სწრაფი სესხები

სწრაფი სესხები არა ნაღდი ფულით სესხებაა, რომელიც არასაბანკო კრედიტორების მიერ გაიცემა. სწრაფი სესხები განკუთვნილია ისეთი სიტუაციებისთვის, როდესაც მცირე ფული გჭირდებათ, მაგრამ სრაფი სესხების მაქსიმალური ოდენობა შეიძლება რამოდენიმე ათასსაც აღწევდეს და ამავე დროს არც გირაოს არც გარანტორს საჭიროებდეს. სწრაფი სესხის აღება შეგიძლიათ სწრაფად და მარტივად სმს-ის გაგზავნით ან ინტერნეტის მეშვეობით. სესხის მოთხოვნის შემდეგ რამოდენიმე წუთში ფული მსესხებლის საბანკო ანგარიშზე გადაიგზავნება. სწრაფი სესხები ასეთი პოპულარულნი გახდნენ ხელმისაწვდომობის და სისწრაფის გამო. ბევრი ადამიანი იყენებს ამ სწრაფ სესხებს, ისეთ სიტუაციებში, როდესაც დროებითი ფინანსური პრობლემები აქვთ ან უბრალოდ რომელიმე პროდუქტის შეძენა ან შეკვეთა სურთ. მსესხებელი არაა ვალდებული კრედიტორს უთხრას, თუ რა მიზნით დაიხარჯება ფული. რა თქმა უნდა, თუ შევადარებთ სხვა ტიპის სესხებს, სწრაფ სესხებსაც უარყოფითი მხარეები აქვს. თუ გავითვალისწინებთ ფაქტს, რომ სწრაფი სესხები თითქმის ყველასთვისაა ხელმისაწვდომი, მივხდებით, რომ გამსესხებლები ძალიან მაღალ რისკზე მიდიან და ამას ინაზღაურებენ მაღალი საპროცენტო განაკვეთით.

კომპანია მიღებისდროს უპროცენტო პირველად სესხი პირველი სესხის მაქსიმუმი სესხის ვადა აიღე სესხი
15 წუთში 50-250 ლარი 650 ლარი 1-30 დღე აიღე სესხი
15 წუთში 30 – 500 ლარი 900 ლარი 5-730 დღე აიღე სესხი
15 წუთში 50 – 500 ლარი 1500 ლარი 5-30 დღე აიღე სესხი
15 წუთში 50 – 1000 ლარი 1000 ლარი 5-30 დღე აიღე სესხი
15 წუთში 50 – 500 ლარი 1000 ლარი 5-30 დღე აიღე სესხი
1 დღე 1000-30000 ლარი 30000 ლარი 3-72 თვემდე აიღე სესხი
15 წუთში 50 – 1500 ლარი 1500 ლარი 5-30 დღე აიღე სესხი
15 წუთში 50 – 300 ლარი 1000 ლარი 5-31 დღე აიღე სესხი
60 წუთში 500 – 2000 ლარი 3000 ლარი 6-24 თვემდე აიღე სესხი
1 დღე 500-20000 ლარი 20000 ლარი 3-36 თვემდე აიღე სესხი

სწრაფ სესხებს არასაბანკო კრედიტორები გვთავაზობენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი სპეციალიზებულნი არიან ამ სფეროში და ჩვეულებრივ არ გვთავაზობენ სხვა ფინანსურ პროდუქტებს. დღესდღეობით არსებობს ბევრი სხვადასხვა არასაბანკო კრედიტორი, რომელიც სწრაფ სესხებს გვთავაზობს. სწრაფი სესხის აღებით მცირე თანხას ისესხებთ, მაგრამ ზოგიერთი არასაბანკო კრედიტორისგან შესაძლებელია ათასების სესხებაც. სწრაფი სესხის ოდენობა მერყეობს ათეულიდან რამდენიმე ათასამდე, მაგრამ თუ მსხვილი თანხის გამოტანა გსურთ, გაითვალისწინეთ, რომ სესხების პროცედურა უფრო რთული იქნება. ჩვეულებრივ, როდესაც პირველად სესხულობთ მხოლოდ რამოდენიმე ასეულის გამოტანა შეგიძლიათ, ხოლო წარმატებით დაფარვის შემდეგ, უფრო დიდი თანხის სესხების შესაძლებლობა მოგეცემათ. ეს სისტემა შემოიღეს მსესხებლის გადახდისუნარიანობის შეფასებისთვის. ეს აუცილებელია, რადგან როდესაც სესხი გაიცემა, კრედიტორი არ ითხოვს პოტენციური კლიენტისგან ფინანსური სიტუაციის დასტურს და არ ამოწმებს მის გადახდისუნარიანობას. თუკი მსესხებელს გაცილებით მეტი თანხის სესხება სურს, კრედიტორს შეუძლია მსესხებლის შემოსავლის დამადასტურებელ რაიმნე დოკუმენტაციის მოთხოვნა.

