებაზე გარკვეული მიზეზების გამო, თუმცა თუ იმ პლუსებს გავითვალისწინებთ, რაც ასეთ დახმარებას ახლავს თან, დარწმუნებული ვარ მიხვდებით, რომ ეს ბევრად უფრო ხელსაყრელი გზა არის მოულოდნელად წარმოქმნილი ფინანსური პრობლემის მოსაგვარებლად.