სამომხმარებლო სესხი

რაც უფრო ვითარდება ეკონომიკა ქვეყანაში და იზრდება მომხმარებლის მოთხოვნა ამა თუ იმ პროდუქციის მიმართ, პარალელურად ხშირად მატულობს მოთხოვნა სხვადასხვა ტიპის სესხებთან მიმართებითაც. ეს ძირითადად სამომხმარებლო სესხს შეეხება.

კომპანია მიღებისდროს უპროცენტო პირველად სესხი პირველი სესხის მაქსიმუმი სესხის ვადა აიღე სესხი
15 წუთში 50-250 ლარი 650 ლარი 1-30 დღე აიღე სესხი
15 წუთში 30 – 500 ლარი 900 ლარი 5-730 დღე აიღე სესხი
15 წუთში 50 – 500 ლარი 1500 ლარი 5-30 დღე აიღე სესხი
15 წუთში 50 – 1000 ლარი 1000 ლარი 5-30 დღე აიღე სესხი
15 წუთში 50 – 500 ლარი 1000 ლარი 5-30 დღე აიღე სესხი
1 დღე 1000-30000 ლარი 30000 ლარი 3-72 თვემდე აიღე სესხი
15 წუთში 50 – 1500 ლარი 1500 ლარი 5-30 დღე აიღე სესხი
15 წუთში 50 – 300 ლარი 1000 ლარი 5-31 დღე აიღე სესხი
60 წუთში 500 – 2000 ლარი 3000 ლარი 6-24 თვემდე აიღე სესხი
1 დღე 500-20000 ლარი 20000 ლარი 3-36 თვემდე აიღე სესხი

რა არის სამომხმარებლო სესხი?

მათთვის ვინც პროფესიულად არ არის გარკვეული ფინანსურ სფეროში, უმეტესად უჩნდება კითხვა რას ნიშნავს სამომხმარებლო სესხი. ეს ბუნებრივი კითხვაა და რათქმაუნდა პასუხი ამ კითხვაზე ასევე მარტივად შეგვიძლია მოვძებნოთ.

სამომხმარებლო სესხი გულისხმობს ყველა იმ ტიპის სესხს, რომლებსაც ფინანსური დაწესებულებები გაცემენ მომხმარებელზე არაკომერციული მიზნებისთვის. ეს შეიძლება იყოს როგორც უზრუნველყოფილი, ასევე არაუზრუნველყოფილი, სწრაფი და ასე შემდეგ. ამ ტიპის სესხების მიზნობრიობა, უმეტეს შემთხვევაში, სულაც არ არის აუცილბელი, რომ დაკონკრეტებული იყოს. თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერი საჭიროებისთვის მოითხოვოთ ის. თუმცა, არის ისეთი ტიპის სესხებიც, რომელთა მიზნობრიობაც მკაცრად არის განსაზღვრული და მხოლოდ კონკრეტული საჭიროებისთვის შეგიძლიათ მათზე განაცხადის გაკეთება.

რა პირობებითა და ხანგრძლივობით გაიცემა სამომხმარებლო სესხი?

სამომხმარებლო სესხის პირობები და ხანგრძლივობა პირდაპირ არის დაკავშირებული მათ მიზნობრიობასთან.

თუ თქვენ არაუზრუნველყოფილი (მაგალითად სახელფასო) სესხი გსურთ მიიღოთ ბანკიდან, თქვენ აუცილებლად უნდა იყოთ საქართველოს სრულწლოვანი მოქალაქე, უმეტესად 21 წლის ასაკიდან 60-65 წლის ასაკამდე, გქონდეთ ყოველთვიური დადასტურებული სტაბილური შემოსავალი და დადებითი საკრედიტო ისტორია. რაც შეეხება სხვა საკრედიტო ორგანიზაციებს, შესაძლოა მათთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ქონდეს ასაკს ან რომელიმე სხვა ზემოთხსენებულ კომპონენტს, ეს კონკრეტული დაწესებულების მოთხოვნებზეა დამოკიდებული. თუმცა ერთი რაც ყველა ფინანსური ინსიტუტისთვის საერთოა, კლიენტის სრულწლოვანება და შესაბამისი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქონაა.

