ავტო სესხი

არც თუ ისე შორეულ წარსულში ავტომობილის ყოლა ფუფუნებად ითვლებოდა საქართველოში. თუმცა, თუ დღეისათვის არსებულ მდგომარეობას გადავავლებთ თვალს, ის უკვე ისეთივე საჭირო და აუცილებელია, როგორც, მაგალითად, სარეცხი მანქანა ან მაცივარი.

კომპანია მიღებისდროს უპროცენტო პირველად სესხი პირველი სესხის მაქსიმუმი სესხის ვადა აიღე სესხი
15 წუთში 50-250 ლარი 650 ლარი 1-30 დღე აიღე სესხი
15 წუთში 30 – 500 ლარი 900 ლარი 5-730 დღე აიღე სესხი
15 წუთში 50 – 500 ლარი 1500 ლარი 5-30 დღე აიღე სესხი
15 წუთში 50 – 1000 ლარი 1000 ლარი 5-30 დღე აიღე სესხი
15 წუთში 500-3000 ლარი 3000 ლარი 3-24 თვემდე აიღე სესხი
15 წუთში 50 – 500 ლარი 1000 ლარი 5-30 დღე აიღე სესხი
15 წუთში 400 – 1500 ლარი 4000 ლარი 3-36 თვემდე აიღე სესხი
1 დღე 500-3000 ლარი 3000 ლარი 3-24 თვემდე აიღე სესხი
15 წუთში 500-5000 ლარი 5000 ლარი 1-36 თვემდე აიღე სესხი
1 დღე 1000-30000 ლარი 30000 ლარი 3-72 თვემდე აიღე სესხი
15 წუთში 50 – 1500 ლარი 1500 ლარი 5-30 დღე აიღე სესხი
15 წუთში 50 – 300 ლარი 1000 ლარი 5-31 დღე აიღე სესხი
60 წუთში 500 – 2000 ლარი 3000 ლარი 6-24 თვემდე აიღე სესხი
15 წუთში 500 – 3000 ლარი 3000 ლარი 1-12 თვემდე აიღე სესხი
1 დღე 500-20000 ლარი 20000 ლარი 3-36 თვემდე აიღე სესხი

როგორ მოვიქცეთ სასურველი ავტომობილის შესაძენად?

მიუხედავად გაზრდილი მოთხოვნისა, და საავტომობილო ბაზარზე არსებული მრავალფეროვნებისა, ბევრ ადამიანს არ აქვს იმის საშუალება, რომ მოაგროვოს თანხა სასურველი ავტომობილის შესაძენად. არადა, რამდენი ორგანიზაცია და კერძო პირი გვთავაზობს ახალ თუ მეორად ავტომობილებს სხვადასხვა პირობებითა და ნებისმიერი გემოვნების ადამიანზე მორგებულს.

ბუნებრივია, ასეთ დროს გაჩნდეს კითხვა როგორ მოვიქცეთ? რათქმაუნდა, გამოსავალი ყოველთვის არსებობს. დღეისათვის როგორც საბანკო ასევე არასაბანკო ფინანსური ორგანიზაციების ძალიან დიდი ნაწილი თავის მომხმარებელს სთავაზობს ისეთ პროდუქტს, როგორიც ავტო სესხია. ეს უმეტეს შემთხვევაში ყველაზე მისაღები და კომფორტული გზაა ადამიანების უმეტესობისათვის ავტომობილის შესაძენად მისი კომფორტულობიდან გამომდინარე.

რა არის ავტო სესხი და რა ტიპის ავტო სესხი არსებობს?

ავტო სესხი უმეტეს შემთხვევაში გულისხმობს სესხის იმ კატეგორიას, რომელიც მხოლოდ ავტომობილის შესაძენად არის განკუთვნილი. თუმცა, არის ისეთი ავტო სესხებიც, რომლებიც იმ შემთხვევაში გამოგადგებათ, თუ თქვენ თანხა გესაჭიროებათ რაიმე  სხვა მიზნებისთვის.

