უპროცენტო სესხი

დღესდღეობით უფრო და უფრო ხშირად გვესმის უპროცენტო სესხებზე. ბევრი ადამაინი ფიქრობს, რომ ეს რაღაც საეჭვო ან თუნდაც შეუძლებელია, რადგან უპროცენტო სესხის შემთხვევაში კრედიტორი არ იღებს მოგებას, შესაბამისად ეს სრულიად წამგებიანი შეთავაზებაა კრედიტორისთვის. ამ ეჭვების მიუხედავად უპროცნტო სესხები რეალობაა და აბსოლიტურად უფასოა, კრედიტორებმა შემოიმუშავეს სპეციალური სტრატეგია, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში უზრონველყოფს უფასო სესხების მომგებიანობას.

კომპანია მიღებისდროს უპროცენტო პირველად სესხი პირველი სესხის მაქსიმუმი სესხის ვადა აიღე სესხი
15 წუთში 50-250 ლარი 650 ლარი 1-30 დღე აიღე სესხი
15 წუთში 50 – 500 ლარი 1500 ლარი 5-30 დღე აიღე სესხი
15 წუთში 50 – 300 ლარი 1000 ლარი 5-31 დღე აიღე სესხი

უპროცენტო სესხი სესხის ის სახეობაა, რომელსაც არ აქვს არანაირი პროცენტი ან საფასური, ანუ მსესხებელმა უნდა გადაიხადოს იგივე თანხის ოდენობა, რაც თავდაპირველად ისესხა, გარდა ამისა, უპროცენტო სესხი არ საჭიროებს არც გირაოს არც თავდებს. არსებობენ ასევე კრედიტორები, რომელთანაც ვადის გადაცილების შემთხვევაშიც კი არ არის დაწესებული საჯარიმო გადასახადი. უპროცენტო სესხებს, უმეტეს შემთხვევაში, სწრაფი სესხის კრედიტორები გვთავაზობენ, რომლის სესხებაც კონკრეტული კრედიტორისგან მხოლოდ ერთხელაა შესაძლებელი. უპროცენტო სესხი ჩვეულებრივ, გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მსესხებელი თანახმაა გამსესხებლის კონკრეტული გარიგების პირობებთან, თანხის ოდენობის, დაფარვის ვადის და სხვა ასპექტის შესახებ. უპროცენტო სესხებს ბევრი სხვადასხვა კრედიტორი გვთავაზობს.

ხშირ შემთხვევაში, უპროცენტო სესხის პირობები სწრაფი სესხის მსგავსია. ერთადერთი განსხვავება ის არის, რომ ეს სესხი კონკრეტული კრედიტორისგან უნდა იყოს პირველი. უმეტეს შემთხვევაში, მსესხებლისგან არ მოითხოვება დასაქმების ან შემოსავლის ცნობა. სხვადასხვა კრედიტორებს განსხვავებული პირობები აქვთ, მაგრამ ხშირად მსესხებელი უნდა იყოს ქვეყნის მოქალაქე, 18-დან 75 წლამდე, უნდა ჰქონდეს აქტიური საბანკო ანგარიში და ასევე დადებითი საკრედიტო ისტორია. თუ მსესხებელი აკმაყოფილებს აღნიშნულ პირობებს უპროცენტო სესხის განაცხადი დამტკიცდება. ასევე სესხების პროცედურა ჰგავს ნებისმიერ სხვა სესხის პროცებურას.

მიუხედავად იმისა, რომ სესხის ოდენობას კრედიტორი საზღვრავს, თანხა შეიძლება მერყეობდეს ათეულიდან რამოდენიმე ათასამდე. როგორც ვხედავთ კრედიტორი დიდად არ რისკავს ასეთი სესხის გაცემის დროს. ფულის სესხებამდე უნდა გაეცნოთ ყველა პირობას, მითუმეტეს, თუ ნასესხი ფული რამოდენიმე ასეულია. ეს აუცილებელია, რადგან ხელშეკრულება შესაძლოა გარკვეულ ფარულ პირობებს შეიცავდეს.

