სესხი 18 წლის ასაკიდან

18 წელი ის ასაკია, როდესაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, პირს უფლება ეძლევა არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა. ეს ნიშნავს იმას, რომ ის უკვე სრულწლოვანია და შეუძლია ნებისმიერი გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღოს. თუმცა, მიუხედავად ამისა, არც თუ ისე ბევრი ფინანსური ინსტიტუტი არსებობს ქვეყანაში, რომელიც ამ ასაკის პირებზე სესხს გაცემს საჭიროების შემთხვევაში.

კომპანია მიღებისდროს უპროცენტო პირველად სესხი პირველი სესხის მაქსიმუმი სესხის ვადა აიღე სესხი
15 წუთში 50-250 ლარი 650 ლარი 1-30 დღე აიღე სესხი
15 წუთში 30 – 500 ლარი 900 ლარი 5-730 დღე აიღე სესხი
15 წუთში 50 – 500 ლარი 1500 ლარი 5-30 დღე აიღე სესხი
15 წუთში 50 – 1000 ლარი 1000 ლარი 5-30 დღე აიღე სესხი
1 დღე 500-3000 ლარი 3000 ლარი 3-24 თვემდე აიღე სესხი
15 წუთში 50 – 500 ლარი 1000 ლარი 5-30 დღე აიღე სესხი
1 დღე 1000-30000 ლარი 30000 ლარი 3-72 თვემდე აიღე სესხი
15 წუთში 500-5000 ლარი 5000 ლარი 1-36 თვემდე აიღე სესხი
15 წუთში 50 – 1500 ლარი 1500 ლარი 5-30 დღე აიღე სესხი
15 წუთში 50 – 300 ლარი 1000 ლარი 5-31 დღე აიღე სესხი
60 წუთში 500 – 2000 ლარი 3000 ლარი 6-24 თვემდე აიღე სესხი
1 დღე 500-20000 ლარი 20000 ლარი 3-36 თვემდე აიღე სესხი

არსებობს თუ არა სესხი 18 წლის პირებისათვის?

სამწუხაროდ საქართველოში ფაქტობრივად არ არსებობს ისეთი ბანკი, რომელიც უზრუნველყოფს 18-დან 21 წლამდე პირებზე სესხის გაცემას. მიუხედავად ამისა, რათქმაუნდა არის გამონაკლისი შემთხვევები, თუმცა მათი რიცხვი არც თუ ისე დიდია.

როგორ უნდა მოიქცეს ამ ასაკის ახალგაზრდა, თუკი მას დროებითი, მოულოდნელი ფინანსური დანაკლისის შევსება დასჭირდება, თუმცა არ სურს, რომ დახმარებისათვის ოჯახის წევრებს, ახლობლებს ან მეგობრებს მიმართოს თუნდაც იმიტომ, რომ არ უნდოდეს საკუთარი პრობლემისა თუ გარკვეული სიტუაციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება?

რათქმაუნდა ქართულ ფინანსურ ბაზარზეც არსებობს ასეთ სიტუაციაში გამოსავალი და ალტერნატიული გზა. ეს მიკროსაფინანსო ორგანიზაციებია, რომლებიც მომხმარებელს სწრაფ ონლაინ სესხებს თავაზობენ. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი კომპანიების არც თუ ისე დიდი ნაწილი თანხმდება 18 წლის პირებზე სესხის გაცემას, გამონაკლისები მაინც არსებობს.

სად და ვისგან შეგვიძლია ვისესხოთ ფული 18 წლის ასაკში?

ბევრ ახალგაზრდას სამწუხაროდ არ აქვს ინფორმაცია იმ კომპანიების შესახებ, რომლებიც 18-20 წლის ახალგაზრდებზეც გაცემენ სესხებს. არადა ქართულ საკრედიტო სივრცეში ასეთი კომპანიების რაოდენობა სულ უფრო იზრდება. კრედიტორები მიხვდნენ, რომ ეს სულაც არ არის მომხმარებელთა ის სეგმენტი, რომელიც რისკ ჯგუფს წარმოადგენს, და მათთვისაც გადაწყვიტეს თავისი მომსახურების შეთავაზება.

თუ ბანკები ცალსახად ამბობენ უარს ამ ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენლებისათვის სესხის გაცემაზე, ის ონლაინ კრედიტის გამცემი კომპანიებიც კი, რომელთა მიერ მოთხოვნილი მომხმარებლის მინიმალური ასაკი 21 წელია, იტოვებენ უფლებას კონკრეტულად განიხილონ და ინდივიდუალურად მიუდგნენ ნებისმიერი პირის განაცხადს. ეს კი იმას გულისხმობს, რომ 18 წლის პირებსაც აქვთ საშუალება სესხის მიღების. მიუხედავად ამისა, საბანკო სექტორშიც არის გამონაკლისი ლიბერთი ბანკის სახით, რომელიც თავის მომსახურებას 18 წლიდან თავაზობს.

