ონლაინ კრედიტი

საკრედიტო სფეროში საკმაოდ პოპულარულია ისეთი პროდუქტი, როგორიც საკრედიტო ხაზია. რას წარმოადგენს ის, ვის და როგორ შეუძლია ისარგებლოს ამ პროდუქტით, რა პირობები აქვს, შევეცდებით უფრო დეტალურად მოგაწოდოთ ამის შესახებ ინფორმაცია.

კომპანია მიღებისდროს უპროცენტო პირველად სესხი პირველი სესხის მაქსიმუმი სესხის ვადა აიღე სესხი
15 წუთში 50-250 ლარი 650 ლარი 1-30 დღე აიღე სესხი
15 წუთში 30 – 500 ლარი 900 ლარი 5-730 დღე აიღე სესხი
15 წუთში 50 – 500 ლარი 1500 ლარი 5-30 დღე აიღე სესხი
15 წუთში 50 – 1000 ლარი 1000 ლარი 5-30 დღე აიღე სესხი
15 წუთში 500-3000 ლარი 3000 ლარი 3-24 თვემდე აიღე სესხი
15 წუთში 50 – 500 ლარი 1000 ლარი 5-30 დღე აიღე სესხი
15 წუთში 400 – 1500 ლარი 4000 ლარი 3-36 თვემდე აიღე სესხი
1 დღე 500-3000 ლარი 3000 ლარი 3-24 თვემდე აიღე სესხი
15 წუთში 500-5000 ლარი 5000 ლარი 1-36 თვემდე აიღე სესხი
1 დღე 1000-30000 ლარი 30000 ლარი 3-72 თვემდე აიღე სესხი
15 წუთში 50 – 1500 ლარი 1500 ლარი 5-30 დღე აიღე სესხი
15 წუთში 50 – 300 ლარი 1000 ლარი 5-31 დღე აიღე სესხი
60 წუთში 500 – 2000 ლარი 3000 ლარი 6-24 თვემდე აიღე სესხი
15 წუთში 500 – 3000 ლარი 3000 ლარი 1-12 თვემდე აიღე სესხი
1 დღე 500-20000 ლარი 20000 ლარი 3-36 თვემდე აიღე სესხი

რა არის საკრედიტო ხაზი?

საკრედიტო ხაზი სესხის ისეთ კატეგორიას წარმოადგენს, როდესაც თქვენ ფინანსური ისნტიტუტის მიერ დაგიმტკიცდებათ გარკვეული თანხა, რომლის გამოყენებაც ნებისმიერ დროს შეგიძლიათ საჭიროებისამებრ და მას პროცენტი მხოლოდ ათვისებულ თანხაზე დაერიცხება და არა სრულ ლიმიტზე. ამასთანავე, თქვენ ყოველთვიურად შეგიძლიათ მხოლოდ დარიცხული პროცენტი გადაიხადოთ. რაც შეეხება ათვისებულ თანხას, მისი დაბრუნება საკრედიტო ხაზის ამოწურვამდე ნებისმიერ დროს შეგიძლიათ. არ აქვს მნიშვნელობა იქნება ეს სესხის მიღებიდან ერთი დღე, რამოდენმე თვე თუ წელი, თქვენი გადასაწყვეტია როდის უფრო მოსახერხებელია გამოყენებული თანხის დაბრუნება.

დამეთანხმებით, რომ ეს საკმაოდ მიმზიდველი და სასურველი საკრედიტო პროდუქტია ნებისმიერი მომხმარებლისათვის. რაც შეეხება ასეთი სესხის მიზნობრიობას, ის საკმაოდ ფართოა და თითქმის არაფერში არ არის შეზღუდული.

თუმცა, არის ერთი ფაქტორი, რომელიც აუცილებელია რომ აღვნიშნოთ. ბანკების უმეტესობა ასეთ მომსახურებას ძირითადად მხოლოდ ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს თავაზობენ. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ჩვეულებრივი მომხმარებლებისთვის ასეთი პროდუქტი ხელმისაწვდომი არ არის. დღეისათვის სულ უფრო მეტი მიკროსაფინანსო ონლაინ სესხის გამცემი კომპანიაც თავაზობს თავის მომხმარებელს საკრედიტო ხაზს.

