დღიური

ბიზნეს სესხი – რას წარმოადგენს და როგორ მუშაობს ის

როდესაც საუბარია სესხზე, ადამიანების უმეტესობა, ძირითადად, მხოლოდ სამომხმარებლო სესხზე ფიქრობს. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ფინანსური სფერო ამ ტიპის სესხით შემოიფარგლება და ისინი არ ფიქრობენ ისეთ მომგებიან და გაცილებით მსხვილ ბიუჯეტიან მომხმარებელზე, როგორიც ბიზნეს სექტორია.

რათქმაუნდა, ბიზნესისათვის განკუთვნილი სესხები არც თუ ისე მრავალფეროვანია, როგორც სამომხმარებლო სესხები, თუმცა განსხვავება აქაც არის და ამ ტიპის მომსახურებასაც ბანკების გარდა სხვადასხვა ტიპის ფინანსური ორგანიზაციებიც თავაზობენ მომხმარებელს. შევეცდებით მოკლედ მოგაწოდოთ ძირითადი ინფორმაცია საქართველოში ხელმისაწვდომ ბიზნეს სესხებთან დაკავშირებით. სად შეგიძლიათ მიიღოთ, რა რაოდენობის თანხა შეიძლება მოგცენ, რა ვადით და მიზნობრიობით.

პირველ რიგში თვალი გადავავლოთ ქართული ბანკების შემოთავაზებებს.

  • საქართველოს ბანკში შეგიძლიათ ისარგებლოთ სტანდარტული ბიზნეს სესხით, საკრედიტო ხაზით, ოვერდრაფტით ან ევროპული ბიზნეს სესხით. აქ ბიზნეს სესხის ზოგადი პირობები ასე გამოიყურება: სესხი გაიცემა ბიზნენის განვითარების ან ახალი/ინოვაციური გეგმების განსახორციელებლად. თანხა 500 ლარიდან 1 300 000 ლარამდე შეგიძლიათ მიიღოთ, ხოლო სესხის ხანგრძლივობის მაქსიმალურმა ვადამ 10 წელიც კი შეიძლება შეადგინოს. რათქმაუნდა ასეთი თანხის სესხებისას ბუნებრივია ბანკმა უზრუნველყფოაც მოგთხოვოთ, თუმცა თუ თქვენ 17 000 ლარამდე თანხა გესაჭიროებათ მხოლოდ, ბანკისთვის თავდებობაც საკმარისი იქნება. რაც შეეეხება ზემოთხსენებულ თანხაზე უფრო მეტ ლიმიტს, ამ შემთხვევაში დაგჭირდებათ სესხის უძრავი ქონების, ძირითადი საშუალებების, საბანკო გარანტიის ან დეპოზიტის სახით. რაც შეეხება სესხზე დარიცხულ საპროცენტო განაკვეთს, როგორც ბანკი გვატყბინებს ის ცვალებადია, რადგან მიბმულია ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთზე და განისაზღვრება კონკრეტულ პერიოდში ინდივიდუალურად.
  • მეორე მსხვილი კრედიტორი საბანკო სფეროში – თიბისი ბანკია, რომელიც თავის მომხმარებელს ასევე თავაზობს ბიზნესის დაფინანსებას სხვადასხვა მიმართულებით. აქ თქვენ შესაძლებლობა გაქვთ მიიღოთ თანხა საბრუნავი კაპიტალის, ძირითადი საშუალებების, ვაჭრობის დასაფინანსებლად, ასევე შემოგთავაზებენ საკრედიტო ხაზს, შეღავათიან აგროკრედიტს. კონკრეტულ ინფორმაციას ბიზნეს სესხის ვადების, პირობებისა და ოდენობის შესახებ ბანკი ვებ-გვერდიდან არ აწვდის მომხმარებელს. ყველა კონკრეტულ შემთხვევაში ისინი გვირჩევენ დავუკავშირდეთ 24 საათიან ცხელ ხაზს კვირის ნებისმიერ დღეს, ან ვეწვიოთ უახლოეს ფილიას, რომ მივიღოთ ზუსტი ინფორმაცია კონკრეტული მოთხოვნის შემთხვევაში არსებული პირობების შესახებ.
  • წინამორბედისგან განსხვავებით სრულ ინფორმაციას აწვდის ბიზნესის წარმოამდგენლებს პროკრედიტ ბანკი. იმისთვის რომ ბიზნეს სესხით ისარგებლოთ, თქვენ პირველ რიგში უნდა აირჩიოთ რა ტიპის სესხი გჭირდებათ. ბანკი გთავაზობთ: კრედიტს მცოცავი განაკვეტით, აგრო კრედიტს, მოკლევადიან ბიზნეს კრედიტს, ბიზნეს ოვერდსრაფტს, საკრედიტო ლიმიტს ან ეკო სესხს ბიზნესისთვის. ზოგადი პირობები სესხის მისაღებად კი ასე გამოიყურება: მიზნობრიობა – როგორც საბრუნავი საშუალებების, ასევე ძირითადი საშუალებების, უძრავი ქონების შეძენა და ზოგადად სხვა ბიზნეს მიზნები. განსხვავებაა ვადებში. თუ საბრუნავი საშუალებების დასაფინანსებლად თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ 36 თვემდე ვადიანი სესხით, ძირითადი საშუალებების შეძენის შემთხვევაში ეს ვადა 60 თვეს უტოლდება, ხოლო უძრავი ქონების შეძენისას კი – 180 თვეს. სესხის ვალუტა შეზღუდული არ არის და ის შესაძლოა იყოს როგორც ლარში, ასევე ევროსა და/ან დოლარში. რაც შეეხება დარიცხულ წლიურ საპროცენტო განაკვეთს, საქართველოს ბანკის მსგავსად, მისი დაანგარიშება ინდივიდუალურად ხდება.

გარდა ბანკებისა, მიკრისაფინანსო ორგანიზაციებიც საკმაოდ აქტიურად არიან ჩართული ბიზნესის დაფინანსებაში. ისინი უფრო ხშირად აგრო კრედიტებს გასცემენ, თუმცა სხვა ტიპის ბიზნეს სესხებიც აქვთ დაინტერესებული მომხმარებლისათვის. როგორც წესი, სამომხმარებლო სესხის მსგავსად, არასაბანკო ბიზნეს სესხის მიღებაც შედარებით მარტივია პროცედურებისა და მოთხოვნების თვალსაზრისით, თუმცა აუცილებელია მსესხებელმა ორგანიზაციებმა ყურადღება მიაქციონ ასეთი სესხის საპროცენტო განაკვეთსა და ვადას. უმეტეს წილად არასაბანკო ბიზნეს სესხები მცირე დროით და გაცილებით მაღალი პროცენტით გაიცემა, ვიდრე ეს საბანკო სესხის შემთხვევაში იქნებოდა. თუმცა, იმის გამო, რომ პროცედურა მომხმარებლისთვის ბანკებისგან განსხვავებით ბევრად მარტივია, ამ ტიპის სესხზე მოთხოვნა კერძო საკრედიტო ორგანიზაციებში მაინც საკმაოდ მაღალია.