სესხის განაცხადის შევსება ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი, ხოლო კრედიტორები, რომლებიც სწრაფ სესხებს გვთავაზობენ დღის გარკვეული დროის განმავლობაში მუშაობენ, ანუ თუ სესხის განაცხადი არასამუშაო საათებში გაიგზავნება, იგი დამტკიცდება მეორე დღეს და თანხა მხოლოდ დამტკიცების შემდეგ დაგერიცხებათ. სწრაფი სესხების კრედიტორების უმრავლესობა დასვენების დღეებშიც კი მუშაობს და ზოგიერთი მათგანი მთელი ღამის განმავლობაშიც კი, მაგრამ უნდა იცოდეთ, რომ ღამის განმავლობაში თანხის სესხება იკრძალება. თუ ფული სასწრაფოდ გჭირდებათ, დარწმუნდით, რომ არჩეული კრედიტორი სესხის აპლიკაციის გაგზავნის დროს მუშაობს.

მიუხედავად იმისა, რომ სწრაფი სესხები ადვილად მტკიცდება, ყველასთვის არაა ხელმისაწვდომი. სწრაფ სესხებს, სხვა ნებისმიერი სესხის მსგავსად კონკრეტული პირობები აქვს. ყველა გამსესხებელს თავისი პირობა აქვს, მაგრამ ზოგადად პოტენციური კლიენტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს: ის უნდა იყოს ქვეყნის მოქალაქე, 18-75 წლამდე, უნდა ჰქონდეს აქტიური საბანკო ანგარიში, დადებითი საკრედიტო ისტორია, მობილურის ნომერი და არ უნდა ჰქონდეს სხვა კრედიტორებიდან გამოტანილი სესხები. სესხის განაცხადი მტკიცდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პოტენციური კლიენტი აღნიშნულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს.

ინტერნეტით და სმს-ით სესხების პროცედურა განსხვავდება. ორივე შემთხვევაში პოტენციური კლიენტი უნდა დარეგისტრირდეს კრედიტორის ვებგვერდზე. პოტენციურმა კლიენტმა თავისი სახელი, გვარი, პირადი, ტელეფონის ნომერი და ელ. ფოსტის მისამართი უნდა ჩაწეროს. თუ კლიენტს ინტერნეტით სესხის აღება სურს, მან უნდა მიუთითოს, სასურველი სესხის ოდენობა და ასევე დაფარვის ვადა. განაცხადის დასამტკიცებლად მონაცემები გაიგზავნება კრედიტორის ელ-ფოსტაზე. გარდა ამისა, არსებობს უამრავი კრედიტორი, რომელიც მონაცემების გადასამოწმებლად მოითხოვს მინიმალური თანხის გაგზავნას და ამხრივ აფიქსირებს საბანკო ანგარიშს, რომელზეც შემდეგ გადარიცხავს თანხას. თუ მსესხებელს სმს-ით სურუს სესხის აღება, მაშინ რეგისტრაციის შემდეგ მობილურ ტელეფონზე მიღებული კოდი უნდა შეიყვანოს განკუთვნილ გრაფაში. ეს კოდი გამოიყენება სესხის მოთხოვნის დროს და ასევე ადასტურებს, რომ კონკრეტული მობილურის ნომერი მსესხებლისაა. არსებობენ კრედიტორები, რომლებიც მოითხოვენ პირადად ფილიალში მობრძანებას, მაგრამ ეს მოუხერხებელია და ამიტომ არაა პოპულარული.

სწრაფი სესხების წსგ საკმაოდ მაღალია. ეს სისწრაფის, ხელმისაწვდომობის და კრედიტორების მაღალი რისკის აღების შედეგია. თუ გავითვალისწინებთ, რომ კრედიტორი არ მოითხოვს გირაოს, თავდებს და მსესხებლის შემოსავლის დამადასტურებელ დოკუმენტებს, კრედიტორი არაა დარწმუნებული, დაფარავს თუ არა მსესხებელი ამ სესხს, ასე რომ გამსესხებლების მაღალი რისკი კომპენსირებულია მაღალი საპროცენტო განაკვეთით. ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი 8%-დან 11%-მდეა, რომელიც თითქოს არაა მაღალი, ხოლო თუ წსგ-ს გამოვთვლით, ვნახავთ განსხვავებას, რომელიც 100%-ზე მეტია. დაგვიანებული გადასახადებისთვის კი მაღალი საჯარიმო პროცენტები აქვთ დაწესებული. მსესხებლის დასაცავად ხელისუფლებამ კანონით დააწესა, რომ საჯარიმო საპროცენტო განაკვეთი არ უნდა აღემატებოდეს 100% ნასესხი თანხის ოდენობიდან გამომდინარე.