რაც შეეხება უზრუნველყოფილ სესხებს (იპოთეკური, სხვადასხვა უძრავ-მოძრავი ქონებით უზრუნველყოფილი და ა.შ.), თითქმის ყველა კომპანია, რომელიც ამ ტიპის სესხს გაცემს, გარდა ძირითად პირობებთან ერთად აუცილებლად მოითხოვს უზრუნველყოფის საგანს. აუცილებელი არ არის ეს ნივთი თუ ქონება თქვენ მფლობელობაში იყოს, მთავარია გქონდეთ თანხმობა მესაკუთრისგან.

გარდა ამისა, შესაძლოა სესხი საკრედიტო ბარათის სახითაც მიიღოთ. ეს გულისხმობს თქვენთვის განკუთვნილ საკრედიტო ლიმიტს, რომელიც შეგიძლიათ საჭიროებისამებრ გამოიყენოთ და არაფრის გადახდა არ არის საჭირო მანამდე, სანამ აღნიშნული ბარათიდან რაიმე თანხას არ დახარჯავთ. ამ ტიპის სესხები ხანგრძლივი ვადით გაიცემა, თუმცა ბარათის შეცვლა 1-დან 4 წლამდე ვადაში აუცილებლად დაგჭირდებათ. კონკრეტულ ვადას ასეთი სესხისა და ბარათის გაცემისას ბანკები მომხმარებელს არ უწესებენ.

კიდევ ერთი პროდუქტი, რომელიც სულ უფრო მოთხოვნადი და პოპულარული ხდება საქართველოში, სწრაფი სესხებია, რომლებიც ასევე სამომხმარებლო სესხის კატეგორიას განეკუთვნება. ამ შემთხვევაში, თქვენ აუცილებლად უნდა იყოთ საქართველოს სრულწლოვანი მოქალაქე, გქონდეთ სტაბილური შემოსავალი, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც ეს ფაქტორი გადამწყვეტი არ არის სესხის განხილვისას, ისევე, როგორც საკრედიტო ისტორია, აუცილებლად უნდა გქონდეთ პირადი საბანკო ანგარიში და მობილური ტელეფონი. სწრაფი სესხის პოპულარობას მისი პირობები წარმოადგენს. კომპანიები, რომლებსაც ამ ტიპის მომსახურება აქვთ, ხშირად თავის მომხმარებელს პირველ სესხს სრულიად უპროცენტოდ თავაზობენ. ეს კი ნამდვილად საკმაოდ მიმზიდველი პირობაა მომხმარებლისათვის.

განსხვავებაა ხანგრძლივობაშიც. თუ არაუზრუნველყოფილ სესხზე აკეთებთ განაცხადს, გაითვალისწინეთ, რომ ამ ტიპის სესხები არც თუ ისე ხანგრძლივი ვადით გაიცემა. უმეტესად მაქსიმუმ 5 წლამდე ვადით არის შესაძლებელი ასეთი სესხის მიღება. რაც შეეხება უზრუნველყოფილ სესხებს, მათი ხანგრძლივობა ზოგ შემთხვევაში რამდენიმე ათეული წელიც კი შეიძლება იყოს. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ასეთ ხანგრძლივ სესხებს ძირითადად მხოლოდ ბანკები გაცემენ. რაც შეეხება სწრაფ სესხებს, მათი უმეტესობა ძირითადად ერთ თვემდე ვადით გაიცემა შემდგომი გახანგრძლივების საშუალებით, და მას გაცემენ როგორც საბანკო, ასევე არასაბანკო ფინანსური ორგანიზაციები.

