დღიური

იქნება თუ არა საგადახდო სისტემის მომავალი უკონტაქტო გადახდები

სამყაროში ევოლუციური პროცესების პარალელურად, სულ უფრო აქტუალურია ტექნოლოგიური განვითარება, რომელიც კოლოსალური სისწრაფით მიმდინარეობს. ეს არის სფერო, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ წლების კი არა, დღეებისა და საათების დონეზე სწრაფადაც კი ვითარდება. ეს შეეხება, როგორც ზოგად ტექნოლოგიურ ტენდენციებს, ასევე ფინანსურ და ნებისმიერ სხვა სფეროს.

ამ კონკრეტულ შემთხვევაში გთავაზობთ თვალი გადავავლოთ იმ გამოწვევებს, რასაც ფინანსური სამყარო გვთავაზობს.

რამოდენიმე ათეული წლის წინ, სრულაიდ წარმოუდგენელი იყო მოსახლეობის თითქმის სრული უმრავლესობისთვის საუბარი იმაზე, რომ ადამიანებს სხვადასხვა ტიპის ფინანსური ოპერაციებსი განსახორციელებლად, არ დაჭირდებოდათ არანაირი მატერიალური სახით თანხის წარდგენა და იარსებებდა ისეთი ვირტუალური გადახდის საშუალებები, რომლებიც ამ ყველაფერს უზრუნველყოფდა და თან უმოკლეს ვადაში. თუმცა, ტექნოლოგიამ თავისი უპირატესობა საკმაოდ დამაჯერებლად დაადასტურა და დღეს ჩვენ საშუალება გვაქვს სხვადასხვა ტიპის პლასტიკური ბარათების ან სულაც ინტერნეტის საშუალებით განვახორციელოთ საკმაოდ რთული ფინანსური ოპერაციებიც კი.

არავისთვის უცხო არ არის აღნიშნული ბარათებით სარგებლობის წესები და ასეთი ტრანზაქციების უსაფრთხოების მიზნით არსებული დამცავი მექანიზმები, რაც უმეტეს წილად იდივიდუალური პაროლითა და მოკლე ტექსტური შეტყობინებით მიღებული დასტურის კოდების დახმარებით ხორციელდება.

თუმცა, უნდა აღვნიშნოთ, რომ ტექნოლოგია ეს ის სფეროა, რომელიც არასოდეს კმაყოფილდება მიღწეული შედეგით და ცდილობს სულ უფრო მეტად დახვეწოს და გაამარტივოს შემოთავაზებული ინოვაციები. არც ფინანსური სფეროა ამ მხრივ გამონაკლისი. ამ მიმართულებით მომუშავე ექსპერტები, ცდილობენ რაც შეიძლება სწრაფი და მარტივი გახადონ ელექტრონულა არსებული ჩვენი ფინანსური რესურსების გამოყენება. არ აქვს მნიშვნელობა იქნება ეს აქტივები, პასივები თუ სესხები. ყოველდღიურად სულ უფრო ხშირი ხდება ისეთი ტიპის ბარათებისა და აპლიკაციების გამოყენება, რომლებიც ანგარიშსწორებისას აღარ მოითხოვენ დამატებითი ქმედებების განხორციელებას, ანუ წარმოადგენენ ეგრეთ წოდებულ უკონტაქტო გადახდის სისტემას.

უფრო გასაგები რომ იყოს რას ნიშნავს ეს გეტყვით, რომ თუ მაგალითად მაღაზიაში რაიმე ანგარიშწრორებისას თქვენ გჭირდებოდათ პლასტიკური ბარათის დამცავი პინ კოდის მითითება შესაბამის ტერმინალზე ტრანზაქციის დასადასტურებლად, დღეს უკვე მატულობს ისეთი ბარათების რიცხვი, რომლებსაც გარკვეულ ლიმიტირებულ თანხამდე გადახდის შემთხვევაში, არ ჭირდება არანაირი ინფორმაციის მითითება და საკმარისი ასეთი ბარათი უბრალოდ დავადოთ შესაბამის გადახდის ტერმინალს და თანხა ჩვენი ანგარისიდან ავტომატურად გადაირიცხება მითითებული კომპანიის ანგარიშზე.

ბუნებრივია, გარდა იმისა, რომ ასეთი ტიპის მომსახურებით სარგებლობა საკმაოდ კომფორტულია, და ყოველდღიურად სულ უფრო პოპულარული მომხმარებელთა შორის, ყურადღება უნდა მივაქციოთ ისეთ უმნიშნველოვანეს ფაქტორს, როგორიც ჩვენ პირად ანგარიშზე არსებული ფინანსების უსაფრთხოებაა. გასაგებია ის ფაქტი, რომ უკონტქატო გადახდები საოცრად კომფორტული და სწრაფია მომსახურების თვალსაზრისით, თუმცა თუ ერთი წუთით დავუშვებთ იმ ფაქტს, რომ შესაძლოა ჩვენი ბარათი, გარკვეული გაუთვალისწინებელი გარემოებების გამო, შეიძლება აღმოჩნდეს არასასურველი ადამიანებსი ხელში, რომლებსაც უპრობლემოდ მიეცემათ საშუალება ჩვენი რესურსების გამოყენების, ბუნებრივია დამეთანხმებით, რომ უმჯობესია ცოტა მეტი დრო დავხარჯოთ უსაფრთხოების პროცედურებზე, ვიდრე ფინანსური რისკების წინაშე აღმოვჩნდეთ.

ეს რაც შეეხება უკონტაქტო გადახდის ისეთ მეთოდს, რომლის განსახორციელებლადაც დამატებით ბარათებია მაინც საჭირო. თუმცა, არსებობს კიდევ ერთი გზა ამ ტიპის ოპერაციის განსახორციელებლად. ეს გახლავთ ელექტრონული გადახდის სისტემები. მაგალითად, თუ რამოდენიმე ათეული წლის წინ და შესაძლოა უფრო ნაკლები დროის წინაც, სხვადასხვა კომუნალური თუ ზოგადი გადასახადების გადახდისათვის, ადამიანები იყენებდნენ ნაღდ ფულს, და/ან პლასტიკურ ბარათებს, დღეს საბანკო სერვისებით მოსარგებლე ადამიანების თითქმის სრული რაოდენობა იყენებს ისეთ მომსახურებას, როგორიც ინტერნეტ ბანკი და შესაბამისად ინტერნეტ გადახდის სისტემებია.

იმისათვის, რომ ამ გზით მოვახდინთ ანგარიშსწორება, ჩვენ არ გვჭირდება არანაირი დამატებითი საშუალებები, მთავარია წვდომა ინტერნეტთან და შესაბამისი ინფორმაციის ქონა სად რამდენი უნდა გადავიხადოთ. გადახდის ასეთი მეთოდი შედარებით უფრო დაცულია უკონტაქტო საბარათე სისტემით განხორციელებულ ოპერაციებზე, რადგან იმისათვის, რომ ინტერნეტ ბანკთან გქონდეთ წვდომა, თქვენ აუცილებლად დაგჭირდებათ მომხმარებლის ინდივიდუალური სახელი და პაროლი.

საერთო ჯამში, თუ თვალს გადავავლებთ ჩვენ გარშემო არსებულ მიმდინარე ტენდენციებს, დავინახავთ, რომ ყოევდლღიურად სულ უფრო მეტად პოპულარული და გავრცელებული ხდება ზემოთ ხსენებული უკონტაქტო გადახდის მეთოდები.