სხვადასხვა ფინანსური ინსტიტუტები გვთავაზობენ როგორც ავტო სესხს, ავტო განვადებას, ასევე ავტო ლომბარდსა და ავტო ლიზინგს.

ავტო სესხი განკუთვნილია სასურველი ავტომობილის შესაძენად. თუ თქვენ შეარჩიეთ ავტომობილი და საკმარისი თანხა არ გაქვთ, შეგიძლიათ ისარგებლოთ ამ ტიპის სესხით.

ავტო განვადების მიზნობრიობაც წინამორბედის მსგავსად ავტომობილის შეძენაა. ამ ტიპის სესხით სარგებლობისას შეგიძლიათ ავტომობილის საფასური ეტაპობრივად გადაიხადოთ. ამისათვის აუცილებელი არ არის რომელიმე კონკრეტულ ბანკს ან ფინანსურ ინსტიტუტს მიმართოთ. ხშირად კომპანიები, რომლებიც ახალი ან მეორადი ავტომობილებით ვაჭრობენ, თავის მომხმარებელს შიდა განვადებასაც თავაზობენ.

ასევე, შეგიძლიათ გამოიყენოთ ავტო ლომბარდი, რომელიც საშუალება მოგცემთ უმოკლეს დროში მოაგვაროთ თქვენი ფინანსური პრობლემები.

არის კიდევ ერთი საშუალება, რომელიც ასევე დაგეხმარებათ, ეს ავტო ლიზინგია. მისი გამოყენება შეგიძლიათ, როგორც ავტომობილის შესაძენად, ასევე სხვა, ზოგადი ფინანსური პრობლემების მოსაგვარებლად.

რა თანხის მიღებაა შესაძლებელი ავტო სესხის საშუალებით?

ბუნებრივია, ყველას გაუჩნდეს კითხვა ავტო სესხის ოდენობასთან დაკავშირებით. პირველ რიგში, სესხის ოდენობა თქვენ ყოველთვიურ სტაბილურ შემოსავალზეა დამოკიდებული. ხშირ შემთხვევაში, როდესაც სესხს ავტომობილის შესაძენად იღებენ, ფინანსური ინსტიტუტები ღირებულების სრულ ოდენობას გთავაზობენ, რათქმაუნდა იმ შემთხვევაში, თუ თქვენი შემოსავალი ამის საშუალებას იძლევა. თუმცა, არის შემთხვევები, როდესაც ნაწილობრივ დაფინანსებას გვთავაზობენ.

ზოგადად თანხამ, რომელიც შესაძლებელია ავტო სესხით სარგებლობისას მიიღოთ შეიძლება რამოდენიმე ათასიც კი შეადგინოს.

რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეთ ავტო სესხის მისაღებად?

ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა ფინანსურ პროდუქტის მიღებად, ავტო სესხით სარგებლობისათვისაც გარკვეული მოთხოვნები და პირობები არსებობს. იმის გათვალისწინებით, თუ რომელი ტიპის საკრედიტო ორგანიზაციისგან გეგმავთ თანხის მოთხოვნას, პირობები შეიძლება სრულიად განსხვავებულიც იყოს. რათქამუნდა ამაზე გავლენას ავტო სესხის მიზნობრიობაც ახდენს.

თუ თქვენ ბანკებს მიმართავთ, აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ პირველ რიგში უნდა იყოთ საქართველოს სრულწლოვანი მოქალაქე, ყოველთვიური სტაბილური შემოსავლით. თუმცა, თუ თქვენ უზრუნველყოფის საგნად ავტომობილს გამოიყენებთ, შესაძლოა ასეთი სტაბილური შემოსავალი არც მოითხოვონ თქვენგან. კიდევ ერთი პირობა, დადებითი საკრედიტო ისტორიაა, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც ამ ფაქტორის არსებობის შემთხვევაშიც გაცემენ ბანკები ავტო სესხს, თუმცა ეს ხშირად უფრო მაღალი საპროცენტო განაკვეთისა და სესხის უძრავ-მოძრავი ქონებით უზრუნველყოფის საფუძველზე ხდება.