როგორც ამ სფეროს წარმომადგენლები ამბობენ საკრედიტო ხაზი საკრედიტო ბარათებისა და ონლაინ სესხის შერწყმის საუკეთესო შედეგია.

საკრედიტო ხაზის პირობები და ვადები

ბანკების უმეტესობა საკრედიტო ხაზს მომხმარებელს უმეტეს შემთხვევაში 12 თვის ვადით თავაზობენ. მართალია ეს დიდი პერიოდი არ არის, თუმცა თუ თქვენ ნაკისრ ვალდებულებას პირნათლად შეასრულებთ, შესაძლებლობა გექნებათ ამ პროდუქტით სარგებლობა უფრო ხანგრძლივად გააგრძელოთ.

საბანკო საკრედიტო ხაზის მისაღებად თქვენ აუცილებლად უნდა აკმაყოფილებდეთ გარკვეულ მოთხოვნებს. პირველ რიგში ბანკების უმეტესობისთვის მხოლოდ მაშინ იქნებით საინტერესო კლიენტი, თუ ბიზნეს საქმიანობას ეწევით მინიმუმ 6 თვის განმავლობაში. ამასთანავე, შესაძლოა მათ სესხისათვის უზრუნველყოფაც მოითხოვონ თქვენგან. დამატებით რათქმაუნდა აუცილებლად დაგჭირდებათ კუთვნილ ანგარიშებზე მუდმივი ბრუნვის ჩვენება და გაკრვეული სტაბილური ნაშთი, რომელიც გარანტორი შეიძლება იყოს კრედიტორისათვის სესხის გაცემისას.

რაც შეეხება არასაბანკო, ონლაინ კრედიტის გამცემი კომპანიების მიერ გაცემულ საკრედიტო ხაზს, ამ შემთხვევაში თქვენ მათთვის საკმარისია სანდო და სტაბილური გადამხდელი იყოთ. ამასთანავე, ასეთი ტიპის საკრედიტო ხაზის ხანგრძლივობა, ხშირად საბანკო საკრედიტო ხაზის ვადასაც კი აღემატება და შესაძლოს არა 12 თვე არამედ 36 თვემდე პერიოდიც კი შეადგინოს.

რა თანხის მიღება შეიძლება საკრედიტო ხაზით?

საკრედიტო ხაზით დამტკიცებული ლიმიტების რაოდენობა, გაცილებით დიდია ჩვეულებრივ სესხთან შედარებით. როდესაც ბანკები ბიზნეს სფეროს წარმომადგენლებს საკრედიტო ლიმიტს თავაზობენ ხშირად თანხა 500 000 ლარიდან შესაძლოა მილიონამდეც კი მერყეობდეს. მინიმალური თანხა კი ხშირ შემთხვევაში 5 000 ლარიდან იწყება.

სხვა მდგომარეობაა როდესაც საუბარი ონლაინ საკრედიტო ხაზზე ვსაუბრობთ. მიუხედავად იმისა, რომ მისი მოცულობა უმეტესად არ აღემატება  5 000 ლარს, თუმცა თუ სესხს უზრუნველყოფით აიღებთ შესაძლოა რამოდენიმე ათეული ათასიც კი შეადგინოს.

როგორ გავაკეთოთ განაცხადი საკრედიტო ხაზის მისაღებად?

ბუნებრივია ვისაც არასოდეს უსარგებლის საკრედიტო ხაზით, აუცილებლად დააინტერესებს ის პროცედურები, რომლებიც უნდა გაიაროთ საკრედიტო ხაზის მისაღებად.

