დღიური

ახალი თუ მეორადი ავტომობილი? თქვენ რომელს შეიძენდით?

იყო დრო, როდესაც ავტომობილის ყოლა ფუფუნების საგნად განიხილებოდა. თუმცა, დღეს ეს ასე უკვე აღარ არის. ავტომობილი ისეთივე საჭირო ნივთი გახდა ყოველდღიურობაში, როგორც მაგალითად მაცივარი ან ტელეფონი.
გაზრდილ მოთხოვნასათან ერთად, გაიზარდა მოწოდებაც. საქართველოში არაერთი ორგანიზაცია თავაზობს მომხმარებელს ახალ თუ მეორად ავტომობილებს როგორც ამერიკიდან, ასევე ევროპისა და აზიის ქვეყნებიდან. გახსნილია სხვადასხვა ავტომწარმოებლების ბრენდული მაღაზია-სალონები, სადაც გარდა არსებული ავტომობილებისა, საშუალება გაქვთ შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი მოდელი და გარკვეულ ვადაში კომპანია უზრუნველყოფს მის ჩამოყვანას საქართველოში.

გარდა ასეთი ტიპის დაწესებულებებისა, თქვენ თავადაც გაქვთ შესაძლებლობა დამოუკიდებლად, იტერნეტის საშუალებით საერთაშორისო მაღაზიებსა და აუქციონებზე შეარჩიოთ და შეიძინოთ სასურველი ავტომობილი. თუმცა, აუქციონებზე ახალი ავტომობილის შეძენა ფაქტობრივად შეუძლებელია, აქ ძირითადად მეორადი ავტომობილებია წარმოდგენილი.

მეორადი ავტომობილების პლუსი და მინუსი

არავისთვის სიახლე არ არის, რომ ახალი ავტომობილის შეძენა საუკეთესო ვარიანტია, თუმცა მათი ღირებულება იმდენად განსხვავდება მეორადი ავტომობილების ღირებულებისგან, რომ მომხმარებელთა ძალიან დიდი ნაწილი უპირატესობას მაინც ამ უკანასკნელს ანიჭებს. ახალი ავტომობილებისგან ყველაზე მეტად მეორად ავტომობილებს სწორედ ღირებულება განასხვავებს. ეს არის მეორადი ავტომობილების მთავარი დიდი პლუსი.

რაც შეეხება მინუსებს, ვფიქრობ არც თუ ისე ცოტაა. პირველ რიგში ისევე როგორც ყველაფერს, ავტომობილებსაც თავისი ხანდაზმულობის ვადა აქვთ რაც უმეტესწილად გავლილი კილომეტრაჟის საფუძველზე იზომება. მეორადი ავტომობილების უმეტესობას, თითქმის ამოწურული აქვს ეს მაჩვენებლი, თუმცა საკმაოდ ბევრია ისეთიც, რომელსაც ჯერ კიდევ დიდხანს შეუძლიათ გემსახუროთ. ხშირია შემთხვევები, როდესაც მეორად ავტომობილებს მცირე დაზიანებები აქვთ და ამის გამო იყიდება დაბალ ფასში. ეს შეიძლება იყოს უმნიშვნელო ავარიის შედეგი, თუმცა ასეთი მანქანით სიარული უკვე საკმაო რისკის შემცველია. დაზიანება შეიძლება სიცოცხლისთვის საფრთხესაც კი წარმოადგენდეს მიუხედავად იმისა, რომ დღეს უპრობლემოდ ხდება თითქმის ნებისმიერი ტიპის ხარვეზის გამოსწორება და შესაბამისი ნაწილების შეცვლა ახლით.

