პოპულარული სესხების
| კომპანია | მიღებისდროს | უპროცენტო | პირველად სესხი | პირველი სესხის მაქსიმუმი | სესხის ვადა | აიღე სესხი |
|---|---|---|---|---|---|---|
| | 15 წუთში | ![]() | 50-250 ლარი | 650 ლარი *94.3% | 1-30 დღე | აიღე სესხი |
| | 15 წუთში | ![]() | 30 – 500 ლარი | 900 ლარი *100% | 5-730 დღე | აიღე სესხი |
| | 15 წუთში | ![]() | 50 – 500 ლარი | 1000 ლარი *100% | 5-30 დღე | აიღე სესხი |
| | 15 წუთში | ![]() | 500-3000 ლარი | 3000 ლარი *95.13% | 3-24 თვემდე | აიღე სესხი |
| | 15 წუთში | ![]() | 100-1000 ლარი | 1000 ლარი *99.95% | 1-12 თვემდე | აიღე სესხი |
* წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი
მიღებისდროს: 15 წუთში
უპროცენტო: 
პირველად სესხი: 50-250 ლარი
პირველი სესხის მაქსიმუმი: 650 ლარი (*94.3%)
სესხის ვადა: 1-30 დღე
მიღებისდროს: 15 წუთში
უპროცენტო: 
პირველად სესხი: 30 – 500 ლარი
პირველი სესხის მაქსიმუმი: 900 ლარი (*100%)
სესხის ვადა: 5-730 დღე
მიღებისდროს: 15 წუთში
უპროცენტო: 
პირველად სესხი: 50 – 500 ლარი
პირველი სესხის მაქსიმუმი: 1000 ლარი (*100%)
სესხის ვადა: 5-30 დღე
მიღებისდროს: 15 წუთში
უპროცენტო: 
პირველად სესხი: 500-3000 ლარი
პირველი სესხის მაქსიმუმი: 3000 ლარი (*95.13%)
სესხის ვადა: 3-24 თვემდე
მიღებისდროს: 15 წუთში
უპროცენტო: 
პირველად სესხი: 100-1000 ლარი
პირველი სესხის მაქსიმუმი: 1000 ლარი (*99.95%)
სესხის ვადა: 1-12 თვემდე
* წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი
რა არის სწრაფი სესხი?
სწრაფი სესხი არის პატარა, მოკლევადიანი სესხი, რომლის მიღებაც სახლიდან გაუსვლელად შეგიძლიათ საკმაოდ მოკლე დროში. სწრაფი სესხი დღეს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ფინანსური პროდუქტია, რომლის პოპულარობაც ყოველდღიურად იზრდება არა მხოლოდ საქართველოში არამედ მსოფლიოში. მას მიმართავს თითქმის ყველა ასაკის, მუდმივი თუ პერიოდული შემოსავლის მქონე პიროვნება. სწრაფ სესხს მიმართავენ უეცარი და სასწრაფო ფულის საჭიროებისას, მაგალითად კომუნალური გადასახადი, ჯანმრთელობის პრობლემა, მანქანის შეკეთება და ა.შ მრავალი სხვა. სწრაფი სესხების მომწოდებლები არიან არა მხოლოდ კერძო კრედიტორები, როგორც თავდაპირველად, ახლა უკვე ბანკების ნაწილიც.
რატომ ავირჩიოთ სწრაფი სესხი?