რაც შეეხება სხვადასხვა ტიპის ფინანსურ ინსტიტუტებს, რომლებიც ამავე კატეგორიის სესხს გვთავაზობენ, მათი მოთხოვნები შესაძლოა სრულიად განსხვავდებოდეს ბანკების მოთხოვნებისგან. რათქმაუნდა, ამ შემთხვევაშიც პირველი მოთხოვნა მომხმარებლის ასაკია, რომელიც აუცილებლად საქართველოს სრულწლოვანი მოქალაქე უნდა იყოს და პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად ჰქონდეს ავტომობილის ტექნიკური პასპორტი.  ყველა სხვა დანარჩენი, კონკრეტულ სიტუაციასა და განმცხადებელზეა დამოკიდებული.

როგორ გავაკეთოთ განაცხადი ავტო სესხისათვის?

მას შემდეგ, რაც თქვენ დარწმუნდებით, რომ აკმაყოფილებთ ამა თუ იმ ბანკის მოთხოვნებს ავტო სესხის მისაღებად, თქვენ აუცილებლად დაგჭირდებათ შემდეგი ეტაპების გავლა:

  • საკრედიტო ექსპერტთან ვიზიტი;
  • განაცხადის შევსება;
  • შესაბამისი, მოთხოვნილი დოკუმენტების წარდგენა;

ამის შემდგომ, ხდება წარდგენილი მოთხოვნისა და დოკუმენტების განხილვა შესაბამისი რისკების განყოფილების მიერ.

გარდა ზემოთხსენებული პროცედურებისა, შესაძლებელია განაცხადის ონლაინში, სახლიდან გაუსვლელად შევსებაც. თქვენ დაგიკავშრდებათ ოპერატორი, რომელიც დააზუსტებს საჭირო დეტალებს და ამის შემდეგ მოხდება განაცხადის განხილვა. რაც შეეხება თანხას მისი მიღება უკვე კომპანიის უახლოეს ფილიალში იქნება შესაძლებელი.

რაც შეეხება ავტო ლომბარდს, აქ საქმე გაცილებით მარტივადაა. იმისათვის, რომ შეძლოთ ავტო ლომბარდით სარგებლობა, თქვენ შეგიძლიათ ონლაინ განაცხადის ფორმით ისარგებლოთ და მიიღოთ პასუხი დაახლოებით 20 წუთში. კრედიტორები გვპირდებიან, რომ ასეთი ტიპის განაცხადის შევსებისა და პასუხის მისაღებად საჭირო დრო 1 საათს არ აღემატება.

რა განსხვავებაა საბანკო და არასაბანკო ავტო სესხებს შორის?

მიუხედავად იმისა, რომ ყველა ბანკი ცდილობს მაქსიმალურად გაუმარტივოს მომხმარებელს შეთავაზებული მომსახურების მიღება, პროცედურები უმეტეს შემთხვევაში მაინც განსხვავდება არასაბანკო ფინანსური ინსტიტუტების მიერ შემოთავაზებული შედარებით კომფორტული და სწრაფი მომსახურებისგან.

საქართველოში მოქმედი ბანკების მიერ ავტო სესხისათვის განკუთვნილი საპროცენტო განაკვეთი, ვადები და ასე გამოიყურება:

