დღიური

მსოფლიოს უდიდესი ბანკები

ათწლეულების განმავლობაში, მსოფლიო საბანკო ინდუსტრიას სათავეში ევროპული ბანკები ედგა. თუმცა, ბოლო წლების განმავლობაში სულ უფრო სწრაფად დაიწყეს განვითარებმა აზიურმა, კერძოდ კი ჩინურმა ბანკებმა და 2016 წლისთვის მივიღეთ ისეთი მდგომარეობა, როდესაც მსოფლიოს უმსხვილესი ბანკების ხუთეულში ოთხი ჩინური ბანკია წარმოდგენილი. თუ უახლოეს წარსულს გადავავლებთ თვალს, მიუხედავად ეკონომიკური ზრდის სწრაფი ტემპისა, ხუთეულში მაქსიმუმ 2 ჩინური ბანკი ახერხებდა პოზიციის დაკავებას. 2016 წლის ცვლილება კი სახეზეა, მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტების მოერ მოწოდებული ინფორმაციით ჩინეთის საფონდო ბირჟა კრიზისს განიცდის.
აი ასე გამოიყურება ცნობილი ხუთეული:

  1. Industrial & Commercial Bank of China – ჩინეთი
    ის 1984 წლის 1 იანვარს ჩამოყალიბდა, როგორც შეზღუდული პასუხსიმგებლობის საზოგადოება. ეს პირველი ჩინური ბანკია, რომელმაც ასეთ წარმატებას მიაღწია. 1999 წლიდან ბანკმა საქმიანობა გააფართოვა და ევროპულ ბაზარზე გამოჩნდა.
  2. China Construction Bank –  ჩინეთი
    ბანკის ისტორია საკმაოდ დიდია. ის 1954 წლის 1 ოქტომბრიდან იწყება. წლების განმავლობაში, მიუხედავად გარკვეული კრიზისებისა, ბანკი განაგრძობდა განვითარებას და 2015 წლისთვის ფორბსის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგში მეორე ადგილის დაკავებაც შეძლო, როგორც მსოფლიო წამყვანმა ბანკმა.
  3. Agricultural Bank of China – ჩინეთი
    წინამორბედის მსგავსად, აღნიშნული ბანკის ისტორიაც მეოცე საუკუნის შუა პერიოდს უკავშირდება. ის 1949 წელს დაარსდა ჩინეთში. 2007 წელს, ბანკი საკმაოდ კრიზისულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, როდესაც მოხდა გახმაურებული ძარცვა თითქმის 51 მილიონი იუანის ოდენობით. თუმცა, მიუხეავად ამისა, ბანკმა შეძლო გაეგრძელებინა განვითარება და 2016 წლისთვის მსოფლიოს წამყვანი ბანკების სამეულშიც კი მოხვედრილიყო.
  4. HSBC  – დიდი ბრიტანეთი
    ის ერთ-ერთი უძველესი ბანკია. მისი დაარსების თარიღი 1865 წლის 3 მარტია. ვფიქრობ ბევრი საუბარი არც კი ჭირდება იმ გამოცდილებას, რაც ფინანსურ სფეროში მოღვაწეობისას შეიძინა ბანკმა და გასაკვირიც არ არის, რომ ის ხუთეულის უცვლელი წევრია.
  5. Bank of China – ჩინეთი
    ხუთეულის ბოლო წევრი საბანკო სფეროში 1905 წლიდან გამოჩნდა. ის წარმოადგენს ყველაზე აქტიურ ჩინურ ბანკს მსოფლიო ფინანსურ ბაზარზე და გარდა ჩინეთისა ის 27 სხვა ქვეყანაშია წარმოდგენილი მსოფლიო მასშტაბით.

აღსანიშნავია, რომ ამ ხუთეულში ერთადერთი არაჩინური ბანკია წარმოდგენილი მხოლოდ ბრიტანული HSBC-ს სახით, რომელიც ერთადერთი აღმოჩნდა იმ ბანკებს შორის, რომლებმაც მიმდინარე წელს შეძლეს ხუთეულში ადგილის შენარჩუნება. თუმცა მას მაინც მოუწია პოზიციის დათმობა და მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა.

რაც შეეხება ზემოთხსენებული ბანკების არსებულ აქტივებს, ინფორმაცია ასე გამოიყურება:

  1. Industrial & Commercial Bank of China – ჩინეთი – 3,616.39 მილიარდი ამერიკული დოლარი;
  2. China Construction Bank –  ჩინეთი – 2,939.15 მილიარდი ამერიკული დოლარი
  3. Agricultural Bank of China – ჩინეთი – 2,816.60 მილიარდი ამერიკული დოლარი
  4. HSBC  – დიდი ბრიტანეთი – 2,670 მილიარდი ამერიკული დოლარი
  5. Bank of China – ჩინეთი – 2,449.60 მილიარდი ამერიკული დოლარი

თუ დავეყრდნობით SNL Financial-ის ინფორმაციას, გასული წლიდან წამყვანი პოზიციები ორმა ბანკმა დათმო. ესენი არიან, – BNP Paribas და იაპონური Mitsubishi UFJ Financial Group-ი. ორივე ბანკის დასუსტების მიზეზად ადგილობრივი ვალუტების გაუფასურება სახელდება.

მიუხედავად იმისა, რომ წამყვანმა ევროპულმა, ამერიკულმა და აზიურმა ბანკებმა დათმეს ზედა პოზიციები რეიტინგში, ისინი რათქმაუნდა კვლავ რჩებიან ათეულის წევრებად და აქტიურად აგრძელებენ საქმიანობას მსოფლიო ფინანსურ ბაზარზე.

ამის ნათელი დადასტურებაა ბოლო პერიოდში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მსოფლიოს ოთხმა უმსხვილესმა ბანკმა – UBS-მა, Deutsche Bank-მა, Santander-მა და BNY Mellon-მა გადაწყვიტეს გაერთიანება ახალი, ციფრული ვალუტის შესაქმნელად. როგორც Financial Time-ი იტყობინება შვეიცარული UBS-ი მსოფლიო პიონერია ციფრული ვალუტის შექმნაში.

ბუნებრივია გაჩნდეს კითხვა რას ნიშნავს ზემოთხსენებული? რას წარმოადგენს ეს ვალუტა? იმავე წყაროზე დაწყრდნობით შეგვიძლია გთხრათ, რომ ციფრული ვალუტა იქნება ახალი სტანდარტი საფინანსო სფეროში ფინანსური გარიგებებისას. აღნიშნული ვალუტის კომერციული გამოყენების დასაწყისად 2018 წელი დასახელდა.