დღიური

რას წარმოადგენს კარგი საკრედიტო ანგარიში?

როდესაც ჩვენ ფინანსურ ინსტიტუტებს მივმართავთ რაიმე ტიპის სესხის მისაღებად, პირველი რასაც ყველაზე დიდ ყურადღებას აქცევენ თქვენი საკრედიტო ისტორია და საკრედიტო ანგარიშის მდგომარეობაა.

არსებობს როგორც დადებითი, ასევე უარყოფი საკრედიტო ისტორია, კარგი, ცუდი ან საშუალო საკრედიტო ანგარიში. რა სხვაობაა ამ ტერმინებს შორის? ან რა გავლენა აქვთ მათ ჩვენ მიერ სესხის მოთხოვნისას?

საკრედიტო ისტორია გულისხმობს ჩვენ მიერ საბანკო-საფინანსო ინსტიტუტებთან ურთიერთბას. აღნიშნულ სისტემაში ჩვენი ნებისმიერი აქტივობა ინახება ჩანაწერის სახით და წლების განმავლობაში ქმნის ისტორიას, რომელიც შეიძლება იცვლებოდეს პერიოდების განმავლობაში. მაგალითად, თუ თქვენ რამოდენიმე წლის წინ აიღეთ სასესხო ვალდებულება ბანკიდან და დათქმულ ვადაში ან უფრო ადრე სრულად, ყოველგვარი დარღვევის გარეშე დაფარეთ ის, თქვენი საკრედიტო ისტორია დადებით კატეგორიაში მოხვდება. მაგრამ, თუ თქვენ რაიმე სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო მოგიწიათ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა, თქვენი ისტორია უარყოფით კატეგორიაში გადაინაცვლებს.

თუ თქვენ ზემოთხსენებულ უარყოფით საკრედიტო ისტორიას ფლობთ, ეს დასასრული სულაც არ არის. თქვენ კიდევ გაქვთ შესაძლებლობა გამოასწოროთ თქვენი საკრედიტო ანგარიში.

როგორც უკვე მიხვდით, ეს ორი ცნება განსხვავდება ერთმანეთისგან. უარყოფითი საკრედიტო ისტორიის შემთხვევაშიც კი შესაძლებელია თქვენი საკრედიტო ანგარიში საშუალო კატეგორიას განეკუთვნებოდეს და ფინანსურმა ინსტიტუტებმა მოგცენ შანსი, ეს სტატუსი გამოასწოროთ და აწიოთ უფრო ზემოთ კარგისკენ.

საკრედიტო ანგარიში წარმოადგენს კრედიტორების მიერ თქვენი, როგორც მსესხებლის, კვალიფიკაციის განსაზღვრას. აღნიშნულზე დაყრდნობით ისინი განსაზღვრავენ უნდა დააკმაყოფილონ თუ არა თქვენი განაცხადი. ასევე, შესაძლებელია განაცხადი დაგიკმაყოფილონ, თუმცა აღნიშნულმა გავლენა იქონიოს სესხის პროცენტზე და თუ თქვენი ანგარიშის შეფასება საშუალო ან უფრო დაბალია, შედარებით მაღალი საპროცენტო განაკვეთი განგისაზღვრონ. ამას კომპანიები რისკების თავიდან აცილებით ხსნიან.

საკრედიტო ანგარიშის შეფასება ქულათა სისტემით ხდება. ბუნებრივია გაგიჩნდებათ კითხვა რა პრინციპებზე დაყრდნობით ითვლიან ამ ციფრს. არის რამოდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც განსაზღვრავს თქვენ საკრედიტო ანგარიშს.

პირველი ეს არის თქვენ მიერ წარსულში ან მიმდინარე პერიოდში არსებული სესხების გადახდის ისტორია. აღნიშნული ფაქტორი 35%-იან გავლენას ახდენს გამოანგარიშებაზე. კრედიტორები დეტალურად განიხილავენ გქონდათ თუ არა როდესმე რამე პრობლემა ამ მიმართულებით რომელიმე ფინანსურ ისნტიტუტთან, როგორი ინტენსივობით აბრუნებდით ნაკისრ ვალდებულებებს.

მომდევნო უმნიშვნელოვანესი ფაქტორი თქვენი შემოსავალია. მას 30%-იანი წვლილი შეაქვს საკრედიტო ანგარიშის კატეგორიის ჩამოყალიბებაში. დარწმუნებული ვარ ფიქრობდით, რომ შემოსავალს გადამწყვეტი მნიშვნელობა ქონდა, თუმცა როგორც ხედავთ ასე არ არის. ისე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, თუმცა არა უმთავრესი. შემოსავლის ოდენობიდან გამომდინარე, კრედიტორები განსაზღვრავენ თქვენ გადახდისუნარიანობას. რამდენად ლოგიკურია, რომ არსებული ხარჯების შესაბამისად (კომუნალური თუ სხვა ხარჯი), თქვენ თავისუფლად და უპრობლემოდ შეძლებთ ახალი ვალდებულების აღებასა და მის დროულ და უპრობლემო დაბრუნებას.

მომდევნო ფაქტორს საკრედიტო ისტორია განაპირობებს. რაც უფრო ხანგრძლივი საკრედიტო ისტორია გაქვთ, მით უფრო სანდო პიროვნება ხართ კრედიტორისთვის. მითუმეტეს თუ ეს ისტორია დადებითია და არასოდეს გქონიათ პრობლემა. თუმცა თუ თქვენ როდესმე მცირე დარღვევა, ან გადაცდომა გქონდათ ვალდებულების დაფარვისას, რომელიც მომდევნო პერიოდში გამოსწორდა და დასტაბილურდა, ფინანსური ისნტიტუტები ამასაც ბუნებრივია ითვალისწინებენ და დადებით ფაქტორად მიიჩნევენ.

მიუხედავად იმისა, რომ ბევრმა შეიძლება ახალი საკრედიტო ისტორიის ქონა პლუსად ჩათვალოს, თუმცა კარგი იქნება თ გაითვალისწინებთ, რომ საკრედიტო ისტორია სამუშაო გამოცდილების მსგავსად, თქვენი დამხმარე ძალაა.

გამსესხებლები ყველაფერთან ერთად თქვენ მიერ აღებული სესხების კატეგორიებსაც აქცევენ ყურადღებას. ანუ, რა ტიპის ვალდებულებით გაქვთ ნასარგებლები, იქნება ეს საკრედიტო ბარათი, სამომხმარებლო სესხი, იპოთეკური სესხი თუ რაიმე სხვა.

ყველა ზემოთ ჩამოთვლილის გათვალისწინებით, რისკების მართვის ჯგუფი და კრედიტორები აფასებენ თქვენ საკრედიტო ანგარიშს და ის შეიძლება ასე შეფასდეს:

  • 300-დან 579 ქულამდე – ძალიან ცუდი
  • 580-დან 669 ქულამდე – ცუდი
  • 670-დან 739 ქულამდე – კარგი
  • 740-დან 700 ქულამდე – ძალიან კარგი
  • 800-დან 850 ქულამდე – საუკეთესო