სამომხმარებლო სესხის უპირატესობები

როგორც უკვე აღვნიშნეთ, სესხებს შორის ყველაზე პოპულარული სამომხმარებლო სესხებია. მის უპირატესობას ძირითადად ის განაპირობებს, რომ საზოგადოების ფართო მასებისთვის არის ხელმისაწვდომი, მისი მოთხოვნები საკმაოდ მარტივი და დროში მოქნილია. ასეთი სესხები მომხმარებლის ყველა სეგმენტზეა გათვლილი იქნება ეს ახალგაზრდა თუ ასაკიანი, სტაბილური სამსახურით უზრუნველყოფილი თუ თვითდასაქმებული.

სამომხმარებლო სესხზე განაცხადის გაკეთებისას თქვენ არ გჭირდებათ არანაირი მიზნობრიობის მითითება. თანხა ნებისმიერი საჭიროებისთვის შეგიძლიათ ისესხოთ. იქნება ეს რაიმე ნივთის შეძენა, მოგზაურობა თუ უბრალოდ წვეულების მოსაწყობად საჭირო ხარჯები. თქვენი გადასაწყვეტია რისთვის გამოიყენებთ მიღებულ თანხას. არ აქვს მნიშნვნელობა ეს სესხი როგორი იქნება, არაუზრუნველყოფილი თუ უზრუნველყოფილი, სწრაფი თუ საკრედიტო ბარათის სახით.

სად და როდის გამოვიყენოთ სამომხმარებლო სესხი?

ნებისმიერ სესხს ადამიანები მაშინ მიმართავენ, როდესაც გარკვეული ფინანსური საჭიროების წინაშე აღმოჩნდებიან. თუმცა, არის შემთხვევები, როდესაც უბრალოდ სურვილების ასასრულებლად ან რაიმე მიზნის მისაღწევადაც მიმართავენ. როდის და რა ტიპის სამომხმარებლო სესხია ყველაზე გამართლებული? რათქმაუნდა ამაზე პასუხის გაცემა შესაძლებელია.

თუ თქვენ დიდი ხანია ფიქრობთ დამღლელი სამუშაო პერიოდის შემდეგ დამსახურებული დასვენება მოიწყოთ, თუმცა შემოსავალი საკმარისი არ არის, შეგიძლიათ ისარგებლოთ საბანკო ან არასაბანკო სამომხმარებლო სესხით. ამ შემთხვევაში ყველაზე მისაღები ალბათ საბანკო სესხი იქნება, რადგან ხშირად ბანკები საკმაოდ მისაღებ პირობებს გვთავაზობენ, დაბალი საპროცენტო განაკვეთით და ჩვენთვის მისაღები პერიოდით. თუმცა ამ შემთხვევაში აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ თქვენ დაგჭირდებათ საკმარისი სტაბილური შემოსავლის დამადასტურებელი დოკუმენტი და დადებითი საკრედიტო ისტორია. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ თუ თქვენ არასაბანკო საკრედიტო დაწესებულებას მიმართავთ, ასეთი საჭიროების წინაშე არ აღმოჩნდებით.

სამომხმარებლო სესხის გამოყენება შეგიძლიათ ახალი ავეჯის შესაძენად, ან სულაც სახლში ტექნიკის შესაცვლელად. რათქმაუნდა არსებობს განვადებაც, რომელიც შესაძლოა უფრო მიმზიდველად მოგვეჩვენოს, თუმცა ამ დროს აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ დარიცხული საპროცენტო სარგებელი. შესაძლოა სესხად მიღებული თანხა უფრო მომგებიანი იყოს თქვენთვის, ვიდრე სწრაფი ე.წ. უპროცენტო განვადებით სარგებლობა.