თითოეული კრედიტორი აწესებს საკუთარ დაფარვის ვადებს, მაგრამ ზოგადად ეს პირობები 1-დან 30 დღემდეა. გაითვალისწინეთ, რომ უპროცენტო სესხებს როგორც წესი არ აქვთ საჯარიმო გადასახადები, ამიტომ ბევრი მსესხებელი იგნორირებს დაფარვის პერიოდს, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს, რომ ვადაგადაცილების შემთხვევაში უპროცენტო სესხი გარდაიქმნება ჩვეულებრივ სესხად მაღალი საპროცენტო განაკვეთით. ესეიგი, მიუხედავად იმისა, რომ უპროცენტო სესხებს ჯარიმები არ აქვთ, ისინი დროულად უნდა დაფაროთ.

უპროცენტო სესხების გარკვეული გაუგებრობის და ხელმისაწვდომობის გამო ბევრ მსესხებელს ეჭვი აქვს. უპროცენტო სესხების ვადაგადაცილების შემთხვევაში მსესხებელი უსიამოვნო და სერიოზული პრობლემების წინაშე დგება. თუ დაფარვის დროს პრობლემები შეგექმნათ, დაუკავშირდით თქვენს კრედიტორს და მოელაპარაკეთ გარკვეული პირობების შეცვლის შესაძლებლობაზე. თუ უპროცენტო სესხით სარგებლობთ, შეგიძლიათ მოითხოვოთ საშეღავათო პერიოდი, ჩვეულებრივ ამ მოთხოვნას უარყოფენ, მაგრამ სერიოზული მიზეზის შემთხვევაში, როგორიცაა მაგალითად, სამსახურის დაკარგვა, შესაძლოა დადებითი პასუხიც მიიღოთ. თუ დიდი ხნის განმავლობაში უპროცენტო სესხი არ დაგიფარავთ, კრედიტორს შეუძლია პრობლემური სესხის ოფიცრის გამოძახება და თუ ამ შემთხვევაშიც მსესხებელი დააიგნორებს გადახდებს, სასამართლოში აღმოჩნდება. ხშირ შემთხვევაში სასამართლო სესხის დაფარვას იძულებით მოითხოვს ან მსესხებლის უძრავ ქონებას ართმევს, რათა აანაზღაუროს კრედიტორის დანაკარგები. კრედიტორს ასევე უფლება აქვს მსესხებლის დამსაქმებლისგან მოითხოვოს მისი ხელფასის ნაწილის კრედიტორის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვა.

თუ მსესხებელი უპროცენტო სესხს წინასწარ განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში ფარავს, კრედიტორი არაფერს იგებს, ამიტომ ბევრისთვის გაუგებარია, თუ რატომ სთავაზობენ ასეთ სესხებს. პასუხი ძალზედ მარტივია – ეს ახალი კლიენტების მიზიდვის ხერხია.

სწორედ ამიტომაა, რომ უპროცენტო სესხის აღება მხოლოდ პირველადაა შესაძლებელი. თუ კლიენტმა ერთხელ უკვე ისარგებლა უპროცენტო სესხით, სავარაუდოდ კიდევ ერთხელ გამოიყენებს. კრედიტორების ყველაზე დიდი პრობლემა იმაშია, რომ თითქმის ყველა სრაფი სესხის კრედიტორი სთავაზობს უპროცენტო სესხებს, ამიტომ მომხმარებელს ყოველთვის შეუძლია სხვადასხვა კრედიტორისგან პირველად სესხება. სწორედ ამიტომ, კონკურენციისთვის შემოიმუშავეს სხვადასხვა საჩუქრები ან სესხის აღების შემთხვევაში დამატებითი ფულის ჩარიცხვა.

უპროცენტო სესხები იდეალურია იმათთვის, ვისაც დროული ფინანსური პრობლემები აქვთ ან სასწრაფოდ ფული ესაჭიროებათ. აი თუ როგორ უნდა ისესხოთ ფული დამატებითი პროცენტების გადახდის გარეშე. თუ ეს შესაძლებელია, რეკომენდირებულია სხვა ხერხებს მიმართოთ – მიუხედავად იმისა, რომ დროულად დაფარვის შემთხვევაში დამატებითი ხარჯები არ გექნებათ, ჯობია უაზროდ არ დახარჯოთ ეს შესაძლებლობა. შესაძლოა ისეთ სიტუაციაში აღმოჩნდეთ, როდესაც ნამდვილად დაგჭირდებათ ფული და თუ უპროცენტო სესხები უკვე აღებული გაქნებათ, მაშინ მოგიწევთ მაღალი საპროცენტო განაკვეთის გადახდა.

მიმოხილვა