არის ისეთი კომპანიები, რომლებიც პირდაპირ მიუთითებენ, რომ მათთვის მისაღები მინიმალური ასაკი 18 წელია. ასეთებს წარმოადგენენ: მანიმენი, ონლაინ კრედიტი, ვივუს ჯი, ნეთკრედიტი.

რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდეთ 18 წლის ასაკში სესხის მისაღებად?

იმისთვის, რომ 18 წლის ასაკში ზემოთხსენებული კომპანიებისგან სესხის მიღების უფლება მოიპოვოთ, რათქმაუნდა გარკვეულ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეთ.

ლიბერთი ბანკის შემთხვევაში: თქვენ აუცილებლად უნდა იყოთ საქართველოს მოქალაქე მინიმუმ 18 წლიდან მაქსიმუმ 65 წლამდე ასაკის. სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთის დაანგარიშება ინდივიდუალურად ხდება, შესაბამისად აღნიშნულის შესახებ ინფორმაციის წინასწარ მოწოდება შეუძლებელია. თუ 5 000-დან 10 000 ლარამდე თანხის სესხება გჭირდებათ, მაშინ მოგიწევთ სესხის უზრუნველყოფა უძრავი ან მოძრავი ქონებით. მოთხოვნილი მინიმალური სტაბილური შემოსავალი 50 ლარიდან იწყება. შესაბამისად, რაც უფრო მეტია შემოსავალი, მით უფრო დიდი ოდენობის თანხის სესხებაა შესაძლებელი ყველანაირი უზრუნველყოფის გარეშე.

ახლა კი გადავხედოთ რა მოთხოვნები აქვთ ონლაინ სესხის გამცემ კომპანიებს. იმისათვის, რომ თქვენი სესხის განაცხადი დაკმაყოფილდეს, პირველ რიგში, უნდა იყოთ საქართველოს სრულწლოვანი მოქალაქე 18 წლის ასაკიდან. გქონდეთ სტაბილური შემოსავალი, პირადი საბანკო ანგარიში და მობილური ტელეფონი, რომელიც აუცილებლად დაგჭირდებათ ანგარიშის რეგისტრაციისთვის.

როგორ გავაკეთოთ განაცხადი სესხის მისაღებად?

იმისათვის, რომ მიიღოთ სასურველი თახა, საბანკო სესხის შემთხვევაში თქვენ აუცილებლად დაგჭირდებათ ვიზიტი ბანკში, საკრედიტო ოფიცერთან. ამასთანავე, განაცხადის შევსებისას თქვენ აუცილებლად უნდა წარადგინოთ შემოსავლის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც უმეტეს შემთხვევაში დამსაქმებლის მიერ გაცემულ ცნობას წარმოადგენს. თუ თქვენ ხელფასი სხვა ბანკში გერიცხებათ, გამორიცხული არ არის, რომ მოგთხოვონ ამონაწერი პირადი ანგარიშიდან. ყველა მოთხოვნილი საბუთის წარდგენის შემდგომ, საკრედიტო ოფიცერი თქვენ ინფორმაციას რისკების განყოფილებაში გადაგზავნის, სადაც მოხდება მოთხოვნის განხილვა და პასუხს ასევე საკრედიტო ოფიცრის მეშვეობით შეიტყობთ. შესაძლებელია, რისკების განყოფილების წარმომადგენლის მიერ თქვენი განაცხადის განხილვის შემდეგ, ბანკის მიერ დამატებით იქნას მოთხოვნილი რაიმე ტიპის ინფორმაცია ან დოკუმენტი, რაც გაამყარებს ბანკის მიერ თქვენთვის სესხის გაცემაზე თანხმობის გაცემის შანსს.

რაც შეეხება ონლაინ სესხებს აქ საქმე გაცილებით მარტივად არის. პირველ რიგში თქვენ უნდა შეარჩიოთ თქვენთვის მისაღები კომპანია და შესაბამისი პირობები. ამის შემდეგ მათ ვებ-გვერდზე აირჩიოთ სასურველი თანხა და პერიოდი, რა დროით გსურთ თანხის სესხება და თუ ეს თქვენთვის პირველი სესხია, შეავსოთ მარტივი სარეგისტრაციო ფორმა. როგორც წესი რეგისტრაციისას თქვენ უნდა მიუთითოთ თქვენი პირადი მონაცემები პირადობის მოწმობიდან, საბანკო რეკვიზიტები, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტა და დამსაქმებლის შესახებ ინფორმაცია. ამის შემდეგ, თქვენ უნდა გაიაროთ ასევე უმარტივესი იდენტიფიკაციის პროცესი, რაც თქვენ მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე კომპანიის მიერ გამოგზავნილი რამოდენიმე ციფრიანი კოდის საშუალებით, ამის შემდეგ კი დაადასტურებთ თქვენ მოთხოვნას. კომპანია რამოდენიმე წუთის განმავლობაში განიხილავს თქვენ განაცხადს და შეტყობინებას ტელეფონის ან ელექტრონული ფოსტის საშუალებთ მიიღებთ. თუ პასუხი დადებითი იქნება, და თქვენ დაგიმტკიცდებათ მოთხოვნილი სესხის თანხა, აუცილებლად დაგჭირდებათ კიდევე რთი პროცედურის გავლა, რომელსაც ანგარიშის ვერიფიკაციას უწოდებენ. ეს გულისხმობს თქვენ მიერ რეგისტრაციისას მითითებული პირადი საბანკო ანგარიშიდან სესხის გამცემი კომპანიის ანგარიშზე მინიმალური თანხის გადარიცხვას. უმეტეს შემთხვევაში ეს თანხა არ აღემატება 0.01 თეთრს. ყველა პროცედურის გავლის შედეგად თქვენ რამოდენიმე წუთში მიიღებთ დამტკიცებულ თანხას საბანკო ანგარიშზე. საერთო ჯამში პირველი სესხის შემთხვევაში თქვენ შეიძლება დაგჭირდეთ მაქსიმუმ ერთი საათი პასუხისა და თანხის მისაღებად. რაც შეეხება განმეორებით სესხს, აქ საქმე გაცილებით მარტივად არის, და პასუხისა და თანხის მისაღებად მხოლოდ რამოდენიმე წუთია საჭირო.