პირველ რიგში თქვენ უნდა აკმაყოფილებდეთ კომპანიის მიერ წაყენებულ ყველა პირობას. ბანკების შემთხვევაში ეს ასე გამოიყურება:

  • ძირითად შემთხვევაში გქონდეთ ბიზნესი მინიმუმ 6 თვიანი მუშაობის გამოცდილებით;
  • უძრავი ქონება უზრუნველყოფისათვის;
  • სტაბილური, დადებითი ნაშთი ანგარიშზე;

რათქმაუნდა დამატებით შესაძლებელია კიდევ მოითხოვონ საკრედიტო ოფიცრებმა თქვენგან რაიმე პირობის შესრულება, თუმცა ეს ძირითადი პუნქტები ფაქტობრივად ყოველთვის უცვლელია.

ამის შემდეგ თქვენ საშუალება გაქვთ გააკეთოთ განაცხადი და მოითხოვოთ კონკრეტული ლიმიტი.

ონლაინ სესხის გამცემი კომპანიების მიერ შემოთავაზებული საკრედიტო ხაზის მისაღებად პროცედურები ხშირ შემთხვევაში განსხვავდება საბანკო სექტორისგან. პირველ რიგში თქვენ უნდა შეარჩიოთ თქვენთვის ყველაზე მისაღები პირობების მქონდე კრედიტორი. რათქმაუნდა ამას პირველ რიგში შემოთავაზებული საპროცენტო განაკვეთი შეადგენს. მეორე და უმნიშვნელოვანესი კი ის საკრედიტო ლიმიტია, რომელიც კომპანიას შეუძლია დაგიმტკიცოთ. ამის შემდეგ თქვენ დაგჭირდებათ კომპანიის გვერდზე არსებული უმარტივესი სარეგისტრაციო პროცედურის გავლა. სპეციალურ ფორმაში მიუთითებთ თქვენ პირად მონაცემებს პირადობის მოწმობის შესაბამისად, მონიშნავთ იმ თანხას რომლის მოთხოვნაც გსურთ, გაივლით იდენტიფიკაციას კუთვნილი საბანკო ანგარიშის დასადასტურებლად და დაელოდებით პასუხს კომპანიისგან. ონლაინ კრედიტის შემთხვევაში პასუხის მიღება რამოდენიმე წუთშია შესაძლებელი. დასტურის მიღების შემთხვევაში შესაძლებლობა გექნებათ გამოიტანოთ და დახარჯოთ იმ ოდენობის თანხა, რომელიც გჭირდებათ, საკრედიტო ხაზის მოქმედების პერიოდში კი აითვისოთ და დაფაროთ ლიმიტით განსაზღვრული თანხა რამდენჯერაც ამის საჭიროება გენქებათ.

საკრედიტო ხაზის უპირატესობები

მას შემდეგ რაც მეტნაკლებად გავერკვიეთ საკრედიტო ხაზსა და მის პირობებში, ვფიქრობ დროა ცოტაოდენი ანალიზისათვის და იმის განსასაზღვრად რა უპირატესობები გააჩნია ამ ტიპის სესხს სხვა საკრედიტო პროდუქტებთან მიმართებით.

მიუხედავად იმისა, რომ საკრედიტო ხაზის ხანგრძლივობა ჩვეულებრივ სესხთან შედარებით გაცილებით ნაკლებია, მისი უპირატესობა ლიმიტის ოდენობა და გამოყენების პირობებია. საკრედიტო ხაზით სარგებლობისას თქვენ მთელი წლის მანძილზე გარანტირებულად გაქვთ გარკვეული თანხა საჭირო სიტუაციაში გამოსაყენებლად. გახარჯვის შემდეგ შეგიძლიათ დააბრუნოთ თანხა და ლიმიტის მოქმედების პერიოდში გამოიყენოთ იმდენჯერ, რამდენჯერაც ამის საჭიროება გექნებათ. ამისათვის კი თქვენ არ დაგჭირდებათ რაიმე განაცხადების შევსება ან ლოდინი პასუხის მისაღებად. კიდევ ერთი უპირატესობა გახლავთ ზემოთხსენებული პროცენტის დარიცხვის მეთოდი. საკრედიტო ხაზით სარგებლობისას თქვენ მხოლოდ ათვისებული თანხის პროცენტის გადახდა გიწევთ და არა სრული ლიმიტის. საკრედიტო ხაზის კიდევ ერთი პლუსი მისი მრავალმხრივი გამოყენების საშუალებაა. მიუხედავად იმისა, რომ საკრედიტო ხაზს ძირითადად ბიზნეს სექტორს თავაზობენ, არის გამონაკლისი შემთხვევებიც, როდესაც ჩვეულებრივ სამომხმარებლო მიზნებისთვისაც შეიძლება ამ ტიპის კრედიტის მიღება. საკრედიტო ხაზის დამტკიცების შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ თანხა სხვა არსებული ვალდებულებების გადასაფარად, სამოგზაუროდ, ბინის რემონტის ან ნებისმიერი სხვა საჭიროებისათვის.