კრტედიტორები ახალი კლიენტების მიზიდვისთვის, სთავაზობენ ხელსაყრელ და სარგებლიან შემოთავაზებებს. მათ შორის ყველაზე პოპულარულია უფროცენტო სესხები, თუ მსესხებელი დროულად დაფარავს სესხს, არ გადაიხდის არანაირ დამატებით საფასურს, ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ გადააცილებს, ჯარიმის პროცენტებს გადაიხდის. ახალი მომხმარებლის მიზიდვისთვის ზოგიერთი კრედიტორი სხვადასხვა საჩუქარს სთავაზობს. გარდა ამისა, თუ არსებულ კლიენტს ახალი მომხმარებელი მოყავს, მას ასაჩუქრებენ ან საბანკო ანგარიშზე დამატებით ფულს ურიცხავენ.
სწრაფი სესხების მთავარი უპირატესობა მათი ხელმისაწვდომობაა. მხოლოდ კომპიუტერი ან ტელეფონი გჭირდებათ ამისთვის. დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ გადაწყვეტთ სესხის მოთხოვნის გაგზავნას. როდესაც მოთხოვნას გააგზავნით, რამოდენიმე წუთი უნდა დაელოდოთ, სანამ ფული გადაირიცხება თქვენს საბანკო ანგარიშზე. როგორც ავღნიშნეთ, სწრაფი სესხის კრედიტორები არ ითხოვენ არც გირაოს არც თავდებს, ანუ სწრაფი სესხები ხელმისაწვდომია მათთვისაც, ვისაც არ აქვს ფასეულობები და უძრავი ქონება და ასევე არ არის საჭირო, სხვა ადამიანის ამ პროცესში ჩართვა.
სწრაფი სესხების ყველაზე დიდი ნაკლია მაღალი საპროცენტო განაკვეთი, ანუ ნებისმიერი სხვა სესხის აღების შემთხვევაში, მსესხებელი გაცილებით ნაკლებ თანხას გადაიხდის პროცენტებში, ვიდრე სწრაფი სესხების დროს. ხშირ შემთხვევაში სწრაფი სესხების ხელმისაწვდომობა ასევე ნაკლად მიიჩნევა, რადგან იგი გვიბიძგებს ფულის სესხებაზე გადახდისუნარიანობის შეფასების გარეშე. გარდა ამისა, გირაო და თავდები იცავს არა მხოლოდ კრედიტორს, არამედ მსესხებელსაც, რადგან სესხის დაფარვის არ შეძლების შემთხვევაში დაგეხბარებათ. სწორედ ამიტომ, სწრაფი სესხის მსესხებლებს ხშირად დიდი ვალები აქვთ, რაც ფსიქოლოგიურ და ფინანსურ პრობლემებს იწვევს.

თუ მსესხებელს არ შეუძლია დროულად სესხის დაფარვა და პრობლემური სესხის ოფიცრებთან სირთულეები აქვს ჯობია დროულად შეატყობინოს კრედიტორს ფინანსური პრობლემების შესახებ და გადაავადოს ან შეცვალოს სესხის დაფარვის გრაფიკი. ეს მომსახურებაც ფასიანია, რაც ნიშნავს, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში უფრო მეტ პროცენტებს გადაიხდით. იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია გრაფიკის შეცვლა ან შეცვლამ შედეგი არ მოიტანა, მსესხებელი გამოთვლის საჯარიმო პროცენტს და თქვენი საქმე სავარაუდოთ პრობლემური სესხის ოფიცრებს გადაეცემა. კრედიტორი ვალდებულია აცნობოს მსესხებელს ვალების შესახებ და სიტუაციის შეფასების შემდეგ შეეცადოს ვალის დაფარვის სხვა ვადების შეთავაზება. თუ მსესხებელი ვალებს უგულებელყოფს, რისკავს აღმოჩნდეს სასამართლოს წინაშე. როგორც წესი, სასამართლოს შემდეგ, უძრავი ქონება ჩამოირთმევა, ხოლო თუ ეს არასაკმარისია, მსესხებელი ვალდებულია განაგრძოს დარჩენილი თანხის დაფარვა. თუ მსესხებელი ისევ იგნორირებს ვალის დაფარვას, კრედიტორს უფელბა აქვს მსესხებლის ხელფასიდან ფული ჩამოჭრას.

ყველა სწრაფი სესხის კრედიტორს თავისი პირობები აქვს. ეს პირობები ეხება ფულის ოდენობას, დაფარვის ვადას, გრაფიკს, წინაპირობებს და ასევე სხვა ასპექტებს. აქედან გამომდინარე სესხის აღებამდე, შეადარეთ ყველა შემოთავაზება. ჩვეულებრივ, ყველა მათგანი განსხვავდება და ყველაზე მომგებიანი წინადადების ასარჩევად დროა საჭირო. არჩევანის გაკეთების შემდეგ ყურადღებით გაეცანით ხელშეკრულების პირობებს. რაიმე გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად ამ ინფორმაციის შესწავლა შეგიძლიათ კრედიტორის ვებგვერდებზე.

მიმოხილვა