  • თიბისი ბანკი – ახალი ავტომობილის შეძენის შემთხვევაში 0-დან 15%-მდე, 300 ამერიკული დოლარიდან 80 000 $-მდე, 1-დან 120 თვემდე ვადით;
  • თიბისი ბანკი – მეორადი ავრომობილის შეძენისას – 13.95%-დან 19%-მდე, თანხა უცვლელია, 300$-დან 80 000$-მდე, 1-დან 120 თვემდე ვადით;
  • საქართველოს ბანკი – 9%-დან, თანხა – 2 000-დან 70 000$-მდე, 3-დან 72 თვემდე ვადით;
  • ვითიბი ბანკი – ახალი ავტომობილის შესაძენად – 13.5%-დან, თანხა – 1000-დან 60 000$-მდე, 3-დან 72 თვემდე;
  • ვითიბი ბანკი – მეორადი ავტომობილის შესაძენად – 17.9%-დან, 4 000-დან 30 000$-მდე, 3-დან 48 თვემდე ვადით;
  • ლიბერთი ბანკი – 3%-დან, 1 000-დან 30 000 ლარამდე, 1-დან 60 თვემდე;
  • ბაზიზბანკი – 14.9%-დან, 1 000-დან 40 000$-მდე, 3-დან 60 თვემდე ვადით.

რაც შეეხება არასაბანკო სექტორს:

  • ge – 3.5% თვეში, 500-დან 40 000 ლარამდე, 3-დან 36 თვემდე;
  • ge – 3%-დან, 1 000-დან 30 000 ლარამდე, 3-დან 72 თვემდე;
  • ge – 3%-დან, ხოლო ტარების უფლების დატოვების შემთხვევაში 5%-დან, 500-დან 50 000 ლარამდე ან 200-დან 20 000$-მდე, 3-დან 72 თვემდე ვადით;
  • ge – ავტო ლომბარდი – 2.5%-დან თვეში, სესხი გაიცემა როგორც ამერიკულ დოლარში, ასევე ლარში. ავტო-სესხის შემთხვევაში კი საპროცენტო განაკვეთი 2%-დან თვეში, თანამონაწილეობა 30% – სესხი გაიცემა მხოლოდ ამერიკულ დოლარში.
  • com.ge – 2.5%-დან თვეში, 300 $-დან ავტომობილის ღირებულების 80%-მდე, 1-დან 30 თვემდე ვადით.

რატომ უნდა ავირჩიოთ ავტო სესხი?

უმეტეს შემთხვევაში ჩვეულებრივ სამომხმარებლო სესხთან შედარებით გაცილებით დაბალია ავტო სესხისთვის დაწესებული საპროცენტო განაკვეთი. ეს ძირითადად იმ შემთხვევას ეხება, როდესაც ახალი ავტომობილის შეძენა გაქვთ გადაწყვეტილი. რაც შეეხება მეორად ავტომობილებს, ამ შემთხვევაში ავტო სესხი გამართლებული მაშინ არის, თუ თქვენი შემოსავალი არაუზრუნველყოფილი სესხისათვის საკმარისი არ არის.

თუ თქვენ გესაჭიროებათ თანხა სხვა ზოგადი საჭიროებისათვის, მხოლოდ თქვენი შემოსავალი კი საკმარისი არ არის და ბანკი საგარანტიო ქონებას მოითხოვს, შეგიძლიათ გამოიყენოთ ავტომობილი. რათქმაუნდა უძრავი ქონებით უზრუნველყოფაც შეგიძლიათ, თუმცა თუ სევაფასებთ რისკს, რომელიც ასეთი ტიპის სესხს შეიძლება ახლდეს თან, დარწმუნდებით, რომ უმჯობესია ავტომობილის უზრუნველყოფით გაცემულ სესხს დათანხმდეთ თუ ეს თქვენი ფინანსური პრობლემისა თუ საჭიროების აღმოსაფხვრელად საკმარისია.

რაც შეეხება სალომბარდე ავტო სესხს, რათქმაუნდა ეს შეგიძლიათ განიხილოთ როგორც უკიდურესი გამოსავალი იმ შემთხვევაში, თუ განსაკუთრებულად მოკლე დროში გესაჭიროებათ თანხა და არ გაქვთ დრო სხვადასხვა ტიპის დოკუმენტების მოგროვებისა და განაცხადის განხილვის მოლოდინისათვის. გაითვალისწინეთ, ავტო ლომბარდით სარგებლობისას დარიცხული პროცენტი, უმეტეს შემთხვევაში, ჩვეულებრივ ავტო სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთის ტოლფასიც შეიძლება იყოს.

მიმოხილვა