რისთვის შეიძლება დაგჭირდეთ სესხი 18 წლის ასაკში?

მიუხედავად იმისა, რომ გავარკვიეთ სად და როგორ შეიძლება 18 წლის ასაკში ფულის სესხება, საინტერესოა რისთვის შეიძლება ამ ასაკში ახალგაზრდას დაჭირდეს დამატებითი თანხა? ამის მიზეზი ძალიან ბევრი შეიძლება იყოს.

თანამედროვე სამყაროში სულ უფრო ხშირია სხვადასხვა ტიპის კულტურული ღონისძიებები. მაგალითად, რომელიმე ცნობილი მომღერლის კონცერტი. გასაკვირი არ არის, რომ ასეთ კონცერტებზე ბილეთების ფასი საკმაოდ მაღალია. ამასთანავე, შესაძლოა თქვენ თქვენი, დის, ძმის ან ოჯახის სხვა წევრის დაპატიჟებაც გსურთ. ასეთ შემთხვევაში თქვენი ხარჯი გაცილებით დიდია და შესაძლოა არსებული შემოსავალი სულაც არ იყოს საკმარისი. ან სულაც რაიმე ნივთის შეძენა გსურთ, რომელზეც დიდი ხანია ოცნებობდით, მაგრამ მისი ღირებულება საკმაოდ დიდი იყო, ახლა კი მას ფასდაკლებით გთავაზობენ, თუმცა ხელფასამდე ჯერ კიდევ არის დრო დარჩენილი, შემოთავაზება კი მალე მთავრდება.  შესაძლოა მოულოდნელად ავტომობილის შესაკეთებლად ან სულაც მეგობრის საჩუქრისთვის დაგჭირდეთ თანხა, რომელიც ხარჯების განაწილებისას განსაზღვრული სულაც არ გქონდათ. სწორედ ასეთ შემთხვევაშია შესაძლებელი სწრაფი სესხით სარგებლობა.

რა უნდა გაითვალისწინოთ როდესაც 18 წლის ასაკში სესხის აღებას გადაწყვეტთ?

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არსებობს ისეთი კომპანიები, რომლებიც სესხს 18 წლის ახალგაზრდებსაც თავაზობენ, აუცილებელია სესხის აღებამდე კარგად აწონ-დაწონოთ ყველა რისკი.  პირველ რიგში უნდა განსაზღვროთ გექნებათ თუ არა მომდევნო თვეში იმის შესაძლებლობა, რომ კეთილსინდისიერად შეასრულოთ და დაფაროთ ნაკისრი ვალდებულება.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ვერ შეძლებთ დროულად თანხის დაბრუნებას ბუნებრივია ეს სრული კატასტროფა არ იქნება. უბრალოდ, ასეთ შემთხვევაში თქვენ აუცილებლად მოგიწევთ სესხის თანხის დაბრუნებისათვის განკუთვნილი ვადის გახანგრძლივება. ეს კი დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული. შესაბამისად, გაიზრდება თქვენ მიერ კომპანიისათვის გადასახდელი თანხის ოდენობა. სწრაფი სესხების შემთხვევაში გადავადებისათვის განკუთვნილი საკომისიო იმდენად მაღალი შეიძლება აღმოჩნდეს, რომ თუ თქვენ რამოდენიმეჯერ მოგიწევთ სესხის ვადის გახანგრძლივება, ზოგჯერ ამ თანხის საერთო რაოდენობამ შესაძლოა ნასესხებ თანხასაც კი გადააჭარბოს.

სწორედ ამიტომ, აუცლებელია სესხის აღებამდე კარგად დაფიქრდეთ, ღირს თუ არა ამ ტიპის ვალდებულების აღება იმ მიზეზით რაც გაქვთ კონკრეტულ სიტუაციაში და მხოლოდ ამის შემდეგ გააკეთოთ განაცხადი.

მიმოხილვა