ძირითადად ეს პირობები საერთოა როგორც საბანკო, ასევე ონლაინ საკრედიტო ხაზებისათვის. თუმცა მისი პირობები რადიკალურად განსხვავდება ონლაინ სესხებისგან ისევე, როგორც ჩვეულებრივი საბანკო სესხის ასევე საბანკო საკრედიტო ხაზისგან. ონლაინ სესხის შემთხვევაში თქვენ მთლიანი თანხის და ასევე მასზე დარიცხული პროცენტის გადახდა მოგიწევთ. უნდა აღვნიშნოთ ის ფაქტორიც, რომ საკრედიტო ხაზის შემთხვევასი სესხის საპროცენტო განაკვეთი, როგორც წესი ბევრად ნაკლებია ვიდრე ონლაინ სესხის. ამასთანავე ამ გზით მიღებული თანხის ოდენობა და ხანგრძლივობაც ბევრად აღემატება სწრაფი სესხის თანხას. თუ მაგალითად თქვენ შეგიძლიათ ისესხოთ სწრაფი სესხი მაქსიმუმ 750 ლარის ოდენობითა და ერთი თვის ვადით, საკრედიტო ხაზის შემთხვევაში ეს თანხა შესაძლებელია იყოს რამოდენიმე ათასი და 36 თვემდე ვადით.

არსებობს თუ არა საკრედიტო ხაზის ალტერნატივა?

როგორც ნებისმიერ რამეს ბუნებაში, საკრედიტო ხაზსაც რათქმაუნდა აქვს ალტერნატივა. რათქმაუნდა თქვენი გადასაწყვეტია უპირატესობას რომელს მიანიჭებთ, თუმცა ჩვენ მაინც შევეცდებთ მცირე ინფორმაცია მოგაწოდოთ აღნიშნული ალტერნატივის შესახებ.

ბანკების შემთხვევაში ეს ალტერნატივა შესაძლებელია იყოს ახალი, სხვა ტიპის სესხი, რომელიც შესაძლებელია შედარებით დაბალ პროცენტში მიიღოთ. ასევე, შესაძლებელია გააკეთოთ განაცხადი საკრედიტო ბარათზე, რომელზე არსებული საკრედიტო ლიმიტის გამოყენების პირობებიც საკრედიტო ხაზით სარგებლობის პრინციპების იდენტურია ფაქტობრივად. ამასთანავე შესაძლებელია ისარგებლოთ ჩვეულებრივი სადებეტო ბარათით, რომელზეც გააქტიურებული გექნებათ ოვერდრაფტი, რაც ნიშნავს თქვენი სახელფასო სარგოს 100%-მდე ან შესაძლოა უფრო მეტი ლიმიტის ქონასაც. ასეთი თანხის გამოყენებაც ნებისმიერ საჭირო დროს არის შესაძლებელი, დაფარვა კი ეტაპობრივი გადახდებით.

ასეთივე ალტერნატივაა სწრაფი ონლაინ სესხებიც. თუმცამ, როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, ამ ტიპის სესხის მინუსი პირველ რიგში მაღალი საპროცენტო განაკვეთი, ხოლო შემდგომ კი მისი ხანგრძლივობაა, რომელიც არც თუ ისე მოქნილია, მიუხედავად იმისა, რომ ონლაინ კრედიტის გამცემი კომპანიები სესხის გახანგრძლივების საშუალებას აუცილებლად გვაძლევენ.

 

მიმოხილვა