დღიური

მინიშნებები მშობლებს: როგორ დაზოგოთ თანხა შვილების განათლებისთვის

ფულის შეგროვება ადამიანთა უმეტესობისთვის ზრდასრული ასაკიდან კი არ იწყება, არამედ ბავშვობიდანვე, შესაძლოა გაუაზრებლად, მაგალითად ყულაბის სახით ხდება. ასაკის მატებასთან ერთად, იზრდება როგორც მოთხოვნა, ასევე მიზანი, რისთვის უნდა შეაგროვოთ თანხა.

ექსპერტები გვირჩევენ, რომ უმჯობესია კონკრეტული მიზნის დასახვა და მხოლოდ ამის შემდეგ შეგროვების დაწყება. რათქმაუნდა ასეთი მიზნის გარეშეც შეგიძლიათ დააგროვოთ თანხა, თუმცა თუ ზუსტად გეცოდინებათ რისთვის გინდათ, გაცილებით მარტივად შეძლებთ სასურველი შედეგის მიღებას.

სხვადასხვა ასაკში და მდგომარეობაში მიზნებიც შესაბამისად იცვლება. თუ ახალგაზრდები დაოჯახებამდე ფულს გასართობად, სამოგზაუროდ ან რაიმე ნივთის შესაძენად აგროვებენ, დაოჯახების შემდეგ ხშირად ამ მიზნებს კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი პუნქტები ემატება. მას შემდეგ, რაც ოჯახში ბავშვი ჩნდება, ბუნებრივია ყველა პრიორიტეტის გადაფასება ხდება. შესაბამისად, ადრეული ასაკიდანვე მშობლების უმეტესობა იწყებს ზრუნვას შვილის მომავლის უზრუნველსაყოფად. ამაში, პირველ რიგში, განათლებას მოიაზრებენ.

ახალბედა მშობლებისთვის ყველაფერი ახალია და ხშირად ჭირდებათ რჩევა იმის დასაგეგმად, როგორ და რა გზით მოაგროვონ თანხა შვილების მომავალი განათლებისათვის. პირველ რიგში, ყველაზე საუკეთესო გამოსავალი ანაბრის გახსნაა. საქართველოში სულ უფრო მატულობს იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც ამ გზით აგროვენებ თანხას შვილების მომავალი განათლებისათვის.

საქართველოში მხოლოდ საბანკო სექტორი თავაზობს თავის მომხმარებელს საანაბრე მომსახურებას. რათქმაუნდა მრავალფეროვნება აქაც არ არის ნაკლები სესხების მსგავსად. მოკლედ გადავავლოთ ერთად თვალი იმ შემოთავაზებას, რაც ქართულ ბანკებს აქვთ დაინტერესებული კლიენტებისათვის.

ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ვადიანი ანაბარია. ეს გულისხმობს ანაბრის ისეთ ტიპს, როდესაც თავიდანვე გაქვთ განსაზღვრული რა პერიოდის განმავლობაში აპირებთ თანხის მოგროვბას. ეს შეიძლება იყოს რამოდენიმე თვე, ერთი ან რამოდენიმე წელი. რაც შეეხება თანხას, ამ ტიპის ანაბარს, როგორც წესი ძირითად შემთხვევაში ბანკები საბაზისო შენატანს ითხოვენ მომხმარებლისგან ანაბრის გასახსნელად. ეს თანხა 500 ლარის ფარგლებში მერყეობს. სამაგიეროდ თქვენ საშუალება გაქვთ მიიღოთ დამატებითი სარგებელი ანაბრით სარგებლობის დასაწყისშივე.

არანაკლებ პოპულარულია შეგროვებადი ანაბარი. ის საშუალებას გაძლევთ დააგროვოთ თქვენთვის მისარებ ნებისმიერ დროს. მაგალითად თუ დღეს გაქვთ დამატებითი თანხა, შეგიძლიათ ის ანაბარზე შეიტანოთ, ხოლო თუ მომდევნო თვეში ვერაფერს ვერ დაამატებთ, ეს არ გამოიწვევს ანაბრის პირობების დარღვევას. ამ ტიპის ანაბრის გახსნა 50 ლარით შეგიძლიათ და ანაბრის ვადის დასრულებამდე საშუალება გეძლევათ დააგროვოთ ზუსტად იმდენი, რამდენსაც მოინდომებთ. თუ თქვენი მიზანია შვილის განათლებისათვის თანხის ვის. ბუნებრივია, ბევრისთვის შესაძლოა საკმაოდ რუტინული და დამღლელი იყო ასეთი გრძელვადიანი საბანკო სერვისით სარგებლობა, თუმცა მას იმდენი პოზიტიური შედეგი შეიძლება მოყვეს, რომ ცდა ნამდვილად ღირს.

უფრო კონკრეტულად თუ გსურთ ბავშვებისთვის განკუთვნილი მომსახურებით სარგებლობა, მაშინ საბავშვო ანაბარი სწორედ თქვენთვისაა. აქ გაცილებით მარტივი მოთხოვნები დაგხვდებათ. თანხის დაგროვება 10 ლარიდან შეგიძლაით და ვადა მინიმუმ 2 წლიდან მაქსიმუმ ბავშვის სრულწლოვანებამდე, 18 წლამდე შეიძლება განისაზღვროს.

კიდევ ერთი სახეობა არის მოთხოვნამდე ანაბარი. ეს გულისხმობს იმას, რომ თანხის დაგროვება და შესაბამისად ანაბრის განკარგვაც მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული. ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს დახუროთ ანაბარი და გამოყენოთ შეგროვებული თანხა. ერთადერთი მინუსი, რაც ასეთი ტიპის ანაბარს შეიძლება ქონდეს მინიმალური შესატანი თანხაა, რომელიც ანაბრის გასახსნელად დაგჭირდებათ. მოთხოვნამდე ანაბრის გახსნა მინიმუმ 1000 ლარიანი დეპოზიტით არის შესაძლებელი.

გარდა იმისა, რომ ანაბარი საშუალებას გაძლევთ დააგროვოთ თანხა, თქვენ მისი გამოყენება სესხის მისაღებადაც შეგიძლიათ. საქართველოში მოქმედი თითქმის ყველა ბანკი თავაზობს თავის მომხმარებელს ისეთ სესხს, როგორიც ანაბრით უზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხია. თუ თქვენ გესაჭიროებათ თანხა თქვენი შვილების განათლებისათვის, მაგრამ არ გსურთ უკვე დაგროვებულ თანხას მოაკლოთ რაიმე, უფრო მნიშვნელოვანი სამომავლო მიზნებისთვის, შეგიძლიათ გამოიყენოთ ზემოთხსენებული სესხის კატეგორია.

ის, რომ ჩვენ ძირითადად განვიხილეთ ბანკების მიერ შემოთავაზებული ანაბრები, სრულებითაც არ ნიშნავს იმას, რომ ეს ერთადერთი გზა არის შვილების განათლებისთვის თანხის მოსაგროვებლად. თუმცა ეს ყველაზე მომგენბიან და მარტივ გზად ნამდვილად შეგვიძლია განვიხილოთ.