უზრუნველყოფილი სესხით შეგიძლიათ ისარგებლოთ მაშინ, როდესაც გესაჭიროებათ იმაზე გაცილებთ დიდი თანხის სესხება, ვიდრე თქვენი შემოსავლით არის შესაძლებელი უზრუნველყოფის გარეშე. უზრუნველყოფის საგნად შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი უძრავ-მოძრავი ქონება. როგორც წესი, ბანკები უზრუნველყოფის საგნად მხოლოდ უძრავ ქონებას, ან ავტომობილს ღებულობენ. რაც შეეხება სხვადასხვა საკრედიტო ორგანიზაციებს, შესაძლებელია მათთან უზრუნველყოფად საყოფაცხოვრებო ტექნიკაც გამოიყენოთ.  ასეთი სესხის უპირატესობა მიღებული თანხის ოდენობა და საპროცენტოგანაკვეთია. ბევრ ადამიანს ურჩევნია აიღოს სესხი უზრუნველყოფით მხოლოდ იმის გამო, რომ მას საშუალება ექნება ისარგებლოს გაცილებით გრძელვადიანი სესხით და შედარებით უფრო დაბალი საპროცენტო განაკვეთით.

მიუხედავად იმისა, რომ ზემოთხსენებული სესხის აღებისას რისკი გაცილებით დიდია, ვიდრე არაუზრუნველყოფილის შემთხვევაში, მაინც ბევრია იმ ადამიანთან რიცხვი რომელიც ასეთ სესხს აჯობინებს. ის შეგიძლიათ გმოიყენოთ, როგორც იმავე მიზნებისთვის რაც არაუზრუნველყოფილ სესხს აქვს, ასევე გაცილებით უფრო მასშტაბური სურვილებისა და მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. მაგალითად, ავტომობილის ან შესაძლოა სულაც ბინის შესაძენად.

სწრაფი სესხების შემთხვევაში საქმე გაცილებით მარტივად არის. გარდა იმისა, რომ მათი მიღება უმოკლეს დროშია შესაძლებელი, მიზნობრიობაც შეიძლება საკმაოდ მრავალფეროვანი იყოს. სწრაფი სესხით იმ დროს შეგიძლიათ ისარგებლოთ, როდესაც მოულოდნელად წარმოქმნილ ფინანსურ კრიზისში აღმოჩნდებით ან უბრალოდ დაგაკლდებათ თანხა სასურველი ნივთის შესაძენად. ამ ტიპის სესხით სარგებლობა მხოლოდ მაშინ არის გამართლებული, თუ თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ უახლოეს პერიოდში, რომელიც სასურველია არ აღემატებოდეს 1 თვეს, თქვენ შეძლებთ ნაკისრი ვალდებულების შესრულებასა და თანხის დაბრუნებას. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ეს თქვენთვის პირველი სესხია, რომელიც სრულიად უპროცენტოდ შემოგთავაზეს კომპანიებმა, ნუ დაგავიწყდებათ, რომ ნებისმიერი თანხა მაინც თქვენი დასაბრუნებელია, იქნება ეს დარიცხულ საპროცენტო სარგებელთან ერთად თუ მის გარეშე. ასევე, იმ შემთხვევაში თუ თქვენ ვერ შეძლებთ დათქმულ ვადაში თანხის დაბრუნებას, მოგიწევთ სესხის ვადის გახანგრძლივება, რაც დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული და შესაძლოა თქვენი სესხი უმაზე მეტად გაძვირდეს, ვიდრე თქვენ ეს წარმოგიდგენიათ.

საკრედიტ ბარათები კი ფაქტობრივად სესხის იმ კატეგორიას განეკუთვნება, რომელიც ყოველთვის თქვენ ჯიბეშია მოთავსებული და მისი გამოყენება ნებისმიერ დროს შეგიძლიათ საჭიროებიდან გამომდინარე. თუმცა აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ ისევე, როგორც სწრაფი სესხის შემთხვევაში, დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ გახარჯული თანხის დაბრუნებას საკრედიტო ბარათის პირობებით გათვალისწინებულ პერიოდში აუცილებლად შეძლებთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთი სესხის გამოყენება მიზანშეწონილი სულაც არ არის.

 

მიმოხილვა