სმს სესხი

სწრაფ სესხებს შორის ერთ-ერთი სმს სესხია, რომლის აღებაც ტექსტური შეტყობინების, ანუ სმს-ის გაგზავნით შეგიძლიათ. დღესდღეობით შეიძლება ითქვას, ყველაზე პოპულარული სესხის სახეობაა, რადგან ხელმისაწვდომია ყველგან და ნებისმიერ დროს. განაცხადის შევსებისთვის კომპიუტერიც კი არ გჭირდებათ – მხოლოდ მობილური ტელეფონია საჭირო, რომელიც მოსახლეობის თითქმის უმეტეს ნაწილს აქვს. ჩვეულებრივ, სმს სესხი გამოიყენება ისეთ სიტუაციებში, როდესაც სასწრაფოდ ფული გჭირდებათ და მეტი გზა არ გაქვთ. სმს სესხის პირობები, საპროცენტო განაკვეთი და დაფარვის ვადა ზოგადად იგივეა რაც სწრაფი სესხის პირობები. სმს სესხს არასაბანკო კრედიტორები გვთავაზობენ, რომლებიც სპეციალიზირებულნი არიან სწრაფ სესხებზე, მაგრამ ყველა სწრაფი სესხის კრედიტორი არ გვთავაზობს სესხებას სმს-ის მეშვეობით.

კომპანია მიღებისდროს უპროცენტო პირველად სესხი პირველი სესხის მაქსიმუმი სესხის ვადა აიღე სესხი
15 წუთში 50-250 ლარი 650 ლარი 1-30 დღე აიღე სესხი
15 წუთში 30 – 500 ლარი 900 ლარი 5-730 დღე აიღე სესხი
15 წუთში 50 – 500 ლარი 1500 ლარი 5-30 დღე აიღე სესხი
15 წუთში 50 – 1000 ლარი 1000 ლარი 5-30 დღე აიღე სესხი
15 წუთში 500-3000 ლარი 3000 ლარი 3-24 თვემდე აიღე სესხი

სმს სესხის შემთხვევაში, ჩვეულებრივ შესაძლებელია მცირე თანხის სესხება მოკლე ვადით. კრედიტორები გვთავაზობენ ათეულობიდან რამოდენიმე ათასამდე სესხებას 30 დღის დაფარვის ვადით, მაგრამ ბევრია გამონაკლისიც, როდესაც ათასების სესხება და წლებით დაფარვის ვადები გვეძლევა. ჩვეულებრივ პირველად მცირე თანხის სესხება შეგიძლიათ, ხოლო შემდეგ წარმატებით დაფარვის შემდეგ უფრო მსხვილი თანხის სესხების საშუალება გეძლევათ. ეს სისტემა გამსესხებლებს საშუალებას აძლევს რეალურად შეაფასონ მსესხებლის გადახდისუნარიანობა. თუ სესხი რამოდენიმე ასეულზე მეტია, თქვენი გადახდისუნარიანობის დასამტკიცებლად აუცილებელია სამუშაო ადგილიდან ან შემოსავლების სამსახურიდან ცნობის წარდგენა.

სმს სესხს საკმაოდ მოქნილი პირობები აქვს. უმეტეს შემთხვევაში, ბევრი სხვა სესხისგან განსხვავებით, კრედიტორი არ მოითხოვს დაგირავებას, თავდებს, სამსახურის ან შემოსავალს ცნობას. კრედიტორებს სმს სესხის სხვადასხვა პირობა აქვს, მაგრამ ზოგადად პოტენციური კლიენტი ქვეყნის მოქალაქე, 18-დან 75 წლამდე უნდა იყოს, ჰქონდეს აქტიური საბანკო ანგარიში და დადებითი საკრედიტო ისტორია. სმს სესხის მოთხოვნა მტკიცდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც პოტენციური კლიენტი აკმაყოფილებს აღნიშნულ კრიტერიუმებს.

სმს სესხის განაცხადის შევსებისთვის პირველ რიგში, უნდა დარეგისტრირდეთ არჩეული კრედიტორის ვებგვერდზე. რეგისტრაციის დროს უნდა შეიყვანოთ თქვენი მონაცემები: პირადი ნომერი, მობილურის ნომერი, ელ-ფოსტის მისამართი, საბანკო ანგარიშის ნომერი და ზოგჯერ ყოველთვიური შემოსავალი და ხარჯებიც. რეგისტრაციის შემდეგ მობილურზე მიიღებთ სარეგისტრაციო კოდს, რომელსაც კრედიტორის ვებგვერზდე შეიყვანთ და ასე დაამტკიცებთ, რომ კონკრეტული ნომერი თქვენ გეკუთვნით. მომავალში ეს კოდი გამოგადგებათ სმს სესხის აპლიკაციის გაგზავნის დროს. კოდი სხვადასხვა სიმბოლოებისგანაა შედგენილი და მოიცავს ინფორმაციას სესხის ოდენობის და დაფარვის ვადის შესახებ. მოთხოვნა შეგიძლიათ გააგზავნოთ ნებისმიერ დროს, მაგრამ სესხს მხოლოდ დამტკიცების შემდეგ მიიღებთ. თუ მოთხოვნას სამუშაო საათებში გააგზავნით, დაახლოებით 07:00-დან 11:00 საათამდე, სესხი 10-15 წუთში დაგიმტკიცდებათ, ხოლო თუ არასამუშაო საათებში, მოგიწევთ ლოდინი, სანამ ოფისი არ დაიწყებს მუშაობას. კრედიტორების უმეტესობა შაბათ-კვირას და დასვენების დღეებშიც კი მუშაობს.