სამწუხაროდ, დღეს ავტო-ბაზარზე ხშირია ისეთი შემთხვევები, როდესაც ასეთ დაზიანებულ და შემდეგ შეკეთებულ მანქანებს მფლობელები ისე ყიდიან, რომ მყიდველს არც კი აწვდიან ინფორმაციას ამის შესახებ და შესაბამისად საფრთხეს უქმნიან არაერთი ადამიანის ჯანმრთელობას. თუმცა, მათ დავალდებულებას ამის შეტყობინების შესახებ ვერავინ შეძლებს, ვინაიდან არ არსებობს რაიმე კანონი, რომელიც გამყიდველს აიძულებს მიაწოდოს ზუსტი და ამომწურავი ინფორმაცია (თუ მას ასეთი აქვს), მეორადი მოხმარების მანქანის ტექნიკური მდგომარეობის შესახებ. ქონდა თუ არა რაიმე ხარვეზი, რომელიც ხელოსნების ჩარევით იქნა გამოსწორებული და ასე შემდეგ. მთავარი ის არის, რომ იმ კონკრეტულ მომენტში მანქანა აბსოლუტურად გამართული იყოს. ასეთი მანქანების არსებობა ქვეყანაში რათქმაუნდა ზრდის ავარიების რისკსაც.

იგივე სიტუაციაა აუქციონზე მანქანის შეძენისას. თქვენ ფაქტობრივად ბრმად ენდობით აუქციონზე წარმოდგენილ ინფორმაციას მანქანის ტექნიკური გამართულობის შესახებ. თუმცა, ამ გზით შეძენილი ავტომობილების ღირებულება იმდენად განსხვავდება ავტო-სალონებში შეძენილი და თუნდაც ავტო-ბაზრობაზე შეძენილი მანქანების ღირებულებისგან, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მაინც მათ შეძენას ამჯობინებს.

მეორადი ავტომობილების ბაზრის ზრდასთან ერთად, საინფორმაციო საშუალებების ინტერსმაც იმატა ამ ბიზნესის მიმართ და რამოდენიმე შემთხვევაში საკმაოდ საინტერესო და დასაფიქრებელი ინფორმაციაც კი მიაწოდეს მაყურებელს. შეგახსენებთ ერთ მათგანს, ცნობილი საინფორმაციო სააგენტოს სი-ენ-ენ-ის კვლევას, ევროპიდან ავტომობილების საქართველოსა და სომხეთი-აზერბაიჯანის ტერიტორიებზე ექსპორტის შესახებ. ჟურნალისტური გამოძიება ეხებოდა გერმანიიდან ევროპულილ მანქანების ისეთ მდგომარეობაში ტრანსპორტირებას, რაც შემდგომში მათ უსაფრთხოებას ფაქტობრივად გამორიცხავდა. ამის მიზეზი იყო ის, რომ მანქანებს სპეციალური დანადგარების საშუალებით შუაზე ჭრიდნენ, რომ გადამზიდ კონტეინერში რაც შეიძლება მეტი ავტომობილი მოეთავსებინათ და ადგილზე მიტანის შემდეგ სახელოსნოები მათ აღდგენას ახდენდნენ. როგორც ექსპერტებისგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იტყობინებოდა ჟურნალისტი, ასეთი მანქანით საავარიო სიტუაციში მოხვედრისას მგზავრების გადარჩენის შანსი, მიუხედავად ავტომობილში არსებული დამცავი საშუალებებისა, მინიმუმს შეადგენს.
თქვენ რომელს შეიძენდით?

ჩვენი მიზანი არ არის დაგარწმუნოთ რაიმე ქმედების განხორციელებაში. არჩევანი მხოლოდ თქვენი გასაკეთებელია. თუმცა ჩვენ შევეცადეთ ძალიან მოკლედ გვეჩვენებინა ის აუცილებელი მინუსები, რაც შეიძლება იაფფასიან მეორად ავტომობილებს გააჩნდეთ. დანარჩენი თავად გადაწყვიტეთ, შეიძენთ მეორად ავტომობილს? თუ ამჯობინებთ თანხის მოგროვებას ან სულაც განვადებით გაცილებით უსაფრთხო ახალი ავტომობილის შეძენას?