სწრაფი სესხის მიღების პროცედურა საკმაოდ სწრაფი და მარტივია, ვინაიდან სესხზე განაცხადის შევსება ინტერნეტთან წვდომის მქონე კომპიუტერით ან მობილურითაცკია შესაძლებელი. კრედიტორებიც ოპერატიულად მუშაობენ – საკმაოდ სწრაფან განიხილავენ თქვენს განაცხადს და გატყობინებენ განაცხადი დაადასტურეს თუ არა. ეს ბევრად უკეთესია ბანკში გრძელ რიგში დგომასთან შედარებით, რომელიც უამრავ დროს და მოთმინებას მოითხოვს. თანაც სწრაფი სესხის აღება ბევრად უფრო მარტივი პროცედურაა, ვინაიდან მისთვის არ გჭირდებათ უძრავი ან მოძრავი ქონების გარანტად ჩადება ან თავდები პირი. თავდები პირის მოძებნაც არ მოითხოვს ცოტა დროს, ალბათ ბევრი უარსაც გეტყვით თავდებობაზე, რადგან თუ თქვენ ვერ შეძლებთ აღებული პასუხისმგებლობის შესრულებას, კრედიტორთან თავმდები იქნება მოვალე, ამ რისკზე ბევრი არ წავა. ასე რომ, ზემოთ ხსენებულიდან გამომდინარე სწრაფი სესხისთვის ბევრად ნაკლები დოკუმენტაცია გჭირდებათ ვიდრე ბანკისთვის, ამასთანავე დროს არ დახარჯავთ არ გზაში და არც რიგში დგომით. სწრაფი სესხის მიღება ნებისმიერი ადგილიდან შეგიძლიათ, მთავარია გქონდეთ ინტერნეტთან წვდომა და მოქმედ საბანკო ანგარიშთან და მობილურ ტელეფონთან ერთად. ესწრაფი სესხის კიდევ ერთი უპირატესობა ჩვეულებრივ საბანკო სესხთან შედარებით ისაა, რომ ბანკი დიდ ყურადღებას აქცევს თქვენს საკრედიტო ისტორიას, განსაკუთრებით ბოლო ორი წლის განმავლობაში, კერძო კრედიტორებმა კი შეიძლება ცუდი საკრედიტო ისტორიის ქონის შემთხვევაშიც მოქცენ დასტური თქვენს სესხის განაცხადზე.
სწრაფი სესხის სახეობები
ონლაინ სესხები და მისი ლიმიტები
საკრედიტო სექტორში დიდი კონკურენციის გამო ონლაინ სესხების კრედიტორების უმეტესობა მომხმარებლებს პირველ სესხს უპროცენტოდ სთავაზობს, რაც ნიშნავს რომ ზუსტად სესხად აღებული თანხის ოდენობის დაბრუნება მოგიწევთ ყოველგვარი დანამატის გარეშე. პირველი სესხი დაახლოებით 200-500 ლარს შეადგენს. რაც შეეხება სესხის დაფარვის ვადას მაქსიმუმი 30 დღეა. ფრთხოლად უნდა იყოთ რათა არ დააგვიანოთ სესხის დაფარვა, რადგან ყოველ გადაცილებულ დღეზე ჯარიმა დაგერიცხებათ. თუ წინაასწარ იცით, რომ სესხს დროულად ვერ ფარავთ შეგიძლიათ გადავადებით ისარგებლოთ, რაც რა თქმა უნდა დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული. იმ შემთხვევაშიც თუ თქვენი პირველი სესხი უპროცენტოა და მისი დაფარვა დაგაგვიანდათ ჩვეულებრივ მოგიწევთ ჯარიმის გადახდა. ამიტომ სესხის აღებამდე დარწმუნდით, რომ მისი დაფარვა დროულად შეგიძლიათ. უპირველესი მოთხოვნაა მსესხებელი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე. არსებობს ასაკობრივი შეზღუდვაც, პირი უნდა იყოს მინიმუმ 21 და მაქსიმუმ 65 წლის უმეტეს შემთხვევაში, რათა მსესხებელი არ აღმოჩნდეს უპასუხიმგებლო არასერიოზული ახალგაზრდა ან პენსიაზე გასული პირი, რომელიც დიდი ალბათობით მთლიანად ფინანსურად დამოუკიდებელი არ არის. შეზღუდვა არსებობს უარყოფითი საკრედიტო ისტორიის მქონე პირებისთვისაც, მაგრამ მაინც არსებობს შანსი, რომ კრედიტორები სესხს დაუმტკიცებენ.
როგორ ავიღოთ სწრაფი სესხი?
მომდევნო ეტაპი სესხზე განაცხადის შევსებაა, აირჩიეთ სასურველი თანხა და მისი დაფარვის ვადა. მაქსიმალური ვადა ძირითადად 30 დღეა, ხოლო პირველი სესხის აღებისას მხოლოდ ლიმიტირებულ თანხაზე შეგიძლიათ განაცხადის შეტანა, ჩვეულებრივ თანხის ლიმიტი 200-500 ლარია.
განაცხადის დადასტურების შემდგომ კრედიტორის ანგარიშზე მიზერული თანხა (ძირითადად 1 თეთრი) უნდა გადარიცხოთ თქვენი საბანკო ანგარიშის ქმედუნარიანობის დასადასტურებლად, ვინაიდან სწორედ რეგისტრირებულ საბანკო ანგარიშზე მიიღებთ თანხას სესხის დამტკიცების შემთხვევაში. 1 თეთრის გადარიცხვისას ზოგი კრედიტორი ითხოვს სპეციალური დანიშნულების მითითებას.
დაელოდეთ კრედიტორის პასუხს. თუ განაცხადს სამუშაო დღესა და საათებში შეავსებთ პასუხს დაახლოებით 15 წუთში მიიღებთ, არასამუშაო საათებში ან დასვენების დღეებში განაცხადის შევსებისას განაცხადი მომდევნო სამუშაო დღეს განიხილება. სესხის დამტკიცების შემთხვევაში მობილურ ტელეფონზე მოგივათ ტექსტური შეტყობინება და თანხა რეგისტრაციისას მითითებულ საბანკო ანგარიშზე დაგერიცხებათ.
რეკომენდაციები სწრაფი სესხის სარგებლობისას:
- დარჭმუნდით, რომ სწრაფი სესხისთვის მიმართვა თქვენთვის ერთადერთი გამოსავალია, თუ იმაზე მეტი ოდენობის თანხა გჭირდებათ რასაც კრედიტორი პირველი სესხის აღებისას გთავაზობთ, შეგიძლიათ რამდენიმე სესხი აიღოთ სხვადასხვა კრედიტორისგან, ვინაიდან კრედიტორების უმეტესობა პირველ სესხს უპროცენტოდ გვთავაზობს დიდი ალბათობაა იმისისა, რომ მხოლოდ უპროცენტო სესხებიც შეძლებთ საჭირო თანხის დაგროვებას.
- გადახედეთ თქვენს შემოსავალს და ხარჯებს, განიხილეთ შეძლებთ თუ არა ვალის დროულად დაფარვას, თუ იცით რომ ვალს დროულად ვერ გადაიხდით, სცადეთ თანხის მოძიება სხვა გზით ( მაგალითად ოჯახის წევრების ან მეგობრების დახმარება ) და სესხის აღებაზე უარი თქვით. გაითვალისწინეთ თუ კრედიტორი სესხს დაგიდასტურებთ მასზე უარს ვეღარ იტყვით.
- დაფარეთ სესხი დროულად, თუ ამას ვერ შეძლებთ მოგიტევთ ჯარიმის გადახდა ან გადავადებით სარგებლობა, ორივე დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული.
- დაიმახსოვრეთ, რომ თუ ვალს კონტრაქტში მითითებულ ვადაზე ადრე დაფარავთ ეს არ შეგიმცირებთ კრედიტორისთვის დასაბრუნებელი თანხის ოდენობას, თუ უპროცენტო სესხი გაქვთ იმავე თანხას გადაიხდით, თუ დანამატის გადახდას გიწევთ სესხის ადრე დაფარვა საპროცენტო განაკვეთს არადერს მოაკლებს.
გისურვებთ მომგებიან გარიგებას!