სმს სესხების მთავარი უპირატესობა ხელმისაწვდომობაა. სწრაფ სესხებს ასევე მსგავსი წინაპიროებები აქვს, ხოლო სმს სესხი, სხვა სესხებისგან განსხვავებით ხელმისაწვდომია გარეთაც, როდესაც არც კომპიუტერის, არც ინტერნეტის საშუალება არის. ეს შესანიშნავი გადაწყვეტილებაა სასწრაფო სიტუაციების შემთხვევაში.

მაღალი საპროცენტო განაკვეთი სმს სესხების მთავარი ნაკლია. თუ შევადარებთ სმს სესხებს სხვა ტიპის სესხებთან, ვნახავთ აშკარა განსხვავებას, მათ 5-ჯერ უფრო მაღალი საფასური აქვთ. სმს სესხის ყოველთვიური პროცენტი 8%-დან 11% შეადგენს. სმს სესხების სიძვირე პირდაპირ დაკავშირებულია მაღალ რისკზე, რომელზედაც კრედიტორები მიდიან. ხელმისაწვდომობა ასევე ნაკლად შეგვიძლია მივიჩნიოთ, რადგან ეს უბიძგებს ხალხს უპასუხისმგებლოდ მოეკიდონ სესხებას.

სწრაფი და სმს სესხის მსესხებლები საკმაოდ ხშირად ხდებიან მოვალეები, რადგან დროულად ვერ ფარავენ სესხებს. ამ შემთხვევაში მსესხებელი შეიძლება მოხვდეს პრობლემური ოფიცრების ან სასამართლოს ხელში. სმს სესხები გვთავაზობენ საშეღავათო პერიოდს ან დაფარვის გრაფიკის შეცვლას, მაგრამ ამას აზრი ექნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დროული ფინანსური პრობლემები გაქვთ და ამ მომსახურებით სარგებლობისთვის დამატებითი თანხა უნდა გადაიხადოთ. თუ გადააცილეთ დაფარვის ვადა, გამსესხებელს უფლება აქვს ჯარიმა დაგიწესოთ, რომელიც შეიძლება სესხის ოდენობის 100% შეადგენდეს. შემდეგ მსესხებელი პრობლემურ ოპიცრებთან მოხვდება და თუ დააიგნორებს, მაშინ საქმე სასამართლოს გადაეცემა. სასამართლოს შეუძლია უძრავი ქონების წართმევა და თუ ეს არასაკმარისი იქნება მსესხებელი ვალდებულია განაგრძოს ვალის დაფარვა მანამ, სანამ არ აანაზღაურებს კრედიტორის დანაკარგებს. კრედიტორს უფლება აქვს მსესსხებლის დამსაქმებლისგან მოსთხოვოს ნაწილი ან მთლიანი ხელფასის გადარიცხვა მის საბანკო ანგარიშზე. დაიმახსოვრეთ ასეთ შემთხვევაში, მსესხებელი მოვალეთა “შავ სიაში” მოხვდება და მომავალში ვერ შეძლებს სესხებას.

თუ გავითვალისწინებთ, რომ სმს სესხები ბევრ სხვა კრედიტორებთანაა შემოთავაზებული, მიზანშეწონილი იქნებოდა განაცხადის შევსებამდე ყველა სესხის შედარება. ყველა კრედიტორს სესხების თავისი პირობები აქვს: საპროცენტო განაკვეთი, დაფარვის ვადა და ა.შ. სანამ სესხებას გადაწყვეტთ, დარწმუნდით, რომ სხვა გამოსავალი არ არის.

დღეს სმს სესხები კარგავენ პოპულარობას, რადგან სმარტფონები და ინტერნეტთან წვდომა ყველას აქვს და ეს ნებისმიერი სხვა სესხის გამოტანის საშუალებას გვაძლევს. მსესხებლები ეძებენ უფრო ხელსაყრელ შემოთავაზებებს დაბალი საპროცენტო განაკვეთით. ჩვეულებრივი სწრაფი სესხების ბევრი სხვადასხვა არჩევანია, ამიტომ სმს სესხებს უპირატესობას აღარ ანიჭებენ.